Search the Community
Showing results for tags 'fizika'.
-
ჩვენი ცხოვრება ბუნებრივია, თითქოს ყველაფერი ნათელია, რასაც ვხედავთ, რასაც ვგრძნობთ და რაც გვესმის. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ილუზიაა რადგან ის სამყარო და კანონები რომელშიც ჩვენ ვცხოვორბთ გაცილებით რთული და კომპლექსურია. დავიწყოთ იმით რასაც ვხედავთ. ფერები ჩვენთვის ძალიან რეალურია, მაგრამ სინამდვილეში ეს ილუზიაა რომელიც ტვინში იქმნება. ფერები არ არსებობს და ბუნებაში მისი არსებობა არცაა საჭირო, ისინი უბრალოდ ჩვენ გვჭირდება გარემოს უკეთ აღსაქმელად, ფაქტი კი ის არის რომ ფერები უბრალოდ ელექტრო მაგნიტური ტალღეის სიგრძის სხვაობაა. მაგალითად წითელი ფერი უფრო გრძელი ტალღაა ვიდრე მწვანე, ხოლო მწვანე უფრო გრძელია ლურჯზე. რაც უფრო მოკლეა ტალღა მით უფრო მაღალი ენერგიის მქონეა, ესეიგი ლურჯი ფერი უფრო მაღალენერგეტიკული გამოსხივებაა ვიდრე წითელი და მწვანე. თეთრი ფერი ალბათ იცით რომ ყველა დანარჩენი ფერის ერთობლიობაა და ის ცალკე ტალღად არ განიხილება. http://i017.radikal.ru/1601/30/ba96612df4d6.png ელექტრო მაგნიტურიზმის სამყაროს შემადგენელი 4 ძალიდან ერთერთია, ხოლო მისი გადამტანი არის ელემენტარული ნაწილაკი ფოტონი ანუ სინათლის ნაწილაკი. სინათლე ბუნებაში კი ტალღურად ვრცელდება, მიუხედავად იმისა რომ ის ნაწილაკია. ლუი დე ბროილმა დაამტკიცა და ახსნა რომ ყველა ელემენტარული ნაწილაკი რომლისგანაც შედგება ყველაფერი მატერიალური, არის 2 ბუნებოვანი, ისინი როგორც ნაწილაკურ ასევე ტალღურ თვისებებსაც ავლენენ, ამ მოვლენას ეწოდება კორპუსკულურ-ტალღოვანი დუალიზმი. ფოტონიც როგორც სხვა დანარჩენი ელემენტარული ნაწილაკები ამ თვისების მატარებელია. ელექტრო მაგიტური ტალღის სპექტრი შედგება რამდენიმე მონაკვეთებისგან რომლებსაც ტალღის სიგრძე განსაზღვრავს, ესენია გამა გამოსხივება, რომელიც არის ყველაზე საშიში, მაღალ ენერგეტიკული ანუ ყველაზე მოკლე ტალღოვანი გამოსხივება. ის საშიშია იმიტომ რომ რადიაციული გამოსხივებაა და მისი მოკლე ტალღა მოქმედებს ატომებზე და იწვევს მოლეკულების დაშლას თავისი მაღალი ენერგიის ხარჯზე. შემდეგ მაღალენერიულობის მიხედვით, თანმიმდევრულად მოდიან რენტგენის სხივები, ულტრაიისფერი სხივები, ხილვადი სხივები (ვარდისფერი -> იისფერი -> ლურჯი -> ცისფერი -> მწვანე -> ყვითელი -> სტაფილოსფერი -> წითელი), ინფრა წითელი სხივები, მიკრო ტალღები და რადიო ტალღები. http://s015.radikal.ru/i332/1601/1e/3218e8c677c9.jpg დიახ რადიაციული გამოსხივება რომელიც საშიშია, ფერები რომლებსაც ვხედავთ და რადიო ტალღები რომლებსაც რადიოში ვისმენთ არის ერთი და იგივე მოვლენის სხვადასხვა სახე. თუ დაფიქრებულხართ როდესმე... როდესაც რამეს ეხებით თქვენ მართლა ეხებით სხეულს? თუ კი მაშ როგორ?.. სინამდვილეში ჩვენ ვერაფერს ვერ ვეხებით, არც შევხებულვართ და ვერც ვერასდროს შევეცებით, ამას ბუნება გვიკრძალავს. როდესაც ვსაუბრობთ შეხებაზე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ჩვენი სხეული ატომებისგან შედგება, ფიზიკა კი ომელიც ატომურ დონეზე მუშაობს გაცილებით განსხვავდება იმ კლასიკური კანონებისგან რომლებსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ. დავიწყოთ იმით რომ ატომი შედგება ბირთვისგან და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან... ელექტრონები ბირთვის გარშემო ქმნიან ელექტრულ ღრუბელს რომელშიც თავად გადაადგილდებიან, მათ იცით ალბათ უარყოფითი მუხტი აქვთ, ეს იმიტომ რომ ელექტრონები პატარა მაგნიტებია, რომლებსაც საკუთარი მაგნიტური ველი გააჩნიათ. ისიც გეცოდინებათ რომ ელექტრონები უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებია და ერთნაირ მუხტს არ უყვართ ერთმანეთი, ისინი ყოველთვის განიზიდავენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე როდესაც 2 სხეული ერთმანეთს უახლოვდება მათი შემადგენელი ელექტრონები ერთმანეთთან მიახლოვებისას განიზიდავენ ერთმანეთს საკუთარი მაგნიტური ველით. შეუძლებელია 2 ცალკეული სხეულის შემადგენელი ნაწილები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ რადგან ამის საშუალებას მაგნიტური ველი არ იძლევა, იმისთვის რომ ეს უძლიერესი წინააღმდეგობა დაიძლიოს, საჭიროა წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგია, ასეთ მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ატომური ბომბი იძლევა. გამოდის რომ ჩვენ სინამდვილეში კი არ ვეხებით სხეულებს, არამედ უბრალოდ ვგრძნობთ ძალას რომლითაც ერთმანეთზე ვმოქმედებთ. ფიქიკური კონტაქტი არ არსებობს, არსებობს ძალთა შორის ურთიერთქმედება. ამის მარტივი მაგალითია 2 მაგნიტი რომლის ერთნაირი პოლუსები ერთმანეთს განიზიდავენ, ეს ალბათ ყველას გიცდიათ. აინშტაინის გენიალურმა თეორიამ, რომელსაც ფარდობითობის თეორიას ვუწოდებთ დაგვანახა სამყარო ახალი რაკურსით. აინშტაინმა ფაქტიურად დაამსხვრია მექანიკური დროის მცნება და შემოგვთავაზა ახალი გაგება დროისა რომელიც ფარდობითი და შედარებითია. მისი თეორიის თანახმად დრო სამყაროში ერთნაირად არ მიედინება, ყველას და ყველაფერს თვისი ინდივიდუალური დრო აქვს. მან თქვა რომ დო და სივრცე არის განუყოფელი. როდესაც ჩვენ ზემოქმედებას ვახდენთ სივრცეზე, ჩვენ დროზეც ვმოქმედებთ. მან დრო და სივრცე ერთ ქსოვილად წარმოიდგინა, ჩვენთვის კი ცნობილია რომ გრავიტაცია არის სივრცის სამგანზომილებიანი ქსოვილის დეფორმაცია. http://s019.radikal.ru/i642/1601/9c/d521838ae4d9.jpg http://s019.radikal.ru/i606/1601/89/93c43c08622f.jpg გრავიტაცია არ არის მიზიდულობა, გრავიტაცია არის ვარდნა იმ დეფორმირებულ სივრცეში რომელსაც ქმნის ობიექტი. ამის მარტივი მაგალითი შეგიძლიათ სახლშიც. გაჭიმეთ ჰაერში დიდი ნაჭერი (მაგ. სუფრის გადასაფარებელი) და შუაში ჩააგორეთ დიდი ზომის სხეული. ადვილი მისახვედრია რომ ნაჭერი შუაში ჩაიზნიქება სხეულის სიმძიმის მოქმედებით, შემდეგ მცირე ზომის ბურთულა გააგორეთ ამ ნაჭერზე და ნახავთ რომ ეს ბურთულა ჩაზნექვის ცენტრის ირგვლივ იგორავებს. სწორედ ესე ბრუნავს ჩვენი პლანეტა მზის გარშემო, ის ფაქტიურად მზის ცენტრში ვარდება, მაგრამ ორბიტალური აჩქარება და მზის გრავიტაცია ბალანსშია. სწორედ ამის გამო ჩვენი პლანეტა არ ვარდება მზეში. აინშტაინი ამბობს რომ ჩვენი 3 განზომილებიანი სივრცე დამატებით მეოთხე განზომილებას შეიცავს, ამ განზომილებას ჩვენ დროს ვეძახით. აქედან გამომდინარე როდესაც ხდება სივრცის 3 განზომილების დეფორმაცია, მასთან ერთად დეფორმირდება დროც. ფარდობითობის თეორიის თანახმად რაც უფრო დიდია მიზიდულობის ძალა, მით უფრო ნელა გადის დრო იმ ობიექტისთვის რომელიც ამ გრავიტაციულ ველშია მოქცეული ვიდრე იმისთვის ვინც მოშორებითაა. გამოდის რომ ადამიანი რომელიც ცათამბჯენზეა უფრო დაშორებულია დედამიწის გრავიტაციულ ცენტრს ვიდრე იმისთვის ვინც ცათამბჯენის ქვემოთ დგას, შესაბამისად დაბლა მდგომისთვის დრო შედარებით ნელა გადის რადგან მას დედამიწა უფრო იზიდავს. რათქმაუნდა სხვაობა ამ შემთხვევაში მიზერულია და დროის სხვაობა წამის მეტრილიონედია მაგრამ ეს მაინც დროში მოგზაურობაა პრაქტიკულად. გრავიტაციასთან ერთად აინშტაინის თეორია იმასც ამბობს რომ რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ობიექტი მისთვისაც დრო შედარებით ნელდება ვიდრე იმისთვის ვინც არ მოძრაობს, ხოლო თუ მე თეორიულად სინათლის სიჩქარით ვიმოძრავებ, მაშინ დრო ჩემთვის საერთოდ შენელდება ეს იმიტომ ხდება ბუნებაში რომ სინათლის სიჩქარის ლიმიტი არ გადაილახოს. წარმოიდგინეთ სინათლის სიჩქარით მოძრავი ადამიანი რომელსაც ხელში ბურთი უჭირავს და ამ ბურთს წინ ისვრის, გამოვა რომ სინათლის სიჩქარეს დაემატება ბურთის ის სიჩქარე რომელსაც ადამიანი მიანიჭებს მას სროლის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოვა რომ ბურთი სინათლის სიჩქარეზე სწრაფად იმოძრავებს, ბუნებაში კი ეს დაუშვებელია, სინათლის სიჩქარე ლიმიტა და ამიტომ ეს რომ არ მოხდეს დრო უნდა გაჩერდეს. თეორიის თანახმად რაც უფრო სწრაფად იმოძრავებ მით უფრო შენელდება შენი დრო უძრავ სხეულთან მიმართებაში. შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ ეს მაგრამ რომ არა აინშტაინი ჩვენთვის ჯიპი ეს ნავიგაცია არ იარსებებდა. ხო ჯიპიეს ნავიგაციაში სწორედ ის ფაქტია გათვალისწინებული რომ სიჩქარის და გრავიტაციის გავლენით დროის სვლა იცვლება. ფარდობითობის თეორიიდან გმამომდინარე ჯიპიეს ნავიგაცია მუდმივ კორექტირებას გადის რათა დროის სიზუსტე არ გადაიხაროს, 1 წამის გადახრაც კი დროში ძალიან დიდ უზუსტობას მოიტანს რაც გათვალისწინებულია რათქმაუნდა. სამყარო მუდამ მოძრაობაშია, ყველაფერი მოძრაობს, ჩვენ ერთმანეთის მიმართ, დედამიწა მზის მიმართ, მზე გალაქტიკის მიმართ, გალაქტიკა კი უსაზღვრო სივრცეში მიცურავს სხვა ყველაფერთან მიმართებაში. გამოდის რომ დროც არ ყოფილა ისეთი როგორიც ჩვენ გვეგონა და პრაქტიკულად ჩვენ მუდამ დროში ვმოგზაურობთ. მომდევნო არასასიამოვნო ფაქტი ისაა რომ ატომის მთელი მასა თავმოყრილია ბირთვში (პროტონებსა და ნეიტრონებში) ხოლო ატომის მთლიან სივრცეს ქმნის ბირთვის გარშემო მოძრავი ელექტრონები, რომლებსაც თითქმის არ გააჩნიათ მასა. ელექტრონის ორბიტა ქმნის ატომის მთლიან მოცულობას ხოლო მისი დიამეტრი ატომის ბირთვის დიამეტრთან შედარებით 10 000-ჯერ დიდია. გამოდის რომ ელექტრონსა და ბირთვს შორისი სივრცე 99.9% სიცარიელეა. ეს იგივეა, რომ მთელი დედამიწის შემადგენელ ატომებს რომ ელექტრონები მოვაცალოთ და ბირთვები ერთმანეთს მივატყუპოთ, მთელი დედამიწის მასა მოთავსდება ვაშლის ზომის სივრცეში. გამოდის რომ ჩვენ 99.9% სიცარიელე ვართ. შემაშფოთებელია ნამდვილად. კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა უკვე თავად რეალიზმის არარეალურობას ამტკიცებს. ამ მოვლენამ დასაბამი მისცა კვანტური მექანიკისს გაჩენას, ანუ მეცნიერებისა რომელიც შეისწავლის კანონებს რომლებიც მუშაობს სუბ-ატომურ დონეზე. ამ ექსპერიმენტის ახსნას არ დავიწყებ რადგან ვიდეოებში უფრო გასაგებადაა ახსნილი და განზოგადოებული... თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ უყუროთ და გაოცებულებიც დარჩებით. ამ და სხვა უცნაური ექსპერიმენტების საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ რეალობა თავისთავად არ არსებობს, ის მხოლოდ მაშინ არის რეალური როდესაც მას ვიღაც ან რაღაც აკვირდება. პრაქტიკულად ფიზიკის ამ დარგმა მოკლა რეალიზმის არსებობა და წარმოგვიჩინა იდეალიზმი როგორც ნამდვილ რეალობად. კვანტურ მექანიკაში დამკვირვებლის ფენომენმა გზა გახუხსნა ძველ და ახალ ფილოსოფიურ მსჯელობებს, იმაზე თუ რა არის თავად რეალობა და რა როლს ვასრულებთ ჩვენ, დამკვირვებლები.