Search the Community
Showing results for tags 'droni.ge'.
-
„ფეისბუქზე" ავთო ტყაბლაძის მიერ გამოქვეყნებულმა ამ ჩანაწერმა, გამოქვეყნებიდან ერთ საათშივე მოიპოვა პოპულარობა. „დრონი.ჯი“ ამ ჩანაწერს გთავაზობთ: შემარცხვინა ფილოსოფოსმა ერთხელ: 2000 წლის ზამთარი იწურება, ბერლინიდან მოსკოვში მივდივარ მატარებლით. დასანახავად ვერ ვიტან თვითმფრინავებს, თუ არის შანსი, ნებისმიერი სახმელეთო ტრანსპორტი მირჩევნია. დამემგზავრა ერთი რუსი ფილოსოფოსი, ისიც დაახლოებით ჩემი ხნის იყო, ჰაიდელბერგში მუშაობდა. მატარებელში ორი დღე ვართ, ვსაუბრობთ ყველაფერზე. ცხადია, ჩამოვარდა პუტინზე საუბარი, ახალი მოსული იყო ქვეყნის სათავეში. და დავსვი არასწორი კითხვა საუბარში: რა უნდა პუტინს მეთქი... იმ ფილოსოსფოსმა მითხრა, არასწორადაა კითხვა დასმულიო. ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ პუტინს რა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეუძლია პუტინსო. რატომ შემარცხვინა, რა მოხდა ასეთი სასწაული? - შეიძლება, ბევრს დაებადოს ეს შეკითხვა. მე ფიზიკოსი ვარ და ფიზიკოსები ითვლიან ხოლმე იმას, წინასწარმეტყველებენ იმაზე, რისი გაზომვა და დამზერა შეიძლება. რა უნდა პუტინს, როგორ შეიძლება გაიგო (გაზომო)? ამის გარჩევა, ამის წინასწარმეტყველება, ამის გათვლა უაზრობაა. ვერ იზამ ამას. რომ დავასრულო ეს ისტორია, გეტყვით, რა მითხრა იმ ფილოსოფოსმა პუტინზე: "ავთო, ჩვენ არ ვიცით და ვერც გავიგებთ რა უნდა პუტინს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეუძლია პუტინს. მე ვიცნობ პუტინის გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანს, და ერთადერთი, რასაც ეგ კაცი გააკეთებს, არის KGB-ს სახელმწიფოო". ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც იმ კაცის სიტყვები გამართლდა. სრულიად:http://droni.ge/?m=1&AID=6276
-
http://www.droni.ge/?m=1&AID=6682 ერთი რას იზამენ, "ოცნებისტები" Uმამიკოდ ან Uფულოდ
- 4 replies
-
- ჩვენი ფული სადაა?
- პოლიტიკა და საზოგადოება
-
(and 1 more)
Tagged with: