საქართველოს პარლამენტმა Must Carry-ი მესამე მოსმენით ერთხმად უკვე დაამტკიცა. "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 103 ხმით არცერთის წინააღმდეგ დამტკიცდა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის წინა დღემდე ყველა საკაბელო კომპანია ვალდებულია ყველა სატელევიზიო მაუწყებლის ტრანზიტი განახორციელოს. აღნიშნული ვალდებულების შესრულება არჩევნების დანიშვნის დღიდან ერთი დღის ვადაში უნდა მოხდეს.