ამ ბოლო დროს ძალიან ჩამითრია, საინტერესო სტრატეგიაა მათვის ვისაც გიყვართ ომები და პოლიტიკა, აქ ირჩევ პოლიტიკურ სისტემასაც შეგიძლია მართო კაპიტალისტური სისტემით ან სოციალისტური შეგიძლია გახდე კოლონიალური სახელმწიფო ან დემოკრატიული და დაიცვა ქვეყნები სხვა იმპერიების აგრესიისგან, მოკლედ როგორც სხვა სტრატეგიებში აქ არ იწყებ ომს ცივ გულზე არამედ მიზანი ძალიან მრავალფეროვანია, ტერიტორიის წართმევა კოლონიის განთავისუფლება ანექსია და ასე შემდეგ, დიპლომატიაც ძალიან საინტერესოა ომის დროს მშვიდობის დამყარება და პირობები მშვიდობაზე სადაც მოწინააღმდეგის გარდა სხვა ქვეყნებიც არიან ჩართულნი და რაც ყველაზე მთავარია მთელი მსოფლიოს მაშტაბი სადაც უამრვავი ქვეყანა და პროვინციაა... მოკლედ ამთამასში მარტო რუკაზე ომობ რის გამოც მომწონს ანუ აქ გაკისრია მარტო მთავარსარდლის და მმართველის როლი, ეკონომიკას არეგულირებ გადასახადებით და დაფინანსებით ასევე ანვითარებ კვლევებს ნიშნავ მთავარსარდლებს დონისდამიხედვით, მოკლედ ძალიან განსხვავებული სტრატეგიაა სხვა სტრატეგიებისგან უფრო საინტერესო და რეალობასთან მიახლოებული