საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, გუშინ ქუთიასში, ნიკეას ქუჩაზე და ასევე ტყაჩირში ადამიანების გაუთოვების ფაქტები დაფიქსირდა. მისივე თქმით, ამ ინფორამციას შს სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა ბოკუჩავა ამბობს, რომ მათ ხშირი კონტაქტი აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მომხდარის შესახებ სწორედ მათგან შეიტყვეს. „ეს ხდებოდა ადრე. ეს დრო, მგონი, დაბრუნდა. როდესაც შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ დანაშაულის ფაქტებმა იკლო და ეს ორი დანაშაული მან დამალა. დანაშაულის ფაქტებს სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა ქუთაისში ყოფნის გამო ჩვენ ხშირი კონტაქტი გვაქვს მოსახლეობასთან და მომხდარის თაობაზე სწორედ მათგან შევიტყვეთ“ - განაცხადა ბოკუჩავამ. http://presa.ge/new/?m=crimes&AID=21051