Search the Community
Showing results for tags 'ჰუმანიზმი'.
-
„ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ ინგოლშტადტის უნივერსიტეტი 1776 წლისს 1 მაისს და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ვაისჰაუპტმა მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნია და შეიმუშავა საკუთარი დოქტრინა. პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო, იგი მიზნად ისახავდა საკუთარი ორდენის გამოყენებას აღნიშნულ მოძღვრებათა გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის. 1777 წელს ჰერცოგი კარლ IV თეოდორი გახდა ბავარიის მმართველი, მან აქტიური ბრძოლა დაიწყო განმანათლებლური აბსოლუტიზმისა და ფარული ორგანიზაციების გავრცელების წინააღმდეგ ბავარიის საგრაფოში. რომის პაპმა პიუს VI-მ დაგმო საიდუმლო ორდენის მოძრაობა, ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და გაასამართლა კიდეც ორდენის წევრები. საბოლოოდ, ორდენი დაიშალა, ადამ ვაისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა და მთელი სიცოცხლე (გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს) დევნილობაში გაატარა. ორდენს ჰყავდა წარმომადგენლები ევროპის მრავალ ქვეყანაში. „ბავარიელ ილუმინატებთან“ და ზოგადად, ფარულ ორგანიზაციებთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობის მთავარ მოტივად სახელდება მსოფლიოზე გაბატონების, ადამიანურ, სამეცნიერო და ფინანსურ რესურსთა ტოტალური კონტროლის სურვილი. 1797 წელს აუგუსტინ დე ბარუელმა გამოაქვეყნა წიგნი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“ (ფრანგ. Mémoires pour servir à l’Histoire du Jacobinisme), სადაც ის აღწერს ილუმინატთა ხელმძღვანელობით განხორციელებულ გლობალურ შეთქმულებას, რის შედეგსაც წარმოადგენდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ილუმინატების შემდეგ სამიზნედ ავტორი მიიჩნევდა სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის განადგურებას. თითქმის იმავე პერიოდში, დე ბარუელისაგან დამოუკიდებლად, შოტლანდიელი მასონი და ედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი ჯონ რობისონი მუშაობდა საკუთარ წიგნზე „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“ (ინგლ. Proofs of a Conspiracy Against all the Religions and Governments of Europe). შოტლანდიელ პროფესორს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფარული შეთქმულების მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს ყველა რელიგიის შეცვლა ჰუმანიზმით და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება. მასონობა, თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie, ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში. თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე. მასონობის კანდიდატს აუცილებლად უნდა სჯეროდეს შემოქმედი უფლის არსებობის და უნდა იყოს ჯენტლმენი. ილუმინატებსა და მასონებს შორის მუდმივად იყო, არის და იქნება დაპირისპირება, რადგანაც ილუმინატები ეყრდნობიან ჰუმანიზმს, სეკულარიზმს და ლიბერალიზმს (ათეიზმს) და უარყოფენ შემოქმედს (უფალს), ხოლო მასონები პირიქით - ეყრდნობიან ბიბლიის, ყურანის და თალმუდის ავტორიტეტს, ეთაყვანებიან აბრაამის, ისააკის და იაკობის უფალს (ცაბაოთ-უფალს) და ცდილობენ ააშენონ უფლის ათასწლოვანი სამეფო დედამიწაზე, განვითარდნენ უფლის ნების შესაბამისად. მათ რწმენა ეუბნება მათ, რომ უნდა დაემორჩილონ დიადი არქიტექტორის მცნებებს და იყვნენ ღვთისმოშიში ჯენტლმენები. იცოდეთ, თუ ადამიანი ქადაგებს, რომ ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რელიგია და საერთოდ რელიგია არის ანაქრონიზმი, რომელიც უნდა მოვიშოროთ, ესაა ილუმინატი ან ადამიანი, რომელიც იმყოფება ილუმინატების ფარული გავლენის ქვეშ. თუ ადამიანი საუბრობს განმანათლებლობაზე და რელიგიის გაკეთილშობილებაზე, უფლის სამეფოს შექმნაზე, პროგრესზე და ახალი სამყაროს აშენებაზე უფლის გეგმის მიხედვით ან უბრალოდ საუბრობს პროგრესზე და თან ადიდებს შემოქმედს და თან არის ჯენტლმენური გარეგნობის მორწმუნე ინტელექტუალი (ინტელიგენტი) დახვეწილი მანერებით, იცოდეთ, ესაა მასონი ან პოტენციური მასონი, მასონთა გავლენის ქვეშ. არის სერიოზული განსხვავება ილუმინატებსა და მასონებს შორის, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ ხედავს უმეცრების გამო.
- 1 reply
-
- ილუმინატები
- ბავარია
- (and 8 more)
-
ბიბლიური "ღმერთის" შესახებ (ციტატა რიჩარდ დოკინსის წიგნიდან)
შანკარადევა posted a blog entry in შანკარადევა's ბლოგი
„ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე.“ რიჩარდ დოკინსი „ღმერთი როგორც ილუზია“-
- ჰუმანიზმი
- ბიბლიის კრიტიკა
-
(and 5 more)
Tagged with:
-
იცით რა მინდა გითხრათ? ვერ ვიტან შერჩევითი სამართალის და ორმაგი სტანდარტების მქონე მორალისტებს! ვგულისხმობ იმას რომ თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფოების უმრავლესობაში ლგბტ სექსუალობა მეტად თუ ნაკლებად დეკრიმინალიზებულია და ლეგალიზებულია, მაგრამ... თქვენ წარმოიდგინეთ ასეთ ქვეყნებში განსხვავებით ჩამორჩენილი მუსულმანური და ინდობუდისტური ქვეყნებისგან პოლიგამია ანუ პოლიანდრია (მრავალი ქმარი) და პოლიგინეა (მრავალი ცოლი) არის სასტიკად აკრძალული! ?! გარეკავს ადამიანი! ე.ი. ქვეყნებში სადაც ლგბტ არის ლეგალიზებული აკრძალულია პოლიგამია და პოლიამურია და იქ სადაც ეს უკანასკნელია რელიგიურ დონეზე ნებადართული, იქ ლგბტ ადამიანებს უსასტიკესად ფიზიკურად უსწორდებიან და ლეგალიზებაზე კი არა დეკრიმინალიზაციაზეც კი საუბარი ზედმეტია! რა სიგიჟეა ეს?! რა არის ეს?! ლგბტ–ზე მე უკვე ადრე ვილაპარაკე, რომ უაზრობა არის ვიღაცის შეწუხება მარტო იმიტო რომ იმას სხვა სექსუალობა აქვს, მაგრამ ახლა ამოტივტივდა კიდევ ერთი საკითხი! პოლიგამია და პოლიამურია! ვერ გავიგე თუ ერთ ქალს ჰყავს ორი კაცი ან ერთ კაცს ჰყავს ორი ქალი და უყვართ ერთმანეთი, არიან ერთად, თანაარსებობენ მშვიდობიანად და თავისთვის ტყნაურობენ, ეს ურთიერთობა კანონიერად არ უნდა სცნოს ერთი მუჭა პოლიტიკოსების ხროვამ რომელსაც ეწოდება მთავრობა და ასევე ერთი მუჭა "წმინდა და უმანკო" მოქალაქეების მორალისტურმა ბრბომ?! ვერ გავიგე?! თქვენ თავგადაკლულ მონოგამებს ვინმე გაიძულებთ გახდეთ პოლიგამები? არა! ჰო და რა ჭირი გჭირთ?! ვინ გეკითხებათ ვის რამდენი ადამიანი უყვარს და რამდენს ტყნავს?! საკუთარ ტყავში ვერ ეტევით?! და თუ ლგბტ ლეგალიზებული გაქვთ პოლიგამებმა რაღა დააშავეს ა?! და მაგის გარდა; რა ჭირია ეს "ლეგალიზება"?! გეტყვით! ესაა როცა მთავრობა ოფიციალურად გიდასტურებს რომ შენი ცხოვრების წესის გამო თავში არ ჩაგარყამს და ციხეში არ გაგამგზავრებს ან საერთოდაც არ მოგკლავს და ასევე მასებსაც ეტყვის რომ შენ ცუდი არ ხარ და არ დაგესხან თავს! აი ესაა! ლეგალიზაცია არის ყველაზე უხეში ჩარევა მთავრობის და მოცლილი მორალისტების მიერ სხვა ადამიანების პირადულში! და ესაა გულის ამრევი! რაში მჭირდება მე ვიღაც პოლიტიკოსის ან ლოთი მეზობლის თანხმობა და დასტური?! ვის რა საქმე აქვს ჩემს პირადულთან?! არასოდეს არ მესმოდა ეს "ლეგალიზაციები" და "დეკრიმინალიზებები"! ჯერ ერთი მასებს ტვინს უტენით ტენდენციური იდეოდოგმებით და მეორეც სხვის პირადულში ცხვირს ჰყოფთ?! გიჟები ხართ თუ რა????!...
-
მე ვიცოდი რომ ათეისტების გარკვეული ნაწილი დარეხვილია. ისიც ვიცოდი რომ აბრაამიტების 75% მინიმუმ დაცენტრილია. ვიცოდი ისიც რომ მთავარია ინდივიდი და არა კოლექტივი, რაც ნიშნავს იმას რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პარტიაში ან რელიგიაში ხარ, პიროვნულ დონეზე ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ამას ეწოდება მრავალფეროვნება. თუმცა კარგა ხნის მანძილზე მეგონა რომ სატანისტები 99% არიან კეთილი და მართალი "ბიძიები და დეიდები", ცხადია ვიცოდი რომ დემონები სხვადასხვანაირები არიან და მათ მინიმუმ 55% მაინც არ აქვს პოზიტიური ემოციები, მით უმეტეს ადამიანთა მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო... ახლა კი მივხვდი ერთ რამეს: სატანისტები არანაკლები დაცენტრილები და მარაზმატიკები არიან ვიდრე აბრაამიტები და ზოგიერთი ათეისტები... საიდან ვიცი? ნუ, მე გადავქექე ამერიკული და რუსული სატანისტური საიტები და ვნახე ეს: სატანისტური "ეთიკური" კოდექსი: 1) ჰუმანიზმის უარყოფა 2) ალტრუიზმის უარყოფა 3) ეგოიზმი 4) აგრესიული ათეიზმი 5) სიბრალულის უარყოფა 6) სოციალური დარვინიზმი ახლა მიხვდით? და ესენი არიან "კეთილები"? ესენი გიჟები არიან! სხვათაშორის თქვენი აზრით ვის აწყობს ეს "სოციალური დარვინიზმი" ანუ ძლიერებად და სუსტებად დაყოფა მასების და სუსტების განადგურება და დამცირება სიბრალულის გარეშე? ჰმ... ცხადია მიხვდით. ეს არქონტების (ბოროტი კოსმიური ლორდების) გეგმის ნაწილია. მათ სპეციალურად შექმნეს ეს ციხე, რადგანაც "არსებობისთვის ბრძოლა" "სოციალური დარვინიზმის" პირობებში და ადამიანთა გაველურება სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ეს სწორედ მათთვისაა სასიამოვნო. რაც უფრო სასტიკები არიან ადამიანები მით უფრო კარგად გრძნობენ თავს არქონტები. ასე რომ დაფიქრდით ვისკენ ხართ. შესაძლოა ყველა დემონი არაა ბოროტი. მაგრამ ეს "სატანისტები" მართალთა მხარეს ნამდვილად არ არიან. ასჯერ დაფიქრდით სანამ სატანისტურ რიგებში შეხვალთ. შეცდომა არ დაუშვათ. წაიკითხეთ ჯერ მათი კოდექსი!