Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ჰერა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 1 result

  1. ნაწილი 1 "ქსენოფანეს წინაშე, უწინარეს ყოვლისა, პოლითეიზმის საფუძვლიანობის საკითხი დადგა. პოლითეიზმი მრავალღმერთიანობის თეორიაა, გაღმერთებულია ბუნების მოვლენებიცა და ადამიანებიც. ქსენოფანეს აზრით, ბუნების მოვლენების გაღმერთება უსაფუძვლოა, რადგან შეუძლებელია ღმერთი ცვალებადი, წარმავალი იყოს. იკი აკრიტიკებს ანთროპომორფიზმს ანუ ღმერთის ადამიანური თვისებებით წარმოდგენას. ჰომეროსისა და ჰესიოდეს ღმერთები ადამიანთა მსგავსად ცრუობენ, მრუშობენ, ქურდობენ, ერთმანეთს ებრძვიან. ამ ღმერთებს აქვთ ადამიანის მსგავსი სხეული, რომლითაც ისმენენ, ხედავენ, სუნთქვანენ და ა.შ. ქსენოფანეს აზრით, ადამიანური პრედიკატები ღმერთისთვის უცხოა. ამგვარი ღმერთები კი არ ქმნიან და მართავენ სამყაროს და ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანები ქმნიან ღმერთებს. ღმერთების სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზია ადამიანთა განსხვავება: ეთიოპიელების ღმერთი შავია და პაჭუა, თრაკიელებისა ცისფერთვალა და წითელთმიანი, ხოლო ხარებს, ცხენებსა და ლომებს რომ ხელები ჰქონოდათ ან ხატვა შესძლებოდათ, ან სახის შექმნა ადამიანისებურად, მაშინ ცხენები ღმერთს ცხენისებრი, ხარები ხარისებრი სახით დახატავდნენ და ასეთი სახით წარმოადგენდნენ. ქსენოფანე უარყოფს პოლითეისტურ ღმერთს, მაგრამ ამ გზით იგი საერთოდ ღმერთის უარყოფამდე კი არ მიდის, არამედ მონოთეიზმის დასაბუთებას ცდილობს." წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 37. "იონიელებმა სამყაროს არსებად ცვალებადი და გარდაქმნადი ბუნების მოვლენები მიიჩნიეს. ქსენოფანეს აზრით, სამყაროს არსებაა უძრავი და უცვლელი ღმერთი. იგი უპირისპირდება სიმრავლეს (ბუნებას) როგორც ერთი. ღმერთი არსია სამყაროსი და შეუძლებელია მრავალი იყოს, რადგანაც მრავალი თანაბარძალოვანი ღმერთის დაშვებისას ღვთაებრივი ძალა განაწილდება სიმრავლეში და არც ერთი მათგანი არ იქნება ღმერთი (ძალის სიმცირის, ნაკლის გამო). ხოლო თუ მრავალი ღმერთი არათანაბარძალოვანია, მაშინ ყველაზე ძლიერს ექნება ღმერთის მნიშვნელობა, სხვანი კი დაქვემდებარებულნი იქნებიან, მაგრამ ასეთი ღმერთები არ შეიძლება არსებობდნენ; ე.ი. მრავალი ღმერთის დაშვებას საბოლოოდ მონოთეიზმამდე მივყავართ". წყარო: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში. გამომცემლობა "განათლება". თბილისი - 1993 წ. რ. გორდეზიანი. გ. თევზაძე. მ. სემსაძე. მ. ჭელიძე. გვ. 38. ქსენოფანეს არგუმენტები და იდეები: #01 - "მითოლოგია ადამიანური წარმოსახვის ნაყოფია" #02 - "ღმერთები ჰგვანან ადამიანებს, ეს აბსურდია" #03 - "უმეცრებამ წარმოშვა ზებუნებრივის რწმენა და მითები ღმერთების შესახებ" #04 - ქსენოფანეს გაგებით ზოგიერთი ღვთაებების სიკვდილი და რეინკარნაცია უაზრობაა (იგულისხმება - ადონისი, ოსირისი და ა.შ.) #05 - "ტიტანები, გიგანტები და კენტავრები ძველი ხალხების ფანტაზიის ნაყოფია". #06 - ქსენოფანე ებრძოდა მკითხავებს და ორაკულებს. #07- "რეინკარნაცია არ არის" #08 - "თუ დავუშვებთ, რომ არის მრავალი ღმერთი, გამოვა, რომ თითოეული მათგანი რაღაცაში სხვებზე მეტი და ძლიერი იქნება, რაღაცაში კი ნაკლები, სუსტი, ასეთი არსებები კი ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღვთაება ვერ აიტანს, რომ ვინმე მასზე მაღლა იდგეს და მასზე ბატონობდეს" #09 - "თუ ღმერთები ძალით თანასწორები არიან, მაშინ ღმერთები ვერ იქნებიან, რადგანაც ღმერთი სხვებზე უკეთესი და აღმატებული უნდა იყოს" #10 - "მრავალი ღმერთი რომ არსებობდეს, მათგან არც ერთს არ ექნებოდა ყოვლისშემძლეობა" #11 - "ღმერთები (ღმერთი) არც იბადებიან და არც კვდებიან" #12 - "შეუძლებელია ღმერთი დარბოდეს სამყაროში სხვადასხვა საქმეებზე, როგორც ადამიანი" ქსენოფანეს კრიტიკა (ჩემი კონტრარგუმენტები ქსენოფანეს წინააღმდეგ): #01 - საიდან ვასკვნით, რომ მითოლოგია მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და სხვა არაფერი? და რა არის წარმოსახვა? ქსენოფანე აბსურდად მიიჩნევს მითოლოგიას და ვერ ხედავს რომ მითები და ლეგენდები ესენია ძველი ისტორიები, ადამიანების და ღმერთების კონტაქტის შედეგი. ესაა ინფორმაციული არქივი ძველი ეპოქების შესახებ. ქსენოფანე საერთოდ არ იცნობდა დჰარმულ რელიგიებს და საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოგზაურობდა, მთელ მსოფლიოს ვერ მოივლიდა და შესაბამისად ყველა რელიგიასაც ვერ შეისწავლიდა, მის დროს ბერძნული გეოგრაფია უაღრესად პრიმიტიულ დონეზე იყო და განათლების ზოგადი დონეც. წარმოსახვა ესაა გონება (მანასი", რომელიც დაკავშირებულია წინა ინკარნაციებთან და ადამიანის გულში მსუფევ ზესულთან (პარამატმასთან). დევები (ღმერთები) გავლენას ახდენენ ადამიანურ ემოციებზე და შთაგონებაზე (იხ. მუზები და მოირები). #02 - დჰარმული და ჩინური რელიგიების მიხედვით ჰუმანოიდური ფორმა სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია, სხვადასხვა ზებუნებრივი არსებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამის გარდა, სხვადასხვა განვითარების და ტემპერამენტის მქონე ადამიანებს ევლინებიან განსხვავებული ფორმებით. ანთროპომორფული (ჰუმანოიდური) არის სამყაროში მცხოვრები მრავალი რასა (დევები, ასურები, პრეტები, ბჰუტები, ნარაკები, ბოდჰისატვები და ა.შ.). ვედების მიხედვით სამყაროში გავრცელებულია 400 000 ჰუმანოიდური ფორმა. #03 - უმეცრება ესაა სულიერი ცოდნის უარყოფა და ურწმუნოება და არა რწმენა. ეს მხოლოდ ქსენოფანე ფიქრობდა, რომ ძველი მსოფლიოს მისტიკოსები "უმეცრები" იყვნენ, დასაბუთება ცხადია ვერ შეძლო. #04 - ღვთაებებს შეუძლიათ სიკვდილი დ მკვდრეთით აღდგომა. ვერაფერს წინააღმდეგობრივ და უაზროს ამაში ვერ ვხედავ. სული უკვდავია, ხოლო ასტრალური სხეულის და ფიზიკური ხორციელი გარსის მოსპობა ძალიან მარტივად შეიძლება. ღვთაების რეინკარნაცია სულაც არ არის უსაფუძვლო და აბსურდული, ქსენოფანეს არ ესმის მისტიციზმი, ღვთაებათა ბუნება. #05 - ტიტანების, გიგანტების და კენტავრების ძვლებს მთელ პლანეტაზე პოულობენ, ამის გარდა უაზრობა იქნებოდა გვემტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან რომ ნახეს ეს არსებები, ყველანი არიან "შეშლილები", აბსურდი ის იქნებოდა, რომ სხვა ჰუმანოიდური და მისტიკური რასების არსებობის უარყოფა მიგვეჩნია მართებულად. ადამიანთა მსგავსი ცოცხალი არსებები, დაჯილდოვებულნი არაადამიანური უნარებით და ძალებით სავსებით შეიძლება არსებობდნენ, ამის გამორიცხვა ნონსენსია. #06 - ნუთუ ქსენოფანე ვერ ხედავდა, რომ მკითხაობა და ორაკულობა რეალურად მოქმედებს? ცხადია არსებობენ შარლატანებიც, მაგრამ, რის საფუძველზე უწოდებდა მკითხავებს და ორაკულებს, ყველას უკლებლივ, შარლატანებს? ეს გაურკვეველია. #07 - რეინკარნაციის იდეა არის მრავალ რელიგიაში, განსაკუთრებით კი დჰარმულ რელიგიებში, სადაც სულთა გადასახლება იდეად კი არა, ბუნების აბსოლუტურ კანონად ითვლება. დოქტორი იან სტივენსონი აშშ-დან ამტკიცებს, რომ მან შეძლო რეინკარნაციის ფაქტის დადასტურება, მსოფლიო ისტორიაში იყო მრავალი ადამიანი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ახსოვდათ წინა ცხოვრება და ამას ასაბუთებდნენ კიდეც, შეუძლებელია ყველა გიჟი იყოს. სული (ატმანი) რეალურად გადადის სხეულიდან სხეულში კარმული კანონის ზეგავლენით და ეს ფაქტი სავარაუდოდ გაუგებარი ან სულაც უცნობი იყო სკეპტიკურად განწყობილი ქსენოფანესათვის. #08 - თითოეულ ღვთაებას აქვს საკუთარი სფერო და კონკრეტული ტალანტები. რა არის აქ გაუგებარი? რა იცოდა ქსენოფანემ, რომ ღვთაებათა შორის გარკვეული იერარქია ვერ იარსებებს? #09 - ღმერთები არ არიან ერთნაირი ძალის. #10 - ყოვლისშემძლე არავინაა. უმაღლესი ღმერთიც კი შეზღუდულია საკუთარივე კოსმიური კანონებით (ეთიკით). ყოვლისშემძლეობა უეჭველად გულისხმობს აბსოლუტურ თავისუფლებას მოქმედებაში და შესაბამისად მორალურ ნიჰილიზმს. "თავისუფალ" ღმერთს გამოდის რომ შეეძლება რაც მოესურვება ყველაფრის გაკეთება ანუ არ ექნება ეთიკური საზღვრები. #11 - არავინ არ იბადება და არ კვდება. იბადება და კვდება სხეული, სული (ატმანი) - არა. დაბადება და სიკვდილი მოჩვენებითია, სული მარადიულად უსაწყისო და უსასრულოა. რა არის აქ გაუგებარი? კარგი იქნებოდა ქსენოფანეს შეესწავლა შაივა-სიდჰანტას ფილოსოფია ან შანკარას ადვაიტა. #12 - ვითომ რატომ არის შეუძლებელი, რომ სხვადასხვა რანგის ღვთაებები ფლობდნენ ადამიანის მსგავს ფორმას და "დარბოდნენ" სხვადასხვა პლანეტებზე და სამყაროებში საქმეზე? ვერ ვიგებ ქსენოფანეს უსაფუძვლო მტკიცებებს. მისი სკეპტიციზმი უსაფუძვლოა. P.S. ეპილოგი. ღმერთები არიან ადამინის მსგავსი სულიერი არსებები, რომელთა შორისაც არსებობს უმკაცრესი იერარქიული სისტემა. პარაბრაჰმანიდან ჩნდება ტრიადა (ტრიმურტი), ხოლო ტრიადა წარმოშობს ღვთაებათა მთელ მირიადებს, იერარქიებს, ეს არსებები ქმნიან ადამიანურ რასას და პლანეტებს. თითოეულ პლანეტას და ვარსკვლავს ჰყავს თავისი ასტრალური ღვთაება (ჰუმანოიდური ავატარა), რომელსაც გააჩნია კონკრეტული ემოციები, იდეები და გონება. ისინი გავლენას ახდენენ ადამიანებზე და ზოგადად ბიოსფეროზე. ღმერთების სიმრავლის მიზეზია ის, რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, წარმოშობენ ემანაციებს და ექსპანსიებს და ეცხადებიან სხვადასხვა ფორმით და სახით სხვადასხვა აზროვნების მქონე ხალხებს. ამის გარდა ისიც ნათქვამია მითებში, რომ ღმერთებმა გაინაწილეს დედამიწის ხალხები და სამეფოები (!). ბასილიდე გნოსტიკოსიც ამ აზრზე იყო. წარმავალია მხოლოდ მატერია და არა სული. რაც შეეხება ღმერთების ქცევას და სხეულის ქონას, ბუდისტური, ჯაინისტური, დაოსური, შინტოისტური და ვედური (ინდუისტური) რელიგიური ფილოსოფიის მიხედვით, დაბალი იერარქიის, დაბალი რანგის ღმერთებს (ღვთაებებს) გააჩნიათ ადამიანთა მსგავსი ემოციები და გარეგნული ფორმა, რაც სავსებით ბუნებრივია. რა არის აქ გასაკვირი? არაფერი. ქსენოფანე იმყოფებოდა მანუმაიას დონეზე და მთელი მისი "ფილოსოფია" ესაა პრიმიტიული მენტალური სპეკლაციები, სხვა არაფერი. ქსენოფანეს არ ჰქონდა სიყვარული და სულიერი სიახლოვე უფალთან (უზენაესთან). მისი კრიტიკა ესაა აგრესიული ღვარძლი და სხვა არაფერი. მას საერთოდ არ ესმოდა თუ რას წარმოადგენს მატერიალური ბუნება და კოსმიური იერარქია. ომ შანტი ნაწილი 2 ვედანტა, მაჰაიანა და ქაშმირული შივაიზმი ქსენოფანე კოლოფონელის წინააღმდეგ რა არის ღმერთი? ყველას თავის ჭკუაზე ესმის ეს, თუმცა არსებობს ობიექტური ცოდნაც (გნოზისი). ქსენოფანე კოლოფონელი აშკარად მოკლებული იყო გნოზისს. ღმერთის (ღვთაების) რაობა და არსი შეგვიძლია გავიგოთ ორგვარად: #1 ღმერთი არის უსასრულო მულტისამყარო (ცოცხალ არსებათა და ციურ სხეულთა ერთიანობა) და ამ მულტისამყაროს კოლექტიური (აბსოლუტური) ზეცნობიერება. #2 ღმერთი ესაა ღვთაება, ჰუმანოიდური არსება, რომელიც ფლობს ადამიანურის მსგავს სხეულს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერს, შეუძლია სივრცეში მყისიერად გადაადგილება ეთერული პორტალების დახმარებით, ფორმის შეცვლა, შემცირება და გადიდება, დროის და სივრცის გამრუდება, მატერიის შექმნა ენერგიიდან და სხვა მსგავსი სიდჰები (სრულყოფილებები, უნარები). დაცემულ ღმერთებსაც (ასურებს) შესაძლოა გააჩნდეთ მსგავსი უნარები, თუმცა უფრო შემცირებული. ღმერთების გონება, სული და სხეული შესაძლოა იყოს გაცილებით უფრო ძლევამოსილი, ვიდრე ადამიანის. სხვადასხვა რანგის ღვთაებებს (ღმერთებს) შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული ძალა და ფსიქოლოგია, მენტალიტეტი. ომ შანტი
×
×
  • შექმენი...