Search the Community
Showing results for tags 'ჰედონიზმი'.
-
ჰედონიზმი მიღებულია ბერძნული სიტყვიდან Hedone, რაც ნიშნავს “ტკბობას”, “სიხარულს” ან “სიამოვნებას”. თავდაპირველად იგი ნიშნავდა სასიამოვნო გემოს ან სუნის შეგრძნებით გამოწვეულ განცდას. შემდეგ მოიცვა ხუთივე შეგრძნებათა მოდალობიდან მომდინარე სასიამოვნო განცდები, რომლებიც დაკავშირებულია სმენასთან, სანახაობასთან ან შეხებასთან. საბოლოოდ, იგი იქცა ნებისმიერი ტიპის სიამოვნების აღმნიშვნელ ტერმინად. სიტყვის სემანტიკა შეგვახსენებს, რომ ყველაზე დიდი სიამოვნების საფუძველი ჩვენი ფიზიკური სურვილებიდან და საჭიროებებიდან მომდინარეობს. ამ მოსაზრებას ფილოსოფოსთა შორის ბევრი ოპონენტი ჰყავს. ე.წ. “რაციონალური ჰედონიზმის ” მიმდევრები თვლიან, რომ ნამდვილი სიამოვნება სულიერი და ინტელექტუალური კმყოფილებიდან გამომდინარეობს. მართალია, ასეთი სიამოვნება შედრებით რთულად მიიღწევა, ვიდრე ფიზიკური, მაგრამ ამ უკანასკნელთან შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნარჩუნდება. ჰედონიზმის ეთიკა ასეთია, ” ის, რაც სასიამოვნოა, სწორია“. ჰედონიზმის განმარტების ასეთი მარტივი ვერსიაც კი ჩიხში შედის გარკვეულ მსჯელობათა ფონზე. ვინ იღებს სიამოვნებას და რამდენად სასიამოვნოა ეს სხვებისთვისაც? შეიძლება ის რაც ზღვარდადებულია, ამავე დროს იყოს სასიამოვნოც?- “ზომიერება საბედისწერო რამ არის საერთოდ. ის იგივეა, რაც მოსაწყენი საჭმელ-სასმელი, თავშეუკავებლობა კი სადღესასწაულო ნადიმია” -ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიდა ოსკარ უალდის ერთ-ერთი პერსონაჟი. თუმცა იმავე ავტორის თანახმად, ” ჰედონიზმს არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ასკეტიზმთან, რომელიც აჭკნობს დ კლავს გრძნობებს და რა თქმა უნდა , არც უხამსობასთან, რომელიც კიდევ უფრო აშთობს და აჩლუნგებს მათ.” ჰედონიზმს, როგორც მოძღვრებას შეგრძნებათა მაღალმნიშვნელოვნების შესახებ, ტრადიციულ ფილოსოფიაშიც ეჭვის თვალით შეჰყურებდნენ. ამგვარი დამოკიდებულება შეგვიძლია იმით ავხსნათ, რომ გრძნობების ჭეშმარიტი ბუნება ჯერ კიდევ შეუცნობელია ადმიანისათვის. გრძნობები ჯერ კიდევ ცხოველური ფორმით ვლინდებიან, რადგან კაცობრიობა გამუდმებით ცდილობდა ჩაეხშო და დაეთრგუნა ისინი, ნაცვლად იმისა რომ მასში ახალი ინტელექტუალური ელემენტი შეენიშნა.არაფერია გასაკიცხი სიამოვნებისადმი წმინდა და ბუნებრივ სწრაფვაში. თუმცა საზოგადოებრივი მორალი გახდა სიამოვნების მთავარი ინკვიზიტორი. ადამიანს კატეგორიზაციის გზით ყველაფრის გამარტივება სჩვევია, რაც ხშირად საფრთხეს უქმნის მის განვითარებას. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჰედონიზმის აქტუალურობა ფსიქოლოგიაშიც. ფსიქოლოგიური ჰედონიზმის მიხედვით, ადამიანის არჩევანი მოტივირებულია სიამოვნების მიღების სურვილით. ერთი შეხედვით, ეს თეორია უნდა გამორიცხავდეს ალტრუიზმს, თუმცა მეტად ლოგიკურად ხსნის მას საკუთარ მოსაზრებთა პოზიციიდან. როდესაც ადამიანი უანგაროდ ეხმარება სხვებს, ამით თვითონ იღებს დიდ სიამოვნებს, იზრდება მისი თვითშეფასება და თვითპატივისცემა. ასე რომ, პირდაპირ თუ ირიბად, ქცევის მოტივატორი მაინც სიამოვნებაა. ზიგმუნდ ფროიდის თეორია, ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარების შესახებ ,ყველაზე მეტად ჰედონისტურია.მის მიხედვით, ცხოვრების თითოეულ ეტაპზე ადამიანის ქცევას წარმართავს სიამოვნების მიღების წყარო. ორალურ სტადიაზე ჩვილი სიამოვნებას იღებს ძუძუთი კვებით, ანალურ სტადიაზე კი შეუზღუდავი დეფეკაციით. შემდეგ ფაზაზე, რომელსაც ფროიდი ფალოტურ ფაზას უწოდებდა, მოზარდები ფოკუსირებულნი არიან საკუთარ გენიტალიებზე, რაც გამოიხატება იმაში , რომ ისინი იკვლევენ თავიანთ სქესობრივ ორგანოს, მასტურბირებენ და იჩენენ ინტერესს სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ.ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების ბოლო ეტაპია გენიტალური სტადია, რომელშიც სიამოვნების იმპულსი ეროტიული პიროვნებათაშორისი ურთიერთობებით კმყოფილდება. ადამიანის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გადაჭარბებული კონტროლი და აკრძალვა, ავტორიტეტების მხრიდან (მშობლები, მასწავლებლები და ა.შ. ), იწვევს სიამოვნების მიღების მოთხოვნილების შეზღუდვას. უკვე ზრდასრულ ასაკში კი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება, ხშირ შემთხვევაში, პათოლოგიური ფორმით ვლინდება. გამომდინარე ამ მოსაზრებიდან, არის ცდუნება ვიფიქროთ, რომ სიამოვნების ლეგიტიმაცია ნაკლებ საფრთხეს უქადის მორალს, ვიდრე მისი აკრძალვა. ჰედონიზმი: ბერძნული სიტყვიდან hedone –ტკბობა. ტიპი ეთიკური მოძღვრებებისა და ზნეობრივი შეხედულებებისა რომლებშიც ყველა მორალური განსაზღვრება გამოიყვანება ტკბობიდან და ტანჯვიდან, სისტემატიზებული სახით როგორც ეთიკური მოძღვრების ტიპი ჰედონიზმი პირველად განვითარდა ბერძენი სოკრატიკოსი ფილოსოფოსი არისტიპ კირენელის //ძვ.წ.435-355// მოძღვრებაში რომლის თანახმადაც სიკეთეა ყველაფერი რაც ანიჭებს სიამოვნებას. თავიდანვე ჰედონიზმი პრიორიტეტს ანიჭებდა ინდივიდის მოთხოვნილებებს და თვლიდა რომ სოციალური დადგენილებები არის ინდივიდის თავისუფლების შემბოჭველი და მისი პიროვნების დამთრგუნველი პირობითობები. ამავე დროს ჰედონიზმს შეეძლო უკიდურესი ფორმების მიღებაც. ასე უკვე არისტიპეს მიმდევარ კირენაიკოსებს შორის იყვნენ ისეთები რომელთა აზრითაც გამართლებულია ნებისმიერი სიამოვნება და გამართლებულია სიამოვნების მომნიჭებელი ნებისმიერი მოქმედება. ამით კირენაიკოსები განსხვავდებოდნენ სოკრატესგან რომელიც აღიარებდა სიამოვნების მნიშვნელობას მაგრამ რომელსაც მიაჩნდა რომ სიამოვნება არის გაცნობიერება იმისა რომ ის რაც კეთდება კეთდება კარგად. სოფისტებთან პოლემიკაში სოკრატე ცუდ სიამოვნებებს განასხვავებდა კარგი სიამოვნებებისგან და ნამდვილ სიამოვნებებს განასხვავებდა ცრუ სიამოვნებებისგან.... არისტოტელე თვლიდა რომ სიამოვნება როგორც ასეთი არაა სიკეთე და ის თავისთავად არაა არჩევის ღირსი. ჰედონიზმის ზომიერი ნაირსახეობა წამოსწია ბერძენმა ფილოსოფოსმა ეპიკურემ რომლის თანახმადაც ღირსეულია მხოლოდ ბუნებრივი და აუცილებელი სიამოვნებები რომლებიც არ არღვევენ სულის შინაგან სმშვიდეს. ეპიკურეს ზნეობრივ მოძღვრებას უწოდეს ევდემონიზმი //სიტყვა ევდემონია ბერძნულად ნიშნავს ბედნიერებას//. უმაღლეს სიკეთედ ეპიკურე თვლიდა ატარაქსიას, ე.ი.აუღელვებლობას, "თავისუფლებას ფიზიკური ტანჯვისგან და სულიერი მღელვარებებისგან." მაგრამ ჰედონიზმი დიდად არ განსხვავდება ევდემონიზმისგან იმიტომ რომ ორივე მოძღვრება ადამიანს მიმართავს სიამოვნებისკენ //პირადი ბედნიერებისკენ// და არა სიკეთისკენ, და თუ სიკეთისკენ მაშინ სიამოვნებისთვის და პირადი ბედნიერებისთვის. აღორძინების ხანაში როგორც უკიდურესმა ისე ზომიერმა ჰედონიზმმა მიიღეს ახალი იმპულსი. ჰუმანისტებისთვის ეს იყო ადამიანის და მისი ყველანაირი გამოვლინების ფასეულობის მტკიცების თეორიული იარაღი. განმანათლებლები //გასენდი, ლამეტრი, ჰოლბახი// ჰედონიზმით უპირისპირდებოდნენ რელიგიურ მსოფლმხედველობას, ქრისტიანობას. ჰედონიზმის ყველაზე გვიანი თეორიული ფორმა იყო ჯ ბენტამის და ჯ.ს.მილის უტილიტარიზმი //8 ს. ბოლო–19 ს.//. უტილიტარიზმი თანმიმდევრულად გააკრიტიკეს გ.ს.სინჯვიკმა და ჯ.ე.მურმა. ამან ჰუმანიტარული მეცნიერებების, პირველ რიგში ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად აჩვენა საზოგადოდ ქცევის და კერძოდ მორალის ჰედონისტური აღწერის და დასაბუთების შეზღუდულობა. ჰედონიზმი [ბერძნ. Hedone – სიამოვნება] – მიმართულება ეთიკაში, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქცევის უმთავრესი მოტივი და უმაღლესი მიზანი რაიმეთი სიამოვნების მიღებასა და ტკბობაში მდგომარეობს. ჰედონისტური მოტივები ფართოდ იყო წარმოდგენილი აღორძინების ხანაში, მოგვიანებით – განმანათლებელთა ეთიკურ თეორიებშიც. ჰედონიზმი ეწინააღმდეგება ზნეობრიობის რელიგიურ გაგებას – ეკლესია უარყოფდა მიწიერ სიამოვნებებს, მათ შორის სექსუალურსაც და თვლიდა, რომ სექსუალური ცხოვრება მხოლოდ ადამიანური მოდგმის გამრავლების მოთხოვნით უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული. მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ სწორედ ჰედონიზმის პრინციპები უდევს საფუძვლად ადამიანის სექსუალურ ქცევას. ჰერმაფროდიტიზმი [ბერძნ. Hermaphroditos – ჰერმესისა და აფროდიტეს შვილი, რომელიც ორსქესოვანი იყო] – ორსქესიანობა, ინტერსექსუალურობა; სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევა, როდესაც გარე სასქესო ორგანოებს აქვს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ნიშნები. ანსხვავებენ ნამდვილ ჰერმაფროდიტიზმს (მამაკაცისა და ქალის სასქესო (თუ შინაგანი სეკრეციის) ჯირკვალის არსებობისას) და ცრუ ანუ ფსევდოჰერმაფროდიტიზმს (ორგანიზმში მხოლოდ ქალის ან კაცის სასქესო (თუ შინაგანი სეკრეციის) ჯირკვალის არსებობისას) ჰეტერა [ბერძნ. Hetaira] – ძვ.საბერძნეთში განათლებული, დაუქორწინებელი, თავისუფალი ქცევის ქალი, რომელიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა. ზოგიერთი მართგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ სახლებში თავს იყრიდნენ გამოჩენილი პოლიტიკურ მოღვაწეები, პოეტები, მოქანდაკეები… როგორც წესი, ჰეტერები მდიდარი მფარველის ხარჯზე ცხოვრობდნენ. შემორჩენილია ქვის ფილები, რომლებზედაც ამოკვეთილია ფასები, რომელსაც მამაკაცები ჰეტერებს სთავაზობდნენ. მაგრამ, ეს არ იყო პროსტიტუცია ტრადიციული გაგებით, რადგან ჰეტერებს სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ იმ ადამიანებთან ჰქონდათ, ვინც უყვარდათ. ჰეტერების ინსტიტუტის პარალელურად ქვეყანაში არსებობდნენ მეძავებიც. ძველბერძენი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე დემოსთენე ამბობდა, რომ ყველა თავისი თავის პატივისმცემელ ბერძენს ჰყავს სამი ქალი: ცოლი – გვარის გასაგრძელებლად, მონა ქალი – ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად და ჰეტერა – სულიერი კომფორტისათვის. ჰეტერო/ჰომოსექსუალობა [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე / homos მსგავსი, ტოლი + სექსუალობა] – ეს ცნება აღწერს ინდივიდის სექსუალურ ქცევას. ჰეტერო/ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს სექსობრივი პარტნიორის შერჩევისას უპირატესობის მინიჭება საკუთარი ან საპირისირო სქესის წარმომადგენლისათვის. ჰეტერო/ჰომოსოციალურობა [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე / homos მსგავსი, ტოლი + სოციალურობა] – ეს ცნება განსაზღვრავს ინდივიდის ორიენტაციას საუკუთარი ან საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას. მისი მთავარი მაჩვენებელია იმ საზოგადოების შემადგენლობა, რომელშიც ინდივიდი ტრიალებს. ჰეტეროქრომოფილია [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + chroma ფერი + philia სიყვარული] – ფეტიშიზმის სახესხვაობა, როცა პარტნიორის განსხვავებული კანის ფერი სექსუალური სტიმულია. ჰეტეროფილია [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + philia სიყვარული] – გამოხატული ეროტიული შეფერილობის გარეშე არსებული ემოციური მიზიდულობა საპირისპირო სქესის ადამიანებისადმი. ჰეტეროეროტიზმი [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + ეროტიზმი [eros, erotos სიყვარული] გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა, მეტისმეტი ვნებიანობა] – ეროტიული ლტოლვა სხვა სქესის ადამიანებისადმი (აუცილებელი არაა ამას თან ახლდეს სექსუალური სიახლოვე). ჰიმენე [ბერძნ.hymene აფსკი, საფარველი] – იხ. საქალწულე აპკი. ჰიპერსექსუალობა [ბერძნ. hyper აქ. ნორმის გადამეტება + სექსუალობა] – გადამეტებული სექსუალური ლტოლვა (იხ.ასევე ნიმფომანია, სატირიაზისი). ჰიპერსექსუალობა პუბერტიტული – ფსიქიკის მოზარდის ასაკისათვის დამახასიათებელი ფიქსაცია სექსუალურ-ეროტიულ შთაბეჭდილებებსა და ფანტაზიებზე. ჰიპერსუბლიმაცია [ბერძნ. hyper აქ. ნორმის გადამეტება + ლათ. sublimo ვამაღლებ] – სექსუალური გამოვლინებების სტოიკური დათრგუნვა, სექსუალური ინტერესების სისტემატიური შევიწროვება სპორტული, შემოქმედებითი ან მწარმოებლური ხასიათის აქტივობით. ჰიპოგენიტიალიზმი [ბერძნ. hypo აქ. დაქვეითება ნორმასთან შედარებით + გენიტალია – ლათ. genital is დაბადებასთან დაკავშირებული ] – სასქესო ორგანოებისა და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობა სქესობრივი ჰორმონების დაბალი სეკრეციის შემთხვევაში. ჰირსუტიზმი [ლათ. hirsutus თმიანი, გარსშემოზრდილი თმით] – ჭარბთმიანობა ქალებში (ულვაშის, წვერის გაზრდა). ვირილიზმის გამოვლინება. გამოწვეულია ანდროგენების სიჭარბით. ხანდახან თავს იჩენს ფეხმძიმობის ან კლიმაქსის პერიოდში. ის შეიძლება კონსტიტუციურიც იყოს, ორგანიზმში რაიმე პათოლოგიური პროცესების არსებობის გარეშე (მაგ. ბრიუნეტებსა და აღმოსავლელ ქალებში). ჰომო… [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი] – რთული სიტყების შემადგენელი ნაწილი, რომელიღ აღნიშნავს მსგავსებას, ერთიანობას, ერთი და იმავეს კუთვნილებას (მაგ. ჰომოსოციალურობა, ჰომოფილია…) ჰომოეროტიზმი [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი + ეროტიზმი [eros, erotos სიყვარული] გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა, მეტისმეტი ვნებიანობა] – ეროტიული ლტოლვა საკუთარი სქესის ადამიანებისადმი (აუცილებელი არაა ამას თან ახლდეს სექსუალური სიახლოვე). ჰომოსვესიზმი [ბერძ.homos მსგავსი + ლათ. vestio ჩაცმა] – ტრანსვესტიზმისა და ფეტიშიზმის ერთგვარი შერწყმა, როცა საკუთარი სქესის სხვა წარმომადგენელთა ტანსაცმლის ჩაცმა სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს. ხშირად, ეს ლტოლვა შენიღბულია ¨რაიმე ახლის¨ ჩაცმის სურვილით და ადვილად ასახსნელია საერთო საცხოვრებლის პირობებითა და ტანსაცმლის დეფიციტით. ჰომოფილია [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი + philia სიყვარული] – გამოხატული ეროტიული შეფერილობის გარეშე არსებული ემოციური მიზიდულობა საკუთარი სქესის ადამიანებისადმი. ჰომოფობია [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი + phobos შიში, სიძულვილი] – ირაციონალური სიძულვილი ჰომოსექსუალების მიმართ; ხშირად გამოხატავს საკუთარი სექსუალურ ფანტაზიებსა და იმპულსებს.
-
- ჰედონიზმი
- სექსუალობა
-
(and 1 more)
Tagged with:
-
თქვენ ალბათ ყველას გსმენიათ ე.წ. "ბულინგის", "პუბერტატის", "ლიბიდოს", "რეპრესიული მორალის", "ჰედონიზმის" და მიკროჩიპების შესახებ. მე მსურს გიამბოთ ამყველაფრის შესახებ. დასაწყისისათვის მსურს ვთქვა ორიოდე სიტყვა "ლიბიდოს" შესახებ, მერე გადავალ "პუბერტატის" ახსნაზე და ა.შ. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში ცხოვრობდა ერთი დიადი მოაზროვნე - ზიგმუნდ ფროიდი, ავსტრიელი ფსიქოლოგი, რომელმაც გამოიგონა - "ფსიქოანალიზი". ფსიქოანალიზი გვეუბნება რომ ადამიანი როგორც ფსიქოფიზიკური არსება, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმყოფება საკუთარი შინაგანი ვნებებისა და სიურვილების აქტიური ზეგავლენის ქვეშ და რომ ადამიანის ფიზიოლოგიური სექსუალობა და საზოგადოებრივი ზნეობრივი ნორმატივები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან. ადამიანის სექსუალობას ეწოდება - ლიბიდო. ადამიანს აგრეთვე აქვს 2 სახის პიროვნული მე - 1) ეგო და 2) სუპერ ეგო. ეგო ისაა რაც იმყოფება ლიბიდოს და სუპერ ეგოს შორის, მაგრამ ხანდახან ლიბიდო იჭრება ეგოში, ანგრევს მის ბარიერს და აღწევს სუპერ ეგომდე, როცა სუპერ ეგო იღებს ლიბიდოს, ის იწყებს ადამიანის ქვეცნობიერი სურვილების ცნობიერ რეალიზაციას. ადამიანებს მუდამ აქვთ ლიბიდო, მაგრამ აქტიურ რეალიზებას ლიბიდო იწყებს ე.წ. პუბერტატის პერიოდში ანუ 9-11 წლიდან 18-20 წლამდე პერიოდში. აღსანიშნავია რომ პუბერტატის პერიოდში მყოფ ანუ არასრულწლოვან ადამიანს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად უდგებიან, რადგანაც მაგალითად დანიაში, კერძოდ ფარერის ავტონომიურ რესპუბლიკაში სრულწლოვანება დგება 14 წლის ასაკში, კუბაზე და შოტლანდიაში - 16 წლის ასაკში, ჩრდ. კორეაში 17 წლის ასაკში, სამხ. კორეაში - 19 წლის ასაკში, იაპონიაში - 20 წლის ასაკში, ბაჰაისტურ რელიგიაში - 15 წლის ასაკში, ვატიკანში გოგოსთვის - 13 წელი, ბიჭისთვის - 16 წელი, ქვეყნების უმეტესობაში 18 წელი და ა.შ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ უნივერსალური ეთიკა და კანონი არ შეიძლება რომ არსებობდეს, რადგანაც ყველას განსხვავებული გენეტიკა და აღზრდა აქვს. როგორც რუსი მეცნიერი და ხელოვანი ა. ნევზოროვი ამბობს: "ჭეშმარიტება არ არსებობს, თუ მოვა თქვენთან ვინმე და დაგიწყებთ ჭეშმარიტების სახელით ჭეშმარიტებაზე საუბარს, იცოდეთ, რომ საქმე გაქვთ - იდიოტთან". არავისთვის არაა სიახლე, რომ "მოზარდებს" პუბერტატის პერიოდში უჩნდებათ ახალი (ხშირ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის) სავსებით ბუნებრივი ბიოლოგიური სურვილები, ისინი რა სექსუალური ორიენტაციისაც არ უნდა იყვნენ, ხშირად ხდებიან რეპრესიული ეგოიზმის ანუ ძალმომრეობის მსხვერპლნი, როგორც ოჯახში, ასევე ოჯახის გარეთ. ხშირ შემთხვევაში ამას მივყავართ ლეტალურ შედეგებამდე, ყველაფერი იწყება დეპრესიით და მთავრდება უმეტესად აგრესიით და ან სუიციდით ან სხვისი მკვლელობით. ის რომ ვიღაცეები არიან "არასრულწლოვანები", სრულწლოვანი მშობლებისა და პედაგოგებისთვის ხდება ერთგვარი საბაბი და უნივერსალური არგუმენტი რათა იძალადონ მოზარდებზე, როგორც თავად მოესურვებათ და მოახვიონ მათ თავს საკუთარი რეპრესიული მორალი და ეგოიზმი. განსაკუთრებულ "ბულინგს" ანუ ხულიგნურ თავდასხმებს განიცდიან ლგბტ მოზარდები, რომლებსაც ამცირებენ როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად და ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ ტანჯვით სავსე სევდიანი ცხოვრება. ხშირად ლესბოსელ მოზარდებს უვითარდებათ ინტერნალიზებული ჰომოფობია ანუ საკუთარი თავის შეძულება და ემონებიან საზოგადოების რეპრესიულ მორალს, ამბობენ რა: "არა, ჩვენ არ შეგვიძლია ერთად ყოფნა თუნდაც მართლაც გვიყვარდეს ერთმანეთი, ხალხი რას იტყვის? ჩვენ ხომ ორივენი გოგონები ვართ?!" აი ასეც ხდება. საკმაოდ ხშირად ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ათეისტი მოზარდები. საზოგადოებაში ხშირია ანტიჰედონისტური რეპრესიები, როცა ამბობენ რომ ფიზიკური სიამოვნება არის - დანაშაული. "ჰედონე" ძვ. ბერძნულად ნიშნავს - სიამოვნებას (უპირველეს ყოვლისა - ფიზიკურს), ჰედონისტები იყვნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები, მიმდევარნი ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში კირენეაში მცხოვრები ფილოსოფოსისა - არისტიპე კირენელისა. არისტიპე ამტკიცებდა რომ ცხოვრებაში მთავარია ზომიერი და მშვიდობიანი ფორმის ფიზიკური სიამოვნება და რომ ადამიანმა მხოლოდ ის უნდა აკეთოს, რაც ანიჭებს თუნდაც მიზერულ სიამოვნებას, სხვაგვარად არაფერს არ აქვს აზრი. ხშირია დემაგოგია რომელიც აპელირებს "ჭეშმარიტების" და "ეთიკის" იდეებით. არის შემთხვევები, როცა სკოლაში, ამოჩემებული ჰყავთ ორი მოწაფე: 1) პირველი მაგალითისათვის - გოგონა, რომელიც არის ყველაფერში იდეალური და რომელსაც მოწაფეთა მთელი არმია აღმერთებს და 2) ბიჭი, რომელიც არაფრით გამოირჩევა, არის უბრალო და კეთილი და უყვარს კუმირად ქცეული სკოლის პრინცესა. ფანატები ჩვეულებრივ იქცევიან აგრესიულად და არაადექვატურად, მაგ. კუმირს ეთაყვანებიან და შემუშავებული აქვთ რაღაც სისტემა, ხოლო აუტსაიდერ ბიჭს რომელსაც სურს მათ კუმირთან ურთიერთობა და რომელსაც აქვს მიღებული კუმირი გოგონას სიმპათია, ყოველმხრივ დაჩაგრავენ და მიაყენებენ როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ შეურაცყოფას და შესაძლოა მოკლან კიდეც! აქედან გამომდინარე მახსენდება ე.წ. მიკროჩიპები, დღეისათვის ეს თემა აქტუალურია და ბევრი საუბრობს ამაზე, ფანატიკოსი მორწმუნეები განგაშის ზარებს რეკავენ და საუბრობენ ანტიქრისტეზე, ხოლო საიენტისტი ლიბერალები ცდილობენ დაიცვან ჩიპების იდეა. მე თუ მკითხავთ, როგორც ლიბერტარიანელი ნიჰილისტი გიპასუხებთ, რომ ადამიანებმა თუ საკუთარი საზღვრები არ იციან და ერთმანეთს თავს ესხმიან, ქცევის მოდიფიკატორი მიკროჩიპების ჩამონტაჟება უკლებლივ ყველა ადამიანის და ასევე ცხოველის ტვინში, აუცილებელიცაა და გარდაუვალიც. წარმოიდგინეთ თუ ყველას ტვინში ექნება ქცევის მოდიფიკატორი, რომელიც აგრესიის და ძალმომრეობის ნებისმიერ იმპულსზე, განახორციელებს ტვინში ელექტრონულ იმპულსს, რომელიც დაწვავს მთელ ნერვულ უჯრედებს და გაანადგურებს აგრესორს, რომელმაც შესაძლოა ტვინში გაივლო აზრად ან საკუთარი ცოლის გალახვა, ან პატარა ბავშვის გაუპატიურება ანდა ლესბოსელი გოგონასთვის ქვის სროლა და მოკვლა ჰომოფობიის გამო. მე თუ მკითხავთ ქცევის მოდიფიკატორი საჭიროა, მასში უნდა იყოს ჩატვირთული ინფორმაცია, რომ დასაშვებია თავდაცვა ან ახლობლის დაცვა, მაგრამ კატეგორიულად აკრძალულია სხვისთვის ზიანის მიყენება ანუ თავდასხმა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სიტყვაზე მამა და დედა, რაღაც მიზეზით მოისურვებენ საკუთარი 15 წლის ქალიშვილის ცემას და რამე უფრო უარესსაც თუნდაც, მათ ტვინში არსებული ჩიპი ამის შესაძლებლობას არ მისცემს და ადგილზევე მოახდენს მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას გაფიქრების მომენტშივე, აგრესიის რეალიზებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. აი ასეთია ჩემი აზრი.