Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ჯენესისი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 1 result

  1. ჯენესისი (ინგლ. Genesis) — ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1967 წელს. მასში შედიან: დამაარსებლები ტონი ბენქსი(კლავიშებიანები) და მაიკ რეზერფორდი (ბასი, გიტარა), აგრეთვე ფილ კოლინზი (ვოკალი, დასარტყმელი საკრავები), რომელიც ჯენესისს 1970 წელს შეუერთდა. ყოფილმა წევრებმა, რომელთა შორის არიან პიტერ გებრიელი (ვოკალი, ფლეიტა), სტივ ჰეკეტი(გიტარები) და ენტონი ფილიპსი (გიტარები) ასევე შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი ჯგუფის ადრეული წლების შემოქმედებაში. ჯენესისი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად, მსოფლიო მასშტაბით ალბომის დაახლოებით 130 მილიონი გაყიდული ასლით. 1960-იანი წლების მიწურულს, პირველი ალბომის გამოცემისას, ჯენესისის მუსიკა ჯგუფის წევრები და თავად მსმენელები პოპ-ექსპერიმენტად თვლიდნენ, რაშიც იგულისხმებოდა მელოდიური პოპი, რომელსაც იგი ასრულებდა. მოგვიანებით, ერთი წლის განმავლობაში (დაწყებული მეორე ალბომით, რომელიც 1970 წლის შუა პერიოდში გამოვიდა) ჯენესისი გარდაიქმნა პროგრესული როკის შემსრულებელ ჯგუფად, რომლის მუსიკა შეიცავდა სიმღერის რთულ სტრუქტურებს და გულმოდგინედ დამუშავებულ ინსტრუმენტულ ფრაგმენტებს. მათი კონცერტები იქცა თეატრალიზებულ ექსპერიმენტებად, ნოვატორული სასცენო დიზაინებით, პიროტექნიკით, ექსტრავაგანტული კოსტიუმებით და სცენაზე მოთხრობილი ამბებით. ამ მეორე ფაზას ახასიათებდა ხანგრძლივი გამოსვლები, სადაც, მაგალითად, სრულდებოდა 23 წუთიანი „Supper's Ready“ და 1974 წლის კონცეპტუალური ალბომი The Lamb Lies Down on Broadway. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის მუსიკალური მიმართულება კვლავ შეიცვალა, იქცა რა ორიენტირებულად უფრო მეტად პოპ-მუსიკაზე და კომერციულად ხელმისაწვდომად. შედეგად ჯენესისს ჰქონდა აშშ-ს საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი პირველი სინგლი, „Follow You Follow Me“, ბრიტანეთში პირველი #1 ალბომი Duke და აშშ-ში ერთადერთი #1 სინგლი „Invisible Touch“. თავისი არსებობისას ჯენესისმა პერსონალის რამდენიმე ცვლილება განიცადა. სცენის შიშის გამო ენტონი ფილიპსი ჯგუფიდან 1970 წელს წავიდა. 1975 წელს ფილ კოლინზი, იმ პერიოდში ჯენესისის დრამერი, ახალი ვოკალისტის ხანგრძლივი ძიების შემდეგ წამყვანი ვოკალისტის სახით პიტერ გებრიელს ჩაენაცვლა. წამყვან ვოკალზე მისი კონცენტრირების გამო ტურნეს მსვლელობისას დასარტყმელ საკრავებზე უკრავდნენ ბილ ბრუფორდი და ჩესტერ თომპსონი, ხოლო კოლინზი მათ დრო და დრო ხანგრძლივი ინსტრუმენტული პასაჟებისას უერთდებოდა. 1977 წელს ჯგუფი დატოვა გიტარისტმა სტივ ჰეკეტმა. მას შემდეგ, რაც ჯენესისიდან 1996 წელს კოლინზი წავიდა, რეზერფორდმა და ბენქსმა მოიყვანეს რეი უილსონი (სტილტსკინი). მასთან ერთად ჩაიწერა 1997 წლის ალბომი Calling All Stations, რასაც მოჰყვა უვადო შესვენება. 2007 წელს ბენქსი, კოლინზი და რეზერფორდი გაერთიანდნენ და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში 20 თარიღიანი ტურნე გამართეს, რომის Circo Massimo-ს ჩათვლით, სადაც ისინი 500.000 მსმენელის წინაშე გამოვიდნენ. 2010 წელს ჯენესისი გახდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი. ჯგუფის მომავალი უცნობია. კოლინზმა შეწყვიტა მუსიკალური საქმიანობა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა დაბრუნების შესახებ, ხოლო სხვა წევრები სოლო პროექტებზე მუშაობენ. ბენქსმა 2012 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯგუფი დასრულდა. ვრცლად სტუდიური ალბომები From Genesis to Revelation (1969) Trespass (1970) Nursery Cryme (1971) Foxtrot (1972) Selling England by the Pound (1973) The Lamb Lies Down on Broadway (1974) A Trick of the Tail (1976) Wind & Wuthering (1976) ...And Then There Were Three... (1978) Duke (1980) Abacab (1981) Genesis (1983) Invisible Touch (1986) We Can't Dance (1991) Calling All Stations (1997) მემკვიდრეობა ჯენესისი ხშირად იქნა აღნიშნული, როგორც ჯგუფი, რომელმაც გავლენა იქონია პროგრესული როკის ჟანრზე და ჯგუფებზე, რომელთა შორის არიან Sound of Contact, Spock's Beard, Rush, Marillion, IQ, Pendragon, Pallas, აირონ მეიდენი, და Dream Theater. Simple Minds-ის ვოკალისტ ჯიმ კერის ცხოვრებაში პირველი კონცერტი, რომელსაც იგი დაესწრო, იყო ტურნეს Foxtrot დროს. გამოსვლა მან აღწერა, როგორც „ყველაზე ძლიერი კონცერტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.“ თავის შთაგონებად ჯენესისი აგრეთვე დაასახელა ჯგუფმა Elbow and Coheed and Cambria.არსებობს რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ჯენესისის სიმღერებს ასრულებს. აქედან აღსანიშნავიაReGenesis და The Musical Box. უკანასკნელი ცნობილია ჯენესისში პიტერ გებრიელის წევრობის პერიოდის კონცერტების სრული ვიზუალური ელემენტების ადაპტირებით და ორიგინალურ კომპოზიციების მაქსიმალურაც ზუსტი შესრულებით. ფილ კოლინზი იყო პირველი შემსრულებელი, რომელმაც ჯენესისის სიმღერა სტუდიურ ალბომზე ქავერ-ვერსიის სახით წარადგინა. ეს იყო „Behind the Lines“, ალბომიდან Face Value. კონცერტებზე ჯენესისის სიმღერებს ასრულებდნენ ჯგუფის სხვა წევრებიც. გებრიელი ასრულებდა სიმღერებს „The Lamb Lies Down on Broadway“ და „Back in NYC“. ჰეკეტი საკუთარ კონცერტებზე ხშირად ასრულებდა ჯგუფის სიმღერებს , ხოლო 2013-2014 წლებში ტურნეს Genesis Revisited II ფარგლებში ასრულებდა პროგრამას, რომელიც ძირითადად ჯენესისის სიმღერებისგან შედგებოდა. რეზერფორდი სიმღერას „I Can't Dance“ ასრულებდა ჯგუფთან Mike + The Mechanics ერთად. კოლინზი ჯენესისის სიმღერებსThe Phil Collins Big Band-თან ერთად უკრავდა. რეი უილსონი ასრულებდა ჯგუფის ყველა პერიოდის სიმღერებს. გარდა ამისა, იგი ასრულებდა ჯგუფის წევრების სოლო კომპოზიციებსაც. დერილ სტერმერი ჯენესისის სიმღერებს საკუთარ კონცერტებზეც უკრავდა. ჯეფ ბაკლის მიერ ჩაწერილი „Back in NYC“ გამოვიდა გარდაცვალების შემდგომ გამოცემულ 1998 წლის Sketches for My Sweetheart the Drunk-ზე. იგივე სიმღერა 2005 წელს სინგლის b-მხარეზე გამოსცა ჯგუფმა And You Will Know Us by the Trail of Dead. ბრაზილიურმა პაუერ მეტალ ჯგუფმა Angra „Mama“ 2002 წელს ჩაწერა. შვედურ მელოდიურ დეზ მეტალ ჯგუფIn Flames-ს ჩაწერილი აქვს „Land of Confusion“, ისევე, როგორც Disturbed-ს, ალბომზე Ten Thousand Fists. დისკო-პოპ ჯგუფ Alcazar-ს (შვედეთი) „Land of Confusion“-ს ფრაგმენტები შეტანილი აქვს სიმღერაში „This is the World We Live in“. Dream Theater-ს „Turn It On Again“ შეტანილი აქვს პოპურიში „The Big Medley“. 2007 წელს საიმონ კოლინზის მიერ გამოცემული იქნა „Keep It Dark“-ის ქავერ-ვერსია. იგი ჩაწერილია დეივ კერზნერთან ერთად. საიმონმა და დეივმა მოგვიანებით, ჯენესისის შთაგონებით ჩამოაყალიბეს პროგრესული როკ-ჯგუფი Sound of Contact. სტივ ჰეკეტის 2012 წლის ალბომზე Genesis Revisited II კოლინზი და კერზნერი ასრულებენ ვოკალურ და კლავიშებიანების პარტიებს. ჯგუფის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2010 წელს შეყვანისას ტრეი ანასტასიომ (Phish) ჯენესისის აღნიშნა საკუთარ თავზე მისი გავლენა. „მე მათ წინაშე მარად ვალში ვარ.“ ჯენესისის საკონცერტო დადგმებმა გავლენა იქონიეს Cirque du Soleil-ზე. ვიქტორ პილონი, შოუების Midnight Sun და Delirium შემქმნელი ამბობდა: „ახალს არაფერს ვიგონებთ. ჯენესისი ამას წლების წინ აკეთებდა. ჩვენ უბრალოდ ახალ ტექნოლოგიას ვიყენებთ.“ ეს კი ჩემთვის ამ ჯგუფის შედევრი :დ ჯგუფი ბევრი შედევრიდან ერთ-ერთი
×
×
  • შექმენი...