Search the Community
Showing results for tags 'წინდაცვეთა'.
-
რა სულელი უნდა იყო მორწმუნე ადამიანი, რომ მოიფიქრო და თქვა ისეთი რამ როგორიცაა ის რომ "ქალმა შარვალი არ უნდა ჩაიცვას, რადგან უფალს სწყინს ეს" და ის რომ "წინდაცვეთის ანუ პენისის და ვაგინის ხორცის ნაწილის წაჭრით უფალს უნდა დაუმტკიცო ერთგულება"?? თქვენ, მორწმუნეებს საერთოდ გესმით რა არის ღმერთი? რა მასშტაბებისაა ღმერთი გესმით? ადამიანი უფალთან შედარებით წერტილის წერტილის წერტილია გიგანტურ სამყაროში რომელიც უფლის ემანაციაა და მის არსებას ეკუთვნის და გინდათ მითხრათ რომ ყოვლადძლიერ, უსასრულო და ყოვლადმოწყალე ზესულიერ ზესამყაროულ ღმერთს, რომელმაც სიცარიელიდან წარმოშვა 10 000 000 000 სინათლის წლის რადიუსის მეტაგალაქტიკების უსასრულო რაოდენობა მილიარდობით გალაქტიკით და ტრილიონობით ვარსკვლავით, ადარდებს ჩაიცვამს თუ არა მდედრობითი სქესის კოსმიური წერტილი შარვლად წოდებულ სამოსს და "ერთგულების" ნიშნად წაიჭრის თუ არა ფალოსის ან ვაგინის ნაწილს? შემთხვევით ხომ არ გაგიჟდით? ან რამე ხომ არ გაქვთ მოწეული? დედას ბავშვობაში ხელიდან გაუვარდით? მუსულმანები რომ იძახით რომ უსასრულო, ყოვლადძლიერ და არარაობიდან გიგანტური კოსმოსის შემოქმედ ზეუფალს ანუ ალლაჰს არ ესმის ქალის ლოცვა თუ მას ვაგინის ნაწილი არ აქვს წაჭრილი, სერიოზულად ამბობთ თუ მასხრობთ??? და ინდუსებთანაც მაქვს შეკითხვა; ფიქრობთ რომ უპიროვნო და უკიდეგანო ბრაჰმანს და ზეპიროვნულ ყოვლადძლიერ და აბსოლუტურ ზეგონიერ იშვარას ანუ უფალს, რომელმაც ემანაციურად წარმოშვა უსასრულო სამყაროები და ენერგიები, აინტერესებს ვინ რომელი "კასტიდან" ანუ "ვარნიდანაა"?? თქვენ გგონიათ რომ იშვარას ან ბრაჰმანს ადარდებს შუდრები და პარიები? თქვენ საერთოდ გესმით რა არის იშვარა? რა არის ბრაჰმანი? თამაშობთ იდიოტის როლს თუ მართლა იდიოტები ხართ? და თქვენ კიდევ გიკვირთ საიდან, როგორ და რატომ გაჩნდნენ ათეისტები და როგორ გადააქციეს ადამიანთა დიდი ნაწილი ურჯულოებად? გესმით თუ არა რომ ღმერთთან არანაირად არ დაკავშირებული ბრიყვული დოგმების შექმნით რელიგიურ ფილოსოფიას საკუთარი ხელით გაუთხარეთ სამარე? და კიდევ გიკვირთ რატომ დაგცინიან ათეისტები? სად წინდაცვეთა ან შარვალი და სად ღმერთი? სად "კასტები" და სად ღმერთი? გააფრინეთ?!