http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8635&Itemid=1 რუსეთის დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარება მიზანმიმართულად იქნება გამოყენებული. „ჩვენ თქვენ გიცნობთ, როგორც პასუხისმგებელ ლიდერს, რომელსაც შეუძლია ორგანიზებული მუშაობა სათანადო დონეზე“, - განაცხადა ნარიშკინმა. თიბილოვის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ფინანსური დახმარება მოხმარდეს თვითაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობის საჭიროებებს და რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის რანგში მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება კორუფციასთან ბრძოლა. თიბილოვმა რუსეთის მოქმედი პრეზიდენტისგან მილოცვა და რუსეთის კარზე მიწვევა უკვე მიიღო. ცნობისათვის: ლეონიდ თიბილოვის პრეზიდენტად ინაუგურაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში გუშინ გაიმართა.