ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქემ დაამსხვრია საკუთარი Maserati, რომლის ღირებულება 420 ათასი დოლარია, ამით მან დაბალი ხარისხის ტექმომსახურეობა გააპროტესტა. ოთხმა ახალგაზრდა მამაკაცმა, აჟიტირებული შეძახილებით, Maserati Quattroporte ქალაქ ცინდაოს საგამოფენო ცენტრთან, ავტოსალონის გახსნის დღეს ჩაქუჩებით დალეწა. როგორც განაცხადა Maserati-ის მეპატრონემ, ასეთი ფორმით გამოხატავს ის უკამყოფილებას - ჩინეთში, ამ მარკის ავტომობილების ტექნიკური მომსახურეობის ძალიან დაბალი დონის გამო. მან ავტომობილი 2011 წელს შეიძინდა და მას შემდეგ, ყოველი მისი ტექსამსახურთან მიმართვა გულგტეხილობით მთავრდებოდა. მეპატრონემ აღმოაჩინა, რომ მისი მანქანის ზოგიერთი დეტალი, "შეკეთების" შემდეგ, იცვლებოდა ძველი დეტალით, მაშინ როცა ფულს, როგორც ახალში ისე იხდიდა. ორი წლის წინ, იგივე ცინდაოში Lamborghini-ის მეპატრონემ, რომლის ღირებულება 470 ათასი დოლარია, ასევე გადაწყვიტა დაემსხვრია ავტომობილი, რომელიც ავტოსერვისში შესაბამისად არ შეუკეთეს. http://s017.radikal.ru/i411/1305/d5/052bf2360e1d.jpg https://www.youtube....h?v=NH4wuD6sf1o ესეტებიც ხდება