Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ჩინეთი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 2 results

  1. ცინის დინასტია — ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია. დააარსეს მანჯურიელებმა, რომლებიც იყვნენ ციმბირიდან მანჯურიაში ჩასახლებული ხალხები. ცინის დინასტია ჩინეთს 1644-1911 წლებში მართავდა. 1368 წლის შემდეგ ჩინეთს მინის დინასტიის იმპერატორები მართავდნენ, მაგრამ დიდმა გადასახადებმა მათი მმართველობა შეარყია და მთელი ქვეყანა ამბოხმა მოიცვა. როდესაც აჯანყებულმა გლეხებმა მინების დედაქალაქი ბეიჯინგი ააოხრეს, მათმა უკანასკნელმა იმპერატორმა ჩუნჟენმა თავი ჩამოიხრჩო. ამ არეულობით ისარგებლა მანჯურიელთა ბელადმა, დორგუნმა და თავის ჯარს მშობლიური მანჯურიიდან სამხრეთისაკენ გაუძღვა. მან აიღო ბეიჯინგი და დააარსა ცინის („წმინდა“) დინასტია. ცინის დინასტიის პირველი იმპერატორი გახდა მისი ძმისშვილი შუნჯი. ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში მანჯურიელებს კიდევ 40 წელი უწევდნენ წინააღმდეგობას. საბოლოოდ, ცინებს მთელი ჩინეთი დაემორჩილა. მანჯურიელები ჩინელებისგან განცალკევებით, საგანგებოდ გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობდნენ. აკრძალული იყო ქორწინება მანჯურიელებსა და ჩინელებს შორის. ჩინელ მამაკაცებს, მანჯურიელებისადმი მორჩილების ნიშნად, გრძელი თმის დაწვნასაც კი აიძულებდნენ. მიუხედავად ამისა, იმპერიის მართვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ჩინელი, ისე მანჯურიელი სამოქალაქო მოხელეები. რაც დრო გადიოდა, მანჯურიელები სულ უფრო ითავსებდნენ ჩინურ ჩვეულებებს. ამ მხრივ, მათი ურთიერთშეგუება საკმაოდ ადვილად მოხდა. მანჯურიელები საკმაოდ მცირერიცხოვანნი იყვნენ, ამიტომ სიფრთხილეს ირჩევდნენ და ჩინელებთან ზედმეტად მკაცრ ურთიერთობას ერიდებოდნენ. მათ შემოიტანეს ქვეყანაში ახალი, უფრო ეფექტიანი ცხოვრების წესები ისე, რომ არ დაურღვევიათ ჩინელების წეს-ჩვეულებები. ცინის დინასტიის მმართველობის ხანაში ჩინეთი წარმატებული ქვეყანა იყო – იზრდებოდა და ვითარდებოდა ვაჭრობა, განსაკუთრებით, ევროპასთან.ჩინური აბრეშუმი და ფაიფური მსოფლიოში საუკეთესო იყო, ჩინური ბამბეულის ნაწარმი სიიაფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. XVIII საუკუნის ევროპაში მოდაში შემოვიდა ჩაის სმის კულტურა, რამაც ჩინური ჩაის დიდი რაოდენობით ექსპორტი განაპირობა. იმპერია იმდენად განდიდდა და გაძლიერდა, რომ მისი მმართველები ქედმაღლურად ეპყრობოდნენ დანარჩენ მსოფლიოს. მაგალითად, იმპერატორ კანის (1661-1722) ბრძანებებს ვაჭრები დაჩოქილები უსმენდნენ. მანჯურიელებმა ვასალურ სიტუაციაში ჩააყენეს ზოგიერთი სახელმწიფოც, მათ შორის: ტიბეტი, ანამი (დღევანდელი ვიეტნამი), ბირმა, მონღოლეთი და თურქმენეთი. ჩინელები, ასევე, აწარმოებდნენ გარიგებებს - ციმბირის მიწების სანაცვლოდ რუსებმა მიიღეს ჩინეთში ვაჭრობის უფლება. იმდროინდელი ჩინეთის იმპერია მსოფლიოში უდიდესი იყო. ცინების მმართველობის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში ეთნიკურმა უმცირესობებმა მათ მიწებზე ჩინელების დასახლების წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოაწყეს. ზოგადად, ცინის ხანამ ჩინეთს მშვიდობა, აყვავება და უსაფრთხოება მოუტანა. შთამბეჭდავი იყო მოსახლეობის ზრდა - 100 მილიონიდან (1650) - 300 მილიონამდე (1800). მიუხედავად ამისა, XVIII საუკუნის ბოლოს ქვეყანაში კორუფციამ იმატა და დაიწყო დაცემის პროცესი. ადრეულ 1900-იან წლებში სუნ იატსენმა რევოლუციის ორგანიზება დაიწყო ცინის დინასტიის წინააღმდეგ, რომელმაც შედარებით უსისხლოდ ჩაიარა 1911 წელს და სუნ იატსენი პირველი პრეზიდენტი გახდა. ახალი მთავრობის დედაქალაქი მდებარეობდა ნანკინში. 1912 წელს დასრულდა ცინის დინასტია და დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ერა. 6 წლის იმპერატორი პუი გადადგა. ჩინეთის 2000 წლიანი იმპერატორული მმართველობა დასრულდა. ძირითადი თარიღები 1644: მანჯურიელები ცინის დინასტიას აფუძნებენ ბეიჯინგში. 1644-60: მანჯურიელები იპყრობენ ჩინეთის ნაწილს. 1661: მინის დამხობილი დინასტიის მხარდამჭერები ფორმოსას კუნძულებს იპყრობენ. 1674-81: სამხრეთის აჯანყებები. 1683: მანჯურიელები კუნძულ ფორმოსას ართმევენ დამარცხებული მინების მხარდამჭერებს. 1689: რუსები ჩინურ საქონელში ცვლიან ციმბირის მიწებს. 1696: მანჯურიელები ამარცხებენ მონღოლებს მონღოლეთში. 1717-20: ომი მონღოლებთან ტიბეტზე კონტროლის დასამყარებლად. 1750: ჩინეთის შეჭრა ტიბეტსა და თურქმენეთში. 1760: ჩინეთის შეჭრა ბირმაში და ვასალური სახელმწიფოს შექმნა. ლიტერატურა „მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია“, გამომცემლობა „ელფი“, თბ., 2009. გვ. 262- 263.
  2. დაოსიზმი — რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა ჩინეთში. თავდაპირველად, ძვ. წ. VI საუკუნეში, წარმოადგენდა მხოლოდ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. მის დამფუძნებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ბრძენი ლაო-ძი ("მოხუცი მასწავლებელი"), რომელმაც დაწერა წიგნი "დაო დე ძინი". ახ.წ. II საუკუნეში ეს მოძღვრება საფუძვლად დაედო რელიგიას, რომელმაც იგივე სახელი - დაოსიზმი მიიღო. მისი ძირითადი პრინციპებია დაო - ყოველი არსის დასაბამი კანონი, "საგანთა დედა", ქვეყნიერების მარადიული ცვლა, რაც არ ემორჩილება არც ღმერთებს, არც ადამიანურ ძალას. ამიტომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს, დანებდეს, არ იმოქმედოს, იყოს პასიური, აშენოს მცენარეები და ცხოველები, თაყვანი სცეს კულტს, რომლის მთავარი საზრუნავი დემონთა და ავსულთა განდევნაა, მკითხაობა. უზენაესი ღმერთია შინ-დი, ცის ღმერთი, იმპერატორთა ("ცის შვილთა") მამა, შემდეგ მოდის ლაო ცზი და პან-გუ (სამყაროს შემოქმედი, ღვთაების რანგისა). ბოლო დროს თითქმის მთლიანად შეავიწროვა ბუდიზმმა, კონფუციანობამ და ქრისტიანობამ.
×
×
  • შექმენი...