Search the Community
Showing results for tags 'შეხვედრა ახალგაზრდებთან'.
-
-აპა ნახეთ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს - ამის შესახებ განხცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტუდენტებთან და იმ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლებიც არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს საღამოს შევიდა. მისი თქმით, ეჭვს იწვევს პოლიტპატიმართა სია, მით უფრო, რომ არც ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუდასტურებია საქართველოში პოლიტპატიმართა არსებობა. მისი თქმით, ამ სიის მიხედვით გათავისუფლდებიან ის პატიმრებიც, რომლებიც გასამართლებული არიან პედოფილიის, ჯაშუშობის, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. „ამნისტია ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა. ამ შემთხვევაში შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხე, მაგრამ თუ გარეთ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს უშვებ, ძალიან აშავებ... აიღოს პასუხისმგებლობა პარლამენტმა, რომ ციხიდან უშვებს პედოფილებს, სახელმწიფო გადამტრიალებლებსა და რუსეთის ჯაშუშებს. საღი გონებით, მე ამას ხელს არ მოვაწერ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ახალგაზრდებთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილა, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკის, მათ შორის, პრივატიზაციის საკითხებს, ტარიფების შემცირების თემას, ჰესებისა და მაგისტრალების მშენებლობას, სარკინიგზო პროექტებს, დასაქმების პრობლემას და სხვა. "შს მინისტრი აცხადებს, რომ დანაშაული "უმნიშვნელოდ, 50 პროცენტით" გაიზარდა. როცა ასეთი ბევრი გამოდის, ეს საფრთხის შემცველია. მეც მოვაწერე ხელი ბევრის გათავისუფლებას, რადგან სია წარმომიდგინეს. ამნისტია ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია, ნელ-ნელა დააცარიელო ციხე. თუ უშვებ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს, ძალიან აშავებ," - განაცხადა გუშინ პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, შენიშვნები აქვს ე.წ პოლიტპატიმრების სიის შესახებ, რადგან არც ერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან.