Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'შამანიზმი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 2 results

  1. შამანიზმი (ქურუმი ტუნგისურად) - წარმოადგენს ექსტაზის ერთ-ერთ არქაულ ტექნიკას. შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც. იგი მკურნალობს როგორც ექიმბაში და, ამავდროულად, ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. შამანი ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის უნარის დემონსტრირებასაც ახდენს - "ათვინიერებს" სტიქიებს, წარმართავს მსხვერპლშეწირვას, მიცვალებულთა სულები "გადაჰყავს" სხვა სამყაროში და ა. შ. შამანიზმის ტერმინში ნასესხობა რუსულიდან - ერთიანდება სხვადასხვა რელიგიური რწმენა, რომელშიც ცენტრალურ ადგილს შამანის ფიგურა იკავებს. იგი ქარიზმატული პიროვნებაა, რომელსაც აქვს ტრანსში გადასვლის, ავადმყოფთა განკურნების, ბუნების ძალების მართვის, ცხოველებთან, ფრინველებთან თუ მიცვალებულთა სამყაროსთან კონტაქტის უნარი. შამანიზმში მკურნალობა წარმოდგენილია როგორც შამანის ან მისი დამხმარე სულების ბრძოლა ავადმყოფობის სულთან. შამანი ადამიანის სულს ართმევს ავადმყოფობას და უბრუნებს პატრონს, რაც ადამიანის გამოჯანმრთელებას იწვევს. შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის მოვლენა, რომელიც ამჟამად გავრცელებულია ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. ტერმინიც ტუნგუსური "შამან"-იდან მოდის, რაც ქართულად ქურუმს, სასწაულმოქმედს ნიშნავს და რომელიც ქართულ ენაში რუსულიდან გავრცელდა. როგორც მირჩა ელიადე წერს, "შამანი არის ტრანსის სპეციალისტი, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცად ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში." შამანის სწავლება მიმდინარეობს ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ტრანსში. ტრანსში ღვთაება, მიცვალებულთა სულები ან ცხოველები უზიარებენ შამანს ცხოვრების წესის თუ მკურნალობის საიდუმლოებებს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნეოფიტს(შამანობის კანდიდატს) შამანობას ასწავლის ძველი შამანი. ნეოფიტს საკრალური ძალა "გადაეცემა" ტრანსში. მას მფარველობას ხშირად უცხადებს ტოტემური ცხოველი. ჩვეულებრივი სწავლების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს კარიბის ტომების ტრადიცია. იქმნება ნეოფიტების 6-კაციანი ჯგუფი, რომელიც საცხოვრებლად გადადის იზოლირებულად მდგარ ქოხში. ნეოფიტები მუშაობენ შამანის თამბაქოს ნაკვეთზე, ასევე ასრულებენ სხვა სამუშაოებსაც.სწავლება ხდება მხოლოდ ღამით და 24 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. სწავლების ყოველი 3 დღის შემდეგ 3 დღე დასვენებაა. ღამით ნეოფიტები წრეში ცეკვავენ ცხოველთა მოძრაობის იმიტაციით და მღერიან. დღისით მოსწავლეები ჰამაკებში ისვენებენ, იხსენებენ მასწავლებლის ნაამბობს და თვალებს ისრესენ წითელი წიწაკის წვენით, რათა იხილონ სულები. სწავლების პერიოდში მოსწავლეები არაფერს ჭამენ, მუდმივად ეწევიან სიგარას, ღეჭავენ თამბაქოს ფოთლებს და სვამენ თამბაქოს წვენს. ცეკვით დაღლილობა, მარხვით დასუსტება და თამბაქოთი ინტოქსიკაცია ხდება იმის პირობა, რომ ნეოფიტს ეწყება ხილვები. მოსწავლის მთავარი მიზანია დაეწყოს ცად ამაღლების ხილვები. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ითვლება, რომ ნეოფიტი დაეუფლა შამანობის ხელოვნებას.
  2. ლეგენდები და მითები მაორის უმდიდრესი კულტურა აქვს, რომელიც, ძირითადად, მათ ტრადიციებსა და ლეგენდებს ეფუძნება. ლეგენდები თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერების გზით გადაეცემათ. ისინი მოგვითხრობენ როგორც ახალი ზელანდიის კუნძულების შექმნაზე, ასევე სხვა მრავალ თემაზე. მაორის კულტურაში ლეგენდებსა და მითებს ქმნიან შავკანიანი ადამიანები, რომლეთა ფიზიკური მახასიათებლებია: აქვთ სქელი, ამობურცული ტუჩები, ფართო ცხვირი, დიდი ნესტოები და ხვეული თმები. მაუი თევზაობს ჩრდილოეთის კუნძულებზე მაორის მითოლოგიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა - მაუი - არ განიხილება ღმერთად, არამედ გმირად. თუმცა, მის სახელს ხშირად უკავშირებენ დღის, სინათლის, ცისა და მიწის შექმნას. ლეგენდის თანახმად, მაუი-ტიკიტიკი-ა-ტარანგა იყო კადნიერი, თავხედი და ჭკვიანი ნახევარღმერთი, რომელსაც საზღვრების დარღვევა უყვარდა. ერთხელ მისმა ძმებმა გადაწყვიტეს, საზღვაო მოგზაურობა მოეწყოთ და ამ მოგზაურობის დროს უამრავი თევზი დაეჭირათ, მაგრამ მაუის წაყვანა არ სურდათ. მაუიმ გაიგო ეს ამბავი და ნავის წინა ნაწილში მოხერხებულად დაიმალა, თავი კი მაშინ გამოაშკარავა, როცა ნაპირიდან საკმაოდ დაშორებულები იყვნენ. ამ “სათევზაო მოგზაურობაში” მაუიმ დაიჭირა უდიდესი თევზი - ჩრდილოეთის კუნძული. ჩრდილოეთის კუნძულის აღმოსავლეთ კონცხზე მდებარე ჰიკურანგის მთა მიიჩნევა მაუის პირველ თევზად, რომელიც ზღვიდან ამოტივტივდა. მთა წმინდა, საღმრთო ადგილადაა მიჩნეული ადგილობრივი “ნგატი პოროუს” ტომისათვის, რომლის წევრების თავიანთ თავს მაუის პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნევენ. ტანე-მაჰუსტა ქმნის ნათელ სამყაროს ტყის მეფე - ტანე-მაჰუსტა - მაორის კულტტურაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. 6 ძმას შორის ყველაზე უფროსი ტანე-მაჰუსტა გაიზარდა ტყის სიბნელეში, ზეციური მამისა (რანგინუის) და მიწიერი დედის ( პაპა-ტუ-ა-ნუკუ) გარემოცვაში. რომ წამოიზარდა, ტანე-მაჰუსტამ გადაწყვიტა, ხელი ეკრა მათთვის და ახალი, ნათელი სამყარო (ტე აო მარამა) შეექმნა, სამყარო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. ახალი ზელანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუნძულზე არის ერთ-ერთი უდიდესი ტყე, რომლის უძველეს ხეებს, ტყის მეფის პატივსაცემად, ტანე-მაჰუსტას უწოდებენ. ჰინემოასა და ტუტანეკაის ცნობილი სასიყვარულო ისტორია ჰინემოა და ტუტანეკაი ახალი ზელანდიის რომეო და ჯულიეტაა. ლეგენდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მგრძნობიარე და დაუვიწყარია. ამბავი საკმაოდ დრამატულია, ლეგენდის მთავარი გმირები იძულებულნი არიან, ოჯახის წევრებს დაუმტკიცონ თავიანთი სიყვარულის ძალა. საბოლოოდ, ამბავი მაინც ბედნიერად სრულდება. პაიკეა - ვეშაპის “მატარებელი” მაორის ლეგენდა მოგვითხრობს ამბავს ვეშაპ ტოჰორას ზურგზე ამხედრებული პაიკეას შესახებ, რომელიც მოგზაურობდა ახალი ზელანდიის გარშემო. ამბავი წარმოაჩენს სულიერ კავშირს ადამიანურ და ბუნებრივ სამყაროებს შორის და გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას იმ ფაქტის მიმართ, რომ ბუნება იყოს არა მარტო გამოყენებული, არამედ პატივცემული. სწორედ ეს ლეგენდა იქცა შთაგონების წყაროდ იჰიმაერას წიგნისათვის - Whale Rider, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი[23] რელგია და რწმენა მაორების წარმოდგენით, პირველად ღმერთები ანუ ატუები შეიქმნენ. პირველი ღმერთი იყო ტე კორე, შემდეგი ტე პო (ღამე) და მე აო მარამა (სინათლე). პაპატუანუკუს (მიწის დედა) და რანგინუის (ცის მამა) შვილები იყვნენ ტანე (ტყის ღმერთი), ტანგაროა (ზღვის ღმერთი), რონგო (საჭმლის ღმერღი) და ტუმატაუენგა (ომის ღმერთი). ტანემ შექმნა პირველი ქალი - ჰინეაჰუონე და მასზე დაქორწინდა. ამას გარდა არსებობს სხვა გადმოცემებიც, რომლებიც მოდგმას - რანგისა და პაპას - ანუ ცასა და დედამიწას უკავშირდება. Tane, Tu, Rongo და Tangoaroa-სთან დაკავშირებული მითები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაორის კულტურისათვის. “ტანე” და “რონგო” ყველასათვის ნაცნობი ღვთაებებია. ტანე არის მზის განსახიერება, ხოლო რონგო - მთვარისა. ხშირად გვხვდება ამ სახელების კომბინაციაც - რონგო-მა-ტანე. მასთან დაკავშირებული რიტუალები, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების დროს აღევლინებოდა. მაორთა რწმენით, მზისა და მთვარის ეს წყვილი დადებით გავლენას ახდენდა ბუნებაზე და ადამიანებს მასთან აკავშირებდა. აღსანიშნავია, რომ მაორის მითის თანახმად, მთვარის ორი განსხვავებული სახე (ქალი და კაცი) არსებობს და, ასევე, მზემაც შეიძლება შეიძინოს განსხვავებული სახელები. “ტანე” მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მზე ერთდროულად შეიძლება იწოდებოდეს ზეცის მამად და მიწის დედად. სფეროს ფორმის მთვარეს “მარამა” ეწოდება, მთვარის ქალღმერთს კი - “ჰინა”. “ჰინა” მთვარის მდედრობითი გამოვლინებაა და “ჰინას”, “ინას” ან “სინას” სახელწოდებებით ფართოდ გავრცელებულია პოლინეზიაში. რაც შეეხება “რონგოს”, ის მთვარის მამაკაცური გამოვლინებაა და სოფლის მეურნეობის მფარველადაა მიჩნეული. მაორის მითოლოგიის თანახმად, რონგო ტანეს უფროსი ძმაა. ტოჰუნგები წარმოადგენდნენ ერთგვარ მღვდლებს ან რაიმე სფეროს ექსპერტებს. მაგალითად, ტოჰუნგა ვაკაირო ჩუქურთმების სპეციალისტი იყო. ისინი სპეციალურ განათლებას იღებდნენ, პასუხისმგებელნი იყვნენ ეზოთერულ რიტუალებზე და კარგად იცნობდნენ ტომთა ისტორიასა და გენეალოგიას. მაორების რწმენით, მლოცველებს შეეძლოთ ამინდის კონტროლიც. შამანები ემსახურებოდნენ ოჯახთა ღმერთებს. ღმერთებსა და სულებთან კომუნიკაცია შეეძლოთ ტოჰუნგას საშუალებით, რომელსაც სხვადასხვა ხმით შეეძლო საუბარი. ტოჰუნგა ამოწმებდა სწორად ატარებდნენ თუ არა ადამიანები რიტუალებს საკვების შეგროვების ან ომის წინ. ტოჰუნგები ღმერთებთან კომუნიკაციას კარაკიას საშუალებით ახერხებდნენ. არსებობდა მრავალი ტიპის კარაკია, მათ შორის ბავშვებისაც. მატაკიტები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მომავლის დანახვა. ზოგი ტოჰუნდა მატაკიტიც იყო. ადამიანებს ჰქონდათ არამატერიალური ძალა - მანა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში იღებდნენ. ჩვილებსა და ტოჰუნგებს უფრო ძლიერი მანა ჰქონდათ სხვებთან შედარებით. ადამიანის სულს ისინი ვაირუას უწოდებდნენ, რომელსაც შეეძლო სხეულის დატოვებაც. ახალი ზელანდიელების მსგავსად, მაორები დღეს ქრისტიანები არიან (ძირითადად ანგლიკანები და კათოლიკეები). სხვა კულტურებთან კონტაქტამდე მათი წარმოდგენები მანასა და ტაპუს ეფუძნებოდა. ეს უკანასკნელი სიწმინდეს უკავშირდება, რომელსაც დაბადებისას იღებდნენ.
×
×
  • შექმენი...