Search the Community
Showing results for tags 'შამანი'.
-
შამანიზმი (ქურუმი ტუნგისურად) - წარმოადგენს ექსტაზის ერთ-ერთ არქაულ ტექნიკას. შამანი მაგიც არის და ექიმბაშიც. იგი მკურნალობს როგორც ექიმბაში და, ამავდროულად, ფაკირისეულ სასწაულებსაც უჩვენებს. შამანი ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის უნარის დემონსტრირებასაც ახდენს - "ათვინიერებს" სტიქიებს, წარმართავს მსხვერპლშეწირვას, მიცვალებულთა სულები "გადაჰყავს" სხვა სამყაროში და ა. შ. შამანიზმის ტერმინში ნასესხობა რუსულიდან - ერთიანდება სხვადასხვა რელიგიური რწმენა, რომელშიც ცენტრალურ ადგილს შამანის ფიგურა იკავებს. იგი ქარიზმატული პიროვნებაა, რომელსაც აქვს ტრანსში გადასვლის, ავადმყოფთა განკურნების, ბუნების ძალების მართვის, ცხოველებთან, ფრინველებთან თუ მიცვალებულთა სამყაროსთან კონტაქტის უნარი. შამანიზმში მკურნალობა წარმოდგენილია როგორც შამანის ან მისი დამხმარე სულების ბრძოლა ავადმყოფობის სულთან. შამანი ადამიანის სულს ართმევს ავადმყოფობას და უბრუნებს პატრონს, რაც ადამიანის გამოჯანმრთელებას იწვევს. შამანიზმი, ვიწრო გაგებით, არის მოვლენა, რომელიც ამჟამად გავრცელებულია ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში. ტერმინიც ტუნგუსური "შამან"-იდან მოდის, რაც ქართულად ქურუმს, სასწაულმოქმედს ნიშნავს და რომელიც ქართულ ენაში რუსულიდან გავრცელდა. როგორც მირჩა ელიადე წერს, "შამანი არის ტრანსის სპეციალისტი, რომლის დროსაც მისი სული, როგორც ითვლება, ტოვებს სხეულს იმისთვის, რომ ავიდეს ზეცად ან ჩაეშვას ჯოჯოხეთში." შამანის სწავლება მიმდინარეობს ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ტრანსში. ტრანსში ღვთაება, მიცვალებულთა სულები ან ცხოველები უზიარებენ შამანს ცხოვრების წესის თუ მკურნალობის საიდუმლოებებს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ნეოფიტს(შამანობის კანდიდატს) შამანობას ასწავლის ძველი შამანი. ნეოფიტს საკრალური ძალა "გადაეცემა" ტრანსში. მას მფარველობას ხშირად უცხადებს ტოტემური ცხოველი. ჩვეულებრივი სწავლების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს კარიბის ტომების ტრადიცია. იქმნება ნეოფიტების 6-კაციანი ჯგუფი, რომელიც საცხოვრებლად გადადის იზოლირებულად მდგარ ქოხში. ნეოფიტები მუშაობენ შამანის თამბაქოს ნაკვეთზე, ასევე ასრულებენ სხვა სამუშაოებსაც.სწავლება ხდება მხოლოდ ღამით და 24 დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება. სწავლების ყოველი 3 დღის შემდეგ 3 დღე დასვენებაა. ღამით ნეოფიტები წრეში ცეკვავენ ცხოველთა მოძრაობის იმიტაციით და მღერიან. დღისით მოსწავლეები ჰამაკებში ისვენებენ, იხსენებენ მასწავლებლის ნაამბობს და თვალებს ისრესენ წითელი წიწაკის წვენით, რათა იხილონ სულები. სწავლების პერიოდში მოსწავლეები არაფერს ჭამენ, მუდმივად ეწევიან სიგარას, ღეჭავენ თამბაქოს ფოთლებს და სვამენ თამბაქოს წვენს. ცეკვით დაღლილობა, მარხვით დასუსტება და თამბაქოთი ინტოქსიკაცია ხდება იმის პირობა, რომ ნეოფიტს ეწყება ხილვები. მოსწავლის მთავარი მიზანია დაეწყოს ცად ამაღლების ხილვები. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ითვლება, რომ ნეოფიტი დაეუფლა შამანობის ხელოვნებას.