მსახიობი გია ცინაძე facebook-ის საკუთარ გვერდზე კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება: „ყველამ, ვინც შემოხაზეთ 41 ... ეს არის სირცხვილი და ქვეყნისთვის ცუდის გაკეთება... როდესმე, თუნდაც სიბერეში,მიხვდებით ამას (როცა დაინახავთ საშინელ შედეგს) და იმედი მაქვს თქვენ თავებთან მაინც აღიარებთ რომ შეგრცხვათ! კონკრეტული ადამიანის დაჭერაში არაა აქ საქმე ახლა მხოლოდ (თუმც მიზეზი ამ ყველაფრის წერის ეგაა კი)სხვა რელსებზე გადავყავართ.. რადიკალურად სხვაზე და ძალიან არასწორზე... ამაშია საქმე, მე არანაირი ანგარება არ მამოძრავებდა და მამოძრავებს დღემდე,ვზივარ ჩემთვის სახლში და ვყვირივარ ფბდან.. უბრალოდ მე ქვეყნის პატრიოტი ვარ და თქვენ თქვენი თავების,მისო ამომრჩეველო ! აი აქაა სხვაობა ... მაპატიეთ და დაახვიეთ ყველამ ჩემთან სიახლოვისგან,თუნდაც აქ ფბზე,გამაჯმევინეთ ფრენდებიდან გთხოვთ !“,-წერს ცინაძე.