პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულთა ერთი ნაწილი პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებს. გიორგი დემეტრაძის განცხადებით, ის ფულად კომპენსაციასთან ერთად, იმ მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს, რომლებიც უშუალოდ მის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ფეხბურთელი 2010 წელს ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და წევრობისთვის გაასამართლეს. ლევან გოგიჩაიშვილი კი აბსოლუტური გამართლებისთვის აპირებს ბრძოლას, ხოლო ვახტანგ მაისაია ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვას, რათა მისი საქმე სამხედრო ტრიბუნალმა განიხილოს. უკვე ცნობილია, რომ პოლიტპატიმრად აღიარებულთა საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება. ვიდეო: http://www.rustavi2.com/news/video.php?fr=video&id_news=47810&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0