Search the Community
Showing results for tags 'ფილიპეს სახარება'.
-
იოანეს სახარება თავი 1 დასაწყისში იყო სიტყვა 1. დასაწყისში (თავდაპირველად, პირველდასაბამში) იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა (ლოგოსი) იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. 2. ის იყო დასაწყისში (თავდაპირველად, პირველდასაბამში) ღმერთთან. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. 4. მასში იყო სიცოცხლე (ზოე) და სიცოცხლე (ზოე) იყო ადამიანთა ნათელი. 5. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. იოანე ნათლისმცემლის მოწმობა იესოზე 6. იყო კაცი, მოვლინებული ღვთაებისგან; სახელი მისი იყო იოანე. 7. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. 8. იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს კოსმიურ სამყაროში დაბადებულ ყოველ ადამიანს. 10. იყო კოსმიურ სამყაროში და კოსმიური სამყარო მის მიერ შეიქმნა, და კოსმიურმა სამყარომ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. 12. ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთაების შვილებად გახდომისა. 13. ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთაებისაგან. 14. სიტყვა (ლოგოსი) ხორცი (ჰილე, სომა) იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა (ჰარის) და ჭეშმარიტებით (ალატეია) აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება (გლორია), როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა 15. იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. 16. მისი სისავსიდან (პლერომადან) მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა (ჰარის) წილ. 17. ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი (ჰარის) და ჭეშმარიტება (ალატეია) იესო ქრისტეს (გასხივოსნებული მკურნალის) მიერ იქმნა“. იოანე უთითებს ღვთის კრავზე 18. ღმერთი (თეოს, კირიოს) არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა. 19. აჰა, მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა მიუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინ ხარ შენ?“ 20. მან აღიარა და არ უარყო, აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე“. 21. და ჰკითხეს მას კვლავ: „მაშ ვინა ხარ? ელია ხარ?“ ამბობს: „არა ვარ“. „წინასწარმეტყველი ხარ?“ მიუგებს: „არა“. 22. მაშინ უთხრეს მას: „ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?“ 23. თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში“. 24. წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგან იყვნენ. 25. და ჰკითხეს მას და უთხრეს: „აბა, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“ 26. მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ. 27. ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მის სანდლებზე თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ“. 28. ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა. 29. მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო (თარგმანით: მკურნალი) და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა. 30. ეს არის, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო-მეთქი. 31. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს“. 32. მოწმობდა იოანე და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე. 33. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: „ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი“. 34. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა“. 35. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. 36. დაინახა მომავალი იესო (თარგმანით: მკურნალი) და თქვა: „აჰა, ღვთაების კრავი“. 37. ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს (თარგმანით: მკურნალს). 38. იესო (თარგმანით: მკურნალი) მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად დგახარ?“ 39. ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ“. წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი. 40. ერთი ამ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს და გაჰყვნენ იესოს (თარგმანით: მკურნალს), იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი. 41. მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (თარგმანით ქრისტე ანუ გასხივოსნებული, განათლებული, იგივე ბუდა, იგივე მესეხ, ანუ ვისაც ეცხო ღვთიური მადლი). 42. მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს, პეტრეს). 43. მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და იპოვა ფილიპე. უთხრა მას იესომ (თარგმანით: მკურნალმა): „გამომყევი“. 44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან. 45. ფილიპე შეხვდა ნათანაელს და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან“. 46. უთხრა მას ნათანაელმა: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ უთხრა მას ფილიპემ: „წამოდი და ნახე“. 47. იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა“. 48. ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ (თარგმანით: მკურნალმა) და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ დაგინახე“. 49. მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთაებისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა“. 50. მიუგო იესომ (თარგმანით: მკურნალმა) და უთხრა მას: „შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტსაც იხილავ“. 51. ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ სუპერკოსმოსს და ღვთაების ანგელოზებს, ანთროპოსის ძეზე აღმავალთ და ჩამომავალთ“. თავი 2 პირველი სასწაული კანაში 1. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს (თარგმანით: მკურნალის) დედაც იქ იყო. 2. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. 3. და როცა ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება იესოს (თარგმანით: მკურნალის) დედამისი: „ღვინო აღარა აქვთ“. 4. ეუბნება მას იესო (თარგმანით: მკურნალი): „რა გინდა ჩემგან, ქალო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა“. 5. ეუბნება დედამისი მსახურებს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით“. 6. იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმედისთვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა. 7. ეუბნება მათ იესო: „დაავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები“. და მათაც დაავსეს პირთამდე. 8. და ეუბნება მათ: „ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს!“ და მიართვეს. 9. როცა სუფრის გამრიგემ გემო უნახა ღვინოდ ქცეულ წყალს (არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს 10. და ეუბნება მას: „ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“. 11. ასე დაიწყო იესომ (თარგმანით: მკურნალმა) სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა. 12. ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღეს. მისი სხეული ტაძარია 13. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“ 14. მიუგო იესომ (თარგმანით: მკურნალმა) და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას“. 15. უთხრეს იუდეველებმა: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ 16. ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. 17. როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ (თარგმანით: მკურნალმა) თქვა. მისი სასწაულით ბევრმა ირწმუნა 18. ხოლო, როცა იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. 19. თვითონ იესო (თარგმანით: მკურნალი) არ ენდობოდა მათ, ვინაიდან ყველას იცნობდა. 20. არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა კაცის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო კაცში. თავი 3 ნიკოდემოსი იესოსთან 1. იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. 2. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“. 3. მიუგო იესომ (თარგმანით: მკურნალმა) და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთაების სასუფეველს (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანეს, მრავალგანზომილებიან კოლექტიურ სუპერცნობიერებას)“. 4. ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?“ 5. მიუგო იესომ (თარგმანით: მკურნალმა): „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთაების სასუფეველში (ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო ოკეანეში, მრავალგანზომილებიან კოლექტიურ სუპერცნობიერებაში). 6. ხორცისაგან შობილი ხორცია (ჰილე) და სულისაგან შობილი სულია (პნევმა). 7. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი. 8. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან (პნევმა) არის შობილი (გენეზის)“. 9. ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: „როგორ შეიძლება მოხდეს ეს?“ 10. მიუგო იესომ (თარგმანით: მკურნალმა) და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი? 11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას. 12. თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, სუპერკოსმიურზე რომ გითხრათ? 13. არავინ ასულა სუპერკოსმოსში, გარდა სუპერკოსმოსიდან ჩამოსული ანთროპოსის ძისა, რომელიც სუპერკოსმოსშია. 14. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ანთროპოსის ძე. 15. რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს ცხოველმყოფელი ენერგია (ზოე, პრანა). 16. რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სამყარო (კოსმოსი), რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს მაცოცხლებელი ენერგია (პრანა). 17. რადგან იმისთვის კი არ მოავლინა მამაღმერთმა თავისი ძე კოსმიურ სამყაროში, რომ განეკითხა სამყარო, არამედ გადარჩენილიყო სამყარო მის მიერ. 18. ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთაების მხოლოდშობილი ძისა. 19. განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სამყაროში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები. 20. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები. 21. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთში ცნობიერია“. იოანე ნათლისმცემელი ისევ მოწმობს იესოზე 22. ამის შემდეგ იესო (თარგმანით: მკურნალი) თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეას ქვეყანაში, იქ დარჩა მათთან და ნათლავდა. 23. იოანე კი ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ და ინათლებოდნენ. 24. ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული. 25. მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმედის გამო. 26. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდენეს გაღმა, და ვისზეც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან“. 27. მიუგო იოანემ და თქვა: „ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია, თუ სუპერკოსმოსიდან არა აქვს მიცემული. 28. თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: მე არა ვარ ქრისტე (გასხივოსნებული, სულიერი ნათლით გაბრწყინებული), არამედ მოვლენილი ვარ მის წინ. 29. ვისაც საცოლე ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. 30. ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე. 31. მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა. 32. რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს. 33. ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია (ტეოს ალატეიოს). 34. რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სამშვინველს (ფსიხეია). 35. მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ. 36. ვისაც ძე სწამს, მაცოცხლებელი ძალა (პრანაშაკტი) აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე“. თავი 4 ღმერთი არის სული 1. როცა შეიტყო იესომ (თარგმანით: მკურნალმა), რომ ფარისევლებს გაგებული ჰქონდათ, იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავს, ვიდრე იოანეო, 2. (თუმცა ნათლავდა არა თვით იესო (თარგმანით: მკურნალი), არამედ მისი მოწაფეები), 3. დატოვა იუდეა და კვლავ გალილეას წავიდა. 4. მას სამარიაზე უნდა გაევლო. 5. მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ეწოდება, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა თავის ძეს იოსებს. 6. იქ იყო იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო (თარგმანით: მკურნალი) წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა. 7. მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: „წყალი დამალევინე,“ 8. რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად. 9. ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ ქალს, დამალევინეო?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.) 10. მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს“. 11. ეუბნება მას ქალი: „ბატონო, არც ასავსები ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი? 12. ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა, და თვითონაც აქედან სვამდა, მისი შვილებიც და მისი საქონელიც?“ 13. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება. 14. ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, მთელი ეონი არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც მთელი ეონი სიცოცხლედ იდინებს“. 15. ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“. 16. ეუბნება მას: „წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ“. 17. მიუგო ქალმა და უთხრა: „მე არ მყავს ქმარი“. ეუბნება მას იესო: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო, 18. რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი“. 19. ეუბნება მას ქალი: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. 20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ადგილი, სადაც უნდა სცემდნენო თაყვანს“. 21. ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემენ მამას. 22. მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა (პნევმა) და ჭეშმარიტებით (ალატეია), რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. * 23. ღმერთი არის სული (პნევმა) და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა (პნევმა) და ჭეშმარიტებით (ალატეია)“. * 24. ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე (გასხივოსნებული). ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“. 25. ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება“. 26. ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას. 27. დატოვა თავისი ჭურჭელი ქალმა და წავიდა ქალაქში და ეუბნება ადამიანებს: 28. „წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“ 30. გამოვიდნენ ქალაქიდან და გაემართნენ მისკენ. მომწიფდა სამკალად 29. ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“ 30. მან უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით“. 31. ამიტომ მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“ 32. ეუბნება მათ იესო: „ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე. 34. განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? აჰა, მე გეუბნებით თქვენ: აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად. 35. მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს სამყაროული ცხოველმყოფელი ენერგიისათვის (პრანა), ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. 36. ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვა იმკისო. 37. მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით“. სამარიელებმა იწამეს იესო 38. ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო. 39. ამიტომ, როცა მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და იგი ორ დღეს დარჩა იქ. 40. კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით. 41. ქალს უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშარიტად ის არის სამყაროს მხსნელი“. 42. ორი დღე რომ გავიდა, წამოვიდა იქიდან გალილეაში. 43. რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი. 44. როცა გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს. დიდებულის შვილის განკურნება 45. ასე რომ, იესო (თარგმანით: მკურნალი) კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფის მოხელე, რომელსაც შვილი ჰყავდა ავად კაპერნაუმში. 46. როგორც კი გაიგო, იესო (თარგმანით: მკურნალი) მოსულა იუდეიდან გალილეაშიო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რადგან სიკვდილის პირას იყო. 47. უთხრა იესომ (თარგმანით: მკურნალმა) მას: „არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ“. 48. ეუბნება მას მეფის მოხელე: „უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ბავშვი არ მომკვდარა“. 49. ეუბნება მას იესო (თარგმანით: მკურნალი): „წადი, ცოცხალია შენი შვილი“. ირწმუნა კაცმა, რაც იესომ უთხრა მას, და წავიდა. 50. შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს, რომ ცოცხალია მისი ვაჟი. 51. ჰკითხა, თუ რომელ საათზე გამომჯობინდა. უთხრეს, რომ გუშინ მეშვიდე საათზე გაუარაო სიცხემ. 52. ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის საათი იყო, როცა იესომ (თარგმანით: მკურნალმა) უთხრა: „ცოცხალია შენი შვილი“. და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლმა. 53. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა. თავი 5 განკურნება ბეთხაზდასთან 1. ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო (თარგმანით: მკურნალი) იერუსალიმს. 2. იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან, აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხაზდა ეწოდება, და ხუთი სტოა აქვს. 3. იქ იწვა ძალიან ბევრი სნეული, ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ, 4. რადგან უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა დროდადრო აუზში და ამღვრევდა წყალს. ხოლო მას შემდეგ, რაც წყალი აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, განიკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. 5. აქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სენით. 6. იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია, და უთხრა: „გინდა, განიკურნო?“ 7. მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის შემღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. მანამ მე მივალ, სხვა მასწრებს“. 8. ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე“. 9. და მაშინვე გაჯანსაღდა ეს კაცი. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს შაბათი იყო. 10. უთხრეს იუდეველებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია. ნება არა გაქვს სარეცლის აღებისა“. 11. მან მიუგო მათ: „ვინც განმკურნა, მან მითხრა: აიღე შენი სარეცელი და გაიარეო“. 12. ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?“ 13. განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო (თარგმანით: მკურნალი) იმ ადგილას მყოფ ბრბოს შეერია. 14. ამის შემდეგ იესო (თარგმანით: მკურნალი) ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: „აჰა, შენ გაჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რამე უარესი არ დაგემართოს“. 15. ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესოა (თარგმანით: მკურნალი) მისი განმკურნებელი. 16. იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს (თარგმანით: მკურნალი) იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა. 17. იესომ მიუგო მათ: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“. 18. ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს (ანთროპოსს) უტოლებდა. იოანეს მოწმობა 19. მიუგო იესომ (თარგმანით: მკურნალმა) და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თვითონ ვერაფერს გააკეთებს, რომ არ ეხილოს, რასაც მამა (პატორ) აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. 20. რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს, ისეთებს რომ გაგიკვირდებათ. 21. რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვისი გაცოცხლებაც სურს. 22. რადგან მამა არავის განიკითხავს, არამედ მთელი განკითხვა ძეს გადასცა, 23. რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, ის არც მამასა სცემს პატივს, მის მომავლინებელს. 24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს, მას აქვს ცხოველმყოფელი სამყაროული ძალა და განკითხვაზე არ მიდის, არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე არის ახლა, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და ვინც მას მოისმენენ, იცოცხლებენ. 26. რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე (ზოე) თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე (ზოე) თავის თავში. 27. სამართლის გაჩენაშიც ხელმწიფება მისცა მას, რადგან ანთროპოსის ძე არის იგი. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. 29. კეთილის მქნელნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი - განკითხვის აღდგომისთვის. 30. ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ, და ჩემეული განკითხვა სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. 31. თუ მე ვმოწმობ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არაა ჭეშმარიტი (ალატეიოს). 32. სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია (ალატეიოს) ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე. 33. თქვენ გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება (ალატეია). 34. თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ. 35. იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში. 36. მე კი მაქვს უფრო დიდი მოწმობა, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ გაკეთებული საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა. 37. და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობდა ჩემზე, თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც ხატი გიხილავთ მისი. 38. მისი სიტყვა არა გაქვთ შეწყნარებული, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა. 39. იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ სასიცოცხლო ძალა (პრანა). ისინი კი ჩემზე მოწმობენ. 40. თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ. 41. დიდებას არ ვღებულობ კაცთაგან, 42. მაგრამ მე გიცნობთ თქვენ: ღვთაების სიყვარული არ არის თქვენში. 43. მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მღებულობთ. სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ. 44. როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისაგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთაებისაგან არ ეძებთ? თავი 6 ხუთი ათასი კაცის გაძღება 1. ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა. 2. უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე. 3. ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. 4. ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. 5. იესომ (თარგმანით: მკურნალმა) გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ვაჭამოთ?“ 6. ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თორემ თავად კი იცოდა, რასაც მოიქმედებდა. 7. მიუგო მას ფილიპემ: „ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს“. 8. ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონპეტრეს ძმა: 9. „აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“ 10. თქვა იესომ (თარგმანით: მკურნალმა): „უთხარით ხალხს, დასხდნენ“. ხოლო იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა. 11. აიღო პურები იესომ (თარგმანით: მკურნალმა), მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. 12. როცა დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს“. 13. მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნამუსრევით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. 14. მაშინ იესოს (თარგმანით: მკურნალის) მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: „ესაა ჭეშმარიტ