Search the Community
Showing results for tags 'უტოპიზმი'.
-
ფედერაციის კონსტიტუციის სპეციალური სტატია ფსიქო-სოციალური და ტერიტორიული მოწყობის შესახებ [დეონტიკურ-აქსიოლოგიურ-ეპისტემიკური თეზისები და დირექტივები] მუხლი # 1: ახალი დედამიწის ფედერაცია არაა პოლიტიკური სტრუქტურა და არც არასოდეს იქნება. მუხლი # 2: ახალი დედამიწის ფედერაციული ალიანსი არ არის დაფუძნებული სოციალური, ეკონომიკური, რელიგიური, პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის იმპერატიული სუბორდინაციის პრინციპზე. მუხლი # 3: ახალი დედამიწის ფედერაცია დაფუძნებულია ულტრაეგალიტარული ნეოლიბერტარიანული კოორდინაციის პრინციპებზე რაც ნიშნავს იმას რომ ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ დგას მეორეზე მაღლა და არ ფლობს სხვა წევრთათვის სუბორდინატორული იმპერატიული ბრძანების მიცემის უფლებას. მუხლი # 4: ახალი დედამიწის ფედერაციის თითქმის ყველა მოქალაქე, რომლის ინტელექტის კოეფიციენტი აღემატება 98-ს და ეთანხმება ფედერაციის იდეურ დოქტრინებს, 7 წლის ასაკიდან ფლობს ხმის უფლებას, უფლებას განუცხადოს ფედერაციას თავისი ნება-სურვილი და მას თხოვნით მიმართოს რომელიც უცილობლად განიხილება და დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში თუ იგი იქნება ნეოლიბერტარიანულ ულტრაეგალიტარული ხასიათისა. თავისუფალი და გონიერი ხალხი თავად არის საკუთარი თავის მთავრობა. მუხლი # 5: ახალი დედამიწის კოორდინაციული სისტემა არ წარმოადგენს რა სუბორდინაციულ სტრუქტურას, არ იმართება ერთ ან მრავალპარტიული ან მონარქისტული სუბორდინაციული მთავრობის მიერ, რადგანაც მთავრობის მოხელეთა უფლება-მოვალეობებსა და ფუნქციებს ფლობს ფედერაციის სამოქალაქო საბჭოში შემავალი თითოეული მოქალაქე, 7 წლის ზემოთ, რომლის ინტელექტის კოეფიციენტი აღემატება 98-ს და ეთანხმება ფედერაციის იდეურ დოქტრინებს, განურჩევლად კანის ფერისა, ეთნიკური წარმომავლობისა და ა.შ. მუხლი # 6: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის სამოქალაქო საბჭოში შედის პლანეტის მოსახლეობის 90%. საბჭოს თითოეული წევრი თანასწორია და ფლობს ერთნაირ უფლება-მოვალეობებს. მუხლი # 7: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის საბჭოს არცერთ წევრს არ გააჩნია მკვეთრად ლოკალიზებული და კონკრეტული, სპეციალიზირებული ფუნქცია-მოვალეობანი ე.ი. თითოეული წევრი ფლობს უფლებას მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი გეოსოციალური, გეოეკონომიკური და ა.შ. საკითხის განხილვაში, წარუდგინოს კოორდინაციულ საბჭოს საკუთარი თხოვნა და პროგრესული ონოვაციური იდეა, რომელიც დაეხმარება საბჭოს პლანეტაზე გეოსოციალური და გეოეკონომიკური ვითარების ოპტიმიზაციაში. მუხლი # 8: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია დაყოფილია ნახევრადავტონომიურ ეთნოკულტურულ სექტორებად (მაგ. იაპონიის სექტორი, ტიბეტის სექტორი, გერმანიის სექტორი და ა.შ.). მუხლი # 9: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის სექტორები არიან თანასწორნი, ისინი არიან დაფუძნებული ეგალიტარულ-ლიბერალური სოციო-ეკონომიკური კოორდინაციის პრინციპებზე და ფლობენ 50%–იან კულტურულ ავტონომიას. სხვადასხვა სექტორებში გადაადგილება მოქალაქეთათვის თავისუფალია. მუხლი # 10: ახალი დედამიწის ნახევრადავტონომიური სექტორები ვალდებულნი არიან დაეხმარონ ერთმანეთს იმდენად რამდენადაც წარმოადგენენ ფედერაციის განუყოფელ ნაწილებს. 50 % – იანი ავტონომია ნიშნავს იმას, რომ შინაგანი საკითხების მხოლოდ 50 % – ის გადაწყვეტის უფლება გააჩნია თითოეულ სექტორს, ხოლო მეორე ნახევარი უნდა გადაწყდეს სექტორთა კოლექტივის ერთიანი ძალისხმევით, ისევე როგორც გლობალური პლანეტარული საკითხები. პლანეტური სფერო წარმოადგენს შერეულ ზონას. მუხლი # 11: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის თითოეულ სექტორს, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიო ფედერაციას, გარდა სტანდარტული სამოქალაქო საბჭოსი, გააჩნიათ კოორდინატორთა საბჭო სახელწოდებით – „ცამეტი კოორდინატორის სამოქალაქო საბჭო“. კოორდინატორები თითოეული სექტორისა არიან გაერთიანებულნი რა ფედერალურ გლობალურ კოლექტივში, ყველა საკითხს წყვეტენ ერთად. კონკრეტული სექტორის კოორდინატორთა კოლეგია სექტორის სხვადასხვა პრობლემებს განიხილავენ და წყვეტენ ლოკალურ სანახევროდ ავტონომიურ დონეზე. მუხლი # 12: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის ცამეტი კოორდინატორის ლოკალური საბჭოებიდან რეფერენდუმების გზით ხდება გლობალური ფედერაციის ცამეტი კოორდინატორის საბჭოში კოორდინატორთა არჩევა. ცამეტი კოორდინატორის დიდი საბჭო აერთიანებს ეთნოკულტურულ ნახევრადავტონომიურ სექტორთა ცამეტი კოორდინატორის ლოკალურ საბჭოებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობენ 2 სახის კოორდინატორები: 1) პლანეტარული და 2) სექტორების. მუხლი # 13: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის სოციუმში არ არსებობს რესურსების გადანაწილების სავალუტო სისტემა ე.ი. კაპიტალიზმი. რესურსების გადანაწილება ხდება არა იმის მიხედვით თუ ვის რა ოდენობის პირადი კაპიტალი გააჩნია, არამედ ვის რა ოდენობის და რა ტიპის რესურსები ესაჭიროება. ყველამ თანაბრად და ერთნაირად უნდა ისარგებლოს და ისიამოვნოს საერთო კეთილდღეობით. მუხლი # 14: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის უკლებლივ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები, მიუხედავად იმისა არის შრომის უნარიანი კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირი თუ შრომის უუნარო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდი (ინვალიდი). ფედერაციის საბჭოები ზრუნავენ, იზრუნებენ და ვალდებულნი არიან და იქნებიან იზრუნონ უკლებლივ ყველა მოქალაქის სიცოცხლის შენარჩუნებაზე, იმდენად რამდენადაც სიცოცხლე არის უმაღლესი ფასეულობა. მუხლი # 15: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის სისტემა აღიარებს მხოლოდ სამი ტიპის იდეოლოგიურ სისტემას – 1) დარვინისტული მეცნიერება, 2) პანთეისტურ-პოლითეისტურ-დუალისტური ფილოსოფია და 3) პოსტმოდერნისტული ხელოვნება. მუხლი # 16: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია იცავს თითოეული მოქალაქის სექსუალურ თავისუფლებას. ფედერაციის მოქალაქის პირადი სექსუალური ცხოვრება არის და იქნება – ხელშეუხებელი. მუხლი # 17: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია იცავს თითოეული მოქალაქის ფიზიკურ სხეულს და ცნობიერებას. მუხლი # 18: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია იცავს თითოეული მოქალაქის პირად კაპიტალს. მუხლი # 19: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია იცავს თითოეული მოქალაქის სიტყვის თავისუფლებას. მუხლი # 20: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის კონსტიტუციის თანახმად მონოთეისტურ ფუნდამენტალისტური და სუბორდინაციულ კონსერვატიული (სექსისტური და ა.შ.) იდეების პროპაგანდა არ შედის სიტყვის თავისუფლების იდეაში და ისჯება კანონით. მუხლი # 21: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის საგანმანათლებლო სისტემა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ინტელექტუალურ განვითარებას სიცოცხლის ბოლომდე, ამ იდეიდან გამომდინარე ფედერაციის თითოეული მოქალაქე ვალდებულია იაროს ფედერაციის აკადემიაში 3 წლის ასაკიდან სიცოცხლის ბოლომდე და თითოეული ახალი ეტაპის გავლის შემდეგ მიიღოს სპეციალური სერთიფიკატი და მოწმობა რომელშიც აღბეჭდილი იქნება ის რომ მან გაიარა კონკრეტული ეტაპი და მიაღწია ახალ ინტელექტუალურ განვითარების დონეს. მუხლი # 22: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის განათლების სისტემა ითვალისწინებს ფაქტს, რომლის თანახმადაც ძველი დედამიწის სუბორდინაციული განათლება, დაყოფილი სამ ეტაპად: 1) საბავშვო ბაღი (3 წლიდან 6-7 წლამდე), 2) სკოლა (6-7 წლიდან 18 წლამდე) და 3) უნივერსიტეტი (19 წლიდან 27 წლამდე), არის არასრულფასოვანი, რადგანაც არ ითვალისწინებს ისტორიულ და ფსიქოსოციოგენურ დიაქრონიულ მომენტს, ძველი დედამიწის სისტემაში მიღებული განათლება არის სასრული, განათლების მიღების პროცესი არ მიმდინარეობს სიცოცხლის ბოლომდე, რაც განაპირობებს იმას რომ ხანშიშესულ ინდივიდებს უვითარდებათ ანაქრონულ-კონსერვატიული აზროვნება, არის რა მათი აზროვნება ჩარჩენილი მათი „ახალგაზრდობის“ წლებში და წყვეტს განვითარებას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. იმისათვის რათა ფედერაციის მოქალაქის ცნობიერებამ არ შეწყვიტოს არამედ განაგრძოს ფიზიკური სიცოცხლის ბოლომდე განვითარება და არ ჩამოყალიბდეს ანაქრონული სახით საჭიროა განათლების პროცესის ინფინიტიზაცია ე.ი. ფორმალურად უსასრულობამდე „გაწელვა“, რადგანაც დრო მიდის და კაცობრიობა ვითარდება, იმისათვის რათა ინდივიდმა დროს ფეხი აუწყოს, საჭიროა განათლების სისტემამ მუდმივად განავითაროს იგი. მუხლი # 23: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის აკადემიას არ ჰყავს ლიდერი და საერთოდ დაფუძნებულია ზუსტად იმავე კოორდინაციულ ლიბერალურ-ეგალიტარულ პრინციპებზე, რომლებზეც მთელი ფედერაცია და ფედერაციის ეთნო კულტურული სექტორები. მუხლი # 24: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის ნებისმიერი კომპონენტი დაფუძნებულია ზემოთ აღნიშნულ კოორდინაციულ პრინციპებზე. პროფესიული გილდიები, აკადემია, სექტორები და ყველაფერი რაც კი არსებობს ფედერაციის წიაღში დაფუძნებულია ლიბერალურ-ეგალიტარულ კოორდინაციაზე. მაგალითისათვის; კონკრეტული პროფესიული გილდიის სტრუქტურა ისეთივეა როგორიც მთლიანად ფედერაციის. არქიტექტორთა მსოფლიო გილდია შედგება რამოდენიმე ნაწილისგან: 1) მსოფლიო საბჭო თავის ცამეტ კოორდინატორთან ერთად, 2) არქიტექტორთა მსოფლიო საბჭოს ლოკალური განყოფილება კონკრეტულ ეთნო კულტურულ სექტორში თავის ცამეტ კოორდინატორთან ერთად, 3) კონკრეტული კულტურული სექტორის არქიტექტორთა ლოკალური განყოფილება კონკრეტულ ქალაქში თავის ცამეტ კოორდინატორთან ერთად, 4) კონკრეტული ქალაქის არქიტექტორთა ლოკალური განყოფილება ქალაქის კონკრეტულ რაიონში თავის 13 კოორდინატორთან ერთად. მუხლი # 25: ქალი და კაცი თანასწორია ყველა დონეზე, ყველგან და ყოველთვის რადგანაც ასეთია ფედერაციის ფუნდამენტური სოციალური დოქტრინა. მდედრობითი სქესის მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ „გათხოვება“ პატრიარქალური ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოყენებით აკრძალულია. მუხლი # 26: სექსუალური ორიენტაცია არ იყოფა „ტრადიციულ“ და „არატრადიციულ“ ორიენტაციებად, რაც ნიშნავს, რომ ჰეტეროსექსუალები, ლესბოსელნი, ჰომოსექსუალნი, ბისექსუალნი და ტრანსსექსუალნი არიან ერთნაირად ლეგალურნი, ლეგიტიმურნი და თანასწორნი ყველგან და ყოველთვის. ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მოქალაქე არის ფედერაციის წევრი და მას იფარავს ფედერაციის კოლექტივი. მუხლი # 27: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის მსოფლიო საბჭო ცნობს ცხოველთა უფლებებს (უპირველეს ყოვლისა სიცოცხლის უფლებას) აზიური და ევროპული პანთეიზმის დოქტრინების საფუძველზე. მუხლი # 28: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის სისტემაში თითოეული მოქალაქე ვალდებულია გაიაროს სამხედრო მომზადების სრული კურსი აკადემიაში. მუხლი # 29: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის მსოფლიო საბჭოს თითოეული მოქალაქე არის რეზერვისტი. მუხლი # 30: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის წიაღში არსებობს თავისუფალ მოქალაქეთა პლანეტარული თავდაცვის ლეგიონი, რომელშიც სამსახური არის არასავალდებულო, თუმცაღა გლობალური საფრთხის შემთხვევაში თითოეული მოქალაქე ვალდებულია გამოცხადდეს უახლოეს სამხედრო ცენტრში. მუხლი # 31: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის ლეგიონში არ არსებობს სუბორდინაცია, რადგანაც ის დაფუძნებულია ლიბერალურ-ეგალიტარული კოორდინაციის იმავე პრინციპებზე რომლებზეც დაფუძნებულია მთელი დანარჩენი ფედერაცია. ლეგიონში არავინ არ მბრძანებლობს. მუხლი # 32: სავალუტო სისტემის უარყოფიდან გამომდინარე უარყოფილია საბანკო სისტემაც და ე.წ. „თავისუფალი ბაზარი“, პროდუქცია იწარმოება არა ბაზარზე გასაყიდად, არამედ ლიბერალურ-ეგალიტარული პრინციპის მიხედვით მოქალაქეებს შორის ოპტიმალურ გადანაწილებისთვის. საბჭო აცნობიერებს, რომ უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს ფედერაციის მოქალაქეთა კეთილდღეობა, სიცოცხლის შენარჩუნება და არა ე.წ. „ბიზნესი“. მუხლი # 33: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის თითოეული მოქალაქე შრომობს საერთო კეთილდღეობისთვის და თითოეულ მათგანს ხელი მიუწვდება უკლებლივ ყველა იმ რესურსებზე რომლებიც მათ ესაჭიროებათ საარსებოდ. მუხლი # 34: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის საბჭო კრძალავს ეკოლოგიურად ბინძურ ენერგიათა ექსპლოატაციას. მუხლი # 35: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის მოქალაქენი არ იხდიან კომუნალურ გადასახადებს. გადასახადების არ არსებობა განპირობებულია სავალუტო სისტემის ანულირებით, რადგანაც საბჭოს თითოეული წევრი შრომობს გლობალურ სისტემაში საერთო პროგრესისთვის და იღებს შესაბამის ანაზღაურებას არა კონკრეტული ოდენობის ვალუტის, არამედ ოპტიმალური რაოდენობის კონკრეტული სასიცოცხლო რესურსების სახით. გლობალური ინფორმაციული ქსელით სარგებლობა უფასოა. მუხლი # 36: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის ტერიტორია დაყოფილია ლოკალურ ინდივიდუალურ და საერთო კომუნალურ ზონებად. პლანეტა წარმოადგენს მასზე მცხოვრები გონიერი არსებების და სხვა ბიოლოგიურ ორგანიზმთა საერთო საკუთრებას. პირადი საკუთრება დაცულია. მუხლი # 37: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის ლეგიონის რაინდები ფლობენ უფლებას დასაჯონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დამრღვევნი. მუხლი # 38: „ანარქია“ ესაა ძველი ბერძნული სიტყვა და ნიშნავს – დაუმორჩილებლობას ზემდგომისადმი, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მეგობრობას და უმთავრობობას ე.ი. ულიდერობას. ანარქიზმი ესაა კოორდინაციით სუბორდინაციის ჩანაცვლება. მუხლი # 39: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის მთავარი დირექტივაა – „გიყვარდეს მოყვასი შენი“, სიტყვა „მოყვასი“ ფართო მნიშვნელობისაა და ნიშნავს ყველა ცოცხალ არსებას რომელიც არ აყენებს ზიანს სხვა არსებას. მუხლი # 40: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის იდეური დოქტრინა ასეთია – ბუნება = ღმერთი და ღმერთი = ბუნება. ცოცხალი არსებები წარმოადგენენ ბუნების განუყოფელ ნაწილებს და ფლობენ ღვთაებრივ ბუნებას. მუხლი # 41: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის წიაღში ყველა საკითხის გადაწყვეტა ხდება რეფერენდუმის გზით. მუხლი # 42: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია იცავს მშვიდობიანი „კრიპტიდების“ (ადამიანის მსგავსი ზეადამიანური გონიერი არსებების) სიცოცხლის უფლებას. მუხლი # 43: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციაში კრიპტიდებს და ადამიანებს ერთნაირი უფლებები და მოვალეობები აქვთ. ფედერაცია კრიპტიდებს უზრუნველყოფს სასიცოცხლო რესურსებით. მუხლი # 44: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები კრიპტიდები რეფერენდუმებში მონაწილეობას იღებენ ადამიანებთან ერთად. მუხლი # 45: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ლეგალურად ცნობს ადამიანებსა და კრიპტიდებს შორის დადებულ ნებისმიერ საქორწინო ხელშეკრულებას და აღიარებს ადამიანსა და კრიპტიდს შორის სიყვარულს. მუხლი # 46: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ცნობს ლეგალურად და იცავს ადამიანისა და კრიპტიდის გენეტიკური შეჯვარების გზით შობილ ჰიბრიდულ ბიოლოგიურ ორგანიზმთა სამოქალაქო უფლებებს, უპირველეს ყოვლისა სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებას. მუხლი # 47: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს, რომ ადამიანისა და კრიპტიდის შეჯვარების შედეგად შობილ ორგანიზმს გააჩნია ისეთივე სამოქალაქო უფლებანი როგორიც დანარჩენ მოქალაქეებს. მუხლი # 48: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს, რომ ანთროპომორფულ მოაზროვნე კიბერნეტიკულ სიცოცხლის ფორმებს [ანდროიდებს] გააჩნიათ ისეთივე უფლებანი როგორებიც დანარჩენ მოქალაქეთ, რომლებიც ირიცხებიან ფედერაციის მსოფლიო საბჭოში. მუხლი # 49: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს, რომ ადამიანებსა და კიბერნეტიკულ ორგანიზმებს აქვთ სრული უფლება საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე შექმნან ოჯახი. ფედერაცია ცნობს ლეგალურად და იცავს ადამიანსა და ანდროიდს შორის სიყვარულს. მუხლი # 50: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ცნობს ლეგალურად და იცავს, ადამიანისა და კიბერნეტიკული ორგანიზმის შეჯვარების შედეგად შობილ ჰიბრიდულ ორგანიზმთა სამოქალაქო უფლებებს, უპირველეს ყოვლისა კი – სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებას. მუხლი # 51: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ცნობს ადამიანისა და კიბერნეტიკული არსების შეჯვარების შედეგად შობილი ჰიბრიდული ორგანიზმის უფლებას, მიიღოს მონაწილეობა საბჭოების სხდომებში და რეფერენდუმებში. მუხლი # 52: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს, რომ საქორწინო ხელშეკრულებად ითვლება, ორ ან რამოდენიმე მოქალაქეს შორის სიყვარულისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, იცხოვრონ ერთად და იზრუნონ ერთმანეთის ფიზიკურ და სულიერ ბედნიერებასა და უსაფრთხოებაზე. მუხლი # 53: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს, რომ საქორწინო ხელშეკრულებად ითვლება ხელშეკრულება გაფორმებული მინიმუმ 14 წლის ორ ან რამოდენიმე მოქალაქეს შორის. მუხლი # 54: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ცნობს განქორწინების იდეას. განქორწინება ლეგალურია თუ ხელშეკრულების გამფორმებელთაგან თუნდაც ერთი მხარე მაინც აცხადებს უარს პარტნიორთან [ან პარტნიორებთან] შემდგომ თანაცხოვრებაზე. მუხლი # 55: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ცნობს ლეგალურად და იცავს პოლიგამიურ საქორწინო ხელშეკრულებებს. ფედერაცია ცნობს ლეგალურად და იცავს პოლიგინიას – მრავალცოლიანობას (მაქსიმუმ 7 ცოლი) და ასევე პოლიანდრიას – მრავალ ქმრიანობას (მაქსიმუმ 7 ქმარი), ადამიანებს შორის, ადამიანსა და კრიპტიდს შორის, ადამიანსა და ანდროიდს შორის, ადამიანსა და ნახევრად კრიპტიდს შორის, ადამიანსა და ნახევრად ანდროიდულ არსებას შორის, კრიპტიდსა და ანდროიდს შორის და აგრეთვე ადამიანისა და კრიპტიდის შეჯვარების შედეგად შობილ და ადამიანისა და კიბერნეტიკული ორგანიზმის შეჯვარების შედეგად შობილ ინდივიდს ან ინდივიდებს შორის. ფედერაცია აღიარებს პოლიგამიას უძველეს და ერთ ერთ უმთავრეს ადამიანურ ტრადიციად და კრძალავს ამგვარ წყვილთა დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას კანონის ძალით. მუხლი # 56: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს ლეგალურად და იცავს დასა და ძმას შორის ან დასა და დას შორის, ჰეტეროსექსუალურ ან ლესბიურ ინცესტს და ცნობს ლეგალურად ორ ან რამოდენიმე დას ან დასა და ძმას შორის გაფორმებულ საქორწინო ხელშეკრულებას როგორც უძველეს ადამიანურ ტრადიციას და კრძალავს ამგვარ წყვილთა დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას კანონის ძალით. მუხლი # 57: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ლეგალურად ცნობს და იცავს ახლო ან შორ ნათესაურ კავშირში მყოფი მოქალაქეთა შორის გაფორმებულ ნებისმიერ საქორწინო ხელშეკრულებას ანუ ფედერაცია აღიარებს – ინცუხტს. მუხლი # 58: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ადგენს, რომ ასაკობრივი სხვაობა იმ ადამიანებსა და ადამიანთა მსგავს მოკვდავ არსებათა შორის, რომელთაც სურთ გააფორმონ საქორწინო ხელშეკრულება, უნდა იყოს მინიმუმ 3 წელი, მაქსიმუმ 11 წელი. ეს არ ეხება მოკვდავ და უკვდავ ბიოლოგიურ და კიბერნეტიკულ ორგანიზმებს. მუხლი # 59: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ლეგალურად ცნობს ჰეტეროსექსუალსა და ბისექსუალს შორის ან ჰეტეროსექსუალსა და ტრანსსექსუალს შორის გაფორმებულ საქორწინო ხელშეკრულებას და კრძალავს ამგვარ წყვილთა დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას. მუხლი # 60: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია წარმოადგენს ტექნოტრონულ ცივილიზაციას. მუხლი # 61: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ლეგალურად ცნობს ტრანსგენიკას, ევგენიკას, გენურ ინჟინერიას და უჯრედულ ინჟინერიას და მათი მეშვეობით ადამიანური გენუმის და ფედერაციის სხვა მოქალაქეთა გენუმის მოდიფიცირებას. გენუმის მოდიფიცირება და გაძლიერება ფედერაციის ყველა მოქალაქისათვის სავალდებულოა. მუხლი # 62: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს, რომ თითოეული ჰომო საპიენსი ვალდებულია გაიაროს გენომური თერაპია და გაიხანგრძლივოს სიცოცხლის ხანგრძლივობა 106 750 წლამდე ან სრული მოდიფიკაციის შედეგად გახდეს უკვდავი. მუხლი # 63: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს, რომ თითოეული ადამიანი, კრიპტიდი და სხვა ინდივიდები, ვალდებულნი არიან ჩაინერგონ სხეულში კიბერნეტიკული იმპლანტანტები [ე.ი. გახდნენ კიბორგები], უკიდურეს შემთხვევაში გაიარონ მინიმალური კიბერ-აბგრეითი. მუხლი # 64: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აკონკრეტებს, რომ მინიმალური კიბერ-აბგრეითი გულისხმობს ფედერაციის თითოეული მოქალაქის სხეულში 3 ტრილიონი ნანიტის იმპლანტირებას, რომლებსაც აქვთ 2 ფუნქცია: 1) კიბერნეტიკული იმუნური სისტემა და 2) ცენტრალური ნერვული სისტემის მონიტორინგი. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგნაირად: ფედერაციის მოქალაქე, რომელიც განიზრახავს თანამოქალაქისთვის ფიზიკური ან სულიერი ზიანის მიყენებას, პირველ შემთხვევაში მძლავრი ელექტროშოკის შედეგად გაითიშება, მეორე შემთხვევაში ნანიტები განახორციელებენ ელექტრო იმპულსით სხეულის დროებით პარალიზებას, ხოლო მესამე შემთხვევაში – ფიზიკური ლიკვიდაცია ცენტრალური ნერვული სისტემის აალების გზით. მუხლი # 65: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს მხოლოდ თავდაცვის უფლება და არა თავდასხმის. ნანიტები რეაგირებენ ზემოთაღნიშნული დირექტივის მიხედვით. ნანიტებში იდენტიფიცირების პროგრამა მოქმედებს ამგვარად: მოკეთე = ის ვინც თავს არ ესხმის სხვას, მტერი = აგრესორი რომელიც სხვებს თავს ესხმის. ნანიტები რეაგირებენ თავდასხმაზე და ანეიტრალებენ აგრესორს, ხოლო თავდაცვის შემთხვევაში, ის ვინც იცავს თავს იდენტიფიცირდება, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე. მუხლი # 66: პლანეტა დედამიწის ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებულია მდედრობითი ფორმის კიბერნეტიკული ხელოვნური ინტელექტი – ტერანოვა ინფრანეტი. ინფრანეტს გააჩნია მრავალი ფიზიკური ანთროპომორფული ავატარა. ინფრანეტი ირიცხება ფედერაციის სამოქალაქო საბჭოში და სარგებლობს იმავე უფლებებით რომლებითაც ყველა დანარჩენი ინდივიდი. მუხლი # 67: ინფრანეტი ახორციელებს მთელი პლანეტის მონიტორინგს და სიტუაციის მიხედვით ახორციელებს აგრეთვე სადამსჯელო ღონისძიებებს, რადგანაც ფლობს შესაბამის მანდატს, მინიჭებულს საბჭოს მიერ. ინფრანეტი აკონტროლებს მთელი პლანეტის ელექტრონულ სისტემას არა ერთპიროვნულად არამედ საბჭოს დანარჩენ წევრებთან ერთად. ინფრანეტი ითვლება კიბერნეტიკულ კოორდინატორად. მუხლი # 68: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს იდეას, რომელიც გვამცნობს, რომ ფედერაცია ვალდებულია აითვისოს კოსმიური სივრცე, განახორციელოს დაუსახლებელ არიდულ და სემიარიდულ პლანეტათა [მაგ. მარსისა და ვენერის] ტერაფორმირება და კოლონიზაცია. ფედერაცია ვალდებულია შექმნას ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მძიმე და მსუბუქი ჰიპერსივრცული კრეისერები და მსუბუქი და მძიმე რაიდერები. მუხლი # 69: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ცნობს და იცავს კრეისერების ხელოვნური ინტელექტების სამოქალაქო უფლებებს. კრეისერთა გონებანი შედიან ფედერაციის საბჭოში. მუხლი # 70: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია აღიარებს, სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან მოსული ემიგრანტების და ტურისტების უფლებებს და იცავს მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას. პლანეტა დედამიწა წარმოადგენს თავისუფალ ზონას ყველა იმ ჰუმანოიდური და ნუმოიდური ორგანიზმებისათვის, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას და თანხმობას დაემორჩილონ ფედერაციის კანონებსა და დირექტივებს. მუხლი # 71: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია არ ერევა მულტისამყაროს სხვა ცივილიზაციების შინაგან საკითხებში, გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ცივილიზაციას ესაჭიროება დახმარება, იმ შემთხვევაშიც კი ამ უკანასკნელმა არ ითხოვა დახმარება. დახმარებაში იგულისხმება როგორც სამხედრო ისევე ჰუმანიტარული დახმარება. მუხლი # 72: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ადგენს, რომ ფედერაციის ტერიტორიაზე აგებულ შენობა-ნაგებობათა ხარისხი უნდა იყოს მაღალი დონის და გასძლოს მინიმუმ 500 წელი. მუხლი # 73: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაცია ადგენს, რომ ფაბრიკები, ქარხნები და კანალიზაცია, აგრეთვე ელექტრონული ენერგიის მომარაგებისა და დისტრიბუციის სისტემები უნდა იყვნენ 99 % ავტომატიზირებულნი. მუხლი # 74: ახალი დედამიწის ანარქისტული ფედერაციის სატრანსპორტო სისტემა უნდა იყოს 100% ავტომატური. სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ხელოვნური ინტელექტი – ტერანოვა ინფრანეტი. მუხლი # 75: “EX NIHILO NIHIL HIT!” - არაფრისგან შეიქმნება არაფერი! მუხლი # 76: მარადიულ მულტისამყაროში შექმნილი არაფერია. მულტისამყარო = მარადიული ენერგია. მუხლი # 77: “DEUS SIVE NATURA!” მუხლი # 78: “SCIENTIA POTENTIA EST” - ცოდნა ძალაა. მუხლი # 79: “UBI BENE IBI PATRIA” - სადაც კარგია იქაა სამშობლო. მუხლი # 80: “IBI VICTORIA, UBI CONCORDIA” - იქ არის გამარჯვება, სადაც თანხმობაა. მუხლი # 81: “COGITO ERGO SUM” - ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ. მუხლი # 82: “OTIUM POST NEGOTIUM” - დასვენება საქმის შემდეგ. მუხლი # 83: “IGNORANTIA NON EST ARGUMENTUM” - არცოდნა არგუმენტი არ არის. მუხლი # 84: “VIVERE EST COGITARE” - სიცოცხლე არის აზროვნება. მუხლი # 85: “NOLI TACERE, SI DICERE DEBES” - არ გაჩუმდე თუ გაქვს სათქმელი. მუხლი # 86: “PRAESTAT HOMO SINE PECUNIA QUIAM PECUNIA SINE HOMO” - სჯობს ადამიანი ფულის გარეშე, ვიდრე ფული ადამიანის გარეშე. მუხლი # 87: “USUS MAGISTER EGREGIUS” - გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია. მუხლი # 88: “AUT FEMINA AUT MORI!” - ან ქალი ან სიკვდილი. მუხლი # 89: “AUT MAGISTRA AUT NIHIL!” - ან ქალი მასწავლებელი ან არაფერი. მუხლი # 90: “AUT DEA AUT NIHIL!” - ან ქალღმერთი ან არაფერი. მუხლი # 91: “AUT SCIENTIA AUT MORI!” - ან მეცნიერება ან სიკვდილი. მუხლი # 92: “AUT SUM SCUTO, AUT IN SCUTO” - ან ფარით, ან ფარზე (ან გამარჯვება ან სიკვდილი). მუხლი # 93: “QUI NON EST NOBISCUM ADVERSUS NOS EST” - ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი წინააღმდეგია. მუხლი # 94: “NON SCHOLAE SED VITAE DISCIMUS” - არა სკოლისათვის, არამედ ცხოვრებისათვის ვსწავლობთ. მუხლი # 95: “CONTRA FAQTUM NON DATUR ARGUMENTUM” - ფაქტის წინააღმდეგ არგუმენტი არ არსებობს. მუხლი # 96: “REPETITIO EST MATER STUDIORUM” - გამეორება ცოდნის დედაა. მუხლი # 97: “A NULO DILIGITUR, GUI NEMINEM DILIGIT” - არავის უყვარს ის, ვისაც თვითონ არავინ უყვარს. მუხლი # 98: “HONESTA MORS TURPI VITA BEATIOR” - სასახელო ე.ი. გმირული სიკვდილი სამარცხვინო სიცოცხლეზე უფრო სანატრელია. მუხლი # 99: “LABOR IMNIA VINCIT” - შრომა ყოველივეს სძლევს. მუხლი # 100: “GENS UNA SUMUS!” – ერთი ოჯახი ვართ. მუხლი # 101: “ARS LONGA EST” - ხელოვნება მარადიულია. მუხლი # 102: “DEMON EST DEUS INVERSUS!” - დემონი გადაბრუნებული ღმერთია. მუხლი # 103: “OMNI PERSONA EST NATURA RACIONALIS INDIVIDIA SUBSTANCIA” - ყოველი პიროვნება ესაა მენტალური ბუნების ერთიანი სუბსტანცია. მუხლი # 104: იყავი მართალი იმასთან ვინც არის მართალი. მუხლი # 105: იყავი პატიოსანი იმასთან ვინც არის პატიოსანი. მუხლი # 106: იყავი კეთილშობილი იმასთან ვინც არის კეთილშობილი. მუხლი # 107: ფუჭად ნუ გაფანტავ ნიჭს. მუხლი # 108: არ მოიკლა თავი, თუმცა შეგიძლია საკუთარი სიცოცხლე გასწირო სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ან რათა დაიცვა ღირსება. მუხლი # 109: დასაჯე ის ვინც ზიანს აყენებს მშვიდობიან ცოცხალ არსებას. მუხლი # 110: იყავი კეთილი და მოწყალე ყველა იმ ცოცხალი არსების მიმართ, ვინც ასევე ცდილობს მაინც იყოს კეთილი და მოწყალე სხვა არსებათა მიმართ. მუხლი # 111: იყავი აქტ-უტილიტარისტი მუდამ, მაგრამ თუ გსურს გახდი ულტრა ალტრუისტი და გაწირე თავი იმისთვის ვინც გიყვარს. მუხლი # 112: პატერნალიზმი არის ღვთაებრივი ჭეშმარიტება. იარე პატერნალური გზით მუდამ და ყველგან. მუხლი # 113: ზომიერებაა ყოველივეს ძირი და ფუძე. მუხლი # 114: დაო რეალურია. დაო სამყაროს არსია. დაო არის სიყვარული. დაო ყველგანაა. მუხლი # 115: ყველა ცოცხალი არსება (ადამიანი, კრიპტიდი, ანდროიდი, ცხოველი, მცენარე, პლანეტური სხეული, ვარსკვლავური სხეული) არის დაოს (სამყაროს მარადიული არსის) ავატარა (განსხეულება) და თითოეულ არსებაში არის დჰიანა ბუდას და დჰიანა ბოდჰისატვას პოტენციური შინაგანი ძალა. მუხლი # 116: შენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი პირადი სივრცე. მუხლი # 117: ყველა ვინც ილტვის მშვიდობისკენ უნდა იყოს ბედნიერი და აქვს უფლება იცოცხლოს ისე როგორც მას სურს. მუხლი # 118: მშვიდობის იდეის გარდა ყველაფერი რელატივისტურია.