საპარლამენტო უმარვლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში სიტყვა კოჰაბიტაციის მნიშვნელობას განმარტავს. როგორც ჯაჭვლიანი ამბობს, კოჰაბიტაცია სომხური სიტყვაა და ქართულად „შედებას“ ნიშნავს. მისივე თქმით, ცემა სვანურად არის ლიყერი. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ როცა საქართველოში არ გამოდის კოჰაბიტაცია იწყება ლიყერიზმი. „საერთოდ ქართული პოლიტიკისთვის ლიყერიზმი უცხო არ არის, ხოლო 8 თებერვალს ქართულ პოლიტიკაში საფუძველი დაედო ლიყერიზმის ახალ ეტაპს“,- აცხადებს ჯაჭვლიანი. ის ასევე ეხმაურება დეპუტატებს სერგო რატრიანსა და კობა დაივითაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში. ჯაჭვლიანის შეფასებით, მაშინ როდესაც კანონი არ კანონობს, მაშინ ადამიანი თავად იწყებს დამნაშავის დასჯას. “სვანეთში სისხლის აღების წესი რატომ არსებობდა? იმიტომ, რომ კანონი არ კანონობს. როცა ადამიანი ხედავს, რომ კანონი არ კანონობს, მაშინ იგი თავად ხდება კანონი და იწყებს დამნაშავის დასჯას. ადამიანიც, ქვეყანაც, კუთხეც, ქალაქიც, სოფელიც მხოლოდ მაშინ მშვიდდება, როცა ხედავს, რომ სამართალი თავისას აკეთებს დამნაშავეებს კანონის მიხედვით სჯის”,- აცხადებს ჯაჭვლიანი “ასავალ-დასავალთან” საუბრისას. ნამდვილი სვანი