Search the Community
Showing results for tags 'სიდჰები'.
-
განათებული სიდჰა-იოგინი არ ჯდება დანავების და დაიტიების შექმნილ საზოგადოებრივ მორალურ ჩარჩოებში. განათებული იოგინის ქცევა არ ჯდება გოიმური საზოგადოების შაბლონურ ჩარჩოებში. მასა არის ბნელი და ბნელ მასას არ უყვარს მისგან განსხვავებული განათლებული სულიერი ადამიანები ანუ სიდჰა-იოგინები, ერთეულები, რომლებიც არ ჰგვანან ბნელ მასას, რომელიც მხოლოდ კარიერაზე, ფულზე, ჭამა-სმაზე და გამრავლებაზე ფიქრობს. სიდჰები და მაჰაიოგები გოიმურ ჩარჩოებში არ ჯდებიან. იმიტომ რომ სიდჰი და იოგი არაა გოიმი მატერიალისტი და ეგოისტი. ომ შანტი
-
დანავები და დაიტიები მართავენ მსოფლიო საზოგადოებას. მათ იოგა და ტანტრა შეშლილობად გამოაცხადეს და ქადაგებენ ტექნოკრატიულ მატერიალიზმს და ეგოიზმს. მათი იდეოლოგიური კანონების მიხედვით იოგინი მაჰა-სიდჰი არის შეშლილი, ხოლო ეგოისტი მატერიალისტი - ადეკვატური ნორმალური ადამიანი. თუ დანავების მიერ ზომბირებული გოიმი შენიშნავს იოგინსა და განათებულ სიდჰს, ის იმწამსვე იტყვის: "ეს ადამიანი შეშლილია! ის ისე არ იქცევა როგორც ნორმალური ადამიანი! გადარეულია!". ეს იმიტომ ხდება რომ მსოფლიოში მიდის მასების დემონური ზომბირება და მათი დემონური რელიგიის მიხედვით ნორმალურად ითვლება მხოლოდ ეგოისტი მატერიალისტი და საშუალო სტატისტიკური გოიმი, რომელსაც არ აინტერესებს იოგა და ტანტრა, რომელიც არ ფიქრობს აბსოლუტზე. რაც შეეხება გასხივოსნებულ სიდჰა-იოგინს, ის არ ითვლება ნორმალურად, სიდჰი ითვლება არანორმალურ შეშლილად. ასეთია "თანამედროვე ცივილიზაცია". ესაა დემონური "ცივილიზაცია". გოიმური ცნობიერება ითვლება ნორმად, ხოლო სიდჰა-იოგინური - შეშლილობად. ომ შანტი
-
ინდუიზმის და სიდჰების ტანტრისტული შაკტიზმის თანახმად ადამიანს გააჩნია 14 სასიცოცხლო ეთერული ენერგია, ესენია: პრანა, აპანა, ვიანა, უდანა, სამანა, ნაგა, კურმა, კრიკარა, დევადატა, დხანანჯაია, ვაირამბჰანა, სტხანამუკხია, პრადოტა და პრაკრიტა – ესაა პრანამაიაკოშა, რომელიც მოძრაობს ანამაიაკოშაში (ფიზიკურ გარსში). პრანები დაკავშირებული არიან ჩაკრებთან, ხოლო ჩაკრები კოსმიურ სამყაროებთან (ყოფიერების პლანებთან). სიდჰების კოსმოლოგია ასეთია: ანანტა-შეშა (სხვა ვერსიით მისტიკური კუ) რომელიც იცავს სამყაროს სტრუქტურას და რომელზეც განლაგებულია მთელი კოსმიური პლანები, მდებარეობს ფეხების ქვემოთ. ქუსლებზე განლაჰებულია ნაგა-ლოკა ანუ პატალა, ცოტა ზემოთ ტერფზე განლაგებულია ტალატალა. ტერფზე განლაგებულია მაჰატალა. ფეხისგულებზე განლაგებულია რასატალა. სუტალა დაკავშირებულია ფეხებთან. მუხლებზე განლაგებულია ვიტალა. შემდეგ მდებარეობს ატალა. ამაზე მაღლა მდებარეობს დროის დიადი ცეცხლი (შივა კალაგნირუდრა). ბჰურ-ლოკა მდებარეობს გენიტალიებში, მას მართავს ღვთაება ინდრა. ფალოსზე ან ვაგინაზე განლაგებულია მაჰარ-ლოკა. სვარგა-ლოკა დაკავშირებულია საშვილოსნოსთან. გულში მდებარეობს რუდრა-ლოკა. მკერდის ზონაში მდებარეობს იშვარა-ლოკა. ხორხის და საყლაპავი მილის ზონაში მდებარეობს სადაშივა-ლოკა. ხორხის ცენტრში და კისერზე მდებარეობს შრი კანთჰა-ლოკა. ენის საფუძველში მდებარეობს ბჰაირავა-ლოკა. შუბლთან ახლოს მდებარეობს შივა-ლოკა. სიდჰა-ლოკა, სადაც მარადიულად ცხოვრობენ სიდჰები და ნატჰები, მდებარეობს შუბლის ცენტრში. თავის ზემოთ მდებარეობს კულა-ლოკა, აქ სუფევს ღვთაება კულეშვარა. ბრაჰმარანდრაში ცხოვრობს უზენაესი აბსოლუტის უფალი. კიდევ უფრო ზემოთ მდებარეობს შაკტი-ლოკა, იქ სუფევს შაკტი. ყველა სამყარო და ცანი არსებობენ ადამიანის სხეულში. 9 ჩაკრაში არის 9 მიწა. 7 ოკეანე დაკავშირებულია 7 დჰატუსთან. ანუ არსებობს 19 სამყარო: 1) პატალა 2) ტალატალა 3) მაჰატალა 4) რასატალა 5) სუტალა 6) ვიტალა 7) ატალა 8) ბჰურ-ლოკა 9) მაჰარ-ლოკა 10) სვარგა-ლოკა 11) რუდრა-ლოკა 12) იშვარა-ლოკა 13) სადაშივა-ლოკა 14) შრი კანთჰა-ლოკა 15) ბჰაირავა-ლოკა 16) შივა-ლოკა 17) სიდჰა-ლოკა 18) კულა-ლოკა 19) შაკტი-ლოკა Связь праны и миров "Описание макромира и микромира. Черепаха, поддерживающая Космос, пребывает ниже ног. На подошвах располагается мир Патала. В области фронта ног располагается мир Талатала. На пятках находится мир Махатала. В лодыжках пребывает мир Расатала. Мир Сутала связан с ногами. В области колен находится мир Витала. В корне тела находится мир Атала. Выше этого находится Большой Огонь в конце времени (Шива Калагнирудра). Мир Бхур находится в гениталиях, им руководит божество Индра. В фаллосе пребывает мир Махар Лока. Мир Свар Лока связан с маткой. В сердце пребывает мир Рудра Лока. В области груди пребывает мир Ишвара Лока. В области горла пребывает мир Садашива Лока. В центре горла и в шее пребывает мир Шри Кантха Лока. В корне языка пребывает мир Бхайрава Лока. Возле лба пребывает мир Шива Лока. Мир Сиддха Лока, где вечно живут сиддхи и натхи, находится в центре лба. На вершине головы пребывает мир Кула Лока, там проживает божество Кулешвара. В брахмарандре проживает Бог Высшего Абсолюта. На макушке головы находится мир Шакти Лока, там проживает Шакти. Все миры и небеса проживают в человеческом теле. В девяти чакрах пребывают девять земель. Семь океанов связаны с семью дхату". * "Сиддха-сиддханта-паддхати Горакша" (раздел 3)
-
სიდჰა სიდჰანტას შივაიტური სკოლის მოძღვრებით განსაკუთრებულად ძლიერ სიდჰებს ანუ გასხივოსნებულ მოგვებს აქვთ სპეციალური მაგიური უნარი რომელსაც ეწოდება "კაია სიდჰი" რაც ნიშნავს სხეულის მაგიას. სხეულის მაგია რომელსაც ფლობენ სიდჰები არაა მხოლოდ ფიზიკური უკვდავება, არამედ მრავალი სხვა უნარიც დაკავშირებული ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებთან. მათ შეუძლიათ სხეულების ფორმის და ენერგიის მართვა.