Search the Community
Showing results for tags 'სახელმწიფო'.
-
(ლიბეროიდიზმი ტრადიციონალიზმის წინააღმდეგ) პირდაპირ ვიტყვი, ლიბეროიდებს (რომლებიც რეალურად არიან ულტრა-მემარჯვენე ლიბერ-ფაშისტები და ფემინაცისტები) არ სჭირდებათ არავითარი „თავისუფლება“ ან „პიროვნული უფლებების“ დაცვა. თითოეული ლიბეროიდის სულში თვლემს მინიატურული ჰიტლერი ან პატარა მაო-ძე დუნი, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ სურს - ძალაუფლება (ანუ თავისუფლება მხოლოდ საკუთარი თავისათვის). მიტინგზე შეკრებილ 10 000 ლიბეროიდს აინტერესებს არა ისეთი ამაღლებული იდეალები, როგორებიცაა „პიროვნების დაცვა“ და „უფლებები“, არამედ სურვილი, ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. როცა ლიბეროიდი ამბობს, უფრო ზუსტად კი წკმუტუნებს და ყმუის, რომ „სახელმწიფო ცუდად იქცევა“, ის ამას იძახის არა იმიტომ, რომ სამართლიანობის ბუნდოვანი პრინციპი ადარდებს, არამედ იმ მიზეზით, რომ შურს ხელისუფლების და თავად სურს გახდეს ხელისუფალი ანუ როგორც ძველად ამბობდნენ ბრძენი ხალხი; „მონა ოცნებობს არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე“, ასე მუშაობს ლიბეროიდის დეგრადირებული ცენტრალური ნერვული სისტემაც, შეპყრობილი ნეკროზის უკანასკნელი სტადიით. როცა ლიბეროიდი ებრძვის ტრადიციონალისტურ საზოგადოებას, ტრადიციონალისტურ და კონსერვატიულ სახელმწიფოს და უწოდებს ტრადიციონალისტურ რიტორიკას და დიდაქტიკას - ზომბირებას, მას ადარდებს არა ის, რომ ვიღაცა თურმე „იჩაგრება“, არამედ ის, რომ მას აქვს ჩაფიქრებული აგრესიული და ძალადობითი ვესტერნიზაცია და ლიბერალიზაცია გლობალური მასშტაბით ანუ სურს, რომ ზომბირების ერთი ფორმა უბრალოდ ჩაანაცვლოს მეორით (!). თუ ლიბეროიდის ტვინს ცნობიერ დონეზე მაინც ჰგონია, რომ ლიბერ-ფაშისტური და ფემინაცისტური (მიზანდრიული) დიდაქტიკა და ნარატივი საფუძველშივე გამორიცხავს ზომბირებას და ზეწოლას ინდივიდზე, მისმა ქვეცნობიერმა და არაცნობიერმა მაინც ზუსტად იცის, რომ ლიბერ-ფაშისტურ სოციუმში არსებობს ზუსტად ისეთივე ზომბირება, როგორიც არის ტრადიციონალისტურში, უბრალოდ ტრადიციონალისტურ სახელმწიფოში არსებობს ღმერთი, ხოლო ლიბერ-ფაშისტურში სუფევს ონტოლოგიური ნიჰილიზმი, მორალური რელატივიზმი და დემოკრატიის ილუზია, რისგანაც მომდინარეობს კიდეც აგრესიული ლიბერ-ფაშისტების სიძულვილი როიალისტების (მონარქისტების) მისამართით. დემოკრატიული არჩევნების ტკბილი ილუზიით შეპყრობილ ლიბერ-ფაშისტს სურს დაანგრიოს ტრადიციული წყობილება, მაგრამ არა იმისათვის, რათა ეგალიტარული უტოპია მოუტანოს ყველას, რაც ფაქტობრივად შეუძლებელიცაა ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, არამედ სწადია დიქტატურის ერთი ფორმა შეცვალოს მეორეთი. იერარქიზმის, დეტერმინიზმის და სუბორდინაციის იდეები აზრს აძლევენ ადამიანის არსებობას, მაგრამ ლიბერ-ფაშისტებს ეს არ ესმით, უფრო ზუსტად, მათ სურთ ერთი ტოტალიტარული სისტემა შეცვალონ მეორეთი (ე.ი. საკუთარი სისტემით, საკუთარი ტოტალიტარიზმით ან უკიდურეს შემთხვევაში ავტორიტარიზმით). არც ლიბერ-ფაშისტური და ფემინაცისტური რეჟიმისთვისაა უცხო ეტატიზმი, უბრალოდ განსხვავებით ლიბეროიდებისაგან, კლასიკური ტრადიციონალისტი მემარჯვენეები არიან გულახდილები (!). აი ამით განსხვავდება ლიბერ-ფაშიზმი ტრადიციონალიზმისგან. კონსერვატორებს არ სიამოვნებთ, როცა ლიბერალისტები ცხვირს ჰყოფენ მათ საზოგადოებაში, ხოლო ლიბეროიდებს მიზნად აქვთ დასახული ვესტერნიზაცია, აგრესიული ვესტერნიზაცია ნებისმიერ ფასად, ვესტერნიზაცია დაფუძნებული ეგოცენტრიზმზე და ნატურალურ შოვინიზმზე.
-
- ლიბერალიზმი
- ეტატიზმი
-
(and 4 more)
Tagged with: