ოფიციალური ქრისტიანობა ამბობს რომ იესო არის ღმერთი. ის ამბობს რომ იესო კაცის გარეშე სულიწმინდისგან შვა მარიამმა. ასევე ამბობს რომ იესო იყო ისრაელის მეფე დავითის შტოდან. ის ამბობს რომ იყო მხოლოდ 1 იესო. უკაცრავად, მაგრამ ჯერ ერთი; მათეს სახარებაში და ლუკას სახარებაში იესოს გენეოლოგია აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან! მეორეც თუ იესო იყო უკაცოდ შობილი უფალი, როგორღა იყო ის დავითის შთამომავალი? დავითის შთამომავალი იყო იოსები, რომელიც კი იყო მარიამის ქმარი, მაგრამ ლეგენდის მიხედვით მარიამთან სექსი არ ჰქონია და იესოს მამა ბიოლოგიურად არ იყო (!). მაშინ როგორ გამოდის რომ იყო არა ორი არამედ ერთი იესო და ისიც დავითის შტოდან?? რაღაც აბსურდს აქვს ადგილი. აშკარა რელიგიური მარაზმი.