Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'საქართველოს ეროვნული უსაფრთხო'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 1 result

  1. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საქართველოს უსაფრთხოების გარემო საქართველოს ეროვნული ღირებულებები სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა თავისუფლება დემოკრატია და კანონის უზენაესობა უსაფრთხოება კეთილდღეობა მშვიდობა საქართველოს ეროვნული ინტერესები 1. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა 2 2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება 3. ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება 4. ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის განმტკიცება 5. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია 6. ეკონომიკის სტაბილური გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფა 7. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა 8. რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა 9. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება 10. საქართველოს და რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა 11. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული და კულტურული თვითმყოფობის უზრუნველყოფა 12. კიბერუსაფრთხოების განმტკიცება 13. დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა 14. დიასპორებთან ურთიერთობა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები 1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები 2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი 3 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დარღვევა 4. კავკასიაში არსებული კონფლიქტები 5. საერთაშორისო ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული 6. ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები 7. ენერგეტიკული გამოწვევები 8. კიბერსაფრთხეები 9. ეკოლოგიური გამოწვევები 10. დემოგრაფიული გამოწვევები 11. სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები 12. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება/განადგურება საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა 1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია 1.2. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა 2. სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება 3. ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება 4 4. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარება 5. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება და ევროკავშირში ინტეგრაცია 5.1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება 5.2. ევროკავშირში ინტეგრაცია 6. თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში 7. საგარეო კავშირების განმტკიცება 7.1. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა 7.2. უკრაინასთან თანამშრომლობა 7.3. თურქეთთან თანამშრომლობა 7.4. მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებთან თანამშრომლობა 7.5. მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმები 7.5.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) 7.5.2. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) 7.5.3. ევროპის საბჭო 8. საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 5 9. ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა 10. ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა 11. განათლების პოლიტიკა 12. სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა 13. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა 14. ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა 15. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა 16. დემოგრაფიული პოლიტიკა 17. სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა 18. დიასპორებთან ურთიერთობის პოლიტიკა 6 საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, დაამკვიდრონ „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო“, უზრუნველყონ „ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი“, განამტკიცონ „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა...“ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა შესავალი საქართველო მეორედ აქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც ასახავს წინა დოკუმენტის მიღების შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში მომხდარ ცვლილებებს და მათ გავლენას საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის 7 უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ კონცეფციის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. საქართველოს ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეროვნული ინტერესების განხორციელებას, აგრეთვე ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე, რისკებსა და გამოწვევებზე ადეკვატურ რეაგირებას. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე ასევე იქმნება სხვადასხვა დარგობრივი სტრატეგია და გეგმა, რომლებიც ამ კონცეფციის ცვლილებასთან ერთად განახლდება. 8 საქართველოს უსაფრთხოების გარემო ბოლო წლებში მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების გარემო. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ღია, ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ნათელი გახადა, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც კი ამგვარი აგრესია ზოგიერთი ქვეყნისათვის პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად რჩება. 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და იქ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. ამ ომმა ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ეგუება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, მათ შორის, მის მიერ დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს, ქვეყნის დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამ გააუარესა მთელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემო. ამასთანავე, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობა და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი 9 კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. რეგიონში პროცესების მშვიდობიანი განვითარება და თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება საქართველოს უსაფრთხოებისათვის პოზიტიურ შესაძლებლობებს შეიცავს. საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილია. შესაბამისად, მისი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, კერძოდ, ნატოს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება. საქართველო ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებთან. ამ ქვეყნების მიერ საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. საერთაშორისო ვითარების მუდმივ ცვლასთან ერთად საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიგა პოლიტიკური პროცესები. საქართველოს დემოკრატიული მონაპოვრის რეფორმების გაგრძელების გზით განმტკიცება დადებითად მოქმედებს სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობასა და გაძლიერებაზე. ქვეყნის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, რაც ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპების ფართოდ დანერგვით, მკაცრი ფისკალური დისციპლინითა და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გატარებით მიიღწევა. ღია, პარტნიორული და 10 თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან და სახელმწიფოთა გაერთიანებებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონის ქვეყნებთან, საქართველოს მნიშვნელოვანი არჩევანია.
×
×
  • შექმენი...