საქართველო- სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების მცდელობა, რომელიც საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაზეა გათვლილი და შემდეგ ყველაფრის რუსეთზე გადაბრალება, არაკანონიერია - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. აღნიშნული განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხდვითაც რუსი მესაზღვრეები საქართელო-სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე ახალ სადემარკაციო ზოლს ავლებენ, რის შედეგადაც საზღვარი 300 მეტრით გადმოიწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.