Search the Community
Showing results for tags 'რომი'.
-
იბერია (ბერძ. Βασίλειο της ιΒηρίας, ლათ. Regnum Hiberiae) — აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. III — ახ. წ. VI საუკუნეებში არსებული ქართული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფო, დედაქალაქით მცხეთა (ორმეფობის პერიოდში, ასევე არმაზი). გავრცელებული ცნობით, სამეფოს დამაარსებელია მცხეთელი დიდებული ფარნავაზ I, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც „აღმოსავლეთის იბერია“ ან „კავკასიის იბერია“, ამავე სახელწოდების იბერიის ნახევარკუნძულისგან განსასხვავებლად. ტერმინი „იბერია“ გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს“ (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს). იბერიის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან რამდენიმე მონათესავე თემის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები კოლექტიურად იბერებს (აღმოსავლეთ იბერებს) უწოდებენ. ადგილობრივები საკუთარი ქვეყანას ქართლს უწოდებდნენ, მითური წინაპარი „ქართლოსის“ მიხედვით. მოსხებს (მესხებს), რომელთაც რამდენიმე კლასიკური პერიოდის ისტორიკოსი მოიხსენიებს, და სასპერებს (ჰეროდოტეს მიხედვით) მნიშვნელოვანი წვლილი უნდა მიუძღოდეთ ამ არემარის თემების კონსოლიდაციაში. მოსხების ადრეული ტომები მომთაბარეობისას ნელ-ნელა მიიწევდნენ ჩრდილოაღმოსავლეთისკენ, სადაც საბოლოოდ ხელშემწყობი კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო მუდმივი დასახლებები ჩამოაყალიბეს. ამ დასახლებათაგან მთავარი იყო მცხეთა, რომელიც შემდგომში იბერიის დედაქალაქი გახდა. შუასაუკუნეების ქართულ წყაროში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ასევე ნახსენებია აზო და მისი ხალხი, რომლებიც არიან-ქართლიდან მოსულან - პროტო-იბერიელების სამშობლოდან, რომელიც აქამენიდთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა სპარსეთის იმპერიის დაცემამდე, იმ ადგილას დასასახლებლად, სადაც ამჟამად მცხეთა მდებარეობს. მეორე ქართულ წყაროში „ქართლის ცხოვრება“, აზო მოხსენიებულია, როგორც ალექსანდრე დიდის მხედართმთავარი, რომელმაც ადგილობრივი მმართველი გვარი გაანადგურა და თავად ჩაიგდო არემარე ხელთ, სანამ ძვ. წ. IV საუკუნეში მას ადგილობრივი მეთაური ფარნავაზი არ დაამარცხებდა. ელინისტური ხანიდან იბერია მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტიკურ ერთეულს (სახელმწიფოს) აღნიშნავდა, რომელიც აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოს ვრცელ მიწა-წყალს მოიცავდა. ამ ტერიტორიაზე უმეტესად აღმოსავლურ-ქართული ტომები (ქართები-იბერები) სახლობდნენ. წინაელინისტურ ხანაში, აქ მრავალი სატომთაშორისო გაერთიანება (ტომთა კავშირი) და ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო. ამ დროს აქაური მოსახლეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური როლი უნდა ეთამაშა მესხების ქართველ ტომებს, რომლებიც ადრე ხეთური კულტურის გავლენის სფეროში შედიოდნენ და მცირე აზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. აქემენიდურ ხანაში ამ რაიონში არსებული ქართული გაერთიანება ცნობილია არიან-ქართლის („ირანის ქართლის“) სახელით და სპარსეთის ფარგლებში უშუალოდ შემავალ აღმოსავლურ-ქართულ გაერთიანებას გულისხმობს. ძვ. წ. IV–III საუკუნეების მიჯნაზე მან შეძლო თავისი ძალაუფლების გავრცელება შიდა ქართლზეც. შეიქმნა დიდი სახელმწიფო გაერთიანება, რომლის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა. თვით მცხეთის სახელიც მესხთა ტომის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. მცირეაზიელ მესხებს უნდა მოეტანათ აქ ზოგიერთი ხეთური ღვთაების კულტი (არმაზის, ზადენის), რომლებიც უზენაეს ღმერთებად იქცნენ. მათ სახელზე მცხეთის მიდამოებში ააგეს ორი დიდი ციხესიმაგრე — არმაზციხე და ზადენციხე. ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში ქართლში (იბერიაში) ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა („მცხეთის მამასახლისების“ საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომელიც იბერიის მეფეთა ახალი დინასტიის — ფარნავაზიანების ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს (ძვ. წ. III ს.) იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა. შიდა ქართლის, კახეთისა და მესხეთის გარდა მასში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ნაწილი (არგვეთი, აჭარა). მის შემადგენლობაში ივარაუდება ისტორიული ოლქები — გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები (ისინი, სტრაბონის ცნობით, მხოლოდ ძვ. წ. II–I საუკუნეებში ჩამოაჭრეს სომხეთის სამეფოებმა იბერებს). იბერიის სამეფოს ძალაუფლება ვრცელდებოდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე და დასავლეთ საქართველოს ბარის რაიონებზეც (ეგრისი). ძვ. წ. II საუკუნისა და I საუკუნის პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხეთის სამეფოებთან ბრძოლაში ზოგი ტერიტორია დაკარგა. ელინისტური ხანის იბერია ადრინდელი კლასობრივი წინაფეოდალური სახელმწიფო იყო. მატერიალური დოვლათის მწარმოებელ ძირითად მასას წარმოადგენდნენ თავისუფალი მეთემენი – მიწისმოქმედნი და მეომარნი. დამორჩილებულ სამიწათმოქმედო თემებს ძირითადად სამეფო საგვარეულო უწევდა ექსპლუატაციას. პრივილეგიურ ფენებს წარმოადგენდნენ აგრეთვე სამხედრო-სამოხელეო არისტოკტარია და ქურუმობა. სამეფო კარზე ჯერ არ იყო მტკიცედ ჩამოყალიბებული ტახტის მემკვიდრეობის წესი. სამეფო ტახტზე აჰყავდათ გარდაცვლილი მეფის უახლოეს ნათესავთაგან ყველაზე ხნიერი. მთის მოსახლეობა სამეურნეო საქმიანობით ჩაცმა-დახურვის წესითა და ზნე-ჩვეულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბარის მოსახლეობისაგან. იგი ამ დროს ჯერ კიდევ პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა, თუმცა იბერიის სახელმწიფო სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. მალე იბერია გათავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისაგან. რომსა და იბერიას შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახალი წელთააღრიცხვით I-II საუკუნეებში კი იბერია კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომის მეტოქედაც გამოდიოდა ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთში. იბერიის გაძლიერებას ხელი შეუწყო კონტროლის დაწესებამ კავკასიონის გადმოსასვლელებზე და საგარეო ლაშქრობებში იმიერკავკასიაში მომთაბარე ტომების გამოყენებამ. იბერიამ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ ჩამორთმეული მიწები და I საუკუნის 30-50-იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით მთელ სომხეთსაც დაეუფლა. I საუკუნის II ნახევარში იბერიამ ძირითადად შეინარჩუნა რომთან მეგობრული ურთიერთობა. ხოლო II საუკუნის 30-50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, როდესაც იბერია თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო, მათ შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. იბერიის ტერიტორიამ შავ ზღვას მიაღწია და რომაელთა სამფლობელოების ნაწილი შეიერთა. ფარსმან II-მ მრავალგზის შეუთვალა უარი იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის – ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილით და წარჩინებულთა დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხედრო ვარჯიშს. იმპერატორს დედაქალაქში დაუდგამს ცხენზე ფარსმანის ქანდაკება, აგრეთვე „გაუფართოებია ფარსმანის სამეფო“, ე. ი. უცვნია იბერიის ფართოდ გაწეული საზღვრები.
-
საღვთო რომის იმპერია (გერმ. Heiliges Römisches Reich), 1512 წლიდან გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია (ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Germanicae ან ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Teutonicae; გერმ. Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) — სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც არსებობდა 962 წლიდან 1806 წლამდე და აერთიანებდა ევროპის ბევრ ტერიტორიას. უმაღლესი აყვავების პერიოდში იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა: გერმანია, რომელიც წარმოადგენდა იმპერიის ბირთვს, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ასევე საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. 1134 წლიდან ფორმალურად შედგებოდა სამი სამეფოსაგან: გერმანიის, იტალიისა და ბურგუნდიის სამეფოებისგან. 1135 წლიდან იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ჩეხეთის სამეფო, რომლის ოფიციალური სტატუსიც იმპერიის შემადგენლობაში საბოლოოდ დარეგულირდა 1212 წელს სიცილიის ოქროს ბულით. იმპერია დაარსდა 962 წელს აღმოსავლეთ ფრანკების მეფის, ოტო I დიდის მიერ და განიხილებოდა, როგორც ანტიკური რომის იმპერიისა და კარლოს დიდის ფრანკთა იმპერიის პირდაპირი გაგრძელება. ერთიან სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესები იმპერიაში მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე არ დამთავრებულა, ამიტომ იგი რჩებოდა დეცენტრალიზებულ წარმონაქმნად, რომელსაც ჰქონდა რთული ფეოდალური იერარქიული სტრუქტურა და რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ასეულ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. იმპერიის სათავეში იდგა იმპერატორი. საიმპერატორო ტიტული არ იყო მემკვიდრეობითი. იგი ენიჭებოდა კურფიურსტების კოლეგიის არჩევნების შედეგების მიხედვით. იმპერატორის ძალაუფლება არასდროს არ ყოფილა აბსოლუტური და ყოველთვის იზღუდებოდა გერმანიის უმაღლესი არისტოკრატიის, ხოლო XV საუკუნის მიწურულიდან — რაიხსტაგის მიერ, რომელიც იცავდა იმპერიის მთავარი წარჩინებული წოდებების ინტერესებს. თავისი არსებობის ადრეულ პერიოდში იმპერიას ჰქონდა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფოს ხასიათი, ხოლო იმპერატორები ქრისტიანულ სამყაროში უმაღლეს ძალაუფლებაზე პრეტენდირებდნენ. პაპის ტახტის გაძლიერებამ, იტალიის დაპყრობისათვის მრავალსაუკუნოვანმა ბრძოლამ და ამავდროულად გერმანიის ტერიტურიული მთავრების ძალაუფლების გაზრდამ მნიშვნელოვნად დაასუსტა იმპერიის ცენტრალური ძალაუფლება. გვიან შუა საუკუნეებში ბატონობდა დეზინტეგრაციის ტენდენციები, რომლებიც საღვთო რომის იმპერიას ნახევრადდამოუკიდებელი წარმონაქმნების კონგლომერატად გადაქცევაში ემუქრებოდა. თუმცა XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში განხორციელებულმა „საიმპერიო რეფორმამ“ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და შექმნა ახალი ბალანსი იმპერატორისა და წარჩინებული წოდებების ძალაუფლებებს შორის, რამაც იმპერიას საშუალება მისცა, შედარებით წარმატებით გაეწია კონკურენცია დასავლეთ ევროპის ეროვნული სახელმწიფოებისთვის. რეფორმაციის კრიზისისა და ოცდაათწლიანი ომის გადალახვა მოხერხდა იმპერატორის შემდგომი ძალაუფლების შეზღუდვისა და წარჩინებული წოდებების საყოველთაო რაიხსტაგის იმპერიის კონსტრუქციის მთავარ ელემენტად გადაქცევის ხარჯზე. ადრეული ახალი ისტორიის დროინდელი იმპერია უზრუნველყოფდა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში რამდენიმე რელიგიის თანაარსებობასა და მისი სუბიექტების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ასევე პრივილეგირებული წოდებების ტრადიციული წესებისა და პრივილეგიების დაცვას. თუმცა იმპერიამ დაკარგა ექსპანსიის, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და დაპყრობითი ომების წარმოების შესაძლებლობა. შიდა კონსოლიდაციისა და საკუთარი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების დროს მსხვილი გერმანული სამთავროების განვითარება ეწინააღმდეგებოდა იმპერიის გაყინულ სტრუქტურას, რამაც XVIII საუკუნეში გამოიწვია ცენტრალური ინსტიტუტების პარალიზება და საიმპერიო სისტემის დაშლა. საღვთო რომის იმპერიამ იარსება 1806 წლამდე და განადგურდა ნაპოლეონის ომების მსვლელობისას, როდესაც შეიქმნა რაინის კავშირი, ხოლო იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი ფრანც II ტახტიდან გადადგა.
-
რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum) აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად. პირველ იმპერატორად ოქტავიანე ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. რომის რესპუბლიკის წყობა ყოველგვარად მიმართული იყო იმისკენ, რომ ძალაუფლება ცალკეული პიროვნების ხელში არ აღმოჩენილიყო, მაგრამ გაიუს მარიუსის მიერ გატარებულმა სამხედრო რეფორმამ ამისთვის საკმარისი პირობა შექმნა. სულასა და მარიუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ, რომმა კიდევ არაერთი სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა. იულიუს კეისარმა კი შექმნა იმპერიის შექმნის ყველა წინაპირობა. იგი გახდა პირველი, ვის ხელშიც მოექცა უზენაესი ძალაუფლება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია რესპუბლიკური იდეალების დამცველ სენატორებს შორის, თანაც საზოგადოება მორალურად ჯერ არ იყო მზად მიეღო იგი, როგორც უზანაესი ძალაუფლების ერთადერთი მატარებელი. პროცესი დასრულდა ბრუტუსისა და კასიუსის შეთქმულებით, რომლის შედეგადაც კეისარი სენატში მოკლეს. მიუხედავად ამისა, კეისრის სახელს მიენიჭა უზენაესი ძალაუფლების მნიშვნელობა, ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით ბევრ ენაში შევიდა, მაგალითად გერმანულად kaiser და რუსულად царь. კეისრის მკვლელობის შემდეგ ძვ. წ. 44 წელს, რომში სამოქალაქო დაპირისპირების ახალმა ტალღამ იფეთქა, რომელიც მხოლოდ ძვ. წ. 27 წელს ოქტავიუსის ანტონიუსზე გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის ოქტავიუსს უკვე აღარ დარჩა რესპუბლიკური ოპოზიცია, რის შედეგადაც იმავე წელს სენატმა მას უზანაესი ძალაუფლება მიანიჭა. რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის კიდევ ერთი წინაპირობა იყო რომის სახელმწიფოს გაზრდა პუნიკური ომების, ბალკანეთისა და მცირე აზიის ნაწილის დაპყრობის შედეგად. ამხელა სახელმწიფოს სამართავად რესპუბლიკის სახელმწიფო წყობა მოურგებელი აღმოჩნდა. ძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად, რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთსა და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა, რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმდროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას. ნერვას სიკვდილის შემდეგ 98 წელს, იმპერატორი მისი შვილობილი ტრაიანე გახდა. იგი წარმოშვებით ესპანეთიდან იყო. რომის იმპერატორი პირველად გახდა პროვინციელი. ეს მიუთითებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიაში იმ დროს რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. იგი ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რომელიც, უმეტესად, უკვე არა ძველი ლათინური არისტოკრატებით იყო დაკომპლექტებული, არამედ მასში უკვე პროვინციელი არისტოკრატები ჭარბობდნენ. მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი, ასევე, ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. 101 წელს მან დაკიასთან დაიწყო ომი. დაკები მხოლოდ 2 წლიანი გაცხარებული ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი 105 წელს განახლდა დაკების რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რასაც რომაელებმა 106 წელს დაკიაში შეჭრით უპასუხეს; მომდევნო წელს კი პროვინციად აქციეს. ამ გამარჯვების აღსანიშნავად, ტრაიანემ ახალი ფორუმი ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის სვეტი აღმართა. 109 წელს იმპერატორმა პართიასთან ომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიის რეგიონში შეიჭრნენ და კოლხებს და იბერიელებს მათი ბატონობა აღიარებინეს. 111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო-დასავლეთი დაიპყრეს. 114 წელს ტრაიანე სომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციად აქცია. მომდევნო წელს კი რომაელმა ლეგიონერებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. 116 წელს რომაელებმა უკვე პართიის დედაქალაქი ქტეზიფონი დაიკავეს. ასურეთი, მესოპოტამია და ბაბილონია რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანემ ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება მოხდა არამხოლოდ დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიასა და კვიპროსზეც. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანეს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაწყვიტეს. 117 წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით, მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანეს უნდოდა აღედგინა არმიის ბრძოლისუნარიანობა და გაეგრძელებინა ომი. ამისთვის იგი გაემგზავრა რომისკენ, მაგრამ გზაში ავად გახდა და მოკვდა. რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო. http://shapinghowwethink.com/wp-content/uploads/2019/07/1280px-RomanEmpire_117_recoloured_2.svg_.png
-
რომის იმპერატორმა კლავდიუს მერვემ გასცა ბრძანება: "ახალგაზრდებო საომრად გამოსადეგნო არ იქორწინოთ ერთმანეთზე, რადგან ეს აისახება მთლიანად არმიაზე უარყოფითად". ქრისტიანი მოძღვარი სახელად ვალენტინი შეეწინააღმდეგა იმპერატორის აზრს და აგრძელებდა ომში მონაწილე ჰომოსექსუალების დაქორწინებას რის გამოც მას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და შემდგომში კათოლიკეებისთვის იგი ითვლებოდა წმინდანად. წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნა აქტიურად დაიწყეს ამერიკელმა ჰომოსექსუალებმა (და ლესბოსელებმა) 70 იან წლებში და დადეს ხელშეკრულება რომ ზუსტად ეს დღე ყოფილიყო "ერთ სქესიანთა" ქორწინების დღე.
-
- რელიგია და ლგბტ
- წმინდა ვალენტინი
-
(and 1 more)
Tagged with: