თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე საუბრობს. ოქრუაშვილი აბობს, რომ ჟვანია არ მოუკლავთ და ამ საქმის დეტალებს უახლოეს მომავალში პროკურატურა გაახმაურებს. მისივე განცხადებით, ჟვანიას საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელს უკვე ესაუბრა და ჩვენებასაც უახლოეს დღეებში მისცემს. "ეს არ იყო მკვლელობა, მე დღეს დამატებით ამ საქმეზე ვერაფერს გეტყვით. მე მომიწევს ამ თემაზე ჩვნების მიცემა, თუმცა დღეს თავს შევიკავებ. ძალიან შორს არ იქნება ის დრო, როდესაც გამოაცხადებენ ამ საქმეს გახსნილად. რაც შეეხება ბუტა რობაქიძეს, ეს საქმე არის ჩემთვის შავი ლაქა 3 წლიანი მმართველობის პერიოდში. მე მესმის ჩემი მორალური პასუხისმგებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაცეები უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. რობაქიძის საქმე მიკავშირდება მე იმიტომ, რომ მაშინ ვიყავი შს მინისტრი", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.