Search the Community
Showing results for tags 'პრეზიდენტია თუ მონგოლი ყაენი'.
-
ნუთუ გჯერათ, რომ წამების ფაქტები მიშამ არ იცოდა? ომბუდსმენის და სხვა პარლამენტარების მიერ პირდაპირ მიეწოდა ინფორმაცია ამის შესახებ და ეს ტელევიზორითაც ვნახეთ და მიშამ ამაზე პასუხად გაიცინა. პრეზიდენტს ევალება, რომ იყოს კონსტიტუციით ჩვენზე მინიჭებული უფლებების და თავისუფლებების გარანტი, მაგრამ მან ეს მოვალეობა არ შეასრულა. მას ომბუდსმენმა მიაწოდა ინფორმაცია და მიშამ არანაირი რეაგირებ არ მოახდინა. სხვა კიდე ვის უნდა ეთქვა, რომ შეესრულებინა თავისი მოვალეობა და დაეცვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. მხოლოდ ეხლა, როდესაც ვიდეო გავრცელდა მაშინღა იძულებული გახდა მოეხსნა დამნაშავე პირების მცირე ნაწილი თან ყველანაირად ცდილობს ამ ვიდეოების წყარო დააყენოს ეჭვქვეშ და ცდილობს უფლებების დამღღვევების დაცვას. ესეთ პრეზიდენტს, რომელიც არ არის არაფრის გარანტი რა უნდა ქვეყნის სათავეში? ტერიტორიული მთლიანობის გარანტია? კონსტიტუციური უფლებების გარანტია? ბიზნესის ხელშეუხებლობის გარანტია? არჩევნების გარანტია? დემოკრატიის გარანტია? რუსებზე სტრატეგიული ბიზნესების არმიცემის გარანტია? იქნებ ადამიანის უფლებების გარანტია? ან იქნებ სამართლიანი სასამართლოს გარანტია? აი ფიცი რაც მან დადო: «მე საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებთ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის!» მან დაარღვია ქართველ ხალხთან დადებული კონტრაქტის პირობები და ესეთი პრეზიდენტი უნდა წაეთრეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე.