ამ ბოლო დროს რაღაც ფორუმიდან და ზოგადად კიბერ სამყაროდან გადაკარგული ვიყავი პირადი მიზეზების გამო... ახლა კი დავბრუნდი თანაც რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი ამ საინტერესო და საკმაოდ საკამათო ჩანაწერებს. რათქმაუნდა ამ ფაქტების ავთენტურობაში ეჭვის შეტანა სავსებით ადეკვატურია, მაგრამ ამ მასალის შიგთავსი ძალიან საინტერესო განხილვებს შეიცავს რაც უეჭველია ინტერესს აღგიძრავთ. P.S. ზოგადად მეც სკეპტიკოსი ვარ, მაგრამ არ შემეძლო იგნორირება გამეკეთებინა "შუამავალის" მიერ გადმოცემული აზრების ფილოსოფიურ და ლოგიკურ სიღრმეზე, აგრეთვე "შუამავლის" საუბრის არაადამიანურ, ერთი შეხედვით ცინიკურ თავდაჯერებულობაზე და დაუფიქრებლად, უშეცდომოდ გადმოცემის უნარზე. შესაძლოა ზედმეტიც კი მომივიდა აღწერაში, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ზოგადად სკეპტიკოსების დაკვირვებულობის ბრალია )... მასალა ცოტა დიდია, თითო სეანსი დაახლოებით 1 - 1,5 საათია, მაგრამ თუ ჩაგითრიათ და დაინტერესდებით, დამიჯერეთ თავიდან ბოლომდე მოუსმენთ. http://www.youtube.com/watch?v=oHnHtapezoM http://www.youtube.com/watch?v=FDZOwsDjx6M https://www.youtube.com/watch?v=6XJCD2yt0A0 https://www.youtube.com/watch?v=533YYyc6nwI