პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციაში 300 000 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლადენი გაზი გამოიყენა. ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ბოლოს ქუჩაში იანავრში გამოვიდნენ, მაშინ აქციაში 340 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ თებერვალში ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონპროექტი მოიწონა. აპრილში ეს კანონი სენატმა უნდა განიხილოს. ნუ, რა ვთქვა ოჯახის ინსტიტუტი არ უნდა დაირღვეს!.