Search the Community
Showing results for tags 'ომი დაიწყო!'.
-
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფეისალ მეკდადიმ, CNN-ს განუცხადა რომ ისარეალმა მათ ომი გამოუცხადა - "როდესაც ისრაელი გვბობავს ეს ომის გამოცხადებას ნიშნავს. ჩვენ ასეთ შემთხვევასთან პირველად არ გვაქვს საქმე და ყოველთვის ვპასუხობდით მსგავს ქმედებაზე, რომელიც ისრაელისათვის მტკივნეული იყო" განაცხადა მეკდადიმ. ისრაელის სამხედრო უწყება არც ადასტურებს სირიელი დიპლომატის განცხადებას და არც კომენტარს აკეთებენ. ცნობილია მხოლოდ ის რომ ისრაელის სამხრეთ ნაწილშ საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. ამის შესახებ თელავივიდან RFI-ის კორესპონდენტი იტყობინება. ასევე ცნობილია რომ ორივე ქვეყნის მენისტრთა კაბინეტებმა საგანგებო სხდომები გამართეს. სხდომის შემდეგ სირიის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა - "ავიადარტყმებით ისრაელმა, სირიას მოქმედების თავისულება მისცა". სირიის მთავრობამ ასევე შეტყობინება გაუგზავნა პან გი მუნს და მას ისრაელზე ზემოქმედებისაკენ მოუწოდა. თავის მხრივ პან გი მუნმა ორივე მახარეს სუვერენიტეტის პატივისცემასა და თავშეკავებისკენ მოუწოდა. ალბათ შემთხვევითი არ იყო რომ მთელი გასული კვირის განმავლობაში, პერმანენტულად ვრცელდებოდა ცნობები, ასადის ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ასევე კვირის მიწურულს ცნობილი გახდა რომ აშშ გეგმავს აჯანყებულთათვის შეიარაღების მიწოდებას. როგროც ჩანს ახლო აღმოსავლეთში მთავარი მოვლენები წინ არის და ზაფხული ამ რეგიონში ძალინ ცხელი იქნება. წყარო: http://ladoch.blogspot.com/2013/05/blog-post_5860.html?fb_action_ids=450422371718845%2C450410585053357&fb_action_types=og.likes&fb_source=other_multiline&action_object_map=%7B%22450422371718845%22%3A152250981613171%2C%22450410585053357%22%3A525898727468196%7D&action_type_map=%7B%22450422371718845%22%3A%22og.likes%22%2C%22450410585053357%22%3A%22og.likes%22%7D&action_ref_map=%5B%5D