Search the Community
Showing results for tags 'ოკეანიდები'.
-
ოკეანიდი, ოკეანიდები (ბერძ. Okeanides) — ოკეანოსი და ტეთისის ასულები: ნიმფები, არსებითად უკვდავნი, რადგან უსაზღვროდ დიდხანს დანავარდობენ ოკეანეში. ამ მშვენიერი ზღვის ქალწულების რიცხვი სამასი, ათასი ან უფრო სამი ათასია (ჰყავდათ ამდენივე ძმა - მდინარეთა ღვთაებების სახით). უფრო ცნობილი ოკეანიდებია ასია, სტიქსი, ელექტრა, დორიდა, ევრინომე, ამფიტრიტა (პოსეიდონის ცოლი), მეტიდა (მეტისი, ზევსის პირველი ცოლი). ოკეანიდებს კავშირი აქვთ ადამიანებთანაც და ღმერთებთანაც. ითვლებიან ახალი თაობის აღმზრდელებად. ოკეანიდი იყო კლიმენე, ფაეთონის დედა. ოკეანიდებს პოეტები ზღვის ქალწულებად ხატავდნენ, ხელოვანნი კი უფრო ხშირად თევზისბოლოიან ქალიშვილებად, რომელთაც ზღვის ბალახების გვირგვინი და ნიჟარების ფარღული ამშვენებდა, ხელშიც ნიჟარა ეჭირათ და დელფინებით სერავდნენ ზღვის ტალღებს. ნიმფები (ბერძ. νύμφαι „საპატარძლოები“, ლათ. nymphae) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ქართ. ფერიები) ცოცხალი სტიქიური ძალების განსახიერება ქალიშვილების სახით, გამოხატული ნაკადულების რაკრაკით, მცენარეთა ზრდით, მთებისა და ტყეების გარეული მშვენიერება. გეასაგან წარმოშობილნი. ისინი ცხოვრობდნენ ბუნების წიაღში, წყაროებთან ახლოს მთების ჩრდილიან ხეობებში, ჭალებში. სატირების მსგავსად არიან დედამიწის ზედაპირის სულები, ბუნებრივი ძალების გამომჟღავნება, მოქმედნი ადამიანის მიღმა განცალკევებულ გროტებში, ხეობებში, ტყეებში, კულტურული ცენტრებისაგან დაშორებით, ისინი დაკავებულნი იყვნენ ქსოვით, ქარგვით, მღერიან და ცეკვავენ პანის ვიოლინოს ჰანგების ქვეშ, ნადირობენ არტემიდასთან ერთად, მონაწილეობენ დიონისეს ორგიებში, მუდმივ ჭიდილში არიან მომაბეზრებელ სატირებთან. ზოგჯერ ისინი შედიან კონტაქტში ადამიანებთან, ზრუნავენ მათზე, ეძლევიან გმირებსა და მშვენიერ ყმაწვილებს (კალიპსო და ოდისევსი, ამარილა და დაფნისა), ზოგჯერ ისინი ადამიანებს უგზავნიდნენ შეშლილობას, მრისხანებას, უგზავნიან წინასწარმეტყველების ნიჭს, აღმაფრენას. ასეთ შთამაგონელებ ნიმფებს მიეკუთვნება მუზები. მათ მიუძღვნა ორფეოსმა LI ჰიმნი. ქალთევზა, სირინოზი — ადამიანის მაგვარი, ნახევრად ცხოველური არსება, რომელიც ძირითადად ან ნახევარწილად წყალში ცხოვრობს, რაც ფოლკლორსა და თვითმხილველთა გადმოცემებზე დაყრდნობით არის ჩვენამდე შემონახული. სიტყვა ქალთევზა შედგება ორი სიტყვისგან: ქალი და თევზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არსება ქალისა და თევზის მსგავია. ქალთევზები შესაძლებელია ადამიანისგან გარეგნულად არც კი განსხვავდებოდნენ, ანდაც, ჰქონდეთ წელსქვემოთ თევზის სხეული, ანუ ფეხების მაგივრად, თევზის კუდი. უნდა აღინიშნოს, რომ ქალთევზას კულტი ძველ სამყაროში იღებს სათავეს და მოხსენიებულია ძველ ასურულ ტექსტებში და ბერძნულ მითებში და მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. საბერძნეთში ქალთევზებს სირინოზებთან აიგივებდნენ. სიტყვა სირინოზი ბევრ ევროპულ ენაში გავრცელდა როგორც ქალთევზას, ასევე ლამაზი და მგალობელი ქალის შესატყვისად. ძველ საბერძნეთში განარჩევდნენ კაცთევზებსაც, რომელთაც ტრიტონს უხმობდნენ. ტრიტონი ანუ კაცთევზა იგივე არსებაა, რაც სირინოზი, ოღონდ მამრობითი სქესის. დასავლეთევროპულ ფოლკლორში ქალთევზას მოიხსენიებენ სიტყვით mermaid, კაცთევზას კი merman, ხოლო აღმოსავლეთ ევროპულ ქალთევზებს, ძირითადად, სლავური წარმოშობის ფოლკლორში rusalka ჰქვიათ. წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უსულ-გულო არსებებთან ასოცირდებოდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მოკვდავნი შექმნილიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუძს და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად. ჰანს კრისტიან ანდერსენის პატარა ქალთევზაშიც ხომ სწორედ მსგავსი ისტორიაა მოთხრობილი. ფოლკლორში ქალთევზების განსხვავებული წარმომადგენლებიც არის აღწერილი ე. წ. ქალწული ქალთევზები ანუ ნიმფები. ნიმფა ძველბერძნულად ქალწულს ნიშნავს. ქალთევზებზე პირველი თქმულებები ასურეთში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს გაჩნდა. ქალღმერთი ასტარტა ასურეთის დედოფლის სემირამიდას დედა იყო, რომელსაც მოკვდავი მწყემსი შეუყვარდა, თუმცა, ურთიერთობისას უცაბედად შემოაკვდა. დარცხვენილმა ასტარტამ წყალში ჩაშვება და თევზად გადაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ წყალმა საწადელი ბოლომდე არ შეუსრულა, წელსზევით ის ქალად დარჩა, წელსქვემოთ კი ფარფლიან თევზად ანუ ქალთევზად გადაიქცა. თევზისკუდა ქალებს ძველ საბერძნეთში სირენებად გამოსახავდნენ, რომელთაც ძველ მითოლოგიაში ულამაზესი ხმების ქონას მიაწერენ (თუმცა, ოდნავ მოგვიანო პერიოდებში). ისეთ ენებში, როგორიცაა ესპანური, ფრანგული, იტალიური და პოლონური, ქალთევზა დღემდე ძველბერძნული სირენადან მომდინარეობს Siren, Sirene, Sirena, Syrena ან Sereia. კაცთევზებს კი ძველი ბერძნები ტრიტონებსა და ნერეებს უწოდებდნენ. ნერეის ქალიშვილები ნერეიდებად იყვნენ სახელდებულნი და მეტწილად პოსეიდონისა და ამფიტრიტეს პროცესიაში შედიოდნენ. გერმანული ქალთევზა — უნდინა — ძირითადად უკუდოა და ლამაზი, ღია ქერა თმა აქვს. მას უფრო მდინარის წ####ბში ხვდებიან. ქალთევზას სახე ერთდროულად წყალთან და მცენარეებთან იყო დაკავშირებული და წყლის სულებისა და საკარნავალო პერსონაჟების შტრიხებს აერთიანებდა (კოსტრომა, იარილი). ქალთევზას სიკვდილი მოსავლიანობის სიუხვესთან იყო დაკავშირებული. ალბათ აქედან უნდა იყოს ქალთევზების საიქიოსთან კავშირი: როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად, ქალთევზები არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილ უწმინდურ არსებებთან გაიგივდნენ. http://img10.joyreactor.cc/pics/post/full/Axsens-artist-%D0%A0%D1%83%D1%81%D0%B0%D0%BB%D0%BE%D1%87%D0%BA%D0%B0-%D0%94%D0%B8%D1%81%D0%BD%D0%B5%D0%B9-5285104.jpeg http://img1.joyreactor.cc/pics/post/full/%D0%9C%D0%B8%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B5-%D1%81%D1%83%D1%89%D0%B5%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B0-Fantasy-art-mermaid-5694501.jpeg
-
- ოკეანოსი
- ოკეანიდები
-
(and 1 more)
Tagged with: