Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'ოდინი'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 2 results

  1. ოდინი, ვოდანი (ძვ.-სკანდ. Odhinn, Odinn, გერმ. Wodan, Woutan) — ძველ გერმანელთა მითური სისტემის უზენაესი ღმერთი, ქვეყნიერების მომწესრიგებელი, აზების ოქროსბეჭდიანი მბრძანებელი, ღმერთების სკანდინავიური პანთეონის მამამთავარი, „ვალფარეტად“ წოდებული (ვალჰალის მამა), არსთა მპყრობელი, იგივე ვოდანაზი (ვოდან-აზი). თავდაპირველად ქართა და ქარიშხალთა მბრძანებელი იყო, შემდეგ ომის ღმერთი, ვაჭართა მფარველი და ღმერთების მეორე თაობის მამამთავარი, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ, ჩრდილოეთის მითოლოგიის ცენტრალურ ღვთაებად იქცა. მის გარშემო თავს იყრის ღმერთების მთელი თაობა - ძმების, შვილების, ასულების სახით. მათი ორეულებია ვანები (ნიორდი, ფერია). საგებში აღწერილია მათი ომი და შერიგება. ოდინი უპირატესად გერმანელთა ღმერთია, ფრიგის ქმარი, კანონმდებელი, ომისა და მშვიდობის განმგებელი, „ჩრდილოეთის ზევსი“, აზთა შორის ყველაზე ბრძენი, რადგან ბუმბერაზ მიმირის სიბრძნის წყარო შესვა. მისი ცალი თვალი - მზეა, მეორე კი - მთვარე. მზე მიმირს დაუთმო ამ წყაროს სამაგიეროდ. აზების (ასბის) მამა და უბრძნესი მათგანი, ოდინი სიჭაბუკეში მივიდა ბუმბერაზ მიმირთან და სთხოვა, შენი სიბრძნის წყალი მასვიო. „მუქთად არაფერი არ არის, - მიუგო მიმირმა, - რას მომცემ სამაგიეროდ?“ „რასაც მომთხოვ“. „მაშ მომეცი შენი მარჯვენა თვალი“ (ეს იყო მზე!). „კარგი, მიმირ, სირძნის ფასი არაფერია. ბრძენი ცალი თვალით უკეთ ხედავს, ვიდრე ბრიყვი ორივე თვალით“. ამის შემდეგ ოდინი ცალთვალაა. მანვე შექმნა რუნები, დამწერლობა, მეცნიერება, წინასწარმეტყველება, კანონები. ყოველ დილით მისი მხრებიდან ორი ყორანი აფრინდება, საღამომდე ქვეყნიერებას შემოიქროლებენ და აუწყებენ ყველაფერს, რაც ნახეს, რაც მოისმინეს. ყორანთა სახელებია ჰუგინი („აზრი“) და მუნინი („მეხსიერება“). ფეხრთით ორი მგელი უწევს. ერთი მეომარი, მეორე მონადირე. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება). ეს მგლები ნთქავენ ოდინის კერძებს (ძირითადად ტახს), მხოლოდ ღვინოს უტოვებენ. პოეტური შთაგონების წყაროა, რადგან პოეტური შარბათი მოიტაცა იოტურნების (ბუმბერაზთა) ქვეყნიდან. ომში მიმავალს რჩეული გმირები ახლავს, არწივის ფრთებით შემკული ოქროს მუზარადი ადგას, ოქროს ბრწყინვალე აბჯარი მოსავს, მარად გამარჯვების ხმალი ჰკიდია გვერდზე, ხელში უჭირავს ოქროს მშვილდი, რაც მიზანს არ ასცდებს და ისარი უკანვე უბრუნდება. რვაფეხა რაში სლაიპნირი დააქროლებს უსასრულო სივრცეში, აბჯრის ზრიალით ებრძვის მტრებს - ბუმბერაზებს, მგლებს, გველეშაპებს, ან კიდევ ბერიკაცის სახეს იღებს. სახეშეცვლილი, უჩინარის სამოსითა და რუხხალებიანი მოსასხამით მოსილი, ცალთვალიანობის დასაფარავად სახეზე ქუდჩამოფხუტული, წვერულვაშიანი ჭაღარა ბერიკაცის სახით დაიარება და ქვეყნად მტერ-მოყვარეს სწავლობს, მტერს სპობს. სიბრძნეს დაეძებს ნიადაგ, ფარულ ზრახვებს ავლენს, წელში მოკეცილი ესტუმრება გლეხკაცებს, თავს აბრალებს და ცდის (შეადარეთ - ზევსი), მეორე დღეს კი მისი რაშის ჩლიქების დაკვრისაგან მიწა იძვრის, ფაფარს ცეცხლი ედება. მისი სახელობისაა ოთხშაბათი (გერმანულად ვოდანს-ტაგ). შექმნაში ეხმარებოდნენ ვილი და ვე. როგორც ბრძოლის ველის მბრძანებელს, ოდინ-ვოდანს ეძახიან, ამასთანავე უწოდებენ ჰეერფატერსაც (ჯარის მამას), ზიიგფატერს (გამარჯვების მამას), ვალფატერს (დაცემულთა, ვალჰალელ გმირთა მამას) და სხვა ზედწოდებებს, რომელთა რიცხვი ჩრდილოეთში ორასამდეა. ყველაზე ბრძენია, რადგან ყოველივე მიმირის სიბრძნის წყაროს წყალს სვამს, და იკვებება მხოლოდ ღვინით, სხვა ღმერთები კი ყველაფერს მიირთმევენ, ესაუბრება საგას, პოეტთა ქალღმერთს, და „პოეზიის მამაა“, სვამს „სკალდების შარბათს“, ცოდნის წყაროა, მეცნიერების მამა, რუნების გამომგონებელი (რაშს აწერია კბილებზე ასოები - რუნები). თავი ჩამოიხრჩო რუნთა სიბრძნისთვის. წყვდიად ღამეებში, ჩვეულებრივ შობიდან სამი აღმოსავლელი მოგვის სახელობის დღეებამდე, ჩრდილოეთის ხალხებს ელანდებოდათ შმაგი ხმაური, ბუკთა ხმა, მარეკთა ყიჟინი, ცხენთა ფლოქვების თქარუნი, ძაღლების ყეფა, კატების ჩხავილი, და მთელს ამ ბუმბერაზულ ხმაურში შმაგი მხედრობა დაფეთებულ ნადირს მისდევდა ტყე - ღრეში, ჭალებში და ხევ-ხუვში (მოსავლიანი წლის ნიშანი), ან ღრუბელთა შორის (ომის მოლოდინი). ეს იყო ოდინის „გიჟური“ ნადირობა, რაც ანადგურებდა სოფლებს, ტყის ნადირს, ზღვაზე - ხომალდებს. შმაგი მხედრობა არავის ინდობდა. წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული ოდინი მიუძღოდათ. მართალია რარიბებს ნანადირევს უზიარებდნენ, ხოლო თუ შორეულ ლაშქრობაში მყოფი ქმრის ამაო ლოდინში ქალს განზრახული ჰქონდა მეორედ გათხოვება, მოულოდნელად ქმარი ესტუმრებოდა იმ ქარიშხლიან ღამეს, მაგრამ ოდინის ნადირობა ხალხს მაინც აძრწუნებდა. ხანდახან ოდინი მეფეს ეწვევა, მეომრებს აღაფრთოვანებს, ომში მოუწოდებს, გამარჯვებას მოუტანს და რჩეულთ ხოცავს, რომ საიქიოს მათ სულებს მიესალმოს. მისი სასახლე ციურ სივრცეშია. სასახლის სახელია ვალჰალი. ზღუდის ალაყაფის კარებს იცავენ მრისხანე მგელი და ძლიერი არწივი. დიდებული სასახლის შუა დარბაზის ბოლოს დგას მარალი ტახტი. დარბაზშია 12 სკამი, ზედ ამდენივე ციური მსაჯული ზის და ქვეყნის ბედს განაგებს. აქედან გასცქერის სამყაროს ოდინი, ღმერთების მეფე, მონადირე და მეომარი, ვოლსუგთა წინაპარი, სიდგრანი („გრძელწვერა“). მისი პერსონა ფართოდ აისახა „უფროს ედაში“ და სხვა. ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია: ალფადირ (ყველაფრის მამა) ბოლვერკ (უბედურების მომტანი) ჰარ (ძალიან მაღალი) ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი) ჯაფნჰარ (უმაღლესი) თჰიდი (მესამე) ვეგტამ (ბილიკების მცოდნე) როცა ბოროტმა ძალებმა ღმერთების დაღუპვა განიზრახეს, ოდინმა ბრძენ მიმირს მიაშურა და გაიგო, რომ იწყება მსოფლიო ხანძარი, რაგნაროკი. ამხედრებული დაეშვა ციდან, ჰაიმდალი საყვირის ხმამ შეძრა, ახებმა და ვანებმა თავი მოიყარეს ვიდრიდის ფართო ველზე (შეადარეთ - ფლეგრეის ველი ბერძნულ მითოლოგიაში, სადაც მოხდა ოლიმპიელთა და გიგანტების ომი). აქ მოხდა ოდინის თაობის ღმერთთა ომი ლოკის, ფენრის - ვოლფის, მიდგარდ - შლანგეს და ჩრდილოეთიდან გემებით მოსული სხვა ბოროტი ძალების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ფენრისმა შთანთქა ოდინი. მაშინვე ოდინის ძემ ვიდარმა მგლის ქვედა ყბას ფეხი დაადგა, მაღლა ასწია, გახლიჩა და შური იძია მამის მოკვლისათვის. დაიღუპა ოდინის მოდგმა, დაიწყო მსოფლიო ხანძარი. გავიდა ხანი და ფერფლიდან აღდგა ორი ადამიანი, ტალღებიდან აღიმართნენ მთები, გაცოცხლდნენ მარადიული არსებები - აზები და ვანები, განახლდა მშვიდობიანი ცხოვრება და ყოველივე ამას მაღლით დასცქერის „ძლიერი, რომლის სახელიც არ ითქმის“. ეს „ძლიერი, მაღლით მოვლენილი“ („დერ შტარკე ფონ ობენ“) უნდა იყოს იგივე ოდინი, უზენაესი პრინციპი, კიდევ უფრო ამაღლებული და საყოველთაო ბუნების განსახიერება, ღმერთთა მამამთავარი (ასე ეწოდა თავიდანვე), მამათა მამა („ალფატერ“), ეს იყო „პირველი ზედწოდება ოდინისა. მამამთავარი ცოცხლობს გერმანელთა წარმოდგენაში ყველა დროში და განაგებს ყველაფერს. მან შექმნა ცა და მიწა, არსი ყოველი“. ამრიგად ოდინი ბედითაც ამართლებს „ჩრდილოეთის ზევსის“ საპატიო წოდებას. ოდინმა და მისმა ძმებმა იმირი (პირველი გიგანტი) მოკლეს. იმირის ნარჩენებისგან მათ მიდგარდი (ადამიანთა სამყარო) შექმნეს. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელ-სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრირის, ლოკის შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს. ოდინის ჟამისა - უძველესი, - შეადარეთ - ქართულად ოდინდელი, ოდითგან. ოდინის შუბი - უბედურების სიმბოლო (ოქროზე შეშლილ ადამიანებს ოდინმა შუბი სტყორცნა - დაიწყო ომები.)
  2. ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური „უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული „ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები. თავდაპირველად მხოლოდ უფსკრული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმი მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა,რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები : ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს. სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი (Frêne), ქალს - ემბლა (Orme). ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. პალეოუფოლოგიისა და ეზოთერიკის მიხედვით ასგარდის ღმერთები, ასები, ფლობენ სამყაროთაშორის ჰიპერსივრცული ხიდის ანუ კვანტური დერეფნის ტექნოლოგიას, რომელსაც ეწოდება „ბიფროსტი“, რაც თარგმანში ნიშნავს „ცისარტყელისებრ ხიდს“, სინამდვილეში ასგარდის ღმერთების „ცისარტყელისებრი ხიდი“ ანუ „ბიფროსტი“ სხვა არაფერია თუ არა აინშტაინ-როზენის ხიდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სამყაროებს შორის მოგზაურობა, ცხადი ხდება, რომ ასგარდები არიან ზეგანვითარებული ჰიპერსივრცული ტექნოლოგიების მქონე ზეადამიანები, კოსმიური დონის ზეცივილიზაცია, რომელსაც პალეოკონტაქტი ჰქონდა დამყარებული ვიკინგებთან, სკანდინავიელ ნორმანებთან. „ბიფროსტს“ ანუ აინშტაინ-როზენის ხიდს ასგარდის ერთ-ერთი ღმერთი სახელად ჰეიმდალი იცავს. სკანდინავიური კოსმოლოგიის თანახმად არსებობს ცხრა სამყარო, რომელთაგან ერთ-ერთი არის ჩვენი სამყარო, ესენია: ასგარდი – ასების, მეორე თაობის ღმერთების სამყარო, ვანაჰეიმი – პირველი თაობის ღმერთების, ვანების სამყარო, იოტუნჰეიმი – ყინულოვანი გოლიათების სამყარო, იუსალფჰეიმი – ნათელი ელფების, ფერიებისა და ნიმფების სამყარო, სვარტალფჰეიმი – ბნელი ელფების და ჯუჯების სამყარო, ჰელჰეიმი – ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, მუსფელჰეიმი – ცეცხლის სამყარო, ცეცხლოვანი გოლიათების სამყარო, ნიფელფეიმი – ყინულოვანი სამყარო და მიდგარდი – ადამიანთა სამყარო. ცხრა სამყარო ერთმანეთთან დაკავშირებულია სამყაროული კოსმიური ხის – იგდრასილიას ტოტებითა და ფესვებით. ეს იგდრასილია სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა ჰიპერსივრცე. სკანდინავიურ მითოლოგიაში აგრეთვე ნახსენებია ელვისა და ქუხილის ღმერთის – თორის “ზეციური ეტლი“ და „მოძრავი და მფრინავი ციური დარბაზი“, რომელსაც აგრეთვე „თორის დიდებულებისა და ძლევამოსილების დარბაზს“ უწოდებდნენ ვიკინგები. ამ „ციურ დარბაზს“ ეწოდება „ბილისკნერი“, რომელიც კარგად თუ დავფიქრდებით ცხადი გახდება, რომ წარმოადგენს ჰიპერსივრცულ კოსმიურ ხომალდს ე.ი. ასგარდის ღმერთ – თორს გააჩნია კოსმიური ხომალდი სახელად ბილისკნერი, ვიკინგები ამტკიცებდნენ რომ არაერთხელ უნახავთ „ბილისკნერი“ ცაში. იოტუნები იოტუნები - (Jötun) - სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები). ლოკი ლოკი - ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშვებისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.ლოკეს აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი.ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა. ლოკეს სამი შვილი - ალი, ვალი და ნარვი - სიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ გაუჩინა. ესენი არიან - სამი ყველაზე შიშისმგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში : იორმუნგანდი - ზღვის დიდი გველი; ფენრირი - მგელი-გიგანტი; ჰელი - გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი. მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობების გამო. მისი მიზეზით დაიღუპა ღმერთი ბალდარი, რაც გახდა მიზეზი სხვა ღმერთების მრისხანებისა. ლოკეს ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი და მიწისქვეშეთში, კლდეზე, მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკეს ერთგული ცოლი, სიგინი გველის შხამს თასს აფარებს, რათა ლოკემ ტკივილი არ განიცადოს. როცა თასი ივსება და სიგინი მის დაცლას ცდილობს შხამის წვეთები მაინც ეცემა ლოკეს სახეზე და იგი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდის. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდება დედამიწაზე მიწისძვრა. ოდინი - უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი და ომის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული, რომელიც ცხრა სამყაროში უსწრაფესია. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).ოდინი არის რუნების ოსტატების მფარველი. ოდინი არის ღმერთი, რომელიც „სწირავს მსხვერპლს საკუთარ თავს“. ოდინი პოეზიის, მაგიის, ექსტაზის და ღვთაებრივი ცნობიერების სინთეზის ღვთაებაა. რუნების ოსტატი რომელიც შეიცნობს ოდინის ბუნებას, შეიცნობს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ღვთაებრივმა ტრიადამ – ოდინმა, ვილიმ და ვემ ღვთაებრივი ენერგიით წარმოშვეს ცხრა სამყარო გიგანტი იმირის კოსმოსური სხეულისგან. იმირის სხეულის ფრაგმენტებისგან შეიქმნა მიდგარდი – ადამიანთა სამყარო (და სხვა სამყაროები), თავის ქალისგან ცის თაღი, ხოლო იმირის სისხლი იქცა ოკეანედ. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ოდინის სასახლეს ასგარდში, როგორც უკვე ითქვა, ეწოდება ვალჰალა. ყოველ დღე ვალჰალაში ქეიფობენ ეინხერიები – ასგარდის მებრძოლები და გვარდიელები, ბრძოლაში მახვილით ხელში გარდაცვლილი მეომრები. ცხრა სამყაროს უკანასკნელ დღეს, უკანასკნელ ბრძოლაში – რაგნაროკში – რომელშიც დაინგრევა ცხრავე სამყარო, ეინხერიები გამობრძანდებიან ვალჰალას 540 კარიბჭიდან ყოველთა მამის ოდინის მეთაურობით, რათა დაიღუპონ და გაუნთავისუფლონ ადგილი ახალ სამყაროს. ოდინს აქვს მაგიური ღვთაებრივი იარაღი, შუბი სახელად გუნგნირი, რომელიც მას გამოუჭედეს სვარტალფჰეიმში მცხოვრებმა ქონდრისკაცებმა, კერძოდ ძმებმა ელვანდებმა. ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია: ალფადირ (ყველაფრის მამა) ბოლვერკ (უბედურების მომტანი) ჰარ (ძალიან მაღალი) ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი) ჯაფნჰარ (უმაღლესი) თჰიდი (მესამე) ვეგტამ (ბილიკების მცოდნე). ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელის და სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრის, ლოკეს შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს. ფრეია გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში სიყვარულისა და ომის მშვენიერი ქალღმერთი, ასგარდის მკვიდრი. ფრეია წარმოშობით ვანებიდან იყო და ნორდის ქალიშვილი გახლდათ, როგორც ფრეი, მისი ტყუპისცალი ძმა, ნაყოფიერებისა და ზაფხულის ღმერთი (მასზე წინა პოსტში ვისაუბრეთ, თუ როგორ დარჩა მამამისი ნორდი მძევლად ასგარდში და ოდინმა იშვილა). ფრეი და ფრეიას მსგავსი მშვენიერების ქმნილებები არც ადამიანებში, არც ვანებში და არც ასებში არ მოიძებნებოდნენ. ასევე ორივენი ძალიან კეთილი და გულმოწყალე ღვთაებები იყვნენ. ფრეიას ჰქონდა ჯადოსნური შევარდენის ფრთა, რომლითაც ფრენა შეეძლო და ასევე გააჩნდა გნომების დამზადებული შესანიშნავი ოქროს სამკაული “ბრისინგამენი”. როდესაც ფრეია ტიროდა, მისი თვალებიდან ოქროს ცრემლები ცვიოდა. ფრეია გარდა იმისა, რომ სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იყო, ის მეთაურობდა ვალკირიებს – ღვთაებრივად მშვენიერ ქალ მეომრებს, რომლებიც ვალჰალას ემსახურებოდნენ. ფრეია ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, რომელსაც ფოლკვანგი ეწოდებოდა, ხოლო მის მთავარ სასტუმრო ოთახს სესუმნირი. სიყვარულის გარდა მშვენიერი ქალღმერთი ყურადღებას აქცევდა მოსავლიანობას და ნაყოფიერებას. ასევე მას შეეძლო ბრძოლაში გამარჯვებაც მოეტანა. ფრეია აგროვებდა ბრძოლაში დაცემულ მეომრების ნახევარს (ნახევარი ოდინს მიჰყავდა). ფრეია ცოლად ადამიანს, სახელად ოდს გაჰყვა, რომელიც ერთი გადმოცემით ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, ხოლო სხვა გადმოცემით ნახევრად ღმერთი გახლდათ. ოდი მალე უგზოუკვლოდ გადაიკარგა და ფრეია დაქვრივდა. სწორედ ოდის გადაკარგვის შემდეგ დაიწყო მან ოქროს ცრემლებით ტირილი. ფრეიამ ასებს შეასწავლა ჯადოქრობის ხელოვნება, რომელიც მანამდე ვანებში იყო გავრცელებული. სიფი გერმანულ – სკანდინავიურ მითოლოგიაში ნაყოფიერების ქალღმერთი, თორის მეუღლე, ასგარდის მკვიდრი. ითვლებოდა ფრეიას შემდეგ ყველაზე მშვენიერ ქმნილებად. განთქმული იყო თავისი ბაჟაღლო ოქროს თმებით. მისი ქალიშვილები იყვნენ ვალკირიები ტრუდი, მოდი და ულია (ულია არ იყო თორის შვილი). ვანების მთავარმა ღმერთმა ლოკიმ სიფის ღამით თმები მოპარა, თუმცა ეს თორმა მალე შეიტყო და საშინლად განრისხდა. ის მზად იყო ლოკის მოსაკლავად მაგრამ მან სთხოვა, რომ დრო მიეცა გამოესწორებინა დანაშაული. ლოკი წავიდა გნომების ქვეყანაში. გნომები კი განთქმულები იყვნენ მჭედლობის ხელოვნებაში. ლოკიმ მათ ახალი ოქროს თმების დამზადება სთხოვა, ისინი კი დასთანხმდნენ, რადგან უნდოდათ ღმერთებისთვის დაემტკიცებინათ თუ რა შესანიშნავი ხელოსნები იყვნენ. მათი დამზადებული თმები ობობას ქსელზე უფრო ნაზი და მშვენიერი იყო, როგორც კი სიფი თავზე დაიყენებდა, მაშინვე ჩვეულებრივი თმასავით იზრდებოდნენ. ლოკმა თმა სწრაფად მიართვა თორს, რომელმაც ის ისევ სიფს გადასცა. გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში მარადიული ახალგაზრდობის ქალღმერთი, ჯუჯა ივალდის ქალიშვილი, ბრაგის, პოეზიის ღმერთის მეუღლე. იდუნი ცნობილია, როგორც ვაშლის მცველი, რომლითაც ღმერთებს მარადიული ახალგაზრდობა ენიჭებოდათ. ერთხელ ფრინველმა ტიაციმ აიძულა დატყვევებული ლოკი, მისთვის გადაეცა იდუნი თავისი ჯადოსნური ვაშლებით, მაგრამ საბოლოოდ ლოკიმ ისევ დაიბრუნა ქალღმერთიც და ვაშლებიც, რადგან ოდინმა სიცოცხლეს გამოასალმა ტიაცი. იდუნი ცხოვრობდა ბრუნაკრში, ჭების ველზე, სადაც სიცოცხლისა და მუდმივი ახალგაზრდობის ჭები იყო. ჰელი მკვდართა სამყაროს, ჰელჰეიმის ქალღმერთი, ლოკისა და ქალი-გოლიათის, ანგრბოდის ქალიშვილი. როდესაც ლოკის ყველა შვილთან ერთად ოდინთან მიიყვანეს, მან ჰელს მკვდართა სამყაროს ქალღმრთობა უბოძა. მასთან მიდიოდა ყველა გარდაცვლილი ბრძოლაში დაცემული მეომრებისა და გმირების გარდა, რომლებიც ვალკირიებს ვალჰალაში მიჰყავდათ. ჰელი საშინელ სახეს იღებდა და ხალხს მისი ძალიან ეშინოდა. როდესაც ურჩხულად გარდაისახებოდა, მისი სხეულის ნახევარი შავ-თეთრი ხდება, ხოლო მეორე ნახევარი მკვდარივით უფერული. ტიური ტიური – კანონმდებლობის ღმერთი. იგი მფარველობს მართმსაჯულებას და რაციონალურ აზროვნებას. ტიურმა იცის ყველასა და ყველაფრის საზომი. ტიური არის ჭეშმარიტი რწმენის ღმერთი და მას ყოველთვის შეგვიძლია ვენდოთ. ეტიმოლოგიურად ტიური შეესაბამება ზევს-იუპიტერს. იგი აგრეთვე ცნობილია ულრის ან ულინის სახელით. თორი სახელი თორი იგივე ტუნარი ნიშნავს „მეხთამტეხელს“. თორი შეურყეველი ერთგულების ღმერთია. თორი არის ყოველთა მამის ოდინის და დედამიწის ქალღმერთის ერდის ძე. ოდინის შემდეგ, თორი ყველაზე პოპულარული ღვთაებაა. ვიკინგების ეპოქაში თორს თაყვანს სცემდნენ როგორც მთავარ ღმერთს და მას აგრეთვე უწოდებდნენ „უბრალო ადამიანების ღმერთს“. თორი აგრეთვე ცნობილია თავისი უთავბოლო ბრძოლებით იოტუნებთა ანუ გრიმტურსებთან, ყინულოვან გოლიათებთან. ის არის ასგარდისა და მიდგარდის უშიშარი დამცველი. თორი არის ერთადერთი ღმერთი რომელიც უნერგავს შიშს ცეცხლის ღმერთ ლოკის. ზოგჯერ თორი ითვლება დაბალი ინტელექტუალური განვითარების მქონე ღმერთად ოდინთან და ლოკისთან შედარებით, თუმცა მისი მეთოდები ხშირად ყველაზე სწრაფი და ეფექტური. თორის იარაღია ნეიტრონული ვარსკვლავისგან გამოდნობილი ზემკვრივი მაგიური გრდემლი ანუ ურო, სახელად მიოლნირი ანუ მოლმერი, რომელიც გამოჭედეს სვარტალფჰეიმში მცხოვრებმა ძმებმა ქონდრისკაცებმა, სინდრიმ და ბროკმა. მიოლნირი ყოველთვის ბუმერანგივით უბრუნდება თორს. ამბობენ რომ თორის მიმართ გულწრფელად მლოცველი ადამიანის ლოცვას იგი პირველი შეისმენს. ფრიგი ფრიგი არის ოდინის მეუღლე და ფლობს ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების უნარებს და თუმცაღა ხედავს მომავალს, იშვიათად საუბრობს მის შესახებ. ფრეია ფრეია – მაგიის, რომანტიკის, ეროტიკის და ფიზიკური კეთილდღეობის ქალღმერთი. ფრეერი – ესაა ფრეიას ტყუპისცალი ძმა. სახელები ფრეერი და ფრეია თარგმანში ნიშნავს „ბატონს“ და „ქალბატონს“ (ანუ ლორდს და ლედის). ფრეია მართავს ბუნების ციკლების ენერგიებს, რომლის სიმბოლოცაა ძვირფასი ყელსაბამი – ბრისინგამენი, რომელიც გამოჭედა ოთხმა ქონდრისკაცმა. ფრეია ჩრდილოეთის ღმერთებს შორის ყველაზე „ველურია“: თავისუფალი თავის რომანტიკულ და სექსუალურ არჩევანში; ღმერთების მოძღვარი და საყვარელი; მაგიური ხელოვნებებისა და ცნობიერების ტრანსფორმაციის მეტაფიზიკური ხელოვნების ოსტატი, რომელსაც ჩრდილოეთში ეწოდება სეიტი. ფრეია – ესაა ვანების ქალღმერთი, რომელიც ასგარდში მივიდა საკუთარ ძმასთან, ფრეერთან ერთად ტყვეების გაცვლის დროს ასების და ვანების ომის შემდეგ. გულვეიგის სახელით ის წარდგა ასგარდის ღმერთების წინაშე სადაც თავისი ოქროს და სილამაზის ბრწყინვალებით „დააბრმავა“ ასები. სამჯერ მოკლეს მათ იგი და სამჯერ აღდგა მკვდრეთით. ფრეერი ფრეერი მშვიდობის, რომანტიკის, ეროტიკის და მატერიალური კეთილდღეობის მფარველია. მას უწოდებენ ვერალდარგოდს – სამყაროს ღმერთს. ის მართავს დედამიწაზე და ჰაერში ბუნებრივ პროცესებს. ძველი ანგლოსაქსონების სულიერ ტრადიციასა და მაგიას, დაფუძნებულს ფრეერისა და ფრეიას კულტზე ეწოდება „ვიკეკრაეფტ“ ანუ „ვიჩკრაფტ“, აქედან სიტყვა „ჯადოქრობა“, ეს არის იგივე „ვიკა“ ანუ ის სულიერი ტრადიცია, რომელსაც პრაქტიკაში ახორციელებენ თანამედროვე ჯადოქრები. ნიორდი ვანაჰეიმის ღმერთებს შორის ნიორდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ის არის ფრეიასა და ფრეერის მამა. ნიორდი არის ბარაქის ღმერთი. ის მართავს წყლის სტიქიას და ჰაერის სტიქიას ოკეანის ზემოთ. ბრაგი – მჭერმეტყველების, სიბრძნისა და პოეზიის ღმერთი. იდუნის მეუღლე. ეირი – მედიცინის ღმერთი. ღმერთებისა და ქალღმერთების მკურნალი. ფორსეტი – მართლმსაჯულების ღმერთი. ფულა – ოდინის მეუღლის ფრიგის ერთგული დამხმარე. ეხმარება ღმერთებსა და ქალღმერთებს. გეფიონი – სათნოებების ქალღმერთი. გნა – ტრანსფორმაციის ქალღმერთი, ფლობს ზეცნობიერების ძალას. ჰეიმდალი – გუშაგი ღმერთი, ასგარდის მცველი, ნათელმხილველი და ყოვლისმსმენელი. ხლინი – ქალღმერთი, რომელიც იცავს ადამიანებს ფიზიკური საფრთხისაგან. ჰიოდრი – ბრმა ძალის ღმერთი. იდუნი – მარადიული განახლების ქალღმერთი, ის არის ღმერთების ღვთაებრივი მრისხანების შემაკავებელი და მშვიდობის მცველი ქალღმერთი. ლოფნი – თანხმობის ქალღმერთი. ლოკი – ცეცხლის ღმერთი, იგი აგრეთვე არის ცბიერების, მზაკვრობის, ტრანსფორმაციის და ტყუილის ხელოვნების ღმერთი, ლოკი შეუდარებელია იუმორში და ხუმრობებში. საგა – ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების ქალღმერთი. სიოფნი – სიყვარულის ქალღმერთი. სნოტრა – გონების ქალღმერთი. სინი – უარყოფის ქალღმერთი. სასამართლოში ბრალდებულის დამცველი. სკადი – მებრძოლი ქალღმერთი, ნადირობისა და თოვლის ქალღმერთი. მფარველობს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქალებს. ბალდერი – მზიური ღმერთი, მშვიდობის ღმერთი, ადამიანთა მკურნალი. ვალი – შურისძიების ღმერთი. ვარი – ჭეშმარიტების ქალღმერთი. ვიორი – ყოვლისმხედველი ქალღმერთი, ინტუიციის მფარველი. ოესტარა – შემოდგომის ქალღმერთი. მანი – მთვარის ღმერთი. სუნა – მზის ქალღმერთი.
×
×
  • შექმენი...