ქართველ მუსლიმთა კავშირი შეშფოთებას გამოხატავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მომხდარი ფაქტის გამო. როგორც სააგენტო ინფო ცხრას სიუჟეტიდან ირკვევა, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა ხელს უშლის ადგილობრივი მუსლიმების მიერ სალოცავში შეკრებასა და ლოცვის აღსრულებას. ”მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მყისიერად მოახდინოს რეაგირება და შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს კონსტუტიციით აღიარებული სინდისისა და რელიგიის თავისუფლების მხრივ, საქართველოს მოქალქე მუსლიმი მრევლის უფლებების რეალიზება. იმედს გამოვთქვამთ მომხდარის გამო დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და თავიდან ავიცილებთ შესაძლო რელიგიურ დაპირისპირებას.” - ნათქვამია ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში. წყარო: http://www.tabula.ge...icle-25977.html ტაბულა © 2012