Search the Community
Showing results for tags 'მოსეს რჯული'.
-
"ეზოთერული" ჰომოფობია (პარაზიტების რეპრესიული "მორალი")
შანკარადევა posted a blog entry in შანკარადევა's ბლოგი
როცა წერ "სასტიკად უნდა ისჯებოდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მსგავსი გარყვნილება" და თან ეფუძნები მოსეს რჯულს მოცემულს მსუბუქად რომ ვთქვათ არც ისე პოზიტიური ძალების მიერ, ხვდები მაინც რომ ამითი ნეგატიური სულების ანუ ასტრალური პარაზიტების წისქვილზე ასხამ წყალს? როგორ? დასჯა რას ნიშნავს? იმას რასაც არაბულ სამყაროში და ნაწილობრივ ჩვენშიც აკეთებენ! რას? ფიზიკური ზიანის მიყენება + ფსიქოლოგიური ზიანი! ეზოთერიკა რა დონეზე არ უნდა გესმოდეს რომ აბრეხვებდე უნდა დავსაჯოთო?! ტანჯვისას ადამიანი ასხივებს ნეგატიურ ენერგიას – "გავახას"! მილიონმეერთედ ვამბობ უკვე! ეს ასტრალური პარაზიტები კიდევ იკვებებიან ამ ნეგატიური ენერგიით! ანუ რას ქადაგებ?! რომ გამოვაძღოთ დაჩეხილი ლგბტ ადამიანების სულების ხარჯზე + ჩვენი ზიზღის ენერგიით ეს პარაზიტები? ჰომოფობია = რეპრესიული "მორალი", ეს კი მოდის ასტრალური პარაზიტებისგან (არქონტებისგან) გახსოვდეთ ეს! აი ეს კი უკვე სრული კრეტინიზმი და მარაზმია. როგორ შეიძლება ერთ მომენტში ჭეშმარიტებას ამბობდე და მეორე მომენტში ასეთი ნონსენსი დააბრეხვო?? მოდით ავხსნი: დიონისური ელინიზმის, გნოსტიკური ლიბერტინიზმის და ტანტრიზმის მიხედვით სექსუალური თავისუფლება ადამიანისთვის არის მთავარი. სექსუალობის ლიბერტინისტურობას მტრობენ მხოლოდ ასტრალური პარაზიტები, რეფტილოიდები, ნაცრისფერები და მათი აგენტები. კუნდალინი შაკტი ვლინდება მრავალი ფორმით მათ შორის ლგბტ ფორმითაც, ამის გარდა გნოსტიკოსებმა (ლიბერტინისტებმა), ტანტრისტებმა და დიონისიანელებმა შესანიშნავად იციან რომ სექსუალობის დათრგუნვისას ადამიანი გამოჰყოფს ნეგატიურ ენერგიას და სწორედ ამ ნეგატივით იკვებებიან არქონტები (უმდაბლესი ვარსკვლავური სულები) ანუ ასტრალური პარაზიტები. რაც შეეხება სოდომს და გომორას; თუ არ იცი რას წერ სჯობს ვაფშე ნუ წერ! ეზოთერიკი თუ ხარ უნდა იცოდე რომ ბიბლიაში ჯერ ერთი საუბარია 7 ელოჰიმზე + ქრისტე. მაგის გარდა ის 7 ელოჰიმი არიან კიდეც ასტრალური პარაზიტები და ჩვენი მონათმფლობელნი. ჩვენ ვართ მონები. მართალია ადამიანთა წინაპრების გარკვეული ნაწილი შექმნეს ინდოევროპულმა და მეზოამერიკულმა ღვთაებებმა, მაგრამ გარკვეული ნაწილი ამ ასტრალური პარაზიტების შექმნილია. თუ ლგბტ არის პათოლოგია, მაშინ ან არქონტებმა ან სხვა სულებმა რატომ შექმნეს ისეთი ადამიანები რომლებსაც გენეტიკაში ჰქონდათ ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა, ომნისექსუალობა და ა.შ.?? ე.ი. თავად ჩაუდეს ხომ ეს გენეტიკაში?? დიახ! მაშინ რა არ მოეწონათ მათ ადამიანებში რომლებსაც თავად ჩაუდეს ეს გენებში?? აბსურდი არ გამოდის?? მაგის გარდა; იაჰვე – მთვარის ელოჰიმი არქონტი რომელმაც დაღუპა სოდომი და გომორა სხვა ელოჰიმებთან ერთად ვერ იტანდა ყოველგვარ ლიბერტინიზმს იმიტომ რომ მონურ მორჩილებას ითხოვდნენ! ასევე; რაბინთა სწავლებით სოდომი და გომორა ადამის და ვამპირესა ლილიტის ჰიბრიდული შთამომავლებით და გიგანტებით იყო დასახლებული. მიზეზი ეგ უფრო იყო. ლილიტიც ადამს გაექცა იმიტომ რომ ბოროტმა "ღმერთმა" იაჰვემ ცოლის წინააღმდეგ განაწყო (წაიკითხეთ "ბენსირას ანბანი"). მოსეს რჯული და "ძველი აღთქმა" რომელიც ახდენს ზოგადად სექსუალური ლიბერტინაჟის დემონიზებას მოცემულია ბოროტი სულების ანუ პარაზიტების მიერ. შეიგნეთ ეს. პარაზიტებს უბრალოდ სურთ დამონება ადამიანთა. ასევე, რას აშავებს გოგონა რომელსაც არ უყვარს ბიჭები და უყვარს გოგონა? აბსურდი არ გამოგდით?? რას ეკვეხებით სხვის პირადულში? თქვენ გაგებაში არ ხართ რა არის "ნორმატიული ზნეობა". რეფტილოიდებმა გაგაცურეს აშკარად. მარტივად შეიძლება რეფტილოიდების და არქონტების ამოცნობა ბრბოში. ის ვინც ქადაგებს სექსუალური ლიბერტინიზმის წინააღმდეგ, არქონტების მონაა. კარპოკრატე გნოსტიკოსი ამას ადასტურებდა. ბიბლიური იაჰვე უფალი არაა! ერიდეთ მოსეს რჯულს სადაც წერია რომ ლგბტ უნდა მოიკლას! ეგ მოსე ცრუ წინასწარმეტყველი იყო!-
- იაჰვე
- მოსეს რჯული
-
(and 6 more)
Tagged with:
-
მოსეს რჯული ახდენს სექსუალობის დემონიზებას. მოსეს რჯულის მიხედვით სექსუალობა (განსაკუთრებით ლგბტ) არის "ცოდვა". მოსეს რჯული მოცემულია უმაღლესი ეონების წინააღმდეგ აჯანყებული უმდაბლესი ვარსკვლავური სულების – არქონტების მიერ. არქონტები და მათი შთამომავალი რეფტილოიდები და ნაცრისფერები არიან ენერგეტიკული პარაზიტები. ამ პარაზიტებს აქვთ ალერგია სექსუალურ ენერგიაზე. სექსუალური ენერგია არის ის რაც ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას და ფიზიკურ და ასტრალურ სხეულებს აჯანსაღებს, ადამიანი ასხივებს პოზიტიურ ენერგიას. სექსუალობის დემონიზაცია ესაა არქონტების პოლიტიკა. შუმერულ მითოსში კაცობრიობა დაღუპა ბოროტმა "ღმერთმა" ენლილმა, რომელიც "შეწუხდა ადამიანთა ხმაურისგან". იუდაისტურ და საერთოდ აბრაამულ წყაროებში ნათქვამია რომ "უფალმა" ატლანტიდა დაანგრია იმიტომ რომ ისინი იყვნენ ურჩნი, მისდევდნენ ლიბერტინიზმს. სატანიზმის და გნოსტიციზმის მიხედვით თავისუფლების მოყვარე ატლანტები დაღუპეს ბოროტმა ანგელოზებმა – არქონტებმა. კარპოკრატე ალექსანდრიელმა და მისმა შვილმა ეპიფანემ, მენანდრე სამარიტელმა და მისმა მოძღვარმა სიმონ მოგვმა და ბარბელიოტებმა იგივე ვორვორიტებმა ეს იცოდნენ. ლენინმაც იცოდა ეს, მარქსიც, ენგელსიც და ნიცშეც საქმის კურსში იყვნენ. დაფიქრდით ამის შემდეგ რა არის ეს "ასკეზა" და "მოსეს რჯული", რატომ მიდის სექსის დემონიზაცია და რატომ არსებობს ცენზურა, ვინ არიან არქონტები და რატომ აქვთ მათ ალერგია ადამიანის სექსუალურ ენერგიაზე. ნუ მიიღებთ მოსეს რჯულს ან მსგავს დოგმატებს, რადგან მათი ანტისექსუალობის უკან იმალებიან ასტრალური პარაზიტები – არქონტები. მათი მიზანია ადამიანური ფსიქიკის დათრგუნვა. მარტივად შეიძლება პარაზიტის გარჩევა მართალი სულისგან; პარაზიტი ახდენს სექსის დემონიზებას "რელიგიური მორალის" საფუძველზე, მართალი სული კი ამას არ აკეთებს. იფიქრეთ ამაზე. დააკვირდით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
-
- გნოსტიციზმი
- სექსუალობა
- (and 7 more)