ადამიანს, რა პოლიტიკურ შეხედულებასაც არ უნდა იზიარებდეს, უპირველეს ყოვლისა უნდა მოეთხოვებოდეს თავისი ქვეყნისა სიყვარული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან სკოლის დონეზე მაინც უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია და ა.შ. ეს განსაკუთრებით ქვეყნის პირველ პირს უფრო მოეთხოვება. ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ვუშვებ, წინასაარჩევნოდ ოპონენტების ლანძღვას და საკუთარი ეგოს წარმოჩინებას. მაგრამ, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის ისტორიასა და ლიტერატურაზე, მისი არცოდნა პრეზიდენსტს არ ეპატიება. მითუმეტეს, რომ გამოდის მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე. შე ოჯახდალოცვილო! თუ არ იცი ზეპირად "ვეფხისტყაოსანი", რატომ ირცხვენ თავს ამხელა აუდიტორიის წინაშე? თუ არ იცი სადაც მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი, რაღა მაინცა და მაინც ამ ადგილად ასახელებ რაბათის ციხეს, ან არაბეთს რატომ მიაწერე ახალციხე? გეოგრაფიის მასეთი ცოდნით, გამოდის, რომ არაბეთი საქართველოს ტერიტორიაზე იყო, ინდოეთი სადღაც იაპონიის კუინძულებზე, ხატაეთი (იგივე ჩინეთი) აღმოსავლეთ ციმბირში, ხოლო ქაჯეთის ციხის ადგილმდებარეობა (მოვლენების ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ) ალბათ სადღაც რუსეთის ტერიტორიაზე იქნებოდა? მარტო უცხო ენების ცოდნა არ ნიშნავს ინტელექტს! მასში ბევრი სხვაც იგულისხმება...