Search the Community
Showing results for tags 'მითოლოგია'.
-
ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანა ადამის და ევას შესახებ აქ არის მიმოხილვა: 10 000 წლის წინ ჯერ კიდევ იდგა ვედური ეპოქა, მთელ პლანეტას მართავდა ერთი მეფე, მას ერქვა ბჰარატა. ყველა ელოდებოდა კალი-იუგას, დეგრადაციის ერას, ჩვენს ეპოქას, როდესაც ადამიანი სრულად კონცენტრირდება ოთხ ძირითად თვისებაზე, ცხოველურ თვისებებზე, როგორიცაა ძილი, სექსი, საჭმელი, თავდაცვა... და ერთ დღეს ბრაჰმანები იკრიბებიან, ისინი მეფეს ეუბნებიან: "გველი კალის ეპოქა ახლოვდება, ის დაიწყება 5 ათასი წლის შემდეგ, ეს არის დრო, აბსოლუტური დეგრადაციისა, როცა არის ხორცის ჭამა, თვალთმაქცობა, ომები, ცრუ სწავლებები, სრული დაცემა სულიერების! მეფეო, ჩვენ უნდა შევასრულოთ გარკვეული რიტუალები, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მლეჩხა-იაგია კალი-იუგას გავლენის შესაჩერებლად, დარჩა მხოლოდ 5 ათასი წელი" ყველა ბრძენმა იცოდა, რომ ესაა ეპოქა დეგრადაციისა, და მეფე ამბობს, "კარგით, აღასრულეთ მლეჩხა-იაგია" რა არის ეს მლეჩხა? მლეჩხები არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ დაცემული ცნობიერება, ისინი იწყებენ ხორცის ჭამას, და დეგრადაცია იწყება. იაჯნა – ვედური პროცედურაა ახდენს კომპენსაციას უარყოფითი პლანეტარული გავლენისა და აძლიერებს დადებით გავლენას. და მლეჩხა-იაგია ეს არის რიტუალი აღწერილია წმინდა გასუფთავების. ამგვარად, მეფე იყო გაწმენდილი, ხალხი განიწმინდა, და ტენდენციები დეგრადაციისა, რომლებმაც უკვე დაიწყეს გამოჩენა, როგორც ჩანს, გაქრა. მაგრამ დრო გავიდა და მოვიდა მაჰარაჯა იაიატის დინასტიის დრო, ამ მეფის სახელი იყო იაიატი, ის იყო ბჰარატას ძე, ბოლო მაჰარაჯა ვედური კულტურისა. და მას ჰყავდა 5 ვაჟი, მათ ნელ-ნელა დაიწყეს ჭამა ხორცისა, ისინი იყვნენ პირველი მლეჩხები ამ პლანეტაზე. და როცა ბრაჰმანებმა მისტიკური ძალებით შეიტყვეს, რომ მეფის ვაჟებმა დაიწყეს ჭამა ხორცისა, ისინი მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: "ოჰ, მეფე, ჩვენ მოვედით და მოვიტანეთ ძალიან ცუდი ამბები, თქვენმა შვილებმა დაიწყეს კალი-იუგა, ისინი გახდნენ მლეჩხები, მათ დაიწყეს ჭამა ხორცისა!"და მაშინ მაჰარაჯამ დაწყევლილები შეკრიბა, მთელი მათი გარემოცვა, და რადგან თითოეულ შვილს ჰყავდა რამდენიმე მილიონი მსახური, და ყველა მათგანი ბაძავდა მლეჩხ მეფეებს, მლეჩხების რაოდენობა იყო ძალიან დიდი. მაგრამ რიტუალის დროს დადგა იუგა-პრალაია - ნგრევის პერიოდი და მოხდა დიდი წყალდიდობა. სუპერ-კონტინენტზე, რომლის სახელიც იყო ბჰარატა-ვარშა, იგი მოიცავდა ინდოეთს, ავსტრალიას, ორივე ამერიკას, ეს იყო უზარმაზარი მიწა, ეს ყველაფერი იყო ინდური კონტინენტი, და რომ მთელი ეს ფართობი თანდათან დაიშალა და ამაღლდა წყალი. დედამიწა წავიდა წყლის ქვეშ,და მაშინ მაჰარაჯა იაიატიმ შეიკრიბა ჯარი და ყველა მლეჩხა გაყარეს ვარნა – აშრამადან ე.ი. ბჰარატა-კანდას ტერიტორიიდან, არა მხოლოდ სთხოვეს მათ დაეტოვებინათ არია-ვარტა, არამედ აიძულეს, სამხედრო გზით, იძულებით გააგდეს, იმიტომ, რომ ეს იყო დეგრადაცია, და იმისათვის, რომ გადაერჩინათ არია საზოგადოება, ეს ხორციჭამიები იყო გააგდეს იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ ღირებულებები, სულიერი ღირებულებები არია-ცივილიზაციის. და მაჰარაჯა იაიატის შთამომავლებმა მოისურვეს ბჰარატას მიწაზე დაბრუნება. და შემდეგ მათ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა განახორციელეს, მაგრამ იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ სუფთა, რიტუალი დასრულდა არასწორად,და ნაყოფი ამისა იყო, დიდი ვაშლი, რომელმაც შეიწოვა ყველა ცოდვილი რეაქცია მლეჩხებისა, ყველაფერი. და მათ დაიწყეს ჭამა ხორცისა, მაშინ დაუყოვნებლივ დაიწყეს სექსუალური ძალადობა ერთმანეთზე, ისინი ასევე მატყუარები, ფარისევლურები და ბრაზიანები იყვნენ, აი ეს მოხდა! ამას წმინდა წერილები ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მოგვწონს ეს. ასევე გაჩნდა ქალი, იგი იყო დაბადებული ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვიდან, ეს იყო ავევატი, ეს ნიშნავს, იმას რომ ის დაიბადა ცეცხლისგან. ეს იყო ძალიან ლამაზი გოგონა, მაგრამ ის ვიკამბარა (იგივე დიგამბარა), რაც სანსკრიტზე ნიშნავს იმას რომ მას არ ჰქონდა ცნობიერებაში ფიზიკური სხეულის კონცეფცია, იმიტომ, რომ ის იყო სუფთა სული, მაგრამ ის იყო დაბადებული მლეჩხების რიტუალისგან. იყო ულამაზესი ვიკამბარა და დადიოდა შიშველი, არ იცვამდა ტანსაცმელს. იქ იყო ასევე კიდევ ერთი ვიკამბარა, ერთი იოგი, ვინც თანაგრძნობის გამო წავიდა განდევნილ მლეჩხებთან ერთად, მაგრამ ეს მისი თანაგრძნობა იყო ნეგატიური კარმის შედეგი. ამ იოგის, სახელი იყო ადჰამა, რაც ნიშნავს სანსკრიტულად "ის, ვინც ვერ აკონტროლებს გრძნობებს", იგი ასევე იყო ვიკამბარა და დადიოდა შიშველი. მაგრამ იმის გამო, რომ ეს იყო „ცივილიზებული“ კულტურა, იყო აკრძალული შიშველი სიარული, დაუძახეს მლეჩხების ლიდერებმა: "თქვენ ხართ ვიკამბარები და ჩვენ საზოგადოებაში არ გვჭირდებით, წაეთრიეთ აქედან, ჩვენ არ გვჭირდებით თქვენ!"და მათ მლეჩხების მღვდლებმა დაიწყეს უზარმაზარი ვაშლის ძებნა, აღმოაჩინეს, რომ ვაშლი ვიღაცამ მოიპარა, ვაშლი, რომელმაც შეიწოვა ყველა ცოდვილი რეაქცია მლეჩხებისა, ის გაქრა. და ისტორია გვეუბნება, რომ პარალელურად, დიდი ბრძენები მსოფლიოსი შეიკრიბნენ ტყეში, რათა მოესმინათ შრიმად-ბჰაგავატამი (უძველესი წმინდა წერილი) და მოსმენის შემდეგ სხვა დონეზე, სხვა სივრცეში გადასვლა სურდათ, ეს არის, უნდა დატოვონ ეს პლანეტა რომ ეს ბრძენები შეიკრიბნენ, რათა თავიდან აეცილებინათ კალი იუგას ბოროტი გავლენა. და ადჰამა იწყებს ფიქრს ღმერთზე გულში, იმიტომ, რომ ის არის იოგი, ღმერთი ეცხადება გულში ადჰამას და ეკითხება: "რა გინდა?"ადჰამა პასუხობს: "რა არის ჩემი მისია?" არ იღელვო არაფერზე, თქვენ უნდა წახვიდეთ ტიჰინა აჩილამის (ეს არის მთის ქედის ფართი თანამედროვე ირანი) მიწაზე. იქ მე შევქმნი ბაღი, თქვენ უნდა შეხვიდეთ ამ ბაღში და გაარკვევთ, თუ რაა თქვენი მისია" - ასე ღმერთი (ვიშნუ) ამბობს. ტყეში, სადაც ბრძენები ისმენენ შრიმად ბჰაგავატამს რათა შევიდნენ ზე-ცნობიერებაში, რთა დატოვონ ეს პლანეტა და მოულოდნელად, მათ წინაშე, როგორც ჩანს, ნახევარღმერთი კალი-იუგა, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ეპოქაში სულიერ დეგრადაციაზე, და ის ეკითხება დიდ ბრძენებს: "რატომ გეშინიათ ჩემი, მე აქ მოვედი მარადიული დროის მაჰაკალას, უზენაესი ღმრთის პიროვნების უპიროვნო ასპექტის გავლენით, თქვენ ხართ ბრძენები, ასე რატომ გეშინიათ ჩემი?" და მაშინ ბრძენებმა განუცხადეს, "ჩვენ არ გვეშინია შენი, ჩვენ გვეშინია შენი გავლენის, შენ მოიტან დეგრადაციას" შემდეგ მან განუცხადა ბრძენებს: "შეიძლება თქვენ რამეთი ხელი შეუწყოთ ჩემ მისიას?"და ბრძენებმა უპასუხეს: "ჩვენ ვერ შევუწყობთ ხელს დეგრადაციას“ და მაშინ წმინდანი გამოჩნდა მათ წინაშე, რომლის სახელი არის შუკადევა გოსვამი, ვინც პირველმა მოუყვა მათ შრიმად ბჰაგავატამი, მან განაცხადა:" თქვენ უნდა წახვიდეთ, მთიან რეგიონში ტიჰინა აჩილამ, სადაც არის ადჰამა, უნდა წავიდეთ და იქ დააკვირდეთ მესამე დონის სივრცეს, თქვენ უნდა დააკვირდეთ კალი-იუგას. თქვენ უნდა იყოთ არაოფიციალური მთავრობა კალი-იუგას დროს, მაგრამ იქნებით სხვა სივრცეში" და, აჰა, ბრძენებო, წადით და ნახეთ რა ხდება“. ადჰამა ავევატისთან ერთად მივიდა ბაღში, ეს იყო ძალიან ლამაზი ბაღი. და ბრძენებმა ნახეს, რომ კალი-იუგა იქცა გველად, ის ამ ბაღშია, და ბრძენები ასევე ხედავენ, მლეჩხების ცოდვების ვაშლი აქვს კალი-იუგას გველს. და შემდეგ დაიწყო ვედური ცივილიზაციის დაცემა ბჰარატას მიწაზე. აქ ბრძენები ჩაერივნენ ამ პროცესში და უთხრეს გველს: "რას აკეთებ?"და კალი-იუგა განმარტავს: "ვინც მლეჩხები გააძევეს გახდებიან უნაყოფოები, ისინი მოკვდებიან, და მე შევქმნი ახალ ცივილიზაციას, ადჰამას და ავევატის დახმარებით. და ცივილიზაცია რომელიც არის ინდოეთის მიწაზე, იგი იარსებებს, მაგრამ მაინც დაეცემა ახალი ცივილიზაციის ზეწოლის ქვეშ. ამდენად, კალი-იუგას განმარტებით, მისი მისია არის ადჰამას და ავევატის დეგრადაცია. და მან განაცხადა: "მე მივცემ მათ კალი-იუგას რელიგიას, ეს რელიგია გავრცელდება შექმნის ახალი ადამიანის ცივილიზაციის ცნობიერებას, მლეჩხას". ეს არის ამბავი აღწერილი ბჰავიშია-მაჰაპურანაში (პურანა მომავალზე) ხუთი ათასი წლის წინ. http://images4.fanpop.com/image/photos/23600000/Random-random-23636581-1440-900.jpg http://www.newspatrolling.com/wp-content/uploads/2441726158_6db10c9668_o.jpghttp://nanoworld88.narod.ru/data/319_files/0_87436_3d577800_L.jpg
-
- გველი კალი
- მითოლოგია
- (and 5 more)
-
ჰარპიები (ჰარპაგოს – მტაცებელი; ტაცება; ხარბი) — ქარიშხლიანი ქალღმერთები, შმაგი ქარიშხლისა და ორომტრიალის სწრაფი ღმერთქალები, მტაცებელი ურჩხულები, ნარევი სახეები, ხარბი დემონები. ზოგი ღმერთებს უწოდებს, ზოგი დემონებს,რომელთაც ქალის თავი, ფრინველის ტანი და კლანჭები ჰქონდათ. ჰომეროსი უბრალოდ პოდარგეს ეძახის, ესაა აქილევსის ცხენების ქსანთოსის და ბალიოსის დედა (პოდარგოს - სწრაფი, „ფეხმარდი“, მენელაოსის და ჰექტორის ცხენებსაც ეწოდათ). ეს მტაცებელი ფრთოსნები, რომელნიც მეფე ფინევსს მიუჩინეს და სანოვაგეს პირიდან აცლიდნენ, ერთი ვერსიით უგზო-უკვლოდ დაკარგულებსაც დააცხრებიან, სულებს იტაცებენ. ჰესიოდეს მიხედვით მშვენიერ კულულებიანი ქალღმერთებია, თავმანტისა და ოკეანიდ ელექტრას ასულები, სახელად აელე და ოკიპეტე. შემდეგ ბოროტი მტაცებელი ფრთოსანი ქალწულების სახე მიიღეს, რიცხვმაც იმატა (აელოპე, თიელა, კელენო და ა.შ.). მათი სახე განსაკუთრებით ჩამოყალიბდა აპ. როდოსელის „არგონავტიკაში“, სადაც ანაზდეულად ღრუბლებიდან მოფრენილი ჰარპიები სუფრას უცარიელებენ და სასახლეს უყროლებენ თრაკიელ მისანს, ბრმა მეფე ფინევსს. მტაცებლებს ძმები — ბორეადები დაედევნებიან და სამუდამოდ განდევნიან, ან სტროფადებთან ეწევიან, კლავენ და ზოგი ვერსიით თვითონაც კვდებიან. აქ, სტროფადებთან ნახა ენეასმა საზარელი, ჭანგებიანი, მუდამ მშიერი ჰარპიები - ბოროტი კელენო და მისი დები. როგორც კი ენეასმა და მისმა მხლებლებმა სუფრა გაშალეს, ყრანტალით დაესხნენ თავს, შესანსლეს სანოვაგე და ააყროლეს იქაურობა. ბოლოს ხმლით შეუტიეს, მაგრამ ვერა ავნეს რა. კლდეზე შემომჯდარმა „ფურია კელენომ“ უწინასწარმეტყველა: ქალაქს გალავანს ვერ შემოავლებთ, ვიდრე შიმშილით ისე არ გამწარდებით, რომ მამიდასაც კი დახრავთო. ჰარპია მითოლოგიური, ფრთოსანი, ბასრბრჭყალებიანი არსებაა, ნახევრად ქალი და ნახევრად ფრინველი. ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად იგი ზღვის ქალღმერთ ტავმანტასა და ოკეანიდა ელექტრას ქალიშვილია. ჰარპია შურისძიების სიმბოლოდ ითვლება, მისი სახელი ითარგმნება, როგორც გრიგალი, ქარიშხალი, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთები, მათ წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, ჰარპიებს ადამიანების დასჯის მიზნით აგზავნიდნენ დედამიწაზე. ჰარპიები მათ ართმევდნენ საკვებს, რამდენჯერაც ისინი დააპირებდნენ მის მიღებას, და ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ ადამიანი შიმშილით არ დაიღუპებოდა. ადამიანი - ჰარპია ძნელად ივიწყებს წყენას და ძალიან უჭირს პატიება. იგი წყენასა და ბოღმას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იხვევს გულში ისე, რომ გარეგნულად არაფერს იტყობს, თუმცა მუდამ მზად არის შურისძიებისათვის. ჰარპიებს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებთ მტრის წარუმატებლობა და მარცხი.
-
?!... გავაფრენ საცაა... ადამიანები იმდენად პარანოიკები და დებილები არიან რომ მთელი სამყარო თავიანთი საკუთრება ჰგონიათ! არა, მე კი მესმის რომ მეც ადამიანი ვარ, მაგრამ ვითომ მარტო მე მეჩვენება რომ ადამიანები დეგრადაციის გზას ადგანან და გააფრინეს?! ადამიანთა მინიმუმ 75% მაინც მინიმუმ დედამიწა და მაქსიმუმ მთელი მეტაგალაქტიკა ადამიანური რასის საკუთრება ჰგონიათ! მეტაგალაქტიკა კარლ!!! ეს დებილოიდები იყოფიან ორ ჯგუფად: 1) ათეისტები – რომლებიც საერთოდ უარყოფენ სხვა რასების არსებობას და 2) ბრმადმადიდებელი მორწმუნეები – რომლებიც აღიარებენ სხვა რასების არსებობას მაგრამ ერთობ დამახინჯებულად! მაგიურებს ჰყოფენ ორ ჯგუფად: "სწორები" და "არასწორები". სწორები ესენია: "ანგელოზები" და "სამება" ხოლო "არასწორებია": "დემონები" და "ნეფელიმები" (ადამიანისა და დემონის ნარევი). რა თქმა უნდა ეს "მორწმუნე" სირები ვერც კი ხვდებიან რომ ნაცრისფერების ანუ არქონტების მონები არიან. არქონტები ანუ ახლო კოსმოსის მმართველი ანტი ეონები არიან აბრაამული "რელიგიების" სცენარის ავტორები და რეჟისორები. რა ამპარტავნები არიან ადამიანები! ტიპიური რასიზმი და ქსენოფობია! და ამას უწოდებენ "კაცობრიობის ინტერესებს"... ))))) მთლად გარეკეს! რა გამოდის? ადამიანებმა უნდა მოსპონ დანარჩენი რასები? გააფრინეთ? და შეიძლება კითხვა? რატომ?? და... ფედერაციული უტოპია არ შეიძლება? სერიოზულად ვამბობ! ადამიანთა და მაგიურთა ფედერაცია არ არის კარგი იდეა? რატომ? ეს კონკურენცია და მტრობა დებილ ადამიანებსა და სხვა რასებს შორის სწორია? როგორც ჩანს გამო####ვებულ ადამიანებს სულ გადაავიწყდათ წარსული როცა სხვადასხვა რასები ერთად ცხოვრობდნენ!! ან ის როცა დიდი ომის შემდეგ ადამიანებმა შეჰფიცეს სულებს რომ გარკვეულ ტერიტორიას დაუთმობდნენ მათ და არასოდეს დაარღვევდნენ ადამიანთა და სულების სამეფოთა საზღვრებს! ასე ვთქვათ ადამიანებმა და სულებმა გაიყვეს დედამიწა. როგორც ჩანს მაშინაც იგივე მოხდა რაც ჰიტლერის იმპერიასა და სტალინის იმპერიას შორის "ზავის" დადების შემდეგ... თუ გახსოვთ "ზავი" ჰიტლერმა დაარღვია. ) "მოლოტოვ–რიბენტროპის" ზავი დადებული გერმანიასა და სსრკ–ს შორის ისეთივე აბსურდი იყო როგორც სულებსა და ადამიანებს შორის მრავალი ათასწლეულის წინ დადებული "ზავი". ჰო, მაშინაც ითამაშეს "მოლოტოვ–რიბენტრობანა"... რომელიც ზუსტად მასე დასრულდა...
-
ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური „უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული „ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები. თავდაპირველად მხოლოდ უფსკრული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმი მდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა,რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები : ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს. სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი (Frêne), ქალს - ემბლა (Orme). ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. პალეოუფოლოგიისა და ეზოთერიკის მიხედვით ასგარდის ღმერთები, ასები, ფლობენ სამყაროთაშორის ჰიპერსივრცული ხიდის ანუ კვანტური დერეფნის ტექნოლოგიას, რომელსაც ეწოდება „ბიფროსტი“, რაც თარგმანში ნიშნავს „ცისარტყელისებრ ხიდს“, სინამდვილეში ასგარდის ღმერთების „ცისარტყელისებრი ხიდი“ ანუ „ბიფროსტი“ სხვა არაფერია თუ არა აინშტაინ-როზენის ხიდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სამყაროებს შორის მოგზაურობა, ცხადი ხდება, რომ ასგარდები არიან ზეგანვითარებული ჰიპერსივრცული ტექნოლოგიების მქონე ზეადამიანები, კოსმიური დონის ზეცივილიზაცია, რომელსაც პალეოკონტაქტი ჰქონდა დამყარებული ვიკინგებთან, სკანდინავიელ ნორმანებთან. „ბიფროსტს“ ანუ აინშტაინ-როზენის ხიდს ასგარდის ერთ-ერთი ღმერთი სახელად ჰეიმდალი იცავს. სკანდინავიური კოსმოლოგიის თანახმად არსებობს ცხრა სამყარო, რომელთაგან ერთ-ერთი არის ჩვენი სამყარო, ესენია: ასგარდი – ასების, მეორე თაობის ღმერთების სამყარო, ვანაჰეიმი – პირველი თაობის ღმერთების, ვანების სამყარო, იოტუნჰეიმი – ყინულოვანი გოლიათების სამყარო, იუსალფჰეიმი – ნათელი ელფების, ფერიებისა და ნიმფების სამყარო, სვარტალფჰეიმი – ბნელი ელფების და ჯუჯების სამყარო, ჰელჰეიმი – ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, მუსფელჰეიმი – ცეცხლის სამყარო, ცეცხლოვანი გოლიათების სამყარო, ნიფელფეიმი – ყინულოვანი სამყარო და მიდგარდი – ადამიანთა სამყარო. ცხრა სამყარო ერთმანეთთან დაკავშირებულია სამყაროული კოსმიური ხის – იგდრასილიას ტოტებითა და ფესვებით. ეს იგდრასილია სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა ჰიპერსივრცე. სკანდინავიურ მითოლოგიაში აგრეთვე ნახსენებია ელვისა და ქუხილის ღმერთის – თორის “ზეციური ეტლი“ და „მოძრავი და მფრინავი ციური დარბაზი“, რომელსაც აგრეთვე „თორის დიდებულებისა და ძლევამოსილების დარბაზს“ უწოდებდნენ ვიკინგები. ამ „ციურ დარბაზს“ ეწოდება „ბილისკნერი“, რომელიც კარგად თუ დავფიქრდებით ცხადი გახდება, რომ წარმოადგენს ჰიპერსივრცულ კოსმიურ ხომალდს ე.ი. ასგარდის ღმერთ – თორს გააჩნია კოსმიური ხომალდი სახელად ბილისკნერი, ვიკინგები ამტკიცებდნენ რომ არაერთხელ უნახავთ „ბილისკნერი“ ცაში. იოტუნები იოტუნები - (Jötun) - სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები(გიგანტები). ლოკი ლოკი - ცეცხლის ღმერთი სკანდინავიურ მითოლოგიაში. გიგანტების, ფარგაუტისა და ლაუფეის შვილი. მიუხედავად მისი იოტუნორი წარმოშვებისა ასებმა მაინც დართეს ნება, რომ მას ასგარდში ეცხოვრა თავისი არაჩვეულებრივი გონებისა და ეშმაკობის გამო.ლოკეს აქვს ძალა, რომლითაც მას შეუძლია ნებისმიერი ცხოველის ფორმა მიიღოს და შეიცვალოს სქესიც კი.ნახევარი წლის მანძილზე იგი ცხენად ევლინებოდა სამყაროს. ცხენად ყოფნის პერიოდში მან გააჩინა რვაფეხიანი ულაყი სლეიპნირი, რომელიც ოდინის ერთადერთ ეტალონად იქცა. ლოკეს სამი შვილი - ალი, ვალი და ნარვი - სიგინმა გაუჩინა. მას აგრეთვე სამი შვილი ანგრბოდამ გაუჩინა. ესენი არიან - სამი ყველაზე შიშისმგვრელი ქმნილებანი სკანდინავიურ პანთეონში : იორმუნგანდი - ზღვის დიდი გველი; ფენრირი - მგელი-გიგანტი; ჰელი - გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი. მან ბევრი ბოროტება გაუკეთა სხვა ასებს, მაგრამ მათ იგი მაინც სჭირდებოდათ თავისი მრავალი შესაძლებლობების გამო. მისი მიზეზით დაიღუპა ღმერთი ბალდარი, რაც გახდა მიზეზი სხვა ღმერთების მრისხანებისა. ლოკეს ღალატით განრისხებულმა სხვა ღმერთებმა შეიპყრეს იგი და მიწისქვეშეთში, კლდეზე, მიაბეს და თავზე შხამიანი გველი დაადეს, რომელიც მის სახეზე შხამს აწვეთებდა. მაგრამ ლოკეს ერთგული ცოლი, სიგინი გველის შხამს თასს აფარებს, რათა ლოკემ ტკივილი არ განიცადოს. როცა თასი ივსება და სიგინი მის დაცლას ცდილობს შხამის წვეთები მაინც ეცემა ლოკეს სახეზე და იგი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდის. გადმოცემით, სწორედ ამ დროს ხდება დედამიწაზე მიწისძვრა. ოდინი - უზენაესი ღვთაება სკანდინავიურ მითოლოგიაში; ვალჰალის მბრძანებელი, ბრძენი და ომის ღვთაება. ლეგენდის მიხედვით, ხალხს უმეტესად ევლინებოდა, როგორც ცალთვალა, ლურჯმოსასხამიანი მოხუცი. იგი რვაფეხიან ცხენზე, სლეიპნირზე, არის ამხედრებული, რომელიც ცხრა სამყაროში უსწრაფესია. როდესაც ის თავის სამფლობელოს დარბაზში ზის მას ორი ყვავი, ჰუგინი (აზროვნება) და მუნინი (მახსოვრობა) გარე სამყაროს ამბებს ყურში ჩასჩურჩულებენ. ორი მგელი, რომლებიც მის ფეხებთან სხედან : გერი (ნაყროვანება) და ფრეკი (განადგურება).ოდინი არის რუნების ოსტატების მფარველი. ოდინი არის ღმერთი, რომელიც „სწირავს მსხვერპლს საკუთარ თავს“. ოდინი პოეზიის, მაგიის, ექსტაზის და ღვთაებრივი ცნობიერების სინთეზის ღვთაებაა. რუნების ოსტატი რომელიც შეიცნობს ოდინის ბუნებას, შეიცნობს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ღვთაებრივმა ტრიადამ – ოდინმა, ვილიმ და ვემ ღვთაებრივი ენერგიით წარმოშვეს ცხრა სამყარო გიგანტი იმირის კოსმოსური სხეულისგან. იმირის სხეულის ფრაგმენტებისგან შეიქმნა მიდგარდი – ადამიანთა სამყარო (და სხვა სამყაროები), თავის ქალისგან ცის თაღი, ხოლო იმირის სისხლი იქცა ოკეანედ. ჭიაყელებისგან, რომლებიც იმირის ჩონჩხს შესეოდნენ, ნაინები იქნა შექმნილი. ოდინის სასახლეს ასგარდში, როგორც უკვე ითქვა, ეწოდება ვალჰალა. ყოველ დღე ვალჰალაში ქეიფობენ ეინხერიები – ასგარდის მებრძოლები და გვარდიელები, ბრძოლაში მახვილით ხელში გარდაცვლილი მეომრები. ცხრა სამყაროს უკანასკნელ დღეს, უკანასკნელ ბრძოლაში – რაგნაროკში – რომელშიც დაინგრევა ცხრავე სამყარო, ეინხერიები გამობრძანდებიან ვალჰალას 540 კარიბჭიდან ყოველთა მამის ოდინის მეთაურობით, რათა დაიღუპონ და გაუნთავისუფლონ ადგილი ახალ სამყაროს. ოდინს აქვს მაგიური ღვთაებრივი იარაღი, შუბი სახელად გუნგნირი, რომელიც მას გამოუჭედეს სვარტალფჰეიმში მცხოვრებმა ქონდრისკაცებმა, კერძოდ ძმებმა ელვანდებმა. ოდინს უამრავი ზედმეტსახელი შეარქვეს. ყველაზე გავრცელებული სახელებია: ალფადირ (ყველაფრის მამა) ბოლვერკ (უბედურების მომტანი) ჰარ (ძალიან მაღალი) ჰარბარდ (ნაცრისფერი წვერი) ჯაფნჰარ (უმაღლესი) თჰიდი (მესამე) ვეგტამ (ბილიკების მცოდნე). ცხრა დღე-ღამის განმავლობაში, საჭმელის და სასმელის გარეშე, ოდინი იგდრასილზე (ხე-სამყარო) იყო ჩამოკიდული, რათა ხის სიმბოლოთა საიდუმლო შეეცნო. თავისი ცალი თვალი მან მიმირის შადრევანში დატოვა. თვალის ნაცვლად მან სიბრძნე მიიღო. ოდინმა ნაინებს პოეზია მოპარა და ღმერთებს და ადამიანებს აჩუქა. ოდინი მოკლული იქნა მგელ ფენრის, ლოკეს შვილის მიერ, რაგნაროკის (უკანასკნელი ბრძოლა) დღეს. ფრეია გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში სიყვარულისა და ომის მშვენიერი ქალღმერთი, ასგარდის მკვიდრი. ფრეია წარმოშობით ვანებიდან იყო და ნორდის ქალიშვილი გახლდათ, როგორც ფრეი, მისი ტყუპისცალი ძმა, ნაყოფიერებისა და ზაფხულის ღმერთი (მასზე წინა პოსტში ვისაუბრეთ, თუ როგორ დარჩა მამამისი ნორდი მძევლად ასგარდში და ოდინმა იშვილა). ფრეი და ფრეიას მსგავსი მშვენიერების ქმნილებები არც ადამიანებში, არც ვანებში და არც ასებში არ მოიძებნებოდნენ. ასევე ორივენი ძალიან კეთილი და გულმოწყალე ღვთაებები იყვნენ. ფრეიას ჰქონდა ჯადოსნური შევარდენის ფრთა, რომლითაც ფრენა შეეძლო და ასევე გააჩნდა გნომების დამზადებული შესანიშნავი ოქროს სამკაული “ბრისინგამენი”. როდესაც ფრეია ტიროდა, მისი თვალებიდან ოქროს ცრემლები ცვიოდა. ფრეია გარდა იმისა, რომ სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იყო, ის მეთაურობდა ვალკირიებს – ღვთაებრივად მშვენიერ ქალ მეომრებს, რომლებიც ვალჰალას ემსახურებოდნენ. ფრეია ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, რომელსაც ფოლკვანგი ეწოდებოდა, ხოლო მის მთავარ სასტუმრო ოთახს სესუმნირი. სიყვარულის გარდა მშვენიერი ქალღმერთი ყურადღებას აქცევდა მოსავლიანობას და ნაყოფიერებას. ასევე მას შეეძლო ბრძოლაში გამარჯვებაც მოეტანა. ფრეია აგროვებდა ბრძოლაში დაცემულ მეომრების ნახევარს (ნახევარი ოდინს მიჰყავდა). ფრეია ცოლად ადამიანს, სახელად ოდს გაჰყვა, რომელიც ერთი გადმოცემით ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, ხოლო სხვა გადმოცემით ნახევრად ღმერთი გახლდათ. ოდი მალე უგზოუკვლოდ გადაიკარგა და ფრეია დაქვრივდა. სწორედ ოდის გადაკარგვის შემდეგ დაიწყო მან ოქროს ცრემლებით ტირილი. ფრეიამ ასებს შეასწავლა ჯადოქრობის ხელოვნება, რომელიც მანამდე ვანებში იყო გავრცელებული. სიფი გერმანულ – სკანდინავიურ მითოლოგიაში ნაყოფიერების ქალღმერთი, თორის მეუღლე, ასგარდის მკვიდრი. ითვლებოდა ფრეიას შემდეგ ყველაზე მშვენიერ ქმნილებად. განთქმული იყო თავისი ბაჟაღლო ოქროს თმებით. მისი ქალიშვილები იყვნენ ვალკირიები ტრუდი, მოდი და ულია (ულია არ იყო თორის შვილი). ვანების მთავარმა ღმერთმა ლოკიმ სიფის ღამით თმები მოპარა, თუმცა ეს თორმა მალე შეიტყო და საშინლად განრისხდა. ის მზად იყო ლოკის მოსაკლავად მაგრამ მან სთხოვა, რომ დრო მიეცა გამოესწორებინა დანაშაული. ლოკი წავიდა გნომების ქვეყანაში. გნომები კი განთქმულები იყვნენ მჭედლობის ხელოვნებაში. ლოკიმ მათ ახალი ოქროს თმების დამზადება სთხოვა, ისინი კი დასთანხმდნენ, რადგან უნდოდათ ღმერთებისთვის დაემტკიცებინათ თუ რა შესანიშნავი ხელოსნები იყვნენ. მათი დამზადებული თმები ობობას ქსელზე უფრო ნაზი და მშვენიერი იყო, როგორც კი სიფი თავზე დაიყენებდა, მაშინვე ჩვეულებრივი თმასავით იზრდებოდნენ. ლოკმა თმა სწრაფად მიართვა თორს, რომელმაც ის ისევ სიფს გადასცა. გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში მარადიული ახალგაზრდობის ქალღმერთი, ჯუჯა ივალდის ქალიშვილი, ბრაგის, პოეზიის ღმერთის მეუღლე. იდუნი ცნობილია, როგორც ვაშლის მცველი, რომლითაც ღმერთებს მარადიული ახალგაზრდობა ენიჭებოდათ. ერთხელ ფრინველმა ტიაციმ აიძულა დატყვევებული ლოკი, მისთვის გადაეცა იდუნი თავისი ჯადოსნური ვაშლებით, მაგრამ საბოლოოდ ლოკიმ ისევ დაიბრუნა ქალღმერთიც და ვაშლებიც, რადგან ოდინმა სიცოცხლეს გამოასალმა ტიაცი. იდუნი ცხოვრობდა ბრუნაკრში, ჭების ველზე, სადაც სიცოცხლისა და მუდმივი ახალგაზრდობის ჭები იყო. ჰელი მკვდართა სამყაროს, ჰელჰეიმის ქალღმერთი, ლოკისა და ქალი-გოლიათის, ანგრბოდის ქალიშვილი. როდესაც ლოკის ყველა შვილთან ერთად ოდინთან მიიყვანეს, მან ჰელს მკვდართა სამყაროს ქალღმრთობა უბოძა. მასთან მიდიოდა ყველა გარდაცვლილი ბრძოლაში დაცემული მეომრებისა და გმირების გარდა, რომლებიც ვალკირიებს ვალჰალაში მიჰყავდათ. ჰელი საშინელ სახეს იღებდა და ხალხს მისი ძალიან ეშინოდა. როდესაც ურჩხულად გარდაისახებოდა, მისი სხეულის ნახევარი შავ-თეთრი ხდება, ხოლო მეორე ნახევარი მკვდარივით უფერული. ტიური ტიური – კანონმდებლობის ღმერთი. იგი მფარველობს მართმსაჯულებას და რაციონალურ აზროვნებას. ტიურმა იცის ყველასა და ყველაფრის საზომი. ტიური არის ჭეშმარიტი რწმენის ღმერთი და მას ყოველთვის შეგვიძლია ვენდოთ. ეტიმოლოგიურად ტიური შეესაბამება ზევს-იუპიტერს. იგი აგრეთვე ცნობილია ულრის ან ულინის სახელით. თორი სახელი თორი იგივე ტუნარი ნიშნავს „მეხთამტეხელს“. თორი შეურყეველი ერთგულების ღმერთია. თორი არის ყოველთა მამის ოდინის და დედამიწის ქალღმერთის ერდის ძე. ოდინის შემდეგ, თორი ყველაზე პოპულარული ღვთაებაა. ვიკინგების ეპოქაში თორს თაყვანს სცემდნენ როგორც მთავარ ღმერთს და მას აგრეთვე უწოდებდნენ „უბრალო ადამიანების ღმერთს“. თორი აგრეთვე ცნობილია თავისი უთავბოლო ბრძოლებით იოტუნებთა ანუ გრიმტურსებთან, ყინულოვან გოლიათებთან. ის არის ასგარდისა და მიდგარდის უშიშარი დამცველი. თორი არის ერთადერთი ღმერთი რომელიც უნერგავს შიშს ცეცხლის ღმერთ ლოკის. ზოგჯერ თორი ითვლება დაბალი ინტელექტუალური განვითარების მქონე ღმერთად ოდინთან და ლოკისთან შედარებით, თუმცა მისი მეთოდები ხშირად ყველაზე სწრაფი და ეფექტური. თორის იარაღია ნეიტრონული ვარსკვლავისგან გამოდნობილი ზემკვრივი მაგიური გრდემლი ანუ ურო, სახელად მიოლნირი ანუ მოლმერი, რომელიც გამოჭედეს სვარტალფჰეიმში მცხოვრებმა ძმებმა ქონდრისკაცებმა, სინდრიმ და ბროკმა. მიოლნირი ყოველთვის ბუმერანგივით უბრუნდება თორს. ამბობენ რომ თორის მიმართ გულწრფელად მლოცველი ადამიანის ლოცვას იგი პირველი შეისმენს. ფრიგი ფრიგი არის ოდინის მეუღლე და ფლობს ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების უნარებს და თუმცაღა ხედავს მომავალს, იშვიათად საუბრობს მის შესახებ. ფრეია ფრეია – მაგიის, რომანტიკის, ეროტიკის და ფიზიკური კეთილდღეობის ქალღმერთი. ფრეერი – ესაა ფრეიას ტყუპისცალი ძმა. სახელები ფრეერი და ფრეია თარგმანში ნიშნავს „ბატონს“ და „ქალბატონს“ (ანუ ლორდს და ლედის). ფრეია მართავს ბუნების ციკლების ენერგიებს, რომლის სიმბოლოცაა ძვირფასი ყელსაბამი – ბრისინგამენი, რომელიც გამოჭედა ოთხმა ქონდრისკაცმა. ფრეია ჩრდილოეთის ღმერთებს შორის ყველაზე „ველურია“: თავისუფალი თავის რომანტიკულ და სექსუალურ არჩევანში; ღმერთების მოძღვარი და საყვარელი; მაგიური ხელოვნებებისა და ცნობიერების ტრანსფორმაციის მეტაფიზიკური ხელოვნების ოსტატი, რომელსაც ჩრდილოეთში ეწოდება სეიტი. ფრეია – ესაა ვანების ქალღმერთი, რომელიც ასგარდში მივიდა საკუთარ ძმასთან, ფრეერთან ერთად ტყვეების გაცვლის დროს ასების და ვანების ომის შემდეგ. გულვეიგის სახელით ის წარდგა ასგარდის ღმერთების წინაშე სადაც თავისი ოქროს და სილამაზის ბრწყინვალებით „დააბრმავა“ ასები. სამჯერ მოკლეს მათ იგი და სამჯერ აღდგა მკვდრეთით. ფრეერი ფრეერი მშვიდობის, რომანტიკის, ეროტიკის და მატერიალური კეთილდღეობის მფარველია. მას უწოდებენ ვერალდარგოდს – სამყაროს ღმერთს. ის მართავს დედამიწაზე და ჰაერში ბუნებრივ პროცესებს. ძველი ანგლოსაქსონების სულიერ ტრადიციასა და მაგიას, დაფუძნებულს ფრეერისა და ფრეიას კულტზე ეწოდება „ვიკეკრაეფტ“ ანუ „ვიჩკრაფტ“, აქედან სიტყვა „ჯადოქრობა“, ეს არის იგივე „ვიკა“ ანუ ის სულიერი ტრადიცია, რომელსაც პრაქტიკაში ახორციელებენ თანამედროვე ჯადოქრები. ნიორდი ვანაჰეიმის ღმერთებს შორის ნიორდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ის არის ფრეიასა და ფრეერის მამა. ნიორდი არის ბარაქის ღმერთი. ის მართავს წყლის სტიქიას და ჰაერის სტიქიას ოკეანის ზემოთ. ბრაგი – მჭერმეტყველების, სიბრძნისა და პოეზიის ღმერთი. იდუნის მეუღლე. ეირი – მედიცინის ღმერთი. ღმერთებისა და ქალღმერთების მკურნალი. ფორსეტი – მართლმსაჯულების ღმერთი. ფულა – ოდინის მეუღლის ფრიგის ერთგული დამხმარე. ეხმარება ღმერთებსა და ქალღმერთებს. გეფიონი – სათნოებების ქალღმერთი. გნა – ტრანსფორმაციის ქალღმერთი, ფლობს ზეცნობიერების ძალას. ჰეიმდალი – გუშაგი ღმერთი, ასგარდის მცველი, ნათელმხილველი და ყოვლისმსმენელი. ხლინი – ქალღმერთი, რომელიც იცავს ადამიანებს ფიზიკური საფრთხისაგან. ჰიოდრი – ბრმა ძალის ღმერთი. იდუნი – მარადიული განახლების ქალღმერთი, ის არის ღმერთების ღვთაებრივი მრისხანების შემაკავებელი და მშვიდობის მცველი ქალღმერთი. ლოფნი – თანხმობის ქალღმერთი. ლოკი – ცეცხლის ღმერთი, იგი აგრეთვე არის ცბიერების, მზაკვრობის, ტრანსფორმაციის და ტყუილის ხელოვნების ღმერთი, ლოკი შეუდარებელია იუმორში და ხუმრობებში. საგა – ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების ქალღმერთი. სიოფნი – სიყვარულის ქალღმერთი. სნოტრა – გონების ქალღმერთი. სინი – უარყოფის ქალღმერთი. სასამართლოში ბრალდებულის დამცველი. სკადი – მებრძოლი ქალღმერთი, ნადირობისა და თოვლის ქალღმერთი. მფარველობს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქალებს. ბალდერი – მზიური ღმერთი, მშვიდობის ღმერთი, ადამიანთა მკურნალი. ვალი – შურისძიების ღმერთი. ვარი – ჭეშმარიტების ქალღმერთი. ვიორი – ყოვლისმხედველი ქალღმერთი, ინტუიციის მფარველი. ოესტარა – შემოდგომის ქალღმერთი. მანი – მთვარის ღმერთი. სუნა – მზის ქალღმერთი.
-
- ოდინი
- სკანდინავია
-
(and 1 more)
Tagged with: