Search the Community
Showing results for tags 'მეოცნებე ერი'.
-
80-ანების ბოლოს ქართველები ყვიროდნენ: რად გვინდა საბჭოთა კავშირი?! ბორჯომის და მანდარინის ექსპორტითაც შევძლებთ თავის რჩენას. 1992 წლის დასაწყისში დაამხეს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, და დაიწყეს ყვირილლი: ჯაბა იოსელიანი გვინდა ხელისუფლებაში, ის დაამყარებს წესრიგს, თანაც ნახევრად ოსია და მოაგვარებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს. იმავე წელს ქართველებს უხაროდათ ედუარდ შევარდნაძის “ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის” ჩამოსვლა. მან დაანგრია საბჭოთა კავშირი, მთელი დასავლეთი მას პატივს სცემს და შეგვინახავენ – ბუტბუტებდა “ბრძენი” ერი. 1999 წლისთვის, ყველაფერი რომ გაიფლანგა და მთელი დარჩენილი საწარმოები თურქეთში ჯართად გაიყიდა, მოსახლეობამ ვნებით შეხედა გადამდგარ ამერიკელ გენერალს ჯონ შალიკაშვილს, რომელიც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. ბევრმა იფიქრა: ეგებ მან მაინც გვიხსნას და გადაგვარჩინოს?!!! მაგრამ ჯონ (მალხაზ) წავიდა რესტორანში, მოინახულა წინაპრების სოფელი, თვალი შეავლო დაბინძურებულ თბილისს და წავიდა. შემდეგ მესიის როლში სააკაშვილი მოგვევლინა, ამ პერსონაჟმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ სარეცხი მანქანები არ ცვიოდა ციური მანანასავით ქართველთა თავებზე, და ამ დროს გამოჩნდა მეფეთ მეფე, “მეორე იესო”, სარეცხი მანქანების მჩუქებელი, გადაუხდელი კრედიტების დამფარველი – ბიძინა ივანიშვილი. არა, მან არავის არაფერი აჩუქა, და მიუხედავად მის სახლთან თვითდაწვის მცდელობისა, არცერთი კრედიტი არ დაფარა, პრინციპში არც არაფერი გააკეთა. მაგრამ ბიძინამ სწორად გამოიცნო პარტიის დასახელება – “ქართული ოცნება”, რამეთუ მეოცნებე ერი სწორედ ასეთ პარტიას აირჩევდა! ახლოვდება ომის მორიგი წლისთავი, ქარტველები ლანძღავენ წინა მთავრობას, და ჰგონიათ რომ ამისთვის რუსეთი მათ დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჭეშმარიტად მეოცნებეა ეს ხალხი! ზურაბ ჯავახიძე მართალია ავტორი! რა დებილი და უმადური ერი ვართ