Search the Community
Showing results for tags 'მედიცინა'.
-
საქართველოში ფარმაცევტული კუთხით სერიოზული პრობლემებია, მთავარი მიზეზი ამისა კი არის საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა. იქიდან დავიწყებ რომ ჩვენ "ავადმყოფების ქვეყანა" ვართ, წამლებზე მოთხოვნა საქართველოში ძალიან მაღალია, ეს არცაა გასაკვირი და მარტო ჩვენს ქვეყანაში არ შევხვდებით ამას, მაგრამ აქ საკითხი ხარისხსა და ადეკვატურობაშია. ხშირად შეხვდრილხართ ფაქტს როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ურჩევს წამალს, ეუბნება რომ ეს წამალი მას ექიმმა გამოუწერა და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ხალხნო, იმის მიუხედავად რომ დაავადების სიმპტომები შეიძლება აბსოლიტურად ემთხვეოდეს ერთმანეთს ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენც აუცილებლად ეგ ავადმყოფობა გჭირთ. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ექმთან კონსულტაციის მარტივი წესი. ნუ დაუჯერებთ ახლობლებს, მეზობლებს ან უცხოებს, ამის ყველაზე მარტივი მაგალითია ე.წ მაღალ წნევიანი ხალხი, ისინი ერთმანეთს ურჩევენ და აძლევენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, მაშინ როდესაც ამ დაავადების გამომწვევი უამრავი გზა და მექანიზმია, რათქმაუნდა ეს წამლები ყოველთვის ეფექტური არ იქნება რადგან ისინი ერთი კონკრეტული მექანიზმით მუშაობენ და ხშირ შემთხვევაში ეს "მეზობლის შემოთავაზებული" წამალი თქვენზე საერთოდ არ იმოქმედებს, შედეგად თქვენ ტყუილ უბრალოდ მოწამლავთ საკუთარ თავს და დამატებით რუტინას შემათებთ საკუთარ ღვიძლს. ამერიკაში მხოლოდ ასპირინით წელიწადში 3500 ადამიანი იღუპება. დიახ ეს უწყინარი, მარტივი და ზეპოპულარული პრეპარატიც კი ორგანიზმისთვის საწამლავია. ფარამციაში არსებობს სამეცნიერო განხრა რომელსაც ეწოდება "ფარმაკოკინეტიკა", ეს მეცნიერება შეისწავლის წამლის მოქმედებას ორგანიზმზე სხვადასხვა პარამეტრებით, მაგალითად, შეწოვა, წამლის განაწილების მოცულობა, წამლის ნახევრად გამოყოფის დრო (T 1/2), კლირენსი (ორგანიზმის სრული გაწმენიდს მაჩვენებელი) და სხვა... ეს პარამეტრები ერთმანეთთან დამოკიდებულებაშია და მათი მაჩვენებლები მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანს კონკრეტულ წამალზე ერთნაირი მაჩვენებლები არ აქვს, აქ უნდა გათვალისწინებული იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. საქართველოში ამის პრაქტიკა ფაქტიურად არ არსებობს. ექიმი პრეპარატს მხოლოდ სიმპტომებზე დაკვირვებით კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ ავადმყოფზე ფარმაკოკინეტიკური კვლევის საფუძველზეც. ხშირად ავადმყოფები იღუპებიან არა ავადმყოფობით არამედ არასწორი მკურნალობით. რათქმაუნდა არავინ დაიწყებს მისი სისხლის პლაზმის კვლევას რადგან ყველას გონია რომ ის ავადმყოფობამ მოკლა. ზოგიერთ პრეპარატს ნახევრად გამოყოფის დრო ძალიან მაღალია, მაგალითად ფენობარბიტალის ნახევრად გამოყოფის დრო შეადგენს 17-24 დღეს, წარმოიდგინეთ რა რაოდენობით დაგროვდება ეს პრეპარატი ორგანიზმში თუ მას ექიმი დანიშნავს რეგულარულად, როდესაც ფენობარბიტალი მიაღწევს ტოქსიკურ კონცენტრაციას ორგანიზმში, ავადმყოფი დაიღუპება. შემდეგი პრობლემა ავტომატურად ექიმების არაკვალიფიციურობას და არასინდისიერებას ეხება. საქართველოს შეუძლია იამაყოს ექიმებით და ძალიან ბევრი მათგანი სახელგანთქმულიცაა მთელს მსოფლიოში, მაგრამ ეს ყველას არ ეხება რათქმაუნდა, არიან ისეთებიც რომლებიც არ იმსახუარებენ თეთრ ხალათებს. ამ ყველაფერთან ერთად ფარმაცევტული ბიზნესიც ცუდად მუშაობს საზოგადოებაზე.იცით ალბათ რომ ზოგიერთი ექიმი მოსყიდულია ფარმ-კომპანიების მიერ და ისინი მხოლოდ მათ მიერ ნარჩევ ჯენერიკ მედიკამენტებს ნიშნავენ. კუჭის პრობლემებსაც ხშირად შეხვდებით და არცაა გამორიცვხული რომ თქვენც გაწუხებდეთ ეს პრობლემა... ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის არსტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ისეთები როგორიცაა ასპირინი, ციტრამონი, პარაცეტამოლი და სხვა პირველი რიგის პრეპარატები, რომლებიც კუჭის გარსს აღიზიანებს და საგრძნობლად უწყობს ხელს კუჭის წყლულის განვითარებას. ეცადეთ მოერიდოთ ასეთი პრეპარატების ხშირ მიღებას. კიდევ ერთი დიდი პრობლემა ეხება ატიბიოტიკების თემას. საქართველოში ექიმთა უმრავლესობა ანტიბიოტიკებს პანტა-პუნტით გამოგიწერთ, მაშინ როდესც განვითარებულ ქვეყნებში ამ მეთოდს განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავენ. პირველ რიგში ყველა ანტიბიოტიკ ალერგიულია, და მეორე რიგში უმთავრესი პრობლემა ეხება ბაქტერიების "რეზისტენტობის" პრობლემას. რეზისტენტობა არის ბაქტერიის ერთგვარი მუტაციური იმუნიტეტი რომელსაც ის გამოიმუშავებს მასზე მომაკვდინებლად მოქმედი ნივთიერებებისგან თავდასაცავად, თუ ანტიბიოტიკო თერაპია არასწორად იქნა დანიშნული, პრეპარატმა შეიძლება ბოლომდე ვერ მოსპოს ბაქტერიები ორგანიზმში, შესაბამისად გადარჩენილი ბაქტერიები რომლებიც ებრძოდნენ ამ ნივთიერებებს, ზოგიერთ შემთხვევაში ხდებიან "რეზისტენტულები" ამ ნივთიერებების მიმართ. შემდგომ ყველაფერი ჯაჭვური პრინციპით ხდება, ეს ბაქტერიები მრავლდებიან და დაავადებული ადამიანი გადასდებს ამ ინფექციას სხვა ადამიანებს რომლებზეც შესაბამისად არ იმოქმედებს ის კონკრეტული ანტიბიოტიკი. ამ მარტივი შეცდომით ცვენ საკუთარ შთამომავლობებს ვუტოვებთ მდგრად და შეგუებულ ინფექციებს. რათქმაუნდა აქ მარტო ექიმი არ არის დამნაშავე, ადამიანები რომლებიც ანტიბიოტიკოთერაპიის მსვლელობის დროს თავს კარგად გრძნობენ, ხშირად კურსს ეშვებიან რადგანნ თავი გამოჯანმრთელებული გონიათ, სინამდვილეში კი ეს არ შეიძლება! ბოლომდე დაამთავრეთ კურსი, ის პერიოდი (7 დღე, 14 დღე და ა.შ) რასაც ექიმი დანიშნავს! ამ ყველაფერთან ერთად აფთიაქში მომუშავე პერსონალთა 70-80% პრატიკულად არაფარმაცევტად შეგიძლიათ მოიხსენიოთ და მათი ადგილი თქვენც შეგიძლიათ დაიკავოთ უბრალო ტესტირებების და მხოლოდ წამლის სახელის და მათი მწარმოებლის ცოდნით. ეს პრობლება საგრძნობლად გადაჭრა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა პროგრამამ რომელის მიხედვითაც მეორე რიგის (მხოლოდ ექიმის რეცეპტით დაშვებული) პრეპარატებზე შეზღუდვა. ეს ალბათ ერთი ნაბიჯია ამ კატასტროფის აღმოსაფხვრელად და დიდი იმედი მაქვს რომ საზოგადოება უფრო მეტად იქნება ჩახედული ამ საკითხებში. გახსოვდეთ, ყველა შხამი მცირე დოზით წამალია, ხოლო ყველა წამალი დიდი დოზით შხამი... გისურვებთ ჯანმრთელობას.