Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'მაჰამაია'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 1 result

  1. ფრაგმენტი ჩატერჯის, დატას და პრაკაშანანდას წიგნიდან „ადვაიტა ვედანტას ფილოსოფია ანუ შრი შანკარაჩარია“ (თარგმნილია რუსულიდან ღვთისავარ ჩაბრავას მიერ) ღმერთის წიაღიდან მაიას ძალით სამყაროს ევოლუციის სამი სტადია: განვიხილეთ რა სამყაროს შექმნის პროცესი, ჩვენ დავინახეთ რომ ადვაიტას მიმდევრები ბრაჰმანის წიაღიდან სამყაროს ილუზორულ ევოლუციას მაიას ძალით განიხილავენ როგორც ნატიფის საგნობრივად ხილვადი გარდასახვის პროცესს. ევოლუციის ამ პროცესში თესლიდან მცენარის აღმოცენების მსგავსად განიხილავენ სამ სტადიას: არადიფერენცირებული - თესლი, ჩანასახი (კაუზალური სტადია); სუსტად დიფერენცირებული (ასტრალური) - თესლის აღმოცენება; მთლიანად დიფერენცირებული (ფიზიკური) - მცენარე. ბრაჰმანზე როგორც უცვლელ რეალობაზე რაღათქმაუნდა არ შეიძლება ითქვას რომ ის ევოლუციას განიცდის. ყოველგვარი ევოლუცია და შესაბამისად ცვლილება განეკუთვნება მაიას (ილუზიას). მაია - ესაა შემოქმედებითი ძალა (შემოქმედებითი ილუზია), რომელიც დასაწყისში არის გამოუვლენელი (ავიაკტა), შემდეგ დიფერენცირდება ნატიფ ობიექტებში და საბოლოოდ საგნობრივ ნივთიერ ობიექტებად. ბრაჰმანი როგორც არადიფერენცირებული მაიას მფლობელი, იწოდება - იშვარად (ანუ იშად) და ითვლება ყოვლისმცოდნედ და ყოვლისშემძლედ. ესაა სწავლება, რეალურ შემოქმედებამდე არსებული ღმერთის შესახებ, რომელიც ფლობს შემოქმედებით ძალას . ბრაჰმანი რომელსაც გააჩნია სუსტად ნატიფად დიფერენცირებული მაია, ეწოდება - ხირანიაგარბჰა (აგრეთვე სუტრატმა ან პრანა). ამ შემთხვევაში ღმერთი იქნებოდა ყველა ნატიფი ობიექტის ერთობლიობა. ბრაჰმანი რომელიც ფლობს კიდევ უფრო ძლიერად დიფერენცირებულ მაიას, ნივთიერ შეგრძნობად ფიზიკურ საგნებში - ეწოდება ვაიშვანარა ანუ ვირაჯი იგივე ვაირატი. ამ გაგებით ღმერთი არის ყველა ფიზიკური ობიექტის ერთობლიობა, მთელი გარემომცველი სამყაროსი, ყველა ინდივიდის (ჯივების) ჩათვლით. ზოგჯერ ევოლუციის ამ თანდათანობით პროცესს ადარებენ ინდივიდის ცხოვრების სამ სტადიას: ღრმა ძილს, ჩვეულებრივ ძილს და სიფხიზლეს. იშვარა - ესაა ღმერთი ღრმა ძილში, ხირანიაგარბჰა - ჩვეულებრივ ძილში, ხოლო ვაიშვანარა - ღმერთი სრული ფიზიკური სიფხიზლის მდგომარეობაში. უნდა აღინიშნოს რომ სიტყვა იშვარა ამ კონტექსტში გამოიყენება ვიწრო გაგებით, მიეწერება რა ის მარტო პირველ სტადიას, მაშინ როდესაც ამ სიტყვით აღნიშნავენ ღმერთის ანუ ბრაჰმანის იმანენტურ ასპექტს მთლიანობაში ანუ ბრაჰმანისა რომელიც დაკავშირებულია თავის უპადხებთან ყველა სტადიაზე. ღმერთის ეს სამი იმანენტური ასპექტი სამყაროს შემოქმედებასთან მიმართებაში, მის ტრანსცენდენტურ ასპექტთან ერთად, რომელიც ყოველგვარ მსგავს კავშირთა მიღმა იმყოფება, შეადგენენ ბრაჰმანის ოთხ შესაძლო ასპექტს: სუფთა ცნობიერება-ყოფიერება (პარაბრაჰმან), იშვარა, ხირანიაგარბჰა და ვაიშვანარა. თუმცაღა ისინი როგორც წესი აღმოჩინებისა და გამოვლინების თანმიმდევრულ სტადიებად ითვლებიან, თუმცაღა ამასთან მათი განხილვა შეიძლება როგორც ერთდროულად არსებულთა. რამეთუ სუფთა ცნობიერება (ჩაიტანია) არსებობს მარადიულად, მაშინაც კი, როდესაც ის ევოლუციონირებადად გვეჩვენება; ზუსტად ასევე და ამგვარად მისი ნატიფი გამოვლინებები (მაგ. ინტელეტი, მანასი, ნატიფი გრძნობები, გრძნობათა ორგანოები და მოტორული ორგანოები) განაგრძობენ არსებობას ნივთიერი გამოვლინებების გაჩენასთან ერთად. შანკარა არ ანიჭებს რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას შემოქმედების სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო სურათებს და მეტაფორებს მათი გამყარებისათვის, თუმცა ის მაინც ცდილობს ახსნას ისინი ისე როგორც ისინი გვხვდებიან სხვადასხვა წმინდა ტექსტებში, ცდილობს რა ერთნი გაამართლოს, ხოლო სხვანი უარყოს. სამყაროსთან მიმართებასი ადამიანის წინაშე დგას ორი პრობლემა. ერთი მდგომარეობს შემდეგში: როგორია პირველყოფილი ფუძე-დასაბამი, სუბსტანცია თუ რეალობა, მსოფლიოს მიერ ლოგიკურად შემოთავაზებული? სხვა პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: რატომ და როგორ ჩნდება მსოფლიო იმისგან რაც პირველადად ითვლება? პირველი პრობლემის გადაჭრა აშკარად ფილოსოფიის პირველი მნიშვნელობის საქმეა. შანკარა, სპინოზა, შოპენჰაუერი, ბრედლი და მსოფლიოს ფილოსფოსთა უმრავლესობამ სწორედ ამ პრობლემას მიუძღვნეს ცხოვრება. ისინი იწყებდნენ ფაქტების სამყაროდან, მიღებულებს გამოცდილებით, კრიტიკულად აანალიზებდნენ და ცდილობდნენ აღმოეჩინათ ის, რაც მათ მიერ ლოგიკურად უკვე იყო ნავარაუდევი. აქ მთავარი ინსტრუმენტის როლს თამაშობდა აზროვნება, ლოგიკა. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ აღმოაჩინა შანკარამ სუფთა ყოფიერება და ცნობიერება როგორც ერთადერთი და პირველყოფილი რეალობა. მეორე პრობლემის გადაჭრა - მითოლოგიისა, რომელიც ღმერთის (ან რომელიმე სხვა პირველსაწყისის) წიაღიდან გამომდინარეობს და გვაწვდის ფანტასტიკურ აღწერას, რატომ და რა გზით იქნა შექმნილი სამყარო. აქ მთაბარ მეთოდს წარმოადგენს წარმოსახვა და მითოლოგიისაგან არავინ არ უნდა ელოდოს ლოგიკურ სიზუსტეს. როგორც წმინდა ტექსტები და მთელი მსოფლიოს ლეგენდები გვაჩვენებენ, სამყაროს მითოლოგიური ახსნა განმარტება ადამიანური გონებისათვის ყოველთვის გართობა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში. ზოგჯერ მითოლოგია გადაჯვარედინდება ფილოსოფიურ თვალსაზრისთან. მაგრამ ყველა დიდი ფილოსოფოსი გაურბოდა მითოლოგიურ ახსნა განმარტებებს. სპინოზას ფილოსოფიის ბანალური კრიტიკა, რომლის მიხედვითაც სუბსტანციის მისეული გაგება წარმოადგენს ლომის ბუნაგს, სადაც შესვლა შესაძლოა, ხოლო გამოსვლა არა, ეყრდნობა სწორედ ამ ფაქტს, თუმცაღა მისი მომხრენი ხედავენ ფილოსოფიის პირველივე საკითხის არასწორ გაგებას. გრინი და ბრედლი გულახდილად აღიარებენ რომ ფილოსოფიას არ შეუძლია სამყაროს შექმნის ახსნა. ასევე უდგება შანკარა მონათხრობებს სამყაროს შექმნის შესახებ, რომელნიც ასახულნი არიან სხვადასხვა წმინდა ტექსტებში, არა იმ სერიოზულობით, რომლითაც ის ცდილობდა ბრაჰმანის რეალურობის დამტკიცებასა და დადგენას, როგორც მსოფლიოს პირველყოფილი დასაბამისა და ფესვისა ან გამოეხატა წინააღმდეგობრივი ცვალებადი და ნაწილაკობრივი სასრული სახეობები არსებობისა. შანკარასათვის სამყაროს შემოქმედების აღწერა ჭეშმარიტია მხოლოდ და მხოლოდ შედარებით უფრო დაბალი თვალსაზრისით (ვიავახარიკა-დრიშტი). შანკარას სწავლება მე-ს, დამოკიდებულების და განთავისუფლების შესახებ. მე (self) აბსოლუტურად იდენტურია ბრაჰმანისა: ჩვენ უკვე დავინახეთ რომ შანკარა მიყვება აბსოლუტურ მონიზმს, ადვაიტას. ყობელგვარი განსხვავება თავად ობიექტებს შორის, სუბიექტსა და ობიექტს შორის და აგრეთვე ადამიანურ მე-სა და ღმერთს (აბსოლუტს) შორის წარმოადგენენ მაიას ილუზორულ ქმნილებებს. შანკარა დაჟინებით ამტკიცებს ყველასა და ყველაფრის აბსოლუტურ იდენტურობას, ყოველგვარი „რეალური“ განსხვავებების ე.ი. დიფერენციაციების გარეშე და ცდილობს ლოგიკურად მიყვეს ამ კონცეფციას ყველა საკითხში. ამიტომაც ის უდავოდ აღიარებს ადამიანური სულისა და ღმერთის იდენტურობას როგორც აზრს, რომელიც არაერთხელ და არაერთგზის გამოთქმულა უპანიშადებში. შანკარა, თავის ერთერთ კომენტარში წერს: „ბრაჰმანის შემეცნება ანუ მატერიალური სამყაროსაგან სრული თვითგანდგომის ფსიქიკური მდგომარეობა, სულიერი აბსოლუტის, ბრაჰმანის, ღმერთის, უტამა პურუშას, სამყაროს პირველყოფილი პრინციპის სიღრმეში გასხივოსნებულ შეჭრასთან ერთად, არის უცილობელი და კატეგორიული წინაპირობა ადამიანის სულიერი არსების, სანსარიკული არსებობის ციხიდან განთავისუფლებისა. ამისათვის ინდივიდუუმმა (ჯივატმანმა) საღად და ჯანსაღად უნდა გააცნობიეროს, მთელი უვარგისობა და უსაფუძვლობა უხეში სხეულებრივ გარსში, უღიმღამო და ბნელი „ჭის“ როგორც ციხის წიაღში, ტანჯული არსებობისა და გამოავლინოს ჭეშმარიტი და გულახდილი, დაჟინებითი, ბეჯითი მიზანსწრაფულობა სულიერი გასხივოსნების მოპოვებისა, ღმერთის, უმაღლესი რეალობის შემეცნებისა. ღვთის, ბრაჰმანის შემეცნების წყურვილი, უნდა იყოს ტოტალური, რომელიც არ აღიარებს არანაირ ბარიერებს და წინაღობებს. მაგრამ ტოტალური სურვილი ღვთაებრიობის ნექტარში ჩაძირვისა ადამიანში არ აგიზგიზდება იქამდე სანამ, მისი გონება (მანას-ბუდჰი) არ იქნება განწმენდილი მატერიალური კარმული კავშირებისაგან, ანუ უხეში და ნატიფი ანაბეჭდებისაგან (სამსკარებისა და ვასანებისგან) ბოროტი, ცუდი, ცოდვილი აზრებისაგან, სიტყვებისა და საქმეებისგან. სანამ ადამიანი იმყოფება და იმართება მრისხანების, ვნების, შურის და ა.შ. მიერ, რომლებიც გონებაში ჩნდებიან გონებაში დაგროვილი ნეგატიური ტენდენციების არსებობის რეზულტატში, სანამ ის არ გამოიჩენს მისწრაფებას პარაბრაჰმანის ჭეშმარიტების შეცნობისა და უმაღლესი არაკონცეპტუალური ცოდნა (პრაჯნია) არ გაბრწყინდება მის გონებაში. ამიტომაც ასკეტური პრაქტიკა (იამა და ნიამა), იოგინური ვარჯიში და კარმაიოგის აღსრულება წარმოადგენენ აუცილებელ წინაპირობებს სანსარიკულ ჭაობში მძინარე ადამიანური გონების გამოღვიძებისათვის. მიაღწევს რა გასხივოსნებას, ნირვანას და ბრაჰმანში საბოლოო განმტკიცებას, ადამიანი თავად ღმერთი ხდება, რომელიც ფლობსთავისუფალ ნებას აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. მაგრამ იმდენად რამდენადაც გასხივოსნებულს, ბრაჰმანის შემცნობს არ გააჩნია რაიმე ნაირი ეგოისტური, ანგარებიანი სურვილი, ყველა უმდაბლესი ცხოველური ინსტინქტებისგან განთავისუფლების გამო, მაშინ ის ცდილობს დაეხმაროს სხვა ადამიანებს, რათა ისინიც განთავისუფლდნენ სანსარიკული მონობისაგან. ის მოწყალების გამო, გადასცემს მათ ადვაიტას ცოდნას და ასე და ამგვარად იღწვის საყოველთაო კეთილდღეობისათვის. კონტრარგუმენტი: მაგრამ სამსარა ხომ შეიძლენა იქნეს განადგურებული ჭეშმარიტი ცოდნით (ჯნანათი) მარტო იმ შემთხვევაში, თუ ეს სამსარა (სანსარა) - მარტო ილუზიაა, ცრუ ხილვადობა, დროებითი ჰალუცინაცია, - და მხოლოდ ამ შემთხვევაში გასხივოსნება შეიძლება გახდეს უკვდავების მიზეზი. მაგრამ ეს ასე არაა, რამეთუ სანსარა უშუალოდ აღიქმება და იგრძნობა და ჩანს რომ მას არ გააჩნია არც საწყისი და არც სასრული. როგორ უნდა შეწყდეს იგი თუ თავად აღიარებთ რომ კარმა (სანსარიკული განპირობებულობა ინდივიდისა) უსაწყისოა და შესაბამისად უსასრულო; ალოგიკურია მას მიეწეროს დასრულებადობა, იმას რაც უსაწყისოა? და არაა არანაერი შესაძლებლობა დამტკიცებისა, რომ ჯივატმას დამოკიდებულობა სხეულზე - ადხიასას, ჩანაცვლების (სუპერიმპოზიციის), იმდენად რამდენადაც ატმან-ბრაჰმან-პურუშას ბუნება სრულებით აბსოლუტურად განსხვავებულია ყველაფერი დანარჩენისაგან (მატერიისაგან, პრაკრიტისგან) იმის გამო რომ ატმანი - ესაა სუფთა (დაუბინძურებელი და უმინარევო) სუბიექტი, შემეცნებადი როგორც „მე ვარ მე“. მისი მსგავსი არ არსებობს. ვედანტისტის პასუხი: თქვენ მართალი ხართ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის სიღრმისეული გაანალიზებაც აუცილებელია, - მარტივი გადაჭრა საკითხისა აქ არ არის. ეს სინამდვილეში გადაუდებელი და მდიდარი საკითხია, რომელიც სასწრაფო განხილვას საჭიროებს, რამეთუ „სიკვდილი არგკითხავს მოვიდეს თუ არა შენთან“. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ვერავინ დაიწყებს იმის მტკიცებას რომსამსარა რეალურია მარტო იმიტომ, რომ ის გრძნობათა ორგანოიბის მიერ შეიგრძნობა; და ჭეშმარიტება და ტყუილი სრულებითაც შეიძლება იყვნენ შეგრძნებადნი (ინდრიების - გრძნობათა ორგანოების) მეშვეობით. არარსებული გველი, მაგ. ვადებთ რა შეშინებულ ფანტაზიას თოკზე, გარკვეულ დრომდე სწორედ ასეთ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, როგორც ნამდვილი და ჩვენ ვხედავთ, რომ შეშფოთებული წარმოსახვის ილუზორულ პროდუქტსაც კი შეუძლია ადამიანის მიყვანა სასიკვდილო შოკამდე, თუ ეს ილუზია არ იქნება რეალობის ცოდნით გაფანტული. ამიტომაც მატერიალური სამყარო და ადამიანის უხეში მკვეთრად დიფერენცირებული სხეული წარმოადგენენ ფიქტიურ პროდუქტებს არარსებული ილუზია-მაიისა, შესაძლოა ოგვეცვენოს რეალურებად (სატ) ცნობიერებისათვის, რომელიც უმეცრებითაა გარემოცული, უფრო ზუსტად ცრუ ცოდნით (მიტხია ჯნანათი). შემდეგ, სანსარა, არ შეიძლება იყოს რეალური მისი ლიკვიდაცია-შეწყვეტის შეუძლებლობის გამო, რამეთუ შრუტის და სმრიტის (წმინდა წერილის, შასტრების) თვალსაზრისით სანსარა შეიძლება გადალახულ იქნეს, ბრაჰმანის გაცნობიერებით და ადამიანის უმაღლეს სავანეში - ნირვანაში გადანაცვლებით. ასევე მიზეზობრიობის (კაუზალურობის) სანსარას ბორბალის შეწყვეტა, გუნების ვიბრაციული მოძრაობის შეჩერება სრულებით შესაძლებელია; თუ სამყაროს შემოქმედებითი საწყისი - ესაა სპონტანური იმპულსი (სპანდა) მიზეზობრივ სუბსტანციაში (პრანაში), მაშინ ამ იმპულსის ჩაქრობა შესაძლებელია, უკიდურეს შემთხვევაში, იმდენად რამდენადაც მისი ახალი აქტივობა. ჩვენ კი, მაგალითისათვისა, მონიყვანთ ციტატას შრუტიდან, რომლებიც აჩვენებენ რომ მატერიალური სამყარო არარეალურია, რომ ის მხოლოდ ავიდია მაიათი არის წარმოშობილი: „მარტო ერთიანი ბრაჰმანია რეალური, ხოლო ყველაფერი სხვა ცრუა“, „მასში არაა რაიმენაირი დიფერენცირებულობა, დაყოფადობა“, „ის შეიძლება იქნეს შემეცნებული ერთიანი მთლიანის ერთგვაროვან არადუალისტურ ფორმაში“(ბრიხადარანიაკა უპანიშადა).“ იქ - აბსოლუტური ერთობაა“ (იშა უპანიშადა). „ყოველგვარი დუალიზმი ილუზორულია“ (მანდუკია კარიკა). „არ არსებობს არაფერი სხვა, განცალკევებული მისგან (ბრაჰმანისგან)“ (ბრიხადარანიაკა უპანიშადა). ასე როგორ? რამეთუ თუ ის შეცნობილია, აღარ რჩება არაფერი რისი შეცნობაც აუცილებელი იქნებოდა!“ (შვეტშვატარა უპანიშადა). „ ბრაჰმანი მარტო ერთია მეორის გარეშე“, „ ყველა ცვლილებისა და ტრანსფორმაციის დასაბამში ძევს ხმა, მეტყველება და ყველა ცვლილება მარტო სიტყვაა, რომელსაც არ გააჩნია რეალური შემცველობა“ (ჩხანდოგია უპანიშადა). „იცოდე რომ ეს მატერიალური სამყარო მაიაა“, „მაიას მეუფე იგონებს და ქმნის ამ სამყაროს“ (შვეტაშვატარა უპანიშადა). „მაიას ზეგავლენის გამო ერთიანი მეუფე, გვეჩვენება მრავლად“ (ბრიხადარანიაკა უპანიშადა). სხეული არარეალურია: ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან. მაგრამ ჩვენს მიერ აღქმადი სხეული და მატერიალური ობიექტები მარტო ილუზორულ მოჩვენებითობას წარმოადგენენ. როდესაც ჩვენ გავაცნობიერებთ ამას მაშინ ერთადერთ რეალობად დარჩება ცოცხალი სული, რომელიც სხვა არაფეია თუ არა ღმერთი. გამონათქვამი: „ესა ხარ - შენ; ტატ ტვამ ასი“ ნიშნავს ადამიანური სულისა და ღმერთის სრულ იდენტობას. მართალია თუმცაღა, თუ ჩვენ „შენ-ად“ემპირიულ ინდივიდს მივიჩნევთ, შეზღუდულს და განპირობებულს თავისი სხეულით (უპადხი) და სიტყვა „ეს-ად“, მიღმიერ სულიერ რეალობას, მაშინ „შენ“ და „ეს“ არიქნებიან იდენტურები. აი რატომაა საჭირო რომ „შენ-ში“ უნდა ვიგულისხმოთ ადამიანის სუფთა სულიერი ცნობიერება, ხოლო „ეს-ად“ ღმერთის არსის შემდგენელი სუფთა ცნობიერება. (ადვაიტა) ვედაბტისტები მიუთითებენ ცნობიერებათა ამ სახეობების სრულ იდენტურობაზე. ეს შეიძლება გარკვეული იქნეს იდენტურობის განხილვით, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამთ, ვხედავთ რა დევადატტას მეორეჯერ, მაგ. როგორც: „ ეს - ის დევადატტაა“. პირობები რომლებშიც ადამიანი იმყოფებოდა გუშინ, რაღათქმაუნდა ვერ იქნებიან იმ პირობათა სრულად იდენტურნი რომლეშიც ადამიანი იმყოფება დღეს. შესაბამისად, ვერ იქნება იდენტურობა ერთი ადამიანისა რომელიც ერთ პირობებში იმყოფება და მეორე ადამიანისა რომელიც სულ სხვა პირობებშია. ჩვენ ვამტკიცებთ რომ ადამიანი სხვადასხვა ქრონალური დროებითი პირობების გათვალისწინების გარეშე უნდა იყოს ერთი და იგივე. ასევეა საქმე მე-სა და ღმერთის იდენტობის შესახებ სწავლებასთან დაკავშირებით. მე, განვლადი პირობების გათვალისწინების გარეშე, პირობებისა რომლებიც მას სუფთა ცნობიერებისგან (შუდხაჩაიტანია) განასხვავებს, სუფთა ცნობიერებისგან რომელიც არის ღმერთი, რომელიც ყოველგვარი ატრიბუტებისაგან განძარცვულად განიხილება, ატრიბუტებისაგან რომლებიც მას სუფთა ცნობისგან განასხვავებს. ამგვარი აზროვნება არ უნდა ჩაითვალოს ტავტოლოგიურად და ზედაპირულად, რამეთუ ისინი ემსახურებიან ერთიან რეალობაზე მითითების მიზანს, რაცილუზორულად სიმრავლედ აღიქმება. ადამიანსა და ღმერთს შორის იდენტობა ესაა იდენტობა და ერთობა უნატიფეს არსებს შორის, რომლებიც განსხვავებულებად გვეჩვენებიან. არის რა ღმერთის იდენტური ადამიანის სული იგივეა რასაც რეალობაში წარმოადგენს ღმერთი. ესაა უზენაესი ბრაჰმანი - თვითმნათი, უსასრულო ცნობიერება. სული ადამიანისა (ატმანბრაჰმანი) გვეჩვენება შეზღუდულ სასრულ მე-დ, სხეულთან მისი კავშირის გამო, რომელიც არის ავიდია-კამა-კარმას პროდუქტი. ნივთიერი და ნატიფი სხეულები წარმოადგენენ მაიას პროდუქტებს: სხეული მარტო იმისაგან კი არ შედგება რასაც ჩვენი ფიზიკური გრძნობების მეშვეობით შევიგრძნობთ; ამ უხეში მკვრივი, შეგრძნებადი სხეულის (სტხულა შარირას) გარდა არის კიდევ ნატიფი სხეული (სუკშმა შარირა), რომელიც მეტაფიზიკური გრძნობა-ინდრიებისგან, მოტორული ორგანოებისგან, სასიცოცხლო ელემენტებისგან, და შემეცნების შინაგანი მექანიზმისაგან (ანტახკარანა) შედგება. მაშინ როდესაც უხეში სხეული გარდაცვალების მერე იშლება მიკროელემენტებად და იღუპება, ნატიფი სხეული არ იღუპება და სულთან ერთად სხვა უხეშ სხეულში გადადის. ორივე ეს სხეული ავიდია-მაიას პროდუქტებს წარმოადგენენ. უმეცრების შედეგად, რომლის დასაბამის დადგენა შეუძლებელია, სული შეცდომით უკავშირდება უხეშ და ნატიფ სხეულს. ეს კავშირი იწოდება ბანდხად ანუ დამოკიდებულებად. ასეთ დროს სული ივიწყებს რომ ის - ბრაჰმანია. სული იქცევა როგორც მოკვდავი, შეზღუდული, საცოდავი არსება, რომელიც ცდილობს წარმავალ სამყაროულ ობიექტებს დაეუფლოს, სიამოვნებით ისარგებლოს მათით და დამწუხრდეს მათი დაკარგვის შემთხვევაში. ის აიგივებს თავს მოკვდავ სხეულთან და გონებასთან (ანტახკარანა) და ფიქრობს „მე ძლიერი ვარ“, „მე ხეიბარი ვარ“, „მე უმეცარი ვარ“ ასე ჩნდება ცრუ გაგება მე-სი როგორც ცრუ ეგოსი (ახამკარა) ანუ „ჩემი მე-სი“. ესაა შეზღუდული ეგო (ახამკარა) უპირისპირობს საკუთარ თავს ყოფიერების მთელ დანარჩენ სფეროს, რომელსაც მისგან განსხვავებულად თვლის. ასე და ამგვარად ეგო - არის არა რეალური მე, არამედ მისი ხიული შეზღუდულობა, უპადხი; რათა მოპოვებულ იქნეს სულიერი ცნობიერება (ატმასვარუპა), საჭიროასხეულ-გონების ილუზორული გარსების განადგურება. ცნობიერების მე არის რა განპირობებული სხეულით, ასევე შეზღუდულია. გრძნონები და შეცნობისშინაგანი ორგანო (ანტახკარანა) ხდებიან ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ხდება შეზღუდული აღქმადობისა და და გრძნობითი ობიექტების შემეცნება (ინდრიაიარტხი). ამგვარი ემპირიული შეზღუდული შემეცნება არის უშუალო და პირდაპირი. უშუალო შეცნობა საგანთა მიისწრაფვის ობიექტისაკენ და იღებს მის ფორმას. უშუალო შემეცნებასთან (პრატიაკშა) ერთად, ადვაიტა ვედანტისტები უშვებენ არაპირდაპირი შემეცნების ხუთ მეთოდს: დასკვნა (ანუმანა), ავტორიტეტული მოწმობა (შაბდა), შედარება (უპამანა), პოსტულირება (არტხაპატი) და არაღიარება-არარსებობა (ანუპალაბდხი-აბჰავა). შემეცნების ამ მეთოდებთან მიმართებაში ადვაიტა ვედანტისტები ზოგადად იზიარებენ ბჰატა-მიმანსიკების სწავლებას. როდესაც ადამიანი ფხიზლობს, ის საკუთარ თავს აიოგივებს სხეულთან, აგრეთვე შინაგან და გარეგან ორგანოებს. როდესაც ადამიანი იძინებს და ხედავს სიზმრებს, ის ჯერ კიდევ შეიცნობს ობიექტებს, რომლებიც მეხსიერებაში არიან შემონახულნი და შესაბამისად მასში ჯერ კიდევ განაგრძობს არსებობას საკუთარი შეზღუდულობის გრძნობა, როგორც სუბიექტისა, რომელიც შეიცნობს ობიექტებს. როდესაც კი დგება ძილი სიზმრებს გარეშე (სუშუპტი), წარმოდგენები ობიექტებს შესახებ ქრებიან და ადამიანი აღარაა უკვე შემცნობი ადამიანი. სუბიექტისა და ობიექტის პოლარობა, შეცნობადსა და შემცნობს შორის დაპირისპირება ქრება. ადამიანი აღარ გრძნობს მეტი რომ ის სხეულზეა მიჯაჭვული და შეზღუდულია მისით. მაგრამ უსიზმრო ძილის დროს ცნობიერება მაინც არსებობს. სხვაგვარად გამოღვიძების შემდეგ როგორღა გაიხსენებდა ადამიანი თუ რა სჭირდა ძილის დროს და იტყოდა: „მე ისე მეძინა რომ სიზმრები არ მიხილავს“, თუ ცნობიერება მაშინ არ იყო?სიზმრების გარეშე ძილის შესწავლა (მაგ. მანდუკია კარიკაში) გვაძლევენ გარკვეულ წარმოდგენას თუ რას წარმოადგენს რეალურად ჩვენი მე, სხეულთან იგივეობის გრძნობას მოწყვეტილი. სული თავის ჭეშმარიტ მდგომარეობაში (როგორც ატმანი) არ არის სასრული, უბედური არსება. ის არ აცალკევებს თავის თავს კოსმიური ყოფიერების ერთიანი სფეროსაგან და არ ზღუდავს თავს სასრულობის ეგოიტური გრძნობით (ახამ ვრიტი) წინააღმდეგობებში „შენ“, „ამას“ ან „იმას“. სუფთა სული ატმანი თავისუფალია ყოველგვარი პრობლემებისა და ვნებათაღელვისაგან, რომელიც ჩნდება მეტერიალურ საგნებზე და გრძნობით სიამოვნებებზე დევნის შედეგად. სინამდვილეში სული ატმანი წარმოადგენს შეუზღუდავ ცნობიერებას და ნეტარებას (ანანდა). ფრაგმენტი რადხაკრიშნანის წიგნიდან – ინდური ფილოსოფია თარგმნილია რუსულიდან ღვთისავარ ჩაბრავას მიერ ატმანი მეტაფიზიკა წარმოადგენს იმის განხილვას, რაც გამოცდილების შედეგად მიღებული ფაქტებით ივარაუდევა. ის დაკავებულია არა ცნობიერების ფაქტების დაკვირვებითა და რეგისტრაციით, არამედ იმის გამორკვევას თუ, რას წარმოადგენენ არსებული ფაქტები რეალობის ბუნების თვალსაზრისით. შანკარა არ ანიჭებს მნიშვნელობას, არც ფსიქიკურ არც ბუნებრივ ფაქტებს, მაგრამ უფრო სიღრმისეულ საკითხს სვამს - ამ ფაქტების წინაპირობაზე; ის უდგება ამ პრობლემას როგორც სუბიექტური ასევე ობიექტური მხარეებიდან, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთმანეთთან ახლოს არიან. ვედანტა სუტრას თავისი კომენტარების შესავალში შანკარა სვამს შემდეგ კითხვას: არის თუ არა გამოცდილებაში რაიმე ისეთი, რაც შეიძლება განვიხილოთ როგორც მიზეზობრივი და დასაბამიერი და არის თუ არა აზრი იმისა რომ გამოცდილების ყველა ფაქტორი განვიხილოთ როგორც ამ როლზე პრეტენზიის მქონენი? ჩვენმა გრძნობებს შეუძლიათ რომ მოგვატყუონ, ხოლო მეხსიერება შეიძლება იყოს ილუზია. წარსული და მომავალი შესაძლოა აღმოჩნდნენ აბსტრაქციები. სამყაროს ფორმები შესაძლოა აღმოჩნდნენ წმინდა წყლის ფანტაზიები და მთელი ჩვენი ცხოვრება შესაძლოა წარმოადგენდეს ტრაგიკულ ილუზიას. არაფერი არ გვიშლის ჩვენ ხელს რომ განვიხილოთ სიფხიზლის დროს მიღებული გამოცდილება, სიმზრების სამყაროსთან ანალოგიაში, სადაც ჩვენ აგრეთვე ვართ სასახლეებში, გვაქვს საქმე აჩრდილებთან, ვებრძვით სულებს და გვახსოვს ყველა ჩვენი თავგადასავალი და ისტორია ზღაპრულ ქვეყანაში ყოფნისას თავს გადამხდარი. თუ სიმზრები ესენია ფაქტები, მაშინ ფაქტები სრულებით შეიძლება აღმოჩნდნენ სიმზრებად. თუმცაღა შემეცნების ყველა ობიექტი შესაძლოა იყოს რწმენის საგანი და ამიტომაც ექვემდებარება დაეჭვებას მათ რეალურობაში, თუმც გამოცდილებაში, როგორც ჩანს უნდა არსებობდეს კიდევ რაღაც სხვა ტრანსცენდენტური, მის საზღვრებს გარეთ მყოფი. თუ ვინმე საკუთარ თავში აღმოაჩენს რაღაც ისეთ რაც არ წარმოადგენს გარემომცველი მატერიალური ბუნების პროდუქტს, არამედ მის შემოქმედსა და მაფორმირებელს, თუ თვით შემეცნების შესაძლებლობასა და გრძნობადი სამყაროს შეფასებაში იგულისხმება ის, რაც ვერანაირად ვერ იქნება გამოყვანილი გრძნობადი სამყაროდან, მაშინ ლოგიკა ითხოვს ამ ტრანსცენდენტური, საკუთარ არსებაში ჩაბუდებული სუპრარეალობის აღიარებას. სკეპტიციზმი შეზღუდულია მე-თი რომლითაც ჩვენ უშუალოდ ვიმეცნებთ. თითოეული აცნობიერებს საკუთარი მე-ს არსებობას და არავინ არ ფიქრობს: „მე არ ვარსებობ“. დეკარტის მსგავსად შანკარა პოულობს ჭეშმარიტების საფუძველს მე-ს უშუალო სარწმუნებაში, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ ეჭვებს, რომლებიც ეხებიან სხვა საგნებს. თუ ჩვენი მე-ს არსებობა ცნობილი არ იქნებოდა, მაშინ თითოეული იფიქრებდა: „მე არ ვარსებობ“, რაც სხვათაშორის არასწორია. მე არის ჭეშმარიტებისა და სიცრუის, რეალობისა და ილუზიის, სიკეთისა და ბოროტების ცნებათა სუპრაუნივერსალური წინამორბედი. „შემეცნების ყველა მეთოდი (პრამანა) არსებობენ მხოლოდ საკუთარი მე-ს შეგრძნებასთან დაკავშირებით და რამეთუ ამგვარი შეგრძნება შეადგენენ საკუთარ პირად მტკიცებულებას, მაშინ აღარაა აუცილებლობა საკუთარი მე-ს არსებობის დამტკიცებაში“. „თავად აზროვნების ქონა და მისი ფუნქციები ვარაუდობს გონიერებას, რომელიც ცნობილია როგორც მე, რომელიც განსხვავდება აზროვნების ფუნქციისგან, ის თავად ამტკიცებს თავის არსებობას და ფუნქციებიც მას ემორჩილებიან. თითოეული ფუნქცია და უნარი, ნივთიერი სხეული და სასიცოცხლო სუნთქვა, გრძნობები და შინაგანი ორგანო, აგრეთვე ემპირიული მე ჩნდება მხოლოდ ატმანთან კავშირის საფუძველზე. ყოველივე ეს მათი მიზნის გარეთ მყოფებს ემსახურება და დამოკიდებულია რაღაც უფრო სიღრმისეული ფუძისაგან სამყაროული არსებობისა. ატმანი შეუძლებელია ეჭვქვეშ იქნეს დაყენებული, „რამეთუ ეს არსებობა არის იმის ბუნება, ვინც მას უარყოფს“. შანკარა ამტკიცებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მე-ს შემეცნება აზროვნების მეშვეობით, იმდენად რამდენადაც თავად აზრი წარმოადგენს იმ ნაკადის ნაწილს, რომელიც არა-მე-ს სფეროს განეკუთვნება. თუ ჩვენ შევიმეცნებთ მას კრიტიკისა და განმარტებების ჩვენი უნარების დაძინების გზით, ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ მოვახერხებთ სასურველ ფორმაში შემეცნებას და ამისდა მიუხედავად ჩვენ არ შეგვიძლია ვიაზროვნოთ მე-ს გარეშე, რამეთუ მის გარდა შეუძლებელია რაიმენაირი სხვა ცნობიერებისა და გამოცდილების არსებობა. თუმცაღა მე თავისუფალია შემეცნებისაგან, მაგრამ არა მთლიანად. მე - ესაა მე-ს გაგების ობიექტი, ამასთან ცნობილია, რომ ის არსებობს როგორც საკუთარი უშუალო წარმოდგენა. ის დაუმტკიცებადია, იმდენად რამდენადაც წარმოადგენს ყოველგვცარი მტკიცებულების ფუძეს და დგინდება ყოველგვარ მტკიცებულებამდე. ლოგიკურად მე - ესაა პოსტულატი. ჩვენ უნდა მივიღოთ ის როგორც თავისთავად ნაგულისხმევი. შანკარა ცდილობს გამოჰყოს ჭეშმარიტი მე ობიექტისაგან ამტკიცებს რა, რომ სუბიექტი და ობიექტი ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან, როგორც სინათლე და წყვდიადი და რომ ამიტომაც სუბიექტი ვერასდროს შეძლებს გახდეს ობიექტი. მეტაფიზიკის თვალსაზრისით „თვითმყოფადობა“ ე.ი. „თვითარსებობა“ საკუთარ თავში მარადისობის, უცვლელობისა და სისავსის იდეას შეიცავს. ჭეშმარიტი რეალობა არის ყოფიერება თავის თავში და საკუთარი თავისათვის, ასე რომ ატმანის ანუ პერმანენტული მე-ს რეალურობის მტკიცება, ნიშნავს მარადიული ბრაჰმანის რეალურობის მტკიცებას, ატმა ჩა ბრაჰმა. ბრაჰმანის რეალურობა მტკიცდება მითითებით იმაზე, რომ ის წარმოადგენს თითოეული მე-ს საფუძველს. თუმცაღა ჩვენ ვიცით, რომ მე არსებობს, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, თუ რას წარმოადგენს ის, - წარმოადგენს თუ არა ის სასრულს ან უსასრულოს, ცოდნას თუ ნეტარებას; ის არსებობ როგორც ერთადერთი მე თუ როგორც ერთერთი მრავალ მსგავს მე-ს შორის, როგორც უბრალო მოწმე ან ის ვინც ცხოვრებით ტკბება ან არც ერთი არც მეორე. რამეთუ არსებობს წინააღმდეგობები მე-ს ბუნების შესახებ, შანკარა ამტკიცებს, რომ მე შეცნობადიცაა და შეუცნობადიც. საჭიროა მე-ს არა მე-სგან განსხვავება, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს არამარტო გარემომცველ სამყაროს, სხეულსა და ორგანოებს, მაგრამ აგრეთვე აზროვნებისა და გრძნობების მთელი მექანიზმი. ჩვენ გონებრივ მდგომარეობებს ჩვეულებრივი გაგებით განვიხილავთ როგორც სუბიექტურ და ფიზიკურ მდგომარეობებს - როგორც ობიექტურებს. თუმცაღა მეტაფიზიკური გაგებით ორივე სფერო, როგორც მოვლენათა, ასევე მატერიალური, აგრეთვე გონებრივი, თანაბრად ობიექტურნი არიან. მატერიალისტები მე-ს აიგივებენ სხეულთან და მის გრძნობებთან. მაგრამ ცნობიერება და მატერია წარმოადგენენ რეალობის სხვადასხვა ფორმებს, რომლებიც ერთმანეთზე ვერანაირად ვერ დაი
×
×
  • შექმენი...