Search the Community
Showing results for tags 'მაზდა'.
-
აჰურა მაზდა (აგრეთვე ცნობილი როგორც ოჰრმაზდ, აჰურამაზდა, ჰოურმაზდ, ჰორმაზდ, ჰარზოო და ჰურმუზ; სომხ. Արամազդ არამაზდი) — უზენაესი ღვთაება ზოროასტრიზმში, კეთილი, შემოქმედი საწყისის განსახიერება. მისი კულტი გავრცელებული იყო ძველი და ადრეული შუა საუკუნეების ირანსა და ცენტრალური აზიაში. აჰურა მაზდამ შექმნა ნათელი სამყარო, ცხოველები, მცენარეები და ადამიანები; წარმოედგინათ ტახტზე მჯდომი, ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით. ზოროასტრული დუალისტური რელიგიის მიხედვით, აჰურა მაზდა და აჰრიმანი ტყუპები არიან, ძენი „უსაზღვრო დროისა“ — ერთი მათგანი მარადიული სინათლისა და სიკეთის სამყაროს გამგებელია, მეორე — სიბნელისა და ბოროტების სამყაროსი და განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს. აჰურა მაზდას კულტი განსაკუთრებით გავრცელდა აქამენიდთა დინასტიის მმართველობისას; ადგილსატომო ღვთაებები ბოროტ სულებად — დევებად გამოაცხადეს და მათი ტაძრები დაარბიეს, ხოლო აჰურა მაზდა დინასტიის მფარველად შერაცხეს.
-
ზოროასტრიზმი (ატროშანი, მაზდეანობა) (სპარს. زرتشتیگری) — ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქემენიანთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუსტრიანიზმი. ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია. რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით — ზოროასტრით. მისი სახელის ეტიმოლოგია საკამათოა და რამდენიმე განსხვავებული ახსნა არსებობს. თანამედროვე სპარსული ფორმით წინასწარმეტყველის სახელი არის ზართოშთი (زرتشت). ზოროასტრს მიზნად დაუსახავს რეფორმა ძველი ინდო-ირანული რელიგიური პრაქტიკისა, რომელიც ძველი ინდოეთის ვედური რელიგიის პარალელურად ვითარდებოდა. ისტორიკოსთა თანახმად ზოროასტრი სპარსეთში, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრების წლები ზუსტად ცნობილი არ არის. ზოგიერთი ცნობით ის ძვ. წ. XVIII და VI საუკუნეებს შორის მოღვაწეობდა, თუმცა პლატონი მას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზოროასტრის დაწერილი უნდა იყოს გათას პოემების კრებული, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი. ზოროასტრიზმი მონოთეისტურ რელიგიას შეიძლება მიეკუთვნოს, თუმცა მას დუალისტური ბუნება აქვს, ექვსი არსების სერიით (ფუნქციითა და სტატუსით ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას (უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ. ზოროასტრიზმის და ზოროასტრული კულტების ისტორია საქართველოში 3 პერიოდად შეიძლება დაიყოს: აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ. წ. VI - ახ. წ. III სს.) ზოროასტრიზმი საქართველოში ვრცელდებოდა უპირატესად ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზით. ამ უძველესი პერიოდის ირანულ-ზოროასტრული მძლავრი გავლენის კვალი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (ტაძარი, კერპი, ზვარაკი, ეშმა, ჯოჯოხეთი, მართალი, წარმართი, ბაგინი, დროშა, ანდერძი, დასტური და სხვა). ზოროასტრიზმი განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედაფენაში, რისი მაჩვენებელიცაა მათ შორის გავრცელებული ირანულ-ზოროასტრული თეოსოფიური სახელები (ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ბაკური, ბარტომი, მირდატი, ადარნასე, აზორკი და სხვა). ძვ. წ. II საუკუნის შუ ხანებში მეფე ფარნაჯომი შუდგა ცეცხთაყვანისმცემლობას, რის გამოც ტახტი დაკარგა კიდეც. ერთ ხანს, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, როდესაც ქართლის სამეფო ტახტზე არშაკიანების დინასტიის ერთ-ერთი შტო დამკვიდრდა, ზოროასტრიზმის რომელიღაც სახეობა, შესაძლებელია სამეფო კულტურის დონემდეც კი ამაღლდა. ამის საბუთი უნდა იყოს დედოფლის მინდორზე (ქარელის მუნიციპალიტეტი) აღმოჩენილი ძვ. წ. II-I სს. სატაძრო კომპლექსი, რომელიც უეჭველად უკავშირდება ცეცხლთაყვანისცემას (დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები). ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძვ. ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება არმაზის სახელიც აქემენიდური ხანის აჰურამაზდას უკავშირდება. მცხეთაში ძველთაგანვე არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემელთა - მოგვთა ცალკე უბანი და ცხოვრობდა ზოროასტრიზმის მიმდევართა თემი. ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის ხანაში (III-VII სს.) ირანი ძალით ცდილობდა აღმოსავლეთ საქართველოში ირანული სახელმწიფო რელიგიის დამკვიდრებას. ამ დროს ზოროასტრიზმი საქართველოში ქრისტიანობის უძლიერესი კონკურენტი იყო. ქართველობა ცვალებადი წარმატებით, მაგრამ განუწყვეტლივ იბრძოდა ზოროასტრიზმის დანერგვის წინააღმდეგ, ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართულ წერილობით წყაროებში (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები; ლეონტი მროველის, ჯუანშერის ცნობები და სხვა). ამ ბრძოლის მიუხედავად საქართველოს ქალაქებსა და ზოგან სოფლადაც არსებობდა ზოროასტრიზმის მიმდევარი მოსახლეობა. ასე მაგ., მემატიანის ცნობით, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის დროს ნიქოზში იყო "საგზებელი ცეცხლისა" (ცეცხლის ტაძარი). სასანიანთა იმპერიის დაცემის შემდგომი ხანაში, როცა ზოროასტრიზმი თვით ირანშიც დევნილ რელიგიად იქცა, VIII-IX საუკუნეებში საქართველოში ხდება ზოროასტრული კულტების ერთგვარი გამოცოცხლება, რაც შეიმჩნევა ნივთიერი კულტურის ძეგლებში (გველდესის საკურთხეველი, ბროწეულის ყვავილის თავიანი საკინძები და სხვა). ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას, როგორც რეაქცია არაბთა მძლავრობაზე და შედეგი ირანიდან ლტოლვილ ცეცხლთაყვანისმცემელთა შემოხიზვნისა საქართველოში. შემდგომში ზოროასტრული კულტები საქართველოში მხოლოდ გადმონაშთების სახით განაგრძობს არსებობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ზოროასტრიზმის მიმდევართა, ალბათ სპარსულენოვანი თემი, როგორც ჩანს, სახლობდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ამის უეჭველი საბუთია თბილისში, ფეთხაინზე დღემდე შემორჩენილი ცეცხლის ტაძრის - "ათეშგას" ნაშთები. ლიტერატურა ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, ტ. 1, თბ., 1966; გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 537-538, თბ., 1979 წელი. რესურსები ინტერნეტში UNESCO-ს ზოროასტრიზმის პროექეტი «Благоверие» — რუსული ანჯომანის ოფიციალური საიტი. «Обыкновенный зороастризм» — ზოროასტრიული საზოგადოება. «Арийский простор» — ზოროასტრიული ტექსტები.
- 1 reply
-
- ზოროასტრიზმი
- დუალიზმი
-
(and 2 more)
Tagged with:
-
ძვ.წ. 550 წლამდე ირანში არსებობდა და დომინირებდა არიული რელიგია - სიდჰანტა (აბჰიჩარა). ეს იყო მოგვების რელიგია. ეს იყო ინდუიზმის მსგავსი რელიგია, რომლის მიმდევრებიც ეთაყვანებოდნენ შივას, ინდრას და სხვა დევებს (ღმერთებს). მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას მერე რაც დაიბადა ზარატუსტრა სპიტამა. ზარატუსტრა ცხოვრობდა 628-551 წლებში. ითვლება, რომ ზარატუსტრა დაბადებიდანვე ახდენდა სასწაულებს და მას იფარავდა "ღმერთი" ასურა მაზდა. ზარატუსტრა ადრეული ასაკიდანვე ზიზღით უყურებდა ინდუისტ მოგვებს და ცდილობდა მოგვების რელიგიის მოსპობას. მამამისს ერქვა - პორუშასპა, ხოლო დედას - დუგდოვა. მას ჰყავდა ოთხი ძმა, ორი უფროსი და ორი უმცროსი. ზარატუსტრა დაქორწინდა სამჯერ. მისი პირველი ცოლი იყო ქვრივი, ხოლო ორი დანარჩენი - ქალწულები. მის დროს მეფობდა მეფე გისტასპი. ზარატუსტრას უწოდებდნენ ებრაელს და ვარაუდობდნენ რომ იყო სამარიელი ქურუმების ოჯახიდან. ამბობენ რომ ერთხელ მისმა ღიმილმა მოკლა 2000 დევა. ასურა მაზდა გამოეცხადა ზარატუსტრას და უთხრა, რომ მას უნდა ექადაგა ახალი რელიგია. მაზდეანობა ესაა მკაცრი დუალიზმი და მონოთეიზმი. არის მკაცრი დუალიზმი სინათლესა და სიბნელეს შორის. ეს იდეა მოიგონა ზარატუსტრამ. ზარატუსტრა იბრძოდა ინდუისტური პანთეიზმის ანუ ადვაიტა ვედანტას და ტანტრიზმის წინააღმდეგ. ზარატუსტრას სწავლებით ლგბტ ადამიანები და ინდური დევები განეკუთვნებიან ბნელეთის სამეფოს და ბოლო ჟამს დევების მმართველ აჰრია მანიუსთან ე.ი. არიამანთან ერთად ჩაყრილნი იქნებიან ჯოჯოხეთურ ორმოში, საიდანაც ვეღარ გამოვლენ, და მსოფლიოზე გაბატონდება ასურა მაზდა. ასურა მაზდა არის ადვაიტა ვედანტას პანთეიზმის დაუძინებელი მტერი. ასურა მაზდას კულტი ესაა აბსოლუტური რეპრესიული მონოთეიზმი. მაზდეანურ რელიგიაში ჰომოსექსუალობა, მაგიზმი, ქორწინების გარეშე სექსი, ანალური სექსი, ტანტრიზმი, ინდური დევების თაყვანისცემა და ა.შ. ითვლება მომაკვდინებელ ცოდვებად და ისჯება სიკვდილით. მაზდეანობაში ადვაიტა არის ერესი. ასურა მაზდა ითვლება "კეთილ" და ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე დემიურგად, რომელიც ებრძვის დევებს და ითხოვს ადამიანისგან სრულ მორჩილებას. დევების მეფეა ასურა მაზდას ძმა - აჰრიმანი. ზარატუსტრამ აჰრიმანი, სხვა დევების მსგავსად გამოაცხადა ბოროტ სულად. ინდურ რელიგიებში აჰურა ანუ ასურა ნიშნავს ბოროტ დემონს (ანტიღმერთს), მაზდეანობაში - პირიქით. ზარატუსტრას მოძღვრების მიხედვით სამყარო "შეიქმნა" დაახლოებით 12 000 წლის წინ და ქვეყნიერების აღსასრულამდე დარჩენილია სულ რაღაც 224 წელი. მაზდეანები ამტკიცებენ, რომ სულიწმინდა (სპენტა მაინიუ) და ასურა მაზდა გამოგზავნიან საოშინტს (მსხნელს) და დევები საბოლოოდ დამარცხდებიან. მაზდეანობას ახასიათებს საშინელი ფაშისტური მორალისტობა. სავარაუდოდ სწორედ ზარატუსტრამ დააფუძნა პირველი მონოთეიზმი და მისი რელიგიის ზეგავლენით წარმოიშვა იუდაიზმი, რომელიც შექმნეს ეზდრამ და ნეემიამ ძვ.წ. მეექვსე და მეხუთე საუკუნეებში. მათ ეს გააკეთეს ფინიკიურ, ქანაანურ და აქადურ-შუმერულ მითოლოგიაზე მანიპულირებით. მაზდეანობა აბრაამული რელიგიების იდენტურია. ეს რელიგია აბრაამული რელიგიების საფუძველია. მაზდეანური მორალი და აბრაამული მორალი აბსოლუტურად ერთნაირია. თეოლოგიაც იდენტურია. ასურა მაზდა და ებრაული იეჰოვა პრაქტიკულად ერთი და იგივეა.