Search the Community
Showing results for tags 'კომპანია ზრუნავს თქვენზე'.
-
ყველა კომპანია ცდილობს, რაღაც ისეთი შეიტანოს მარკეტინგში, რაც თანამშრომლების შრომისუნარიანობას აამაღლებს და გაამხნევებს მათ. გთავაზობთ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც მუშაკების ყველაზე უცნაური მეთოდებით წახალისებას ცდილობენ. კომპანია, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს ყოველ პარასკევს უფასო ლუდს ურიგებს კომპანია Advanced Medical-ის (პორტ-ორანჟი, ფლორიდა) თითოეული თანამშრომელი სამუშაო კვირის დასასრულს უფასოდ იღებს თითო კათხა ლუდს. კომპანიის ხელმძღვანელი ჯენიფერ ფუიჩელი თვლის, რომ ალკოჰოლის არსებობა სამსახურში – საკმაოდ სარისკოა, მაგრამ პარასკეობით თანამშრომლებისთვის ლუდის გაცემა განსაკუთრებულ, "არაფორმალურ კორპორატიულ კულტურას" ქმნის – ეს კი ღირს იმად, რომ გარისკო. კომპანია, რომელიც საუკეთესო თანამშრომლებისთვის გასვლით ორგიებს აწყობს გერმანულმა სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ გადაწყვიტა, გამორჩეული თანამშრომლები უცნაურად წაახალისოს და მათთვის, არც მეტი, არც ნაკლები, მოაწყოს... ორგია პროფესიონალი მეძავების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ოფისში არ იმართება და მას გასვლითი ხასიათი აქვს. კომპანია, რომელიც თანამშრომლებს ბოტოქსის უფასო ინექციებითა და სოლარიუმში გარუჯვით ანებივრებს ეს გახლავთ ბუნებრივი გაზის მოპოვების კომპანია. ბოტოქსისა და სოლარიუმის გარდა, თანამშრომლებს ეს კომპანია სთავაზობს – 6,5 ათასი კვადრატული მეტრის სატრენაჟორო დარბაზს, იოგის სეანსებს, პლასტიკური ოპერაციების უფასოდ გაკეთებას, ონკოლოგიური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში უფასო გამოკვლევებს და დაივერის სერტიფიკატის მიღებაში დახმარებასაც კი. კომპანია, რომელიც თანამშრომლებს კომპლექსებს "შიშველი პარასკევის" მეშვეობით უხსნის ინგლისურმა კომპანია Onebestway-მ ფსიქოლოგ დევიდ ტეილორს მიმართა თხოვნით, რომ შედარებით კომპლექსებიანი და ინერტული თანამშრომლები რაიმე მეთოდით გაეთამამებინა. ტეილორმა კომპანიის ხელმძღვანელობას შესთავაზა, შემოეღო "შიშველი პარასკევი" – კვირაში ერთი დღე, როცა დაქირავებულ მუშაკს შეეძლება, სრულიად განიძარცვოს სხეულიდან ტანსაცმელი და მასთან ერთად განაგდოს ყველა კომპლექსი. თავდაპირველად კომპანიის თანამშრომლებმა, რბილად რომ ვთქვათ, ენთუზიაზმის გარეშე მიიღეს ეს წინადადება, მაგრამ საბოლოოდ, თითქმის ყველა გაშიშვლდა – გარდა ერთი მამაკაცისა და ქალბატონისა, რომელთაც საცვლების გახდა მაინც ვერ გაბედეს. კომპანია საკუთარი, დახურული სავაჭრო ცენტრით კომპანია MicrosofT-ს ეკუთვნის სავაჭრო ცენტრი, სახელწოდებით The Commons, რომელში შესვლის უფლება და იქ ვაჭრობა მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებს აქვთ. აქ შესაძლებელია ფინჯანი ყავის მირთმევა, კრედიტის აღება, ფოსტის მომსახურების გამოყენება და ყველაფრის შეძენა, რაც კი კომპანიის თანამშრომელს მოესურვება – სანთლიდან დაწყებული, მობილური ტელეფონით დამთავრებული. კომპანია, რომელიც საკუთარი თანამშრომლების განქორწინებების ხარჯებს ანაზღაურებს მანჩესტერში (ინგლისი) მდებარე იურიდიული ფირმა Pannone-ის თანამშრომლებს განქორწინება და მასთან დაკავშირებული ხარჯები არ აშინებთ, რადგან ისინი მუშაობენ ისეთ კომპანიაში, სადაც ყველა ამ ხარჯს უფარავენ და ოჯახის დანგრევით მიყენებულ მორალურ თუ არა, ფინანსურ ზიანს მაინც უნაზღაურებენ. კომპანია, სადაც თანამშრომლები შინაური ცხოველებით დადიან ამერიკული საიჯარო კომპანია Airbnb-ის თანამშრომლებს სამსახურში სიარული შეუძლიათ საკუთარი ძაღლით ან თუნდაც ზღვის გოჭით. გარდა ამისა, კომპანია თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, დაკავდნენ საწყლოსნო სპორტის სახეობებით, გაერთონ პინგ-პონგით, კვირაში ერთხელ ჩაიტარონ იოგის სეანსი და კორპორატიულ სასადილოში მიირთვან ეკოლოგიურად სუფთა საკვები.
-
- თავისუფალი თემა
- marao.ambebi.ge
-
(and 1 more)
Tagged with: