http://www.interpressnews.ge/ge/politika/208641-petre-ciskarishvili-opozicia-kakhelebis-ubedurebith-qulebis-datseras-cdilobs.html ოპოზიცია კახელების უბედურების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს , - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კახეთში ჯერ კიდევ რთული ვითარებაა, მაგრამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გაუსაძლის სიცხეში ხალხი 16–18 საათიან რეჟიმში მუშაობს. პეტრე ცისკარიშვილისთვის გასაგებია, რომ ახლა ქვეყანაში საარჩევნო პერიოდია და ბევრი პოლიტუიკური პარტია ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ მისთვის მიუღებელია ამ მიზნით, კახელი გლეხების უბედურების გამოყენება. დეპუტატმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, ნუ მოახდენენ კახელი გლეხების უბედურების პოლიტიზირებას.