Search the Community
Showing results for tags 'იევო'.
-
დასავლეთის სემიტებს არ ჰქონდათ ერთიანი მითოლოგიური სისტემა, თითოეულ ადგილს, ქალაქს და ა.შ. ჰყავდა საკუთარი ღმერთი-დამცველი, თან ხშირად იღებდა იდეებს თავისი მეზობლებისგან. იამმუმ, ზღვის ღმერთმა, რომელმაც უკვე მიიღო სასახლე [ძალაუფლების სიმბოლო დასავლეთსემიტურ მითოლოგიაში], აშენებული კოტარ-ვა-ჰასისის მიერ, მოაწყო ამბოხი *ღმერთების წინააღმდეგ და მოითხოვა თაყვანისცემა და ძღვენი, ასევე ისიც, რომ ბალუ გამხდარიყო მისი მონა. მებრძოლი დის ანატის და ბრძენი კოტარ-ვა-ჰასისის დახმარებით, რომელმაც გამოუჭედა მას იარაღი, ბალუმ შემუსრა და დაამარცხა იამმუ. განდევნის მახვილით მან განგმირა ზღვის ღმერთის გული, ხოლო განშორების მახვილით - თავი. სხვა მითებში, ბალუმ შემუსარა იამმუს მთავარი დამქაში - საზარელი შვიდთავა გველი ლევიათანი, რომელზეც ბიბლიაში საუბარია, რომ „როცა ის დგება, ძლიერი *ღმერთები შიშისაგან და საშინელებისგან საერთოდ გონებას კარგავენ“ [იობის წიგნი]. ნათესაობრივი კავშირები: *ღმერთების მშობლები იყვნენ ელი და *აშერა, დანარჩენი ცუდადაა ცნობილი. ერთი ვერსიით ბალუ ელის შვილიშვილია, მეორე ვერსიით - ძმისშვილი, თუმცა სწორედ მან მიიღო მთელი დედამიწა, ცხადია, რომ ის უნდა ყოფილიყო ელის ნათესავი. ასევე ბალუს ძე დაგანუ, რომელიც ერთი ვერსიით ძმაა, ხოლო სხვა ვერსიით ელის შვილი. ბალუს ძმა და სიკვდილის უფალი მუტუ. იავუ [იგივე იაჰვე] ასევე ითვლება ელის შვილად. ებრაულ თანახში ანუ „ძველ აღთქმაში“ ასეთი რამე წერია: „ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან *აშერები და *მზის კერპები.“ (ესაია 27-9). „გამოატანინა მეფემ ხილკია მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან *ბაალისთვის, ამ *აშერასათვის და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კედრონის ყანებში, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.“ (მეოთხე მეფეთა 23-4). „ბეთელის სამსხვერპლოც და ისრაელის შემაცდენელის, იერობოამ ნაბატის ძის გამართული გორაკი, ეს სამსხვერპლოც და გორაკი დაანგრია; გადაწვა გორაკი და გააცამტვერა, გადაწვა *აშერაც.“ (მეოთხე მეფეთა 23-15). „იწყეს უჯეროდ ლაპარაკი ისრაელიანებმა უფალზე, თავიანთ ღმერთზე, გამართეს გორაკები ყველა ქალაქში საყარაულო გოდოლიდან მოყოლებული ციხე-ქალაქამდე,“ (მეოთხე მეფეთა 17-9). „დაიდგეს ქანდაკებები და *აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ,“ (მეოთხე მეფეთა 17-10). „ახლა შემიყარეთ *ბაალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება *ბაალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი. ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ, რომ ამოეწყვიტა *ბაალის თაყვანისმცემლები.“ (მეოთხე მეფეთა 10-19). „გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში, და *ბაალის, *მზისა და მთვარის, ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გუნდრუკის მკმეველნი.“ (მეოთხე მეფეთა 23-5). „შევიდა მთელი ქვეყნის ხალხი *ბაალის სახლში და დაანგრიეს იგი სამსხვერპლოიანად, დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, *ბაალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ. დააწესა მღვდელმა ზედამხედველობა უფლის სახლზე.“ (მეოთხე მეფეთა 11-18). ), „რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო *ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით.“ (მეორე რჯული 7-4). იევო იგივე იამმუ [იაჰვე]ამბობს: „ნუ გაჰყვებით სხვა *ღმერთებს, იმ ხალხთა *ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.“ (მეორე რჯული 6-14), „რადგან შურისმაძიებელი ღმერთია თქვენში უფალი, არ აღიგზნოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ აღგხოცოთ მიწის პირიდან.“ (მეორე რჯული 6-15). იაჰვე [იამმუ] ამბობს: „თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს და გეტყვის: წამო ვემსახუროთ სხვა *ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 6). „იმ ხალხთა *ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 7). „ნუ დაყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 8). „არამედ მოკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 9). „ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13 სტროფი 10). ასევე წერია: „არ არსებობს შენი მსგავსი *ღმერთებს შორის, უფალო“ (ფსალმუნნი, ლოცვა დავითის, თავი 85, სტროფი 8). „რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა *ღმერთებზე საშიშია ის“ (ფსალმუნნი, თავი 95, სტროფი 4). „თუ მიატოვებთ უფალს და უცხო *ღმერთების სამსახურსშეუდგებით, უბედურებას დაგათევთ უფალი“ (იესო ნავეს ძე, თავი 24, სტროფი 20). „მაშ უარყავით უცხოთა *ღმერთები თქვენს შორის რომ არიან, და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისაკენ“ (იესო ნავეს ძე, თავი 24, სტროფი 23). ფსალმუნი 81 (82): „1. ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი. 5. არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა. 6. მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი. 7. მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.“ იუდეველები ყვირიან: «ჩვენი ღმერთი ყველა *ღმერთებზე დიდია.“ (მეორე ნეშტთა 2-5). იაჰვე [იამმუ] იყო ღვთაება, რომელმაც ომი გამოუცხადა დანარჩენ ღმერთებს და დამარცხდა ბაალთან ბრძოლაში.