Search the Community
Showing results for tags 'იდეალიზმი'.
-
ბიბლიაში არის ინვალიდების ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ამაზრზენი და სასტიკი დისკრიმინაცია. ბიბლიაში ინვალიდებს არ გააჩნიათ ღვთისმსახურების, უფლისათვის მსხვერპლის შეწირვის და ტაძარში შესვლის უფლება. ბიბლიის თანახმად ფსიქიკური და ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს არ გააჩნიათ მთელი რიგი უფლებები, რომლებიც გააჩნიათ ე.წ. „ჯანმრთელ“ ადამიანებს, აი სწორედ აქედან იწყება სოციალური უთანასწორობა და ანტიჰუმანიზმი. ბიბლიაში წერია: ლევიანნი თავი ოცდამეერთე „ასე უთხრა უფალმა მოსეს:“ (ლევიანნი 21-16) „ასე უთხარი აარონს: ნაკლის მქონე კაცმა შენს შთამომავალთაგან არ შესწიროს თავისი ღვთის პური.“ (ლევიანნი 21-17) „რადგან არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს, არა აქვს შეწირვის უფლება - არც ბრმას, არც კოჭლს, არც ცხვირჩაჭ####ტილს, არც ცხვირწაშვერილს,“ (ლევიანნი 21-18) „არც ფეხმოტეხილს, არც ხელმოტეხილს,“ (ლევიანნი 21-19) „არც კუზიანს, არც დამჭლევებულს. არც თვალლიბრიანს, არც მუნიანს, არც ქეციანს, არც კვერცხებჩაჭ####ტილს,“ (ლევიანნი 21-20) „არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს აარონ მღვდლის შთამომავლობაში, არა აქვს უფლება უფლის საცეცხლო მსხვერპლის შეწირვისა; ნაკლია მასში. არა აქვს უფლება თავისი ღვთის პურის შეწირვისა.“ (ლევიანნი 21-21) „თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს.“ (ლევიანნი 21-22) „ოღონდ კრეტსაბმელთან ვერ მივა და სამსხვერპლოს ვერ მიეკარება, რადგან ნაკლი აქვს. არ უნდა წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.“ (ლევიანნი 21-23) „ელაპარაკა მოსე აარონს, მის შვილებს და მთელს ისრაელობას.“ (ლევიანნი 21-24) თავი ოცდამეორე „ასე უთხრა უფალმა მოსეს:“ (ლევიანნი 22-1) „უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი.“ (ლევიანნი 21-2) „უთხარი მათ: ყველა, ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი.“ (ლევიანნი 21-3) „კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს,“ (ლევიანნი 21-4) მეორე მეფეთა თავი მეხუთე „გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმისკენ იებუსეველთა, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ. ხოლო მათ ასე უთხრეს დავითს: ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან. ამბობდნენ: ვერ შემოვაო დავითი.“ (მეორე მეფეთა 5-6) „მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.“ (მეორე მეფეთა 5-7) „თქვა იმ დღეს დავითმა: იებუსეველებთან შებრძოლებულმა მახვილით მოსრას კოჭლი და ბრმა, დავითის მოძულე. ამიტომაც ამბობენ, კოჭლი და ბრმა არ შევიდესო ტაძარში.“ (მეორე მეფეთა 5-8) ბიბლია გვეუბნება, რომ ინვალიდები და არაინვალიდები თანასწორები არ არიან. განსხვავებით ქრისტიანული და იუდაისტური რელიგიებისგან, განსხვავებით ბიბლიური აბრაამული რჯულისგან, ბუდისტურ მოძღვრებაში უკლებლივ ყველა ცოცხალი არსება, ჯანმრთელიცა და სნეულიც, უკლებლივ ყველა, აბსოლუტურად თანასწორია და თანაბარ უფლებებს ფლობს. ბუდას მოძღვრებით უკლებლივ ყველა ცოცხალი არსება თანაბრად და ერთნაირად იმყოფება კარმული ძალის ზეგავლენის ქვეშ. ბუდას სწავლებით ბუდად გადაქცევა და ნირვანაში გადასვლა ყველა ცოცხალ არსებას შეუძლია. ბუდას სწავლების თანახმად ხსნა ყველას შეუძლია.
- 1 reply
-
- ბიბლია
- რელიგიური აგრესია
-
(and 4 more)
Tagged with: