მოციქული პავლე შესანიშნავად გადმოგვცემს სულიწმიდის სიტყვას. 1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. თქვენ რას იტყვით ძვირფასო თანაფორუმელებო სიყვარულის გარეშე შესაძლებელია კი ქრისტიანს პრეტენზია ქონდეს ქრისტიანობაზე? შესაძლებელია ცალი ხელით პირჯვარს იწერდე და მეორეთი ძმას ახრჩობდე? გვიყვარს კი ნამდვილად ჩვენი მტრები ისე როგორც ჩვენმა უფალმა მოგვიწოდა? თუ ეს ყველაფერი მოჩვენებითია? თუ მხოლოდ სიტყვით გვიყვარს და გულით შორს ვართ უფლისგან, როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს გიყვარდეს? რას ნიშნავს სრულყოფილი სიყვარული? შეძლებთ კი გიყვარდეთ ყველა განურჩევლად?