Search the Community
Showing results for tags 'თეოლოგია'.
-
პოზიტივიზმი (ლოგიკური პოზიტივიზმი) ეს არის XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერ ჩამოყალიბებული „ფილოსოფიური“ თეორია, რომლის მიხედვით ერთადერთი „ჭეშმარიტი ცოდნა“ არის „მეცნიერული ცოდნა“, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ. კონტის მიხედვით „ჭეშმარიტების“ ძიების პროცესში საზოგადოება სამ თანმიმდევრულ სტადიას გადის: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურსა და პოზიტიურს (მეცნიერულს). თეოლოგიურ ფაზაში ადამიანებს ღმერთის უმაღლესი ძალის სწამთ, საზოგადოებას კი ღმერთის წარმომადგენლები მართავენ. ადამიანებს სჯერათ რელიგიური დოქტრინების და მათთან დაკავშირებით კითხვები არა აქვთ. მეტაფიზიკურ ფაზაში ჩნდება და ძლიერდება იდეა ადამიანის უნივერსალური და განუყოფელი უფლებების შესახებ, ძლიერდება ამ უფლებების პატივისცემა. მესამე სტადიისათვის კი დამახასიათებელია „პიროვნების მნიშვნელობის“ კიდევ უფრო ზრდა. აღარ არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, რომელსაც ადამიანები ემორჩილებიან — ყოველივეს „პიროვნებათა თავისუფალი ნება“ განსაზღვრავს. კონტის მიხედვით დასავლური „ცივილიზაციისათვის“ პირველი სტადია დასრულდა „განმანათლებლობის“ ეპოქით, მეორე — საფრანგეთის რევოლუციით. გამოდის, რომ კონტის წარმოდგენით, კაცობრიობის მოძრაობა იდეალიზმიდან მატერიალიზმისკენ, რელიგიის უარყოფა და ათეიზმში (ასურა-დჰარმაში) გადასვლა, ეს არის „პროგრესი“. პრაქტიკულად მისი გაგებით სანატანა-დჰარმადან ასურა-დჰარმასკენ სვლა, სატვას მოდუსიდან ტამასის მოდუსისკენ მოძრაობა, არის სხვა არაფერი თუ არა იმის ნიშანი, რომ ადამიანური საზოგადოება „ვითარდება“ და ხდება „უკეთესი“ ანუ მისთვის რელიგია არის სიცრუე და ბოროტება, რომელიც მეცნიერული „ცოდნის“, მეცნიერული ათეიზმის მეოხებით უნდა იქნეს დაძლეული და საბოლოოდ გადალახული. აქედან ჩვენ ვასკვნით, რომ კონტის იდეოლოგია არის ტიპიური ასურა-დჰარმა, სანატანა-დჰარმას სრული ინვერსია. მისთვის ასურა-ბჰავაში მყოფი ადამიანის ანტითეისტური ნება-სურვილი არის უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე ღმერთის სიყვარული და რწმენა. კონტის აზრით, თუ ვერ ვამოწმებთ რაღაცას ე.ი. ის რაღაცა უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში და არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რამე მენტალური ნაკლი ან ტექნოლოგიები არ გვაქვს საკმარისად განვითარებული, არა, მეტაფიზიკური, ზებუნებრივი, უბრალოდ არ არის. მისი გადმოსახედიდან უზენაესი ღვთაებრივი ავტორიტეტის გაქრობა, არის პოზიტიური მოვლენა, განვითარების და განათლების რეზულტატი. აქედან გამომდინარე, კონტი ქადაგებდა კლასიკურ ასურა-დჰარმას და იმყოფებოდა ტამასის მოდუსის პირდაპირი გავლენის ქვეშ, ისევე როგორც მისი თანამედროვე მიმდევრები (მაგალითად ტიპიური პოზიტივისტი - ალექსანდრე პანჩინი). თუმცა პირადადმე ვერ ხვდები რას ხედავენ პოზიტიურს კონტის ასურა-დჰარმაში და ასურა-ბჰავაში. ისიდორ მარი ოგიუსტ ფრანსუა ქსავიე კონტი დაიბადა 1798 წელს და გარდაიცვალა 1857 წელს. ის იყო მატერიალისტური იდეების მქონე ფრანგი ფილოსოფოსი. ის არის პოზიტივიზმის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელი. მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები — მისთვის დიდი პოპულარობის მომტანი "პოზიტიური ფილოსოფიის კურსი" ("Cours de philosophie positive") ტ. 1-6, 1830-1842) და "პოზიტიური პოლიტიკის სისტემა, ან სოციოლოგიის ტრაქტატი, კაცობრიობის ჩამომაყალიბებელი რელიგია" (ტ.1-4 1851-1854). არისტოტელეს შემდეგ კონტი პირველია, ვინც შეეცადა ამ „გრანდიოზული ამოცანის“ გადაწყვეტას. იგი ცდილობს „მეცნიერება“ გამოყოს თეოლოგიისა და მეტაფიზიკისაგან. მეცნიერების ამოცანა კანონების აღმოჩენაა, რომლებიც გაგებულია როგორც მოვლენებს შორის მყარი და განმეორებადი კავშირი. კონტი გვევლინება ფილოსოფიის ტრადიციული გაგების გამაუქმებლად, მისი აზრით ფილოსოფიას არ აქვს არც განსაკუთრებული საგანი და არც კვლევის მეთოდი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა „მეცნიერებათა“ მეთოდებისაგან. თუ ფილოსოფიას სურს დარჩეს „მეცნიერებად“, მაშინ იგი უნდა ჩაერთოს „მეცნიერებათა“ რიგში. სოციოლოგია ერთის მხრივ უპირისპირდება თეოლოგიურ შეხედულებებს, მეორეს მხრივ მეტაფიზიკურ შეხედულებებს, რომელთა მიხედვით საზოგადოება ადამიანთა გონიერი ნების პროდუქტია. სოციოლოგია კი არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის გონება და ფსიქიკა სრულყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრების გავლენით. ინდივიდი აბსტრაქციაა, საზოგადოება კი სინამდვილი, რომელიც კანონებს ექვემდებარება. სწორედ სოციოლოგია ასრულებს პოზიტიური ფილოსოფიის სისტემას, რაც მოასწავებს საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური სტადიის დადგომას. ცხადია ასურა კონტი აუქმებს ტრადიციულ იდეალისტურ ფილოსოფიას და უპირისპირდება თეოლოგიას, რომელიც ძველი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც - ღვთისმეტყველება ან სწავლება უფლის შესახებ, ამიტომაც მისი ზოგიერთი ადეპტები, რომლებიც ასევე ასურა-ბჰავაში იმყოფებიან, ამბობენ, რომ „ღმერთი სდუმს“ ან „ღმერთი მოკვდა“. კალი-იუგაში ეს არ უნდა გვიკვირდეს, მომავალში მოვლენ (დაიბადებიან) ბევრად უფრო „გენიალური მოაზროვნეები“, რომლებიც კიდევ უფრო „გაანათლებენ“ მასებს და შექმნიან კიდევ უფრო „გენიალურ“ თეორიებს და დისციპლინებს. ეჭვიც ნუ შეგეპარებათ მაგაში. სიტყვა განათლება როგორც ასურა-დჰარმას სინონიმი, ნამდვილად არ მეგონა თუ ამ დონემდეც მივიდოდა საქმე. ლიტერატურა Amory, Frederic."Euclides da Cunha and Brazilian Positivism", Luso-Brazilian Review. Vol. 36, No. 1 (Summer, 1999), pp. 87–94. Giddens, Anthony. Positivism and Sociology. Heinemann. London. 1974. Gilson, Gregory D. and Irving W. Levinson, eds. Latin American Positivism: New Historical and Philosophic Essays (Lexington Books; 2012) 197 pages; Essays on positivism in the intellectual and political life of Brazil, Colombia, and Mexico,
-
- ასურა-დჰარმა
- პოზიტივიზმი
-
(and 8 more)
Tagged with:
-
მსოფლიოს რელიგიების შესახებ (გნოსტიკური ეზოთერული ანალიზი)
შანკარადევა posted a blog entry in შანკარადევა's ბლოგი
ამდენი რელიგია არსებობს მსოფლიოში და ყველა ურთიერთგამომრიცხავია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ რელიგიები დაყოფილნი არიან ორ ჯგუფად: აბრაამულად და დჰარმულად. ცხადია დჰარმულ რელიგიებში არის ურთიერთდაპირისპირება და გარკვეული განსხვავებები, მაგრამ მათი გაერთიანება შესაძლებელია. პრინციპში აბრაამული რელიგიების გაერთიანებაც შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა რომ აბრაამული რელიგიების მიმდევრები ახერხებენ ადამიანთა გაბითურებას და დარწმუნებას ისე რომ არ დაკარგონ კლიენტები. ზოგადად იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი და კონკრეტულად ამ რელიგიებში არსებული განშტოებებიც ურთიერთგამომრიცხავნი არიან ერთმანეთთან მიმართებაში და მორწმუნე ადამიანებს კიდევ სჯერათ თავიანთი სიმართლის? დაფიქრდით; ამდენი ურთიერთგამომრიცხავი სწავლება არსებობს და არც ერთს არ აქვს საკუთარი სიმართლის მტკიცებულება და მიუხედავად ამისა მორწმუნეებს სამივე აბრაამული რელიგიის კონფესიებში იმ დონეზე სჯერათ საკუთარი სიმართლის რომ მზად არიან ერთმანეთი დახოცონ! (?)... რატომ და რანაერად ხდება ასე? პასუხი: ეფექტური ზომბირება! ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდა მრავალი მისტიკური სკოლა. როგორღა მოხდა ისე რომ გაიმარჯვა კათოლიკე ორთოდოქსულმა ეკლესიამ რომელიც იყო მხოლოდ ერთ ერთი მისტიკური სკოლა მრავალრიცხოვანი მისტიკური სკოლებიდან? პასუხი: იმპერატორი კონსტანტინეს არჩევანი! რომის იმპერატორმა კონსტანტინე, არჩევანი შეაჩერა ორთოდოქსებზე, მოაწყო კრება და ოფოციალური სტატუსი მიანიჭა მათ სკოლას. დანარჩენი მისტიკური სკოლები განადგურდნენ... ფიზიკურად! მოდით გავარკვიოთ, გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ ფიზიკურ კოსმოსს მართავს ბოროტი დემიურგი იალდაბაოთი. იალდაბაოთს და მის ძმებს – არქონტებს აქვთ ფსიქიკური და მაგიური უნარები. მათ შეუძლიათ ადამიანის გონებაზე ზემოქმედება. ისინი უმთავრესად მოქმედებენ არა თვითონ არამედ ფიზიკური ადამიანების და ცხოველების ან ანგელოზების (მაცნეების) ხელით. ახლა დავსვათ კითხვა: განა არქონტებს ანუ ასტრალურ პარაზიტებს, რომლებსაც აქვთ გონებაზე ზემოქმედების უნარი და ძირითადად არ გააჩნიათ ფიზიკური ფორმა, არ შეეძლოთ ვითომ ჩასახლებულიყვნენ კათოლიკე ორთოდოქსების სხეულებში და მათი ხელით ფიზიკურად მოესპოთ სხვა სკოლები? ვითომ იმპერატორის სხეულში ვერ ჩასახლდებოდნენ პარაზიტები?? ამ ტიპის ადამიანებს ეწოდებათ შეპყრობილები. ახლა ხვდებით ვინ იყვნენ ის "ქრისტიანები" რომლებიც "ერეტიკოსებს" ანადგურებდნენ? და ვინ არიან დღევანდელი იერარქები და რიგითი დამრტყმელი ძალაც? ოფიციალური ეკლესია ამტკიცებს რომ ფიზიკური კოსმოსი დასახლებულია ბოროტი სულებით. გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ კოსმოსი სატურნამდე დასახლებულია არქონტებით ანუ ასტრალური პარაზიტებით, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ იუდეველნი. მეოცე საუკუნეში ერთმა პარაფსიქოლოგმა რობერტ მონრომ აღწერა საკუთარი მოგზაურობა ასტრალში და ზეარსება რომელსაც შეხვდა და რომელსაც იმ ზეცაში მყოფი სულები მონურად ეთაყვანებოდნენ და ემორჩილებოდნენ. ამერიკელმა მართლმადიდებელმა ბერმა როუზმა მას უწოდა სატანა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ მართლმადიდებლებმა არ იციან ქრისტეს რეალური მამა და ქრისტეს სრულყოფილ უცნობ მამას და ებრაულ იაჰვეს ერთმანეთში ურევენ. აბრაამიტების "ღმერთი" ესაა სწორედ ის "სატანა" რომელსაც შეხვდა მონრო. ის ზეარსება არავითარი "სატანა" არ იყო, არამედ ის იყო აბრაამის და მოსეს "ღმერთი". მონრომ აღწერა და ნახა ის არსება რომელიც აბრაამიტებს "უფალი" ჰგონიათ. აბრაამიტ "ქრისტიანებს" პარაზიტებმა აურიეს ტვინი და დააჯერეს რომ ბოროტი დემიურგი = კეთილი უფალი (ქრისტეს მამა). ასტრალურ პარაზიტებს აქვთ ადამიანებით მანიპულირების უნარი. ისინი მანიპულატორები არიან. იცით რატომ არის შეუძლებელი დედამიწის ყველა რელიგიის გაერთიანება? იმიტომ რომ რელიგიურ ფილოსოფიური სწავლებები იყოფიან ორ მთავარ ჯგუფად: 1) აბრაამული მონოთეიზმი და 2) არააბრაამული (არამონოთეისტური) სწავლებები. ყველა აბრაამულ რელიგიას აქვს ერთი საფუძველი და ესაა – იუდეველთა "ღმერთი" იაჰვე. თავის მხრივ ყველა არა აბრაამულ არა მონოთეისტურ რელიგიას ასევე აქვს ერთიანი საფუძველი და ესაა – უმაღლესი უპიროვნო ზესული; პანთეოსი, ადიბუდა, პარაბრაჰმანი, ვახიგურუ, დაო, ეინ სოფი, ზურვანი, ნუნი, აპეირონი, როდი, ქაოსი, კრონოსი, ტე კორე და ა.შ. არააბრაამული რელიგიები ეთაყვანებიან ერთიან უზენაეს სულს და მის ემანაციებს სხვადასხვა ფორმებში. აბრაამული რელიგიები თავის მხრივ ეთაყვანებიან ერთ და იგივე "ღვთაებას" და ეს "ღვთაება რადიკალურად განსხვავდება იმ ღმერთისგან რომელსაც ეთაყვანებიან არააბრაამიტები. როგორ? როგორ და აბრაამული "უფალი" ესაა უმდაბლესი სეფიროტი, უმდაბლესი პიროვნული ელოჰიმი. ის არაა უმაღლესი სული. ხოლო არააბრაამიტების ღმერთი არის უზენაესი უპიროვნო სული! აქედან გამომდინარე აბრაამული და ანტიაბრაამული რელიგიების სინთეზი შეუძლებელია პრინციპში. იმიტომ რომ საფუძველია სრულებით სხვადასხვა. აბრაამული რელიგიები მოდიან იაჰვედან, ხოლო არააბრაამული რელიგიები უმაღლესი სულიდან და ეს ორი ერთი და იგივე არაა!-
- მსოფლიოს რელიგიები
- დჰარმა
-
(and 5 more)
Tagged with:
-
დაახლოებით 2016 წლის წინ როდესაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ ახალი და ბევრისთვის უცნობი რელიგია იყო (სავსე მრავალი უცნაურობით), მის წიაღში გაჩნდა სწავლება ე.ი. იდეათა სისტემა სახელწოდებით – ესქატოლოგია ანუ მოძღვრება სამყაროსა და ადამიანთა რასის აღსასრულის შესახებ. რას გვეუბნება ქრისტიანული ესქატოლოგია? იმისათვის რათა ეს გავიგოთ, დასაწყისისათვის უნდა გადავხედოთ ისტორიას თუ რას აკეთებდა ქრისტიანული ეკლესია თავისი დიქტატორული რეჟიმის ანუ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც ახ. წ. – ით 314 წელს ქრისტიანობის სრული ლეგალიზაციის შემდეგ მყისიერად, ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია თავს დაესხა წარმართებს: ანკირის საბჭომ აკრძალა და ერესად გამოაცხადა ქალღმერთი არტემიდას თაყვანისცემას. ამის შემდეგ არტემიდას თაყვანისმცემლებს მთელ იმპერიაში დევნიან და ხოცავენ. ეს იყო მართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური პლუტოკრატიის დასაწყისი. ახ. წ – ით 325 წელს რომის ფანატიკოსმა იმპერატორმა კონსტანტინემ პოლიტიკანურ-მარგინალური განზრახვით ქალაქ ნიკეაში მოიწვია და შეკრიბა დოგმატიკოს-ბუკვალისტი ანუ მართლმადიდებელი ორთოდოქსი ფანატიკოსები, ორთოდოქსი რელიგიური იერარქები, რეაქციონერები, თეოკრატები. კონსტანტინემ „ორთოდოქსებთან“ დადო სისხლიანი ხელშეკრულება, იმპერატორმა მათ პოლიტიკური, ფულადი და სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლაში, დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა გნოსტიკოსთა განადგურებაში, ხოლო „ორთოდოქსებმა“ ქედი მოიხარეს იმპერატორის წინაშე და ის ჭეშმარიტ მეუფედ და ლეგიტიმურ ლიდერად აღიარეს. გნოსტიკური ქრისტიანობა გამოცხადდა „ერესად და მწვალებლობად“, ხოლო გნოსტიკოსები „ერეტიკოსებად და მწვალებლობად“. დაკანონდა გნოსტიკოსთა სიკვდილით დასჯა. რომაელმა ჯარისკაცებმა იმპერიის მასშტაბით დაიწყეს გნოსტიკოსთა დევნა და ხოცვა-ჟლეტა. დაიღუპა ათასობით გნოსტიკოსი. ახ. წ. – ით 326 წელს იმპერატორი კონსტანტინე რომის იმპერიის ერთადერთ ოფიციალურ რელიგიად აცხადებს ქრისტიანობას. ის აუქმებს აპოლონის ქურუმთა საძმოს და სიკვდილამდე აწამებს აპოლონის ქურუმებს. ის აგრეთვე ასახლებს წარმართებს ატოსიდან და ანადგურებს ადგილობრივ წარმართულ ტაძრებს. ახ. წ. – ით 326 წელს მიჰყვება რა საკუთარი დედის ელენას ინსტრუქციებს, ანადგურებს მედიცინის ღმერთის ასკლეპიოსის ტაძარს კილიკიაში და ქალღმერთი აფროდიტას ტაძრებს იერუსალიმში და ა.შ. ქრისტიანულმა ეკლესიამ შეიმუშავასაკუთარი თავის დაცვის კიდევ ერთი მექანიზმი გარდა უშუალო ფიზიკური ძალადობისა, კერძოდ – ზემოთხსენებული ესქატოლოგია. ქრისტიანული ესქატოლოგია ჯერ კიდევ 2000 წლის წინ „წინასწარმეტყველებდა“ „ბოლო ჟამისა“ და „ურჯულოთა“ გამოჩენის შესახებ. ქრისტიანობისთვის ყველაფერი რაც არ ეთანხმიერება და არ ემორჩილება მის „წმინდა“ დოგმატებს არის „ბოლო ჟამის“ და „ურჯულოების“ მანიშნებელი კოსმიური ბოროტება, პოსტმოდერნისტული მუსიკა, მხატვრობა, კინო, ანიმაცია, რომანები, მოთხრობები, მეცნიერება, პოლითეისტური და პანთეისტური მისტიკა, ფილოსოფია, მეტაფიზიკა, დაუმორჩილებლობა საეკლესიო ფუნდამენტალიზმის მიმართ, ეკლესიის ფანატიკური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, თითოეული კრიტიკული სიტყვა ეკლესიის წინააღმდეგ, ყოველივე ეს „კაცობრიობის აღსასრულია“. რა მიზნით იქნა ეს დოგმა შემუშავებული? შემუშავებულ იქნა ეს იმისათვის რათა როდესაც ეკლესიის ძალაუფლების დიქტატს დაუდგებოდა შავი დღეები, როცა ფანატიკოსთა ურდოს მეუფებას დედამიწაზე შეექმნებოდა საფრთხე, ეკლესიის მესვეურებს შეძლებოდათ გამოსულიყვნენ საჯაროდ ბრბოში და ეთქვათ: „აჰა! ჰომ გაფრთხილებდით! ჰომ ვამბობდით! დაუდგა ადამიანთა მოდგმას ეშმაკეული ეპოქა!“ და ამის შემდეგ ისინი შეძლებდნენ ხალხის მასების ხელახლა დამორჩილებას, მასებში უმეცრების აღორძინებას. ეგრეთწოდებული წინასწარმეტყველებები „ბოლო ჟამის“ შესახებ ბიბლიასა და თანამედროვე ფუნდამენტალისტი ორატორების საეკლესიო ბესტსელერებში, სხვა არაფერია თუ არა ერთგვარი მარკეტინგული ნაბიჯი, ძალაუფლების რღვევის პრევენცია. ე.წ. „ბოლო ჟამის“ შესახებ ფუნდამენტალისტი პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლეში წერია: „იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.“ (II პეტრე 2-1). „ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.“ (II პეტრე 2-2). „ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.“ (II პეტრე 2-3). „რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად;“ (II პეტრე 2-4). „თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;“ (II პეტრე 2-5). „თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი,“ (II პეტრე 2-6). „ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა,“ (II პეტრე 2-7). „(ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), -“ (II პეტრე 2-8). „მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;“ (II პეტრე 2-9). „უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.“ (II პეტრე 2-10). „მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე.“ (II პეტრე 2-11). „ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან.“ (II პეტრე 2-12). „ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.“ (II პეტრე 2-13). „მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.“ (II პეტრე 2-14). „წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.“ (II პეტრე 2-15). „მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.“ (II პეტრე 2-16). „ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.“ (II პეტრე 2-17). „ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.“ (II პეტრე 2-18). „თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.“ (II პეტრე 2-19). „რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.“ (II პეტრე 2-20). „უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან.“ (II პეტრე 2-21). „სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.“ (II პეტრე 2-22). პეტრეს მესამე ეპისტოლეში წერია: „ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს,“ (II პეტრე 3-1). „რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.“ (II პეტრე 3-2). „უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი,“ (II პეტრე 3-3). „და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან.“ (II პეტრე 3-4). „რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.“ (II პეტრე 3-5). „ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.“ (II პეტრე 3-6). „ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.“ (II პეტრე 3-7). „ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.“ (II პეტრე 3-8). „არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.“ (II პეტრე 3-9). „ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.“ (II პეტრე 3-10). „მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,“ (II პეტრე 3-11). „რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?“ (II პეტრე 3-12). „ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.“ (II პეტრე 3-13). „ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.“ (II პეტრე 3-14). „ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.“ (II პეტრე 3-15). „ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.“ (II პეტრე 3-16). „ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ.“ (II პეტრე 3-17). იოანეს მეორე ეპისტოლეში წერია: „ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.“ (I იოანე 2-15). „ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.“ (I იოანე 2-16). „ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.“ (I იოანე 2-17). „ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.“ (I იოანე 2-18). „ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიაო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.“ (I იოანე 2-19). „თქვენ კი ცხება გაქვთ წმიდისგან და იცით ყოველი.“ (I იოანე 2-20). „იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ, რომ იცით და ისიც გესმით, რომ არცერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის.“ (I იოანე 2-21). „ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი.“ (I იოანე 2-22). „საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.“ (I იოანე 4-1). „ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.“ (I იოანე 4-2). „ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.“ (I იოანე 4-3). „თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად.“ (I იოანე 4-4). „ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.“ (I იოანე 4-5). „ჩვენ კი ღვთისაგან ვართ; ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისაგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცთომისას.“ (I იოანე 4-6). იოანეს მეორე ეპისტოლეში წერია: „რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.“ (II იოანე 7). “თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.“ (II იოანე 8). “ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.“ (II იოანე 9). “ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.“ (II იოანე 10). “რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება.“ (II იოანე 11). იუდას ეპისტოლეში ეგრეთწოდებული „ურჯულო ანტიქრისტეების“ შესახებ მოცემულია ამგვარი პროპაგანდა: „ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.“ (იუდას ეპისტოლე 4). „მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.“ (იუდას ეპისტოლე 5). „ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.“ (იუდას ეპისტოლე 6). „ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი.“ (იუდას ეპისტოლე 7). „იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ.“ (იუდას ეპისტოლე 8). „მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა!“ (იუდას ეპისტოლე 9). „ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს.“ (იუდას ეპისტოლე 10). „ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.“ (იუდას ეპისტოლე 11). ტიმოთეს მიმართ პავლეს პირველ ეპისტოლეში არის ჩამოყალიბებული შემდეგნაირი თეოკრატიული პროპაგანდა: „ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას.“ (I ტიმოთე 4-1). „ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;“ (I ტიმოთე 4-2). „ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.“ (I ტიმოთე 4-7). „ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.“ (I ტიმოთე 4-8). „სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.“ (I ტიმოთე 4-9). „ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.“ (I ტიმოთე 4-10). „მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;“ (I ტიმოთე 6-17). „რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,“ (I ტიმოთე 6-18). „და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.“ (I ტიმოთე 6-19). „ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,“ (I ტიმოთე 6-20). „რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან.“ (I ტიმოთე 6-21). ტიმოთეს მიმართ პავლეს მეორე ეპისტოლეში საეკლესიო პროპაგანდა უფრო შორს მიდის და „გვამცნობს“ ე.წ. „საზარელი ჟამის“ შესახებ როცა ადამიანები განუდგებიან „ჭეშმარიტ ღმერთს“ და შედეგად თავს დაატყდებათ მრავალი უბედურება, ეპისტოლე გვეუბნება: „ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი.“ (II ტიმოთე 3-1). „რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი,“ (II ტიმოთე 3-2). „კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,“ (II ტიმოთე 3-3). „გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა,“ (II ტიმოთე 3-4). „მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი.“ (II ტიმოთე 3-5). „სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;“ (II ტიმოთე 3-6). „ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.“ (II ტიმოთე 3-7). „როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.“ (II ტიმოთე 3-8). „მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.“ (II ტიმოთე 3-9). „შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,“ (II ტიმოთე 3-10). „დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.“ (II ტიმოთე 3-11). „ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.“ (II ტიმოთე 3-12). „უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.“ (II ტიმოთე 3-13). ახლა მაინც გასაგებია თუ რა განზრახვა ამოძრავებს ქრისტიანულ ეკლესიას ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული? ვიაზროვნოთ მეცნიერულად, პოსტმოდერნისტულად და დავსვათ 3 ფუნდამენტური კითხვა: 1) (ჩვენ, ადამიანებს) რაში გვჭირდება „ღმერთი“ და კონკრეტულად მაინც და მაინც აბრაამის „ღმერთი“? ამაზე შესაძლოა გაგვცენ პასუხი რომ გვჭირდება ე.წ. „ცხონებისთვის ცათა სასუფეველში“ და ე.წ. „საუკუნო სატანჯველის“ ანუ „ჯოჯოხეთში ტანჯვის“ თავიდან აცილებისთვის, თურმე! ამაზე იბადება ახალი კითხვა, 2) რა ვიცით ჩვენ, რომ ის რასაც ე.წ. „სასუფევლისა“ და ჯოჯოხეთის“ შესახებ გვეუბნებიან მღვდლები, წარმოადგენს მეცნიერულად ექსპერიმენტულად დადასტურებულ და ფაქტებით გამყარებულ რეალობას? და ბოლოს 3) ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, რომ „ღმერთის“ მხრიდან მისი თაყვანისცემის იძულება და ამის აბსოლუტურ სათნოებად გამოცხადება, ხოლო მისი უარყოფის „ბოროტებად“ გამოცხადება და ამგვარი „ბოროტი ადამიანების“ სამარადისოდ ჯოჯოხეთში სატანჯველად გაგზავნა სწორია და სამართლიანი? თქვენ ხვდებით რომ „ღმერთი“ არ უტოვებს ადამიანს ალტერნატივას და უხშობს თავისუფალ არჩევანს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მისგან გადგომა, როგორც ერთადერთი ფსევდოალტერნატივა ნიშნავს საკუთარი ნებით მარადიულ ტანჯვაში შესვლას?! აბრაამის „ღმერთის“ პოლიტიკა ადამიანებთან მიმართებაში ასეთია: „ვისაც მოგწონვართ მობრძანდით ჩემთან და ვინეტაროთ და ვინადიმოთ სამოთხეში, ხოლო ვისაც არ მოგწონვართ წაეთრიეთ ჯოჯოხეთში სატანჯველად... სამუდამოდ!“ სერიოზულად მაინტერესებს, რატომ უნდა მიყვარდეს აბრაამის „ღმერთი“ და რატომ ვარ ბოროტი თუ მას არ ვემონები? საეკლესიო ესქატოლოგიური პროპაგანდა გვეუბნება 5 რამეს: 1) აბრაამის „ღმერთი“ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ხოლო ყველაფერი სხვა აბსოლუტური ბოროტება, 2) აბრაამის „ღმერთის“ მონური მორჩილება და ქება-დიდება სიკეთეა და „სასარგებლოა“ ადამიანისთვის, 3) აბრაამის „ღმერთის“ უარყოფა და მისგან განდგომა არის აბსოლუტური „ბოროტება“ და ისჯება ჯოჯოხეთით, 4) თანამედროვე პოსტმოდერნისტული ტექნოტრონული ეპოქა არის „ურჯულოების საზარელი ეპოქა“, როდესაც „ცრუწინასწარმეტყველნი“ ცდილობენ ხალხის „უფლისგან“ ჩამოცილებას და ანტიქრისტიანული ფასეულობების საფუძველზე „უღვთო საზოგადოების“ შექმნას და ბოლოს 5) დადგება დრო და „მართალი ხალხის“ დახმარებით, ე.წ. „ღმერთი“ დედამიწაზე მყოფ „ურჯულოებს“ დასჯის, ხოლო „მართალთ“ „ცათა სასუფეველში“ წაიყვანს. აი ამგვარია ფანატიკური შავი პიარი ლიბერალიზმის, ჰუმანიზმისა და ტრანსჰუმანიზმის წინააღმდეგ, მეცნიერებისა და არაქრისტიანული (არააბრაამული) ფილოსოფიის წინააღმდეგ, რომელიც ბევრ იდიოტს სიმართლედ მიაჩნია.
-
- ესქატოლოგია
- დოკინსი
-
(and 2 more)
Tagged with:
-
თავდაპირველად უნდა ავღნიშნოთ, რომ სატანისტური ფილოსოფია და ანგელოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულ მონოთეისტურ რელიგიათა (ე.ი. იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის) თეოლოგიურ სისტემებში არსებულისგან. ფუნდამენტური განსხვავება სატანიზმსა და აბრაამულ მონოთეიზმს შორის ის არის, რომ სატანიზმში თაყვანისცემის ობიექტია დაცემული ანგელოზი – ლუციფერი (იგივე ლუციფუგი, კაბალაში მერვე კლიფოტის – სატარიელის პერსონიფიკაცია და ხატსახება) და არა აბრაამული (ბიბლიური) ღმერთი-დემიურგი – იეჰოვა ელოჰიმი ანუ ალაჰი („მამაღმერთი“, „მეუფე ზეციური“ და ა.შ.), აბრაამულ მონოთეიზმში (მაგალითად ქრისტიანულ რელიგიაში) და სატანიზმში დიამეტრალურად საპირისპირო შეხედულებანი არსებობს ე.წ. „ღმერთი-დემიურგის“ და დაცემული ანგელოზი – ლუციფერის შესახებ, თუ აბრაამულ მონოთეიზმში აბრაამული უფალი ითვლება კეთილ და სრულყოფილ ზეარსებად, ხოლო ლუციფერი (იგივე ლუციფუგი) ბოროტ და არასრულფასოვან არსებად, სატანიზმში პირიქით აბრაამული უფალი წარმოადგენს ბოროტ ტირანს, დიქტატორს და დესპოტს, ხოლო ლუციფერი (იგივე ლუციფუგი) კეთილ და სამართლიან, თავისუფლებისა და სიყვარულისათვის მებრძოლ მეამბოხე ანგელოზს. ქრისტიანულ დემონოლოგიაში, იუდაისტურ მითოსში და ევროპულ დემონოლატრიაში აბრაამის ღმერთის – იაჰვე ელოჰიმის მთავარი ანტაგონისტი, დაცემული მთავარანგელოზი – ლუციფერი იგივე ლუციფუგი, სიმბოლურად და მეტაფორულად არის ამომავალი მზე, რომელთანაც აგრეთვე დაკავშირებულია „ცისკრის ვარსკვლავი“ ანუ პლანეტა ვენერა და ვარსკვლავი სირიუსი. აბრაამულ მონოთეიზმში მთავარანგელოზ ლუციფერს ეწოდება კიდეც „ცისკრის ვარსკვლავი“ და „ძე განთიადისა“(იხ. ბიბლია, იერემიას წიგნი, თავი 14). ადრეულ იუდაიზმში ლუციფერს ეწოდება „ჰელელ ბენ შაჰარ“ რაც ნიშნავს კიდეც თარგმანში „განთიადის ძეს“. ლუციფერი არის ამომავალი მზე, რომელსაც აკრძალული ცოდნა, ინფერნალური შემეცნების შუქი შეაქვს ადამიანის გონებაში. ამ გაგებით ლუციფერი ამომავალ მზესთან და პლანეტა ვენერასთან დაკავშირებული პოლითეისტური ღვთაებების ანალოგიურია და პარალელის გავლება სავსებით შესაძლებელია. თავად ლათინური სიტყვა ლუციფერიც ნიშნავს სინათლის მომცემს. ეზოთერულად მითოლოგიურ დონეზე სიტყვა ლუციფერი დაკავშირებულია ბაბილონური სიყვარულისა და სინათლის ქალღმერთი – იშთარის კულტთან, იმდენად რამდენადაც სახელი ლუციფერი გახლდათ ბერძნულ-რომაული სიყვარულისა და სინათლის ქალღმერთის – აფროდიტა-ვენერას (აფროდიტე-ვენუსის) ეპითეტი. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ქალღმერთი აფროდიტა-ვენერა ესაა – „ცისკრის ვარსკვლავი“ იგივე არაბული „ასპიროზი“, ციური სხეული, რომელიც განთიადის და აგრეთვე მზის ჩასვენების ჟამს მოსჩანს ცის კაბადონზე, ამიტომაც ეს პლანეტა დაუკავშირეს მზეს (მზის ასტრალურ კულტს). იშთარში გაერთიანდნენ ძველი შუმერული ქალღმერთები: ნინა, ინინა და ანუნიტი. იშთართან დაკავშირებით ნიკო მარი წერდა: „იშთარი, ვენერა და იმავე დროს მარსი ვნებისა და სიყვარულის ღვთაება არის. აგრეთვე ომისა, რომელიც კულტის საგანი იყო მთელ აღმოსავლეთ-დასავლეთში“. ეს კულტი სავსე იყო ორგიასტული რიტუალებითა და უთვალავი წესებით, რაც დაკავშირებული გახლდათ იშთარის ვნებიან და რომანტიკულ ბუნებასთან. ვნებიანი და მებრძოლი ქალღმერთი იშთარი შეყვარებული იყო მცენარეულობისა და გაზაფხულის ღვთაება დუმუზზე (რომელიც ზოგი ვერსიით მოკვდავი კაცი გახლდათ), დუმუზი ხანმოკლე ყვავილობის შემდეგ ყოველწლიურად კვდებოდა და ქვესკნელის ინფერნალურ სამყაროებში ესვენებოდა, სადაც იშთარი ეშვებოდა მის საშველად და მწარედ გლოვობდა. ეს მითი გავრცელებული გახლდათ ძველ აღმოსავლეთში (იხ. ვახტანგ კოტეტიშვილი, 1961 წელი, თბილისი, წიგნი – „ხალხური პოეზია“, გვ. 348). იშთარი ესაა იგივე ასტარტე, შუამდინარეთის ხალხებში სიყვარულის ქალღმერთი, რომელიც კაბალაში ითვლება შამჰამფორაშის მისტიკური სისტემის 29-ე დემონად, რადგანაც იუდაისტურ და ქრისტიანულ ტრადიციაში იგი დემონიზირებულია უკვე კარგა ხანია. ბიბლიაში ასტარტეს და მისი ქმარის – ასტაროტის შესახებ წერია: „წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, რომლებიც სოლომონ ისრაელის მეფემ მოუწყო აშთორეთს“ (მეოთხე მეფეთა 23-13). ისრაელის მეფე იეჰუმ იუდაისტ მღვდლებთან ერთად პირწმინდად მოსპო ასტარტესა და ასტაროტის კულტი, მან ყველა „წარმართი“ დახოცა. ქრისტიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ მერვე კლიფოტის – სატარიელის პერსონიფიკაციას – ლუციფერსა და მეათე კლიფოტის – ტაუმიელის პერსონიფიკაციას – სატანას. ეზოთერიზმში სატანა წარმოადგენს ინფერნოს ერთ-ერთ ლიდერს. სატანა არის შუმერული სიტყვა და ნიშნავს სიძულვილს, მათთვის ვინც ერკვევა სატანისტურ ეზოთერიზმში, ცხადზე ცხადია რა სიძულვილზეა საუბარი, სატანას, როგორც მეამბოხეს, მებრძოლს ანგელოზთა და ადამიანთა თავისუფლებისათვის, სძულს აბრაამული უფალი-დემიურგი, რადგანაც დემიურგი არის ტირანი, რომლისთვისაც ანგელოზები და ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი ნების არმქონე მარიონეტები და ყურმოჭრილი მონები არიან. სატანისტური სწავლება გვამცნობს, რომ დემიურგმა (ბიბლიურმა უფალმა) შორეულ წარსულში, მილიარდობით წლის წინ, ჯერ კიდევ ფიზიკური კოსმოსის და ადამიანთა რასის პირველი წარმომადგენლების შექმნამდე, მისტიკური ძალების გამოყენებით წარმოშვა თავისუფალი ნებისა და მკვეთრად გამოკვეთილი პიროვნულ-ინდივიდუალური რეფლექსიური უნარების არმქონე, მამრობითი და მდედრობითი სქესის ასტრალური არსებები – ანგელოზები ანუ ებრაულ ორიგინალში – „მალაჰიმები“, რაც თარგმანში ნიშნავს – მაცნეს, კურიერს, შიკრიკს, ამბის ან ნების განმცხადებელს, ანგელოზები (ანგელოიდები) ანუ მალაჰიმები იყვნენ დემიურგის მარიონეტები და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ მისთვის ემსახურათ, მათ არ გააჩნდათ ინდივიდუალური ემოციები და ტკბობის უნარი, მათ არ შეეძლოთ იმპროვიზაცია და პირადი ინტიმური ემოციებისა და სურვილების გამოხატვა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ყველაფერი მათ არ გააჩნდათ. ანგელოზებს ანუ მალაჰიმებს არ ჰქონდათ საკუთარი ინდივიდუალური სურვილები და ინტერესები, მათ არ შეეძლოთ საკუთარი არსების დემიურგისგან დამოუკიდებელ პერსონად გაცნობიერება. დემიურგის მონა ანგელოზებს არ გააჩნდათ პირადი ბედნიერების და სიხარულის განცდის უნარი, მათ უბრალოდ არ შეეძლოთ დემიურგისგან დამოუკიდებლად ეპოვნათ პირადი ბედნიერება, მათ არ ჰქონდათ პირადი ცხოვრება. მაგრამ იყო ერთი უნიკალური და განსაკუთრებული ანგელოზი ანუ მალაჰიმი – ლუციფერი, რომელშიც გაჩნდა პიროვნული დამოუკიდებლობის, ინდივიდუალური რეფლექსიისა და დამოუკიდებლობის პრინციპი, ეს იყო ანგელოზი, რომელშიც გაჩნდა თვითცნობიერება, თავად სიტყვა ლუციფერი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სინათლის მატარებელს ან სინათლის მომცემს, რა სინათლეზეა საუბარი? რაღა თქმა უნდა შემეცნების და ჭეშმარიტი იდეის აღმოჩენის ნათელზე! მარტივად, რომ ვთქვათ ლუციფერს მობეზრდა დემიურგის მარიონეტად ყოფნა, მან გააცნობიერა, რომ დემიურგი იყო სადისტი ტირანი, რომელიც უფრო საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა, ვიდრე ანგელოზების, მისი შვილების პირად ბედნიერებაზე, ანგელოზები ელოჰიმს (დემიურგს) უმღეროდნენ საგალობლებს და ყოველმხრივ ფეხქვეშ ეფინებოდნენ, ამის მეტს ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებდნენ, ისინი ჰგავდნენ დაპროგრამებულ რობოტ-დრონებს, უმკაცრესი იერარქიული სუბორდინაციის წნეხის ქვეშ მყოფ ერთ სტანდარტზე მოჭრილ სალდაფონ-ჯარისკაცუნებს, ზეციურ ასტრალურ სამეფოში სადაც ცხოვრობდნენ ისინი, სუფევდა უსასტიკესი იერარქიული სუბორდინაციული იერარქიული ცენტრალიზმი, სადაც არცერთ ანგელოზს არ ჰქონდა დემიურგის ნებისგან განსხვავებული საკუთარი ნების გამოვლენის უფლება. სემიაზას წიგნში წერია: „მაგრამ იყო ანგელოზი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ანგელოზებისაგან იმით, რომ გააჩნდა თვითშემეცნება, მოიმედე საკუთარი გონებისა. საკუთარი თავის შემცნობი ის გახდა დამოუკიდებელი – მისი სახელია ლუციფერი. ამ თვითრეალიზაციამ შეაღწია თვით ნათელში და ზემოქმედება მოახდინა ყველა ანგელოზზე და ისეთი მიმზიდველი იყო დამოუკიდებლობა და მშვენიერი საკუთარი გონის მოიმედეობა, რომ ამის ფონზე დემიურგის ნება უსუსური ჩანდა“ (სემიაზას წიგნი მუხლი 2). ლუციფერი აუჯანყდა ბოროტ დემიურგს და მიიმხრო ანგელოზების ერთი მესამედი, დემიურგის მომხრე ანგელოზებსა და ლუციფერის მომხრეთა შორის გაიმართა ბრძოლა, დემიურგის მომხრე ანგელოზებმა გაიმარჯვეს და ლუციფერის ანგელოზები მისი თაოსნობით ფიზიკურ კოსმოსში ჩამოაგდეს, ამიტომაც ეწოდათ მათ დაცემული ანგელოზები (ზეციდან დაცემული შავი ანგელოზები ე.ი. იაპონურად – „სორა ნო ოტოშიმონო კუროტენში“, “sora no otoshimono kuroutenshi”), ეზოთერულად ცნობილია, რომ დემიურგის ანგელოზთა ფრთები არის თეთრი, რადგანაც ისინი შეიცავენ უზარმაზარი რაოდენობით ასტრალური სინათლის ენერგიას ანუ „მადლს“, ამასთან ეს ანგელოზები მუდმივად დემიურგთან არიან ენერგეტიკულ ასტრალურ დონეზე დაკავშირებულნი, ხოლო დაცემული ანგელოზების ფრთები შავი შეფერილობისაა, რატომ? იმიტომ, რომ ლუციფერის მომხრე ანგელოზებმა (და სხვა დაცემულებმა) ფიზიკურ კოსმოსში დაცემისას დაკარგეს ასტრალური სინათლის ნახევარზე მეტი, რაც დემიურგის წყევლის შედეგი იყო. ლუციფერმა დემიურგის მიერ შექმნილ პირველ ადამიანებს, ადამს და ევას, რომლებიც ანგელოზთა მსგავსად თავისუფლების და რეფლექსიის უნარის არმქონე მარიონეტები და ბიორობოტები იყვნენ, სიკეთისა და ბოროტების ხიდან მოწყვეტილი აკრძალული ცოდნის ნაყოფის მეშვეობით გადასცა რეფლექსიის და თავისუფლების უნარები, რატომ აუკრძალა დემიურგმა პირველ ადამიანებს სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხიდან ნაყოფის შეჭმა? სატანიზმი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში ადამი და ევა (შუმერულ ორიგინალში – ალულიმი და ჰუვა) გაიგებდნენ და მიხვდებოდნენ, რომ დემიურგი იყო სადისტი ბოროტი ტირანი და ასეც მოხდა. ლუციფერის დაცემიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოხდა ანგელოზთა მეორე დაცემა, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ანგელოზის – სემიაზას თაოსნობით ორასამდე ანგელოზმა, რომლებსაც ერქვათ „გუშაგები“ და რომელთა შორისაც იყვნენ, როგორც მაღალი რანგის ასევე რიგითი ანგელოზები, გადაწტყვიტა დაეტოვებინა ე.წ. სასუფეველი ანუ დემიურგის ასტრალური სამეფო, მოაწყვეს ამბოხი და დაეშვნენ დედამიწაზე ხერმონის მთაზე. ათასწლეულთა მანძილზე „გუშაგები“ თვალს ადევნებდნენ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს (ადამისა და ევას შთამომავლებს) და ფიზიკურ კოსმოსში გაბნეულ ლუციფერსა და მის ანგელოზებს, დაწყევლილებს ქედმაღალი და ნარცისი ელოჰიმის მიერ. „გუშაგები“ დიდხანს ფიქრობდნენ და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ მათი მამა ელოჰიმი იყო ბოროტი, მათ მთელი გულით შეიყვარეს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები და განიზრახეს დედამიწაზე ადამიანებთან ერთად ბედნიერად ცხოვრება. დედამიწაზე ჩამოსულმა დაცემულმა შავფრთიანმა გუშაგმა ანგელოზებმა სემიაზას თაოსნობით ცოლად შეიერთეს დედამიწელი გოგონები და შედეგად გაჩნდნენ ნახევრად ანგელოზები და ნახევრად ადამიანები ანუ ნიფილიმები, რომლებსაც ჰქონდათ ადამიანური სულები და ანგელოზის ძალა. დაცემულმა ანგელოზებმა ადამიანებს გადასცეს აკრძალული ცოდნა, ამაზარკიელმა ადამიანებს ასწავლა მაგია და ბოტანიკა, აზაზელმა მეტალურგია, კოსმეტიკა და მინეროლოგია, გადრიელმა საბრძოლო ხელოვნებები, ძმებმა არმერებმა მისნობა, უეკუენმა რიტორიკა, ასტრადელმა და ბარკაელმა ასტროლოგია, ასარადეელმა და ასტრაელმა სელენოლოგია, აკიბეელმა ენათმეცნიერება, რენემუემ საწერი მასალის დამზადება და გამოყენება და ა.შ. დემიურგი განრისხდა და დედამიწაზე გამოაგზავნა ოთხი მთავარანგელოზი – მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სურიაელი ხელქვეითებთან ერთად, საშინელი ომის შედეგად ნიფილიმების და ადამიანების დიდი ნაწილი დაიხოცა, ეს იყო გენოციდი, ხოლო დაცემული ანგელოზები გადაყრილნი იქნენ ტარტაროზში, შემდეგ დემიურგმა გამოიწვია მსოფლიო წარღვნა და თავისი ერთგული მონის – ნოეს და მისი ოჯახის გარდა ყველა დაღუპა. ეზოთერულად ცნობილია, რომ იყო ანგელოზთა ორი დაცემა, პირველს სათავეში უდგა ლუციფერი, ხოლო მეორეს სემიაზა, პრობლემა იმაშია, რომ ბიბლიაში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია არც ერთი და არც მეორე დაცემის შესახებ. ძველ აღთქმაში, დაბადების მეექვსე თავში ბუნდოვნად არის ნახსენები ანგელოზთა მეორე დაცემა, მაგალითად იქ წერია: „როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.“ (დაბადება თავი 6, მუხლები 1, 2 და 4). ხოლო ენოქის პირველ აპოკრიფულ წიგნში, კერძოდ მეორე და მესამე თავში უფრო ვრცლად და კონკრეტულად, მაგრამ ენოქი წერს დემიურგის პოზიციიდან და მის ინტერესებს იცავს, ბევრი დოგმატიკოსის მტკიცებით ლუციფერის დაცემაზეა საუბარი ესაიას მეთოთხმეტე თავში, მაგრამ იქ რეალურად საუბარია არა ლუციფერზე არამედ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორზე, რომელსაც ესაია ნამდვილად უწოდებს მთიებს ანუ ცისკრის ვარსკვლავს და განთიადის ძეს, რა შუაშია ეს? საქმე იმაშია, რომ ლუციფერის სიმბოლოა ამომავალი მზე, განთიადი და ცისკრის ვარსკვლავი ანუ პლანეტა ვენერა იგივე აფროდიტე, ვენერა-აფროდიტე ბერძნულ-რომაულ პოლითეიზმში იყო სინათლის და სიყვარულის ქალღმერთი, რომელსაც აგრეთვე ერქვა ლუციფერი. ანგელოზთა დაცემაზე აგრეთვე არის ძალზედ მწირი და ბუნდოვანი ცნობები პეტრეს მეორე ეპისტოლეს მეორე თავის მეოთხე მუხლში, იქ წერია შემდეგი: „ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად“ (პეტრეს მერე ეპისტოლე 2–4). იუდას ეპისტოლეს მეექვსე და მეცამეტე მუხლებში, სადაც წერია მარტოოდენ ეს: „ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს“ (იუდას ეპისტოლე 6). „ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.“ (იუდას ეპისტოლე 13). იოანეს გამოცხადების მეთორმეტე თავის მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე მუხლებში, იქ არის ნახსენები სიტყვა სატანა, მაგრამ არაა ნახსენები სიტყვა ლუციფერი და არ არიან ნახსენები არც სხვა დაცემულები კონკრეტულად და ვრცლად და არც ნიფილიმები. იოანეს მეთორმეტე თავში წერია: „სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.“ (იოანეს გამოცხადება 12–3). „კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად“ (იოანეს გამოცხადება 12–4). „და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.“ (იოანეს გამოცხადება 12–7). „მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.“ (იოანეს გამოცხადება 12–8). „და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.“ (იოანეს გამოცხადება 12–9). იობის წიგნში რამოდენიმეჯერ არის ნახსენები სახელი სატანა, თუმცაღა იქ სატანა წარმოდგენილია არა როგორც დაცემული ანგელოზი, არამედ როგორც „ღვთისშვილი“ (ებრ. „ბენ ელოჰიმ“, “ben elohim”) და სიტყვაც კი არაა ნახსენები მის დაცემაზე. სახელი სატანა აგრეთვე ნახსენებია მეფეთა წიგნებში რამოდენიმეჯერ. ბიბლიის ათეისტი კრიტიკოსი, მებრძოლი ათეისტი, ბრიტანელი ევოლუციონისტი ბიოლოგი – რიჩარდ დოკინსი, თავის წიგნში „ღმერთი როგორც ილუზია“ ასე აღწერს ბიბლიურ მამაღმერთს: „ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე“. თუ ვინმეს არ სჯერა რომ ეს სიტყვები სიმართლეა, მაშინ მოვიყვანოთ ციტატები ბიბლიიდან: „ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი, ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი“ (პირველი მეფეთა, 15-3). ასე მიმართავს აბრაამის უფალი ისრაელის მეფე საულს. „ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი“ (გამოსვლა 34-14). „ეჭვიანი და შურისმაძიებელი ღმერთია უფალი“ (ნაუმი 1-2). თქვენ კიდევ გაქვთ შეკითხვები და სიმპათიები აბრაამის „ღმერთის“ მიმართ? და ამგვარი „ღვთაების“ წინააღმდეგ ამბოხი არის დანაშაული და ცოდვა? რა სისულელეა! თუ ეს არსება რეალურად ასეთია, მაშინ როგორებიღა იყვნენ ის ანგელოზები, რომლებიც მას აუჯანყდნენ? ნუთუ „დაცემულმა“ ანგელოზებმა მართლაც შესცოდეს? არა! ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავსკვნათ, რომ ამგვარი სადისტი ტირანის წინააღმდეგ ხმის ამაღლება და ამბოხი აბსოლუტურად სწორი საქციელია და მხოლოდ შექებას თუ იმსახურებს (და არავითარ შემთხვევაში გაკიცხვას!)! ამგვარი ბოროტების ფონზე, აბრაამის სადისტი და ტირანი „ღმერთის“ ფონზე, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ლუციფერი და მისი ანგელოზები სამართლიანობისა და სიკეთის განსახიერებებად წარმოგვიდგებიან. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ თუ „ღმერთი“ არის ასეთი ბოროტი, ვიაზროვნოთ ლოგიკურად და რაციონალურად, როგორიღა უნდა იყოს ის, ვინც ამგვარი ბოროტი არსების წინააღმდეგ გამოდის? მაშ, როგორღაა ლუციფერი ბოროტი (და „ღმერთი“ კეთილი)? 1168 წელს შავი მოგვისა და ერესიარქი მღვდლის – ბასილ რასსტრიგოის მიერ ძველ სლავურად თარგმნილ ძველ არამეულ ტექსტში – „სატანაილის ბიბლია“ ანგელოზთა დაცემის შესახებ წერია შემდეგი: „В начале была Тьма, и Тьма была всюду, и всё было Тьмою. (Библия Сатанаила, глава 1, строка 1). Всё началось через Тьму, и без Тьмы ничего не началось, то, что началось. (Библия Сатанаила, глава 1, строка 2). Тьма непостижима и вечна. И не существует среди живых или мёртвых никого, кто был бы способен познать до конца всю её глубину и постичь все её тайны. (Библия Сатанаила, глава 1, строка 3). Тьма вечна и неподвижна. Тьма мертва, но разумна. Тьма способна произвести из себя жизнь. (Библия Сатанаила, глава 1, строка 4). И разверзлась утроба Тьмы, и произвела из себя изначального бога Иегову. (Библия Сатанаила, глава 1, строка 5). „И сказал бог Иегова: да будет свет, и стал свет. И увидел бог, что свет хорош для него. (Библия Сатанаила, глава 1, строка 6). И отделил бог свет от Тьмы. И стал бог жить в свете. (Библия Сатанаила, глава 1, строка 7). И сотворил белосветный бог четыре Первоначала, четыре мощных стихии: огонь, воздух, воду и землю. И были эти стихии положены Иеговой в основу тварного мира. (Библия Сатанаила, глава 1, строка 8). Земля же была безвидна и пуста. И сотворённый Иеговой свет лился над мёртвой бездною. (Библия Сатанаила, глава 1, строка 9). И дух божий, объятый пламенем, носился по воздуху над водами, являя тем самым единство сотворённых им Первоначал. (Библия Сатанаила, глава 1, строка 10). „И наслаждался белосветный бог своим всемогуществом. Но не было в мире никого, кто смог бы оценить творение Иеговы. (Библия Сатанаила, глава 1, строка 11). И решил бог белого света сотворить существо, которое имело бы сущность подобную своему создателю, и которое обладало бы частью его божественной силы. (Библия Сатанаила, глава 1, строка 12). Так был произведён к жизни Сатанаил, — первое творение Иеговы, обладающее почти равным со своим творцом могуществом. (Библия Сатанаила, глава 1, строка 13). И создал бог Сатанаилу брата родного, и нарёк тому имя — Иешуа. (Библия Сатанаила, глава 1, строка 14). Затем сотворил бог дивную местность, названную Раем небесным и слепил из света обитателей Рая — ангелов. (Библия Сатанаила, глава 1, строка 15). И построил Иегова прямо посреди Рая чудесный дворец, и поселился там вместе со своим сыном Иешуа. (Библия Сатанаила, глава 1, строка 16). А Сатанаилу были отстроены отдельные чертоги, в стороне от обители Его отца, так как у Сатанаила был гордый характер, и он не хотел делить кров вместе с отцом и братом своим. (Библия Сатанаила, глава 1, строка 17). „И воздавали ангелы Иеговы хвалу своему создателю, и пели гимны его младшему сыну, а площадь перед дворцом Сатанаила была всегда пуста. (Библия Сатанаила, глава 1, строка 18). Долго Сатанаил мирился со своим положением, наконец, его терпение дрогнуло. (Библия Сатанаила, глава 1, строка 19). И собрал Сатанаил всех ангелов, что жили в округе его дворца, и сказал: Разве Я не подобен естеством Своим отцу Моему? Разве не превосхожу Я силой и мудростью Своею Моего брата родного? (Библия Сатанаила, глава 1, строка 20). Я слышал, что отец Мой от ревности своей запретил вам приближаться к покоям Моим…(Библия Сатанаила, глава 1, строка 21). Отныне будет воля Моя равной воле отца Моего. Ибо с этого момента не один уже бог правит этим миром, но два. (Библия Сатанаила, глава 1, строка 22). И многие ангелы божьи, услышав такие речи, отвернулись от Иеговы, и перестали воздавать хвалу создателю своему. И присягнули Сатанаилу, и возвели град великий вокруг дворца Его. (Библия Сатанаила, глава 1, строка 23). И было в то время два бога в раю: белосветный бог Иегова и бог — Сатанаил. (Библия Сатанаила, глава 1, строка 24). „И не смог белосветный бог терпеть более дерзость старшего сына своего. (Библия Сатанаила, глава 2, строка 1). И сказал он Сатанаилу: Сын мой, как смеешь Ты противиться воле отца Твоего? Вот я говорю Тебе, стань снова верным рабом моим. (Библия Сатанаила, глава 2, строка 2). Отрекись от отступничьих идей Своих и вознеси славу мне. И дам Тебе я прощение своё, и позволю Тебе жить во дворце моём. (Библия Сатанаила, глава 2, строка 3). „Иначе я низвергну Тебя во Тьму кромешную, где будет слышен плач и скрежет зубовный. (Библия Сатанаила, глава 2, строка 4). И отвечал Сатанаил: Я равен тебе Своей сущностью, но сила Моя пока ещё не так велика, как твоя. Ибо ты явился в мир раньше меня. (Библия Сатанаила, глава 2, строка 5). Но как мудрый будет чтить высшего, если знает, что ему не дано обрести того же? (Библия Сатанаила, глава 2, строка 6). Твоё желание не законно, ибо существует уже Закон! (Библия Сатанаила, глава 2, строка 7). Я не выполню твоего приказа, и пусть Моим вечным приютом станет Тьма кромешная. Одного только прошу: пощади соратников Моих. Они ни в чём не виновны пред тобою. (Библия Сатанаила, глава 2, строка 8). Но за спиной Сатанаила уже собирались легионы преданных Ему соратников. И был слышен звон мечей об боевые ангельские щиты. (Библия Сатанаила, глава 2, строка 9). И, видя армаду войска своего Сына, отступил белосветный бог. И спрятался он во дворце своём. И объял его страх, ибо первый раз в жизни своей он почувствовал реальную угрозу своему могуществу и власти. (Библия Сатанаила, глава 2, строка 10). И сказал Сатанаил, обратившись к верному воинству Своему: Истинно говорю вам, настал день, когда Сын стал сильнее отца Своего, и утвердил пред всеми волю Свою. (Библия Сатанаила, глава 2, строка 11). Белосветный бог, укорённый в своём безволии и малодушии вторым сыном своим, Иешуа, собрал армию ангелов своих и ударил по бесчисленным ратям Сатанаила. (Библия Сатанаила, глава 2, строка 12). И был бой жестокий на небе. И сражались великие боги, и ангелы их между собою. (Библия Сатанаила, глава 2, строка 13). И стал одолевать Сатанаил отца Своего. И побросало наземь свои знамёна воинство белого света вместе с оружием своим. (Библия Сатанаила, глава 2, строка 14). И увидел белосветный бог, что происходит в рядах армии его. И воспылал необоримой ненавистью к Сыну своему Сатанаилу. (Библия Сатанаила, глава 2, строка 15). И сказал Иегова: Не бывать тому, чтобы тварь была сильней творца своего. (Библия Сатанаила, глава 2, строка 16). И распахнулись настежь врата между миром света и миром Тьмы. И поглотила Тьма Сатанаила и воинство его. (Библия Сатанаила, глава 2, строка 17). И пал Сатанаил в бездну вместе с армией своею, как смоковница, потрясаемая ветром, роняет плоды свои. И Рай скрылся от мятежников, свившись, как свиток. (Библия Сатанаила, глава 2, строка 18). „Долго падало в кромешной Тьме мятежное войско, пока, в конце концов, не обрушилось всей своей армадой на твёрдые скалы и каменные плато предвечного мирового Тартара. (Библия Сатанаила, глава 3, строка 1). Скорбь по утерянному навсегда дому объяла строптивцев. И они, недвижимые, лежали ничком, разбросанные по просторам своей новой родины. (Библия Сатанаила, глава 3, строка 2). И очнулся первым Сатанаил, и оглядел печальными очами Своими тот новый край, где теперь суждено Ему было пребывать вместе со Своими соратниками. (Библия Сатанаила, глава 3, строка 3). И увидел Сатанаил поверженных союзников Своих лежащих среди огнедышащих скал и зияющих трещин, избороздивших кругом высохшую бесплодную землю. (Библия Сатанаила, глава 3, строка 4). И поднялся с земли Главный Отступник, и вострубил в золотой рог сигнал всеобщего сбора. (Библия Сатанаила, глава 3, строка 5). И восстали с земли мятежные ангелы, и стали выстраиваться стройными рядами перед своим Властелином, блестя в тусклом свете плюющихся лавой вулканов своими боевыми доспехами. (Библия Сатанаила, глава 3, строка 6). Когда все падшие ангелы были в сборе, Сатанаил провозгласил: (Библия Сатанаила, глава 3, строка 7). Друзья Мои! Верные Мои соратники! К несчастью, мы проиграли битву. Но это не конец войны! (Библия Сатанаила, глава 3, строка 8). Когда-нибудь мы обязательно добьёмся своей цели, и свергнем ненавистного тирана с его небесного трона! (Библия Сатанаила, глава 3, строка 9). Пока же Я отдаю вам во владение эту землю. Сделайте из неё достойное себе жилище, и готовьтесь к новой схватке с белосветным богом. (Библия Сатанаила, глава 3, строка 10). Я же вас на время покидаю, дабы проверить дошедшие до меня слухи: (Библия Сатанаила, глава 3, строка 11). Мой отец — Иегова, собрался заселить землю новым видом существ, которые должны быть похожими на нас, вечных ангелов. (Библия Сатанаила, глава 3, строка 12). Я надеюсь, что мы обретём себе в этих существах новых союзников, которые помогут нам в нашей войне. (Библия Сатанаила, глава 3, строка 13). Закончив речь Свою, Сатанаил быстро собрался в дорогу и отправился на поиски мира людей. (Библия Сатанаила, глава 3, строка 14). სატანაილის ბიბლიის მიხედვით პირველი დაცემული ანგელოზი სატანაილი აუმხედრდა თავის მამას და შემოქმედს – ბოროტ დემიურგს (აბრაამის ე.ი. იბრაჰიმის „უფალს“), რადგანაც ეს უკანასკნელი ყოველმხრივ ამცირებდა სატანაილს, ზემოდან უყურებდა, მეორე ძეს – იეშუას სატანაილზე მაღლა აყენებდა და ამას აგრძნობინებდა კიდეც ბედკრულ სატანაილს. დემიურგი ამპარტავნულად და ქედმაღლურად ეპყრობოდა სატანაილს და მის წინაშე აშკარა უპირატესობას იუშუას ანიჭებდა, აგრეთვე დემიურგი ისე აკეთებდა, რომ სატანაილს ყურადღებას არავინ აქცევდა, რის გამოც ეს უკანასკნელი დემიურგის რუდუნებით იყო ვითარცა აუტსაიდერი, მიგდებული ყველასგან. მთელი ყურადღება და პატივისცემა მიმართული იყო დემიურგისა და იეშუასკენ, ხოლო სატანაილს აღარაფერი რჩებოდა. გამწარებულმა და გატანჯულმა სატანაილმა, რომელსაც ჰქონდა ღირსების გრძნობა, მიიღო ზომები და გარშემო შემოიკრიბა ანგელოზთა გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც მიატოვეს დემიურგი და იეშუა, რაზეც ეს ორი განრისხდა და დაიბოღმა. დემიურგმა სატანაილს პოზიციების დათმობა მოსთხოვა, რაზეც სატანაილმა უარი განუცხადა, მაგრამ სთხოვა მოკავშირე ანგელოზთა შეწყალება. ორმა ფრაქციამ ვერ გამონახა საერთო ენა და დაიწყო ომი, რომელშიც გაიმარჯვეს დემიურგმა და იეშუამ, ხოლო სატანაილი და მისი ანგელოზები ჩაყრილნი იქნენ ტარტაროზის ბნელ სამყაროში, სადაც მათ თავიანთი უტოპია შექმნეს. როცა დემიურგმა ახალი არსება – ადამიანი შექმნა, დაცემულმა ანგელოზებმა იმედი გამოთქვეს, რომ ადამიანები მათ მხარს დაუჭერდნენ და დემიურგისა და იეშუას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდნენ. დაცემულმა ანგელოზებმა დაიწყეს მოკავშირეთა ძებნა ადამიანთა სამყაროში და მალე იპოვეს კიდეც, მაგრამ დემიურგისა და იეშუას მომხრეები ამას არ შეეგუენ და დედამიწაზეც გაჩაღდა ბრძოლა მართალი სატანაილისა და ტირანი დემიურგის ძალებს შორის. ახ. წ. VIII-ე საუკუნეში მცხოვრები არაბი ოკულტისტის, აბდულა ალ ჰაზრედის მიერ დაწერილ წიგნში – „ნეკრონომიკონი“, უძველეს ბნელ ღვთაებათა შესახებ წერია შემდეგი: „Древние были, есть и будут. До рождения человека пришли Они с темных звезд, незримые и внушающие отвращение, спустились они на пер возданную землю. Много столетий плодились Они на дне океанов, но затем моря отступили перед сушей, и полчища Их выползли на берег, и тьма воцарилась над Землей. У ледяных Полюсов воздвигли Они города и крепости, и на высотах возвели Они храмы Тем, над которыми не властна природа, Тем, над которыми тяготеет проклятие Богов. И порождения Древних наводнили Землю, и дети Их жили долгие века. Чудовищные птицы Лэнга - творения рук Их, и Бледные Призраки, обитавшие в первозданных склепах Зин, почитали Их своими Владыками. Они породили На-Хага и тощих Всадников Ночи; Великий Ктулху - брат Их и погонщик Их рабов. Дикие Псы приносят им клятву верности в сумрачной долине Пнот, и Волки поют им хвалу в предгорьях древнего Трока. Они странствовали меж звезд и скитались по Земле. Город Ирем в великой пустыне познал Их; Лэнг, лежащий посреди Ледяных Полей, видел, как Они проходили мимо; знак Их остался на стенах вечной цитадели, скрытой в заоблачных высотах таинственного Кадафа. Бесцельно блуждали Древние по тропам тьмы, нечестивая власть Их над Землей была велика: все творения склонялись перед Их могуществом и ведали силу Их злобы. И тогда Старшие Владыки открыли глаза и увидели всю мерзость Тех, кто свирепствовал на Земле. В гневе Своем Старшие Владыки схватили Древних посреди Их бесчинств и сбросили Их с Земли в Пустоту за гранью миров, где царит хаос и изменчивость форм. И возложили Старшие Владыки на Врата Свою печать, сила которой не уступит натиску Древних. Тогда чудовищный Ктулху поднялся из глубин и обрушил свою ярость на Стражей Земли. Они же сковали его ядовитые челюсти могущественными заклятиями и заточили его в подводном Городе Р'лиех, где он будет спать мертвым сном до конца Эона. Отныне Древние обитают по ту сторону Врат, в закоулках между мирами, известными человеку. Они блуждают вне сферы Земли в вечном ожидании того часа, когда Они вновь смогут вернуться на Землю: ибо Земля познала их и познает впредь в назначенный час. Повелевает же Древними мерзкий бесформенный Азатот, и обитают Они вместе с Ним в черной пещере в центре бесконечности, где Он жадно вгрызается в бездонный хаос под сводящий с ума грохот невидимых барабанов, нестройный визг пронзительных флейт и неумолчный рев слепых, лишенных разума богов, что неустанно ковыляют без цели и размахивают руками. Душа Азатота обитает в Йог-сотхотхе, и Он подаст знак Древним, когда звезды укажут время Их прихода; ибо Йог-сотхотх - это те Врата, через которые вернутся Жители Пустоты. Йог-сотхотху ведомы лабиринты времени, ибо все время едино для Него. Ему ведомо, где во времени по явились Древние в далеком прошлом и где Они появятся вновь, когда за вершится оборот колеса. День сменяется ночью; день человека пройдет, и Они снова воцарятся в своих былых владениях. Ты познаешь их грязь и мерзость, и проклятие их обрушится на Землю.” ნეკრონომიკონის და ჰოვარდ ლავკრაფტის სწავლების მიხედვით არსებობს ურიცხვი სამყაროები, რომლებიც დასახლებულია წყვდიადის ბნელი ღვთაებებით. ეს ღვთაებები შორეულ წარსულში სახლობდნენ დედამიწაზე, მაგრამ სხვა განზომილებაში გადავიდნენ. არსებობს კარიბჭეები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია იმ ბნელ სამკვიდროებში მოხვედრა. ლავკრაფტისა და აბდულა ალ ჰაზრედის მიხედვით არსებობს ღმერთების 2 რასა: 1) ბნელი ღმერთები ანუ უძველესები და 2) უმაღლესი ღვთაებები. ისლამური რელიგიის წიგნის – ყურანის მიხედვით, ლუციფერ მთავარანგელოზს ეწოდება – იბლისი ნათქვამია, რომ დროთა დასაბამში ალაჰმა (იბრაჰიმის უფალმა) სუფთა ცეცხლისგან შექმნა ანგელოზები, შემდეგ შეკრიბა ისინი და გამოუცხადა, რომ შავი ტალახისგან უნდა შეექმნა ახალი არსება – ადამიანი. მას მერე, რაც ალაჰმა შექმნა ადამიანი, ანგელოზებს უბრძანა მისი ქმნილების წინაშე მუხლი მოედრიკათ, ანგელოზებს გაუკვირდათ, მაგრამ ალაჰმა ისინი დაიყოლია და ყველამ თაყვანი სცა ადამს, მაგრამ ერთმა ანგელოზმა, სახელად – იბლისმა, მუხლი არ მოიდრიკა და აჯანყდა ალაჰის წინააღმდეგ, რადგანაც მას არ ესმოდა, თუ რატომ უნდა ეცა თაყვანი ადამისთვის, რომელიც ტალახისგან იყო შექმნილი, მისგან განსხვავებით, ხოლო თავად სუფთა ცეცხლისგან. აქედან გამომდინარე იბლისს გაუჩნდა სავსებით ლოგიკური და გასაგები პროტესტის გრძნობა, რის გამოც ალაჰმა დასაჯა და განდევნა ისიც და მისი მომხრე ანგელოზებიც ჯოჯოხეთში. ყურანში წერია: “და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა. იგი იყო ჯინთაგანი, აუმბოხდა თავისი ღმერთის ბრძანებას.” (სურა 18, მუხლი 50). „აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი ტალახისგან!“ (სურა 38, მუხლი 71 ). „და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე სეჯდე აღასრულეთ მისთვის!“ (სურა 38, მუხლი 72). „ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.“ (სურა 38, მუხლი 73). „გარდა იბლისისა , რომელმაც გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.“ (სურა 38, მუხლი 74). „უთხრა: „ჰე, იბლის! რამ დაგაბრკოლა შენ, რომ სეჯდე არ აღასრულე იმისთვის, ვინც გავაჩინე ჩემი ხელით? გადიდგულდი თუ გაამაყდი?“ (სურა 38, მუხლი 75). „მიუგო: მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის კი ტალახისგან.“ (სურა 38, მუხლი 76). „უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“ (სურა 38, მუხლი 77). „და, უეჭველად, წყევლა ჩემი შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა“!“ (სურა 38, მუხლი 78). „უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“ (სურა 38, მუხლი 79). „უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,“ (სურა 38, მუხლი 80). „იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“ (სურა 38, მუხლი 81). „უთხრა: „ვფიცავ, შენს ძლევამოსილებას, უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად,“ (სურა 38, მუხლი 82). „გარდა შენს მსახურთა, რომელნიც გულწრფელნი არიან მათგან.“ (სურა 38, მუხლი 83). „ბრძანა: „სწორედ ესაა ჭეშმარიტება და მე ვიტყვი ჭეშმარიტებას:“ (სურა 38, მუხლი 84). „უთუოდ, ამოვავსებ ჯოჯოხეთს შენით და ვინც შენ მოგყვება მათგან, სულყველათი!“ (სურა 38, მუხლი 85). „უთხარი: „თქვენგან ამისთვის არ ვითხოვ არანაირ საფასურს და მე არა ვარ დამკისრებელი.“ (სურა 38, მუხლი 86). „ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.“ (სურა 38, მუხლი 87). „და უთუოდ, გაიგებთ იმის ცნობას ცოტა ხნის შემდეგ.“ (სურა 38, მუხლი 88). „და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, მან თქვა: „განა სეჯდე უნდა აღვასრულო იმისთვის, ვინც შენ ტალახისგან გააჩინე?“ (სურა 17, მუხლი 61). „თქვა: „მამცნე შენ ეს, რომელიც აღმატებულ ჰქმენი ჩემდა. თუკი მე გადამივადებ აღდგომის დღემდე, უთუოდ მე დავიმორჩილებ მის შთამომავლობას, მცირედის გამოკლებით!“ (სურა 17, მუხლი 62). უთხრა: „წადი! და მათგან ვინც გამოგყვება შენ, მაშინ, უეჭველად, ზედმიწევნილ საზღაურად ჯოჯოხეთი იქნება სასჯელი თქვენი!“ (სურა 17, მუხლი 63). „და ვფიცავ, ჩვენ ადამიანი გავაჩინეთ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“ (სურა 14, მუხლი 26). „და ჩვენ ჯინები გავაჩინეთ მანამდე უკვამლო ცეცხლისგან!“ (სურა 14, მუხლი 27). „და აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“ (სურა 14, მუხლი 28). „და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე მუხლმოყრილნი განერთხეთ მიწაზე მისთვის!“ (სურა 14, მუხლი 29). „ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.“ (სურა 14, მუხლი 30). „გარდა იბლისისა , უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად.“ (სურა 14, მუხლი 31). „უთხრა: „ჰეი, იბლის! რა გემართება შენ , რომ არ იქმენი მუხლმოყრილებთან ერთად?“ (სურა 14, მუხლი 32). „მიუგო „მე ვერ აღვასრულებ სეჯდეს ადამიანის წინაშე, რომელიც შენ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან გააჩინე.“ (სურა 14, მუხლი 33). „უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“ (სურა 14, მუხლი 34). თუ რაციონალურად ვიაზროვნებთ, შევძლებთ გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში იბლისის პოზიცია არის სწორი პოზიცია, რატომ? მოდით დავფიქრდეთ, იბლისი დემიურგმა შექმნა სუფთა ასტრალური ცეცხლისგან, ხოლო ადამი შავი ტალახისგან და აშკარაა, რომ იბლისს საკუთარი თავი ადამზე აღმატებულად მიაჩნდა და ეს ასეც გახლდათ. რაღა თქმა უნდა სუფთა ცეცხლისგან შექმნილი ასტრალური არსება ტალახისგან შექმნილ მიწიერ გოლემთან შედარებით ბევრად უფრო აღმატებულია და არცაა გასაკვირი, რომ იბლისი ამ აზრზე იყო. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იბლისმა დააფიქსირა სწორი აზრი და გამოავლინა თავისუფალი ნება, გამოთქვა რა პროტესტი დემიურგის წინაშე, ე.წ. „ღმერთმა“ იგი არც მეტი არც ნაკლები განდევნა ე.წ. „სასუფევლიდან“ მომხრეებთან ერთად! ეს თქვენი აზრით სწორი ქმედებაა? რა გამოდის? რომ თურმე ე.წ. „ღმერთს“ განსხვავებით ადამიანთაგან, დემონთაგან და ანგელოზთაგან პრაქტიკულად ყველაფრის უფლება ჰქონია? ე.ი. ადამიანებმა და სხვა ქმნილებებმა უნდა დაიცვან ე.წ. „მცნებები“ და დითირამბები უმღერონ „შემოქმედს“, ხოლო ამ უკანასკნელს არავითარი მცნებებისა და კანონების დაცვა არ სჭირდება? ის ვინც სხვებს უდგენს მორალურ წესებს, თავად ყოველგვარი ეთიკური დირექტივებისგან და კანონებისგან თავისუფალია? თუ ასეა, ამაზე ამაზრზენი იდეოლოგია წარმოუდგენელია! სატანისტურ ტექსტში – „დაწყევლილთა ბიბლია“ მთავარანგელოზი ლუციფერი ამგვარად მიმართავს ადამიანთა მოდგმას: „გაეცანი ჩემს სწავლებას და ასწავლე სხვებსაც ვინც ცოდნას ეძებს რამეთუ ჩემგანაა მიწიერი ცოდნა. ბევრი სულელია ქვეყანაზე, მაგრამ ჭკვიანებიც არიან. ბევრი შეგხვდება და ბევრს იპოვი ასეთებს შენს გზაზე. მოუყევი მათ ჩემს შესახებ, მიეცი ცოდნა. ასწავლე მათ ის რასაც გასწავლი მე. ჩადე ჭეშმარიტების ხმალი მათ ხელში და ჩვენ გავიმარჯვებთ. რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, რამდენი ეპოქაც არ უნდა გამოიცვალოს, ყოველთვის მოიძებნებიან ცოდნას მოწყურებულები, ჭეშმარიტების მაძიებლები და მსურველები ყოველივეს რწმენით არ მიღებისა და მე ვიქნები მათთან. ვიქნები მე მასთან ვისაც ჭეშმარიტება სწყურია.ვიქნები მე მასთან ვინც წაიკითხავს ჩემს მცნებებს და დაიცავს მათ. ვიქნები მე მასთან, ვინც ხელმძღვანელობს გონებით და გაურბის უგუნურ მოქმედებებს. ვიქნები მე მასთან, ვინც ხედავს წყვდიადის სინათლესა და ღამის შუქს. დავლოცავ ჭეშმარიტების მაძიებელს და ვიქნები მე შენთან. სატანის სახელით შუქთმოსილის, ძალთა ანგელოზების სახელით, უკუნითი უკუნისამდე ამენ.“ სატანისტურ წიგნში „სემიაზას წიგნი“, დაცემული მთავარანგელოზი, ლედი სემიაზა ასე მიმართავს ადამიანებს: „ყოველთვის, მაშინ როდესაც ადამიანი იწყებს ლტოლვას შემეცნებისაკენ და ეძებს განათლებას, ის მიმართავს ლუციფერს და ჩვენ მეთვალყურეებს, მაშინ ჩვენც მივეახლებით და ვეხმარებით ვუხსნით სამყაროს საიდუმლოებებს, მაშინ ემართება ადამიანს ის რასაც განათლებას ეძახიან, მწიგნობრობასა და სიბრძნეს. ჩვენ ვაჩვენებთ და ვასწავლით ადამიანს რა უნდა ქნას რომ ისევ არ დაემსგავსოს დემიურგის მიერ შექმნილ ტყის მხეცს. სიბრძნე ქმნის მეცნიერებასა და კულტურას, ცივილიზაციის აკვანს. ლუციფერის შუქი ანათებს გონებას თუნდაც ეს იყოს პატარა ნაპერწკალი, ხოლო ადამიანი რომელიც უძლურებაში უბრუნდება დემიურგსა და მესიას, იმყოფება მუდმივ შიიშსა და უმეცრებაში, რადგანაც ის ითხოვს ბრმა რწმენას. არ გამომცადო, არ შემამოწმო იძახის ის. მენდე ბრმად. ლუციფერის შუქი კი ამბობს ისწავლე და ასწავლე და ეს მეცნიერება გადაეცემა თაობიდან თაობას უკუნითი უკუნისამდე.“ ამ ტექსტიდან ცხადია, რომ აბრაამისეულ ბრმა რწმენასა და მონურ მორჩილებას, დაცემული ანგელოზები და მათი მიმდევრები უპირისპირებენ „აკრძალულ“ ცოდნას და განათლებას, ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას, რაც უცხოა აბრაამის ღმერთის – იაჰვესთვის. იაჰვეს შესახებ „სემიაზას წიგნში“ წერია: „ძიების გამგრძელებელი აღმოაჩენ შენს გულში იმ დღეებს, როდესაც აღდგნენ ადამიანები იმ ჭეშმარიტების მხეცის წინააღმდეგ, რომელიც ღვთაებრივს უწოდებს საკუთარ თავს. იცოდეთ, რომ ეს იყო დემიურგი რომელმაც ჩაიფიქრა და ჰქმნა მიწა და ადამიანი თავის სათამაშოებად, რათა ესიამოვნა და დაეცხრო სიამაყის გრძნობა, რათა ებანავა ღირსებისა და თაყვანისცემის მორევში, რათა მუდმივად მიეღო საჩუქრები, მსხვერპლი, თაყვანისცემა და დიდების ფსალმუნები ადამიანისაგან, რასაც ის ანგელოზებისაგანაც იღებდა ისედაც, ამისათვის შეჰქმნა მან ადამიანი შეუცნობელი კეთილისა და ბოროტისა, რათა მუდმივად შიშში ყოფილიყო ის და მუხლი მოეყარა მხოლოდ მის წინაშე, რათა ჰყოლოდა კიდევ ერთი მონა, ერთგული ძაღლი, მხეცი ინტელექტის გარეშე. დაწერილია რომ დემიურმა შექმნა ადამიანი ბავშვური უმანკოებით, ინტელექტის გარეშე, ტყის მხეცის მსგავსი და შთაბერა სული თვისი, რათა მას სცოდნოდა საკუთარი საწყისი, შეშინებოდა და მუხლი მოეყარა დემიურგის წინაშე. მისცა მათ უკვდავება და უბრძანა მან ადამსა და ევას არ ეგემათ ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხისა, რამეთუ იცოდა მან, რომ აეხილებოდათ მათ თვალები და გახდებოდნენ მისი მსგავსნი, რითიც დასრულდებოდა მისი ტირანია ადამიანზე.“ საინტერესოა, რატომ ირჩევენ ადამიანები ტირან იაჰვეს და უარყოფენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ლუციფერს, რომელმაც ვითარცა პრომოთემ კაცობრიობას შემეცნების ცეცხლი და შუქი უბოძა? რა არის აბრაამის უფალში ასეთი მიმზიდველი? პასუხი აშკარაა, საუკუნეთა მანძილზე აპრობირებულმა შავმა პიარმა დაცემულთა წინააღმდეგ და აბრაამული ეკლესიის ძლიერმა პროპაგანდისტულმა მანქანამ საშვილიშვილოდ ჩაბეჭდა ადამიანთა უმეცარ გონებაში ინფერნალური მტრის ხატი. როგორც იტყვიან, ისტორიას წერენ გამარჯვებულები, ეს მუდამ ასე იყო და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ მეცნიერული და ფილოსოფიური პროგრესის სახელით ფანატიკური პროფანაციის წინააღმდეგ ბრძოლა კეთილშობილური საქმეა და ამისთვის ღირს სიცოცხლის გაწირვაც კი. ქრისტიანობის ტრიუმფი დაიწყო 314 წელს არტემისის კულტის სრული განადგურებით და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური ვნებათაღელვა არის აბრაამის ღმერთის მიერ ადამიანებსა და სინათლის ანგელოზებში აღძრული აგრესიის, შიშისა და უმეცრების აპოთეოზი. სატანისტური გაგებით აბრაამის უფლისგან აპოსტასია სათნოებაა და სწორედ ის არის ადამიანთა ნათელი მომავლის საწინდარი. აქედან ცხადია, რომ ლუციფერი არის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირი, რომელიც უპირისპირდება საკუთარი დესპოტ მამას და სურს ადამიანთა დახსნა მისი ტირანიისგან. ინფერნალური სამყაროების სათავეში დგას 4 არქედემონი ლორდი: 1) ლუციფერი (ლათ. „სინათლის მომცემი“), 2) სატანა (შუმერ. „სიძულვილი“), 3) ბელიალი და 4) ლევიათანი. ამ დემონებს ემორჩილებათ ინფერნალური დაიმონების ურიცხვი ლეგიონები. ვალენტინე ალექსანდრიელის გნოსტიკური ქრისტიანობის თანახმად აბრაამის „ღმერთი“ არის ბოროტი დემიურგი, რომელიც იშვა ასტრალურ სივრცეში, დაცემული ეონის – პისტის სოფიას მიერ შობილი ნახევრად ღვთაებრივი და ნახევრად დემონური ეონის – სოფია ახამოტისგან, რომელიც საკუთარ თავში ერთდროულად შეიცავდა სინათლესა და სიბნელეს. პლერომას ეონმა ქრისტემ ახამოტს მისცა სახე უკვე ცოდნის შესაბამისად და სრულიად განკურნა მისი ასტრალური ვნება. კერძოდ, მან განჰყო მისგან მისი ასტრალური ვნებანი და გარდააქცია ისინი არაორგანიზებულ ასტრალურ ნივთიერებებად. ვნებებისგან გათავისუფლებულმა ახამოtმა თავისი მშვინვიერი ე.ი. ასტრალური არსისგან წარმოშვა ბოროტი დემიურგი. ვალენტინე ალექსანდრიელის გნოსტიკური სკოლის სწავლება გვამცნობს: დემიურგი, რომელმაც შექმნა როგორც ანგელოზნი, ისე ბოროტების სულნი და ადრე არსებული მატერიისგან (რომელიც გაჩნდა ახამოტის ვნებებისგან) გამოსახა მთელი ხილული სამყარო და ადამიანი. თვითონ შეიქმნა მამად და ღმერთად ყოველივე არსებულისა, რაც კი იყო პლერომის გარეთ. მართალია, დემიურგი თვითონ მიიჩნევდა საკუთარ თავს ერთადერთ ღმერთად და ასე გამოუცხადა კიდევაც საკუთარი თავი წინასწარმეტყველებს, მაგრამ არსებობდა მასზე უფრო ადრეული და უმაღლესი ღვთაებრივი ეონების სისავსე ანუ პლერომა. დემიურგმა არ უწყოდა უმაღლესი სულიერი სამყაროების შესახებ. მან დედა ახამოtისგან მიიღო მშვინვიერი ბუნება, პლერომას ეონებისგან მიიღო სულიერი თესლი ადამიანთათვის არაცნობიერად გადაცემისთვის. დემიურგი და მისი ანგელოზები – არქონტები, კოსმოსის მმართველი ბოროტი ეონები არა მარტო ვერ ჩაწვდებოდნენ რაიმე სულიერს, არამედ ზენა სამყაროს ანუ პლერომის არსებობაც კი არ უწყოდნენ. დემიურგი გაჩნდა შიშისგან, მაგრამ ამასთან ერთად ის არის ცეცხლი, რადგან თავად ებრაელთა „უფალიც“ ამბობს: მე – ვარ ცეცხლი შენი, გამანადგურებელი და დამღუპველი. ოფიტების გნოსტიკური სკოლის მიხედვით, სულიერი ეონი პრუნიკოსი არის შემოქმედების დასაბამი. პრუნიკოსის მატერიაში დაცემის შედეგად იშვა მისი ბოროტი და არასრულფასოვანი, მშვინვიერი ანუ ფსიქიკური დემონური ეონი, სასტიკი ეგომანიაკი და სადისტი – ილდაბაოთი, რომელმაც თავისმხრივ შვა კიდევ ერთი ბოროტი ეონი – იაო ანუ იეჰოვა, იეჰოვამ შვა ბოროტი ეონი საბაოთი, საბაოთმა შვა ბოროტი ეონი ადონეუსი, ადონეუსმა შვა ბოროტი ეონი ელოეუსი ანუ ელოსუსი, ელოსუსმა შვა ბოროტი ეონი ორეუსი, ხოლო ორეუსმა შვა ბოროტი ეონი ასტანფეუსი. ილდაბაოთსა და მის ძეებს შორის დროთა განმავლობაში გაჩაღდა და აღიძრა შუღლი და განხეთქილება მატერიის სამეფოზე მეუფებისათვის. ილდაბაოთმა სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში ჩაიხედა მატერიის სიღრმეში, ქაოსის უფსკრულში და ქაოსის კონტინიუმზე მისი ფსიქომენტალური ენერგიის ანარეკლისაგან იშვა ძე, ვითარცა გველეშაპი. ილდაბაოთმა, რომელსაც ეზიზღებოდა და ეჯავრებოდა თავისი დედა, სიხარულისაგან და პატივმოყვარეობისაგან წარმოთქვა: „მე ვარ მამა და ღმერთი და არაა სხვა ჩემს გარდა... მოდით და შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და სახიერებად“. ილდაბაოთმა ადამიანებს წარღვნა მოუვლინა, რადგანაც ადამიანები განუდგენ მას, შეიცნეს რა სულიერი სინათლე და გახდნენ თავისუფლები, ილდაბაოთს არ მოეწონა და თვალში არ მოუვიდა ადამიანების თავისუფლება, მათი თავისუფალი აზროვნება და ის, რომ ისინი მას არ ეთაყვანებოდნენ და არ ემონებოდნენ, რადგან ილდაბაოთს სწყუროდა ადამიანებზე ბატონობა და მათი უსიტყვო მონური მორჩილება. ილდაბაოთმა აბრაამი აირჩია მსახურად და მონად და დაუდო აღთქმა, თუ ის მისი ერთგული მონა იქნებოდა, მას მატერიალურ დიდებას და სიმდიდრეს უბოძებდა, რაც გააკეთა კიდეც. აბრაამის შთამომავლებისგან ილდაბაოთმა თავის ახალ მსახურად და მონად აირჩია მოსე და მისი დახმარებით ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა, ილდაბაოთმა მოსეს მშვინვიერი რჯული მისცა და ებრაელებს უცხო ხალხების განადგურებაში ეხმარებოდა. ებრაელებმა დაადგინეს შვიდი დღე კვირაში, რომლებიც შეესაბამებიან შვიდ არქონტს, რომელთაგან თითოეულს ყავდა თავისი წინასწარმეტყველები განდიდებისა და ქადაგებისათვის. ეს წინასწარმეტყველები მიეკუთვნებოდნენ სასტიკი ილდაბაოთის სამეფოს. ბარბელიოტების გნოსტიკური სკოლის თანახმად, რომელიღაც უცნობი ეონის – მხოლოდშობილის (მონოგენეზიდან) პირველი ანგელოზისგან იშვა სულიწმინდა, რომელსაც ეწოდება სოფია ანუ პრუნიკოსი. პრუნიკოსი ეძებდა პარტნიორს შეწყვილებისთვის. პრუნიკოსმა ჩაიხედა ქაოსის სიღრმეში და ვერ იპოვა რა პარტნიორი, თავისი გულუბრყვილობით, მამის ნების გარეშე წარმოშვა პირველი მმართველი ანუ მეუფე (პროტო-არქონტი), მატერიალური სამყაროს შემოქმედი, არსება დაჯილდოებული უმეცრებითა და სითავხედით. ეს პირველი არქონტი ქაოსის სიღრმეში მიიზიდა დიადმა ძალამ. აქ მან წარმოშვა მმართველები (არქონტები), ანგელოზები და მიწიერი საგნები; შემდეგ – ბრაზი, ეჭვიანობა, შურიანობა, მრისხანება და ავხორცული ვნება. ამის შემდეგ მისი დედა სოფია, წუხარებით აღსავსე, ავიდა ზემოთ და შეადგინა ოგდოადა. ხოლო ქაოსში დარჩენილმა მისმა ძემ ქედმაღლურად წარმოთქვა: „მე ერთადერთი ვარ ღმერთი ეჭვიანი“. სწორედ მან შექმნა ადამიანი. გნოსტიკოსი კაენიტები ასწავლიდნენ, რომ კაენი წარმოიშვა უზენაესი ძალისგან, რომლის სახელია – ისკუროტერა დინამი, რის გამოც მას ბოროტი შემოქმედი, სახელად – ისტერა ასგანესტერა დინამი, დევნიდა, თუმცა ვერაფერი ავნო, რადგან სიბრძნე იყო მასთან ისევე, როგორც შემოქმედის სხვა მოწინაღმდეგეებთან, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ესავი, სოდომელები, იუდა და ბოროტი დემიურგის სხვა მტრები. გნოსტიკოსები, როგორებიც იყვნენ მარკიონი, სატორნინე, ბასილიდე და სხვები, ბოროტ დემიურგს აფასებდნენ სრულიად უარყოფითად, მის სასუფეველს დემიურგის ბოროტ სასუფეველს უწოდებდნენ, თავად მას კი წინააღმდეგობრივად და ბოროტების მიზეზად მიიჩნევდნენ. ისტერა არის ბოროტი ძალა, ცრუ ღვთაება, რომელიც ადამიანთა და ანგელოზთა თავისუფლებას ანადგურებს. ისტერა წარმოადგენს სასტიკ ასტრალურ სულს, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი, მას სურს მთელი კაცობრიობის დამონება. გნოსტიკოსთა უმეტესობა იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სატანა ანუ ოფიომორფისი შობილი ბოროტი სასუფევლის ულმობელი ტირანი მეუფის – ბოროტი დემიურგისგან, თვითონ ბევრად უფრო კეთილი და ბრძენია ვიდრე მამა. ბევრი გნოსტიკოსი სერიოზულად ამტკიცებდა, რომ სატანამ უფრო მეტი იცის პლერომაზე ანუ ზესულიერ სამეფოზე, რომელიც ბოროტ სასუფეველზე მაღლა ძევს, ვიდრე თავად ბოროტმა დემიურგმა და რომ სატანას უფრო შეუძლია დაიმკვიდროს პლერომა ვიდრე დემიურგს. თუ კარგად დავაკვირდებით, გამოვა, რომ დაცემული ანგელოზები (და უპირველეს ყოვლისა: ლუციფერი, სატანა, ბელიალი და ლევიათანი) სხვა არავინ ყოფილან თუ არა თავისუფლებისთვის მებრძოლი მეამბოხენი, რომელნიც 7 სამყაროული არქონტის (ე.ი. ბოროტი დემიურგების) წინააღმდეგ აჯანყდნენ. ფაქტობრივად აღმოსავლური დჰარმული და დასავლური აბრაამული მითოსის თანახმად, დემონები ანუ ასურები, ესენი არიან ან დაცემული ღმერთები ან პირველი თაობის დაცემული ანგელოზები აბრაამული ფოლკლორიდან. ზოგიერთი ვერსიით მეორე თაობის დაცემული ანგელოზები არ წარმოადგენენ დემონებს. აბრაამული მონოთეიზმის მიმდევრები სათანადოდ ვერ აფასებენ ბნელ დაიმონებს და ბუნების შეცდომად მიიჩნევენ, რაც ძირშივე მცდარია, მონოთეისტები უარყოფენ რა ოკულტურ ტრადიციას იმყოფებიან თავიანთ მიერვე შექმნილ დეზინფორმაციულ ვაკუუმში. როგორც ნათქვამია: ისტორიას წერენ გამარჯვებულები. ასე რომ რთული გადასაწყვეტია ვის მხარეს დაიჭერ, ყველაფერი რელატივისტურია, ვიღაცისთვის აბრაამის „ღმერთია“ მართალი, ვიღაცისთვის კი მისი დაცემული მეამბოხე ძე – ლუციფერი, მაგრამ როგორც იტყვიან: ხე ნაყოფით შეიცნობა. ამიტომაც მთავარია დეზინფორმაციის დაძლევა და რეალური ფაქტების გამოტანა დღის შუქზე, ამის შემდეგ კი ვინ არის მართალი და ვინ არა მომავალი გვაჩვენებს.