Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'თემა ლიტერატურულია.'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 1 result

  1. მოკლედ ვიფიქრე ვიფიქრე და მგონი საინტერესო იქნება. აი როგორც ბავშვები იგონებენ ხოლმე ტყუილ ამბებს რომლებიც ასე იწყება: "მე როცა დიდი ვიყავი"... ხო და აი მე მოვყვები ერთ ამბავს. გვიანი შემოდგომა იდგა, არყისფერი ცა, გარშემო ნისლი... მოკლედ ერთი ჩვეულებრივი შემოდგომის წვიმიანი დღე იყო, მოსაწყენი, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ უნდა მომხდარიყო და პრინციპში ვფიქრობ რომ არც მომხდარა. ეს ხომ ყოველდღე ხდება - ვიღაც იბადება, ვიღაც კვდება... დედა ამბობდა რომ ადამიანის დაბადების დროს როგორი ამინდიც იქნება, ისიც იმ ამინდს ემსგავსება და საერთოდ მისი ცხოვრება. ძნელია არ დაეთანხმო. იმ დღიდან მოყოლებული სულ შემოდგომაა, გვიანდელი, ყველაფერი რომ სრულდება, დასასრულის მიჯნაზე რომ დგას მთელი სამყარო, ნელნელა ყველა ფერი რომ ქრება, იცრიცება... ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. მასწავლიდნენ როგორ უნდა მყვარებოდა, როგორ უნდა მეჭამა, როგორ უნდა ვმჯდარიყავი, ვმდგარიყავი. ახლა გამახსენდა ერთი რამ, ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი და შორს რომ არ წავიდე აქვე გეტყვით; რატომ გვასწავლიან პატარებს სიყვარულს. აი სულ მწყინდა როცა მეუბნებოდნენ: "პატარა ხარ, შენ რა იცი სიყვარულის, გაიზრდები და მიხვდები რომ სიყვარული სულ სხვა რამ არის". ვიზრდებოდი და ვხედავდი რომ ყველას სხვადასხვანაირად უყვარდა. აუცილებლად უნდა გეკოცნა, აუცილებლად უნდა დაწოლილიყავი. თუ ამას არ აკეთებდი "შენ რა იცოდი სიყვარულს" ჰეჰ. მე კი ვფიქრობ რომ ბავშვებისგან უნდა ვისწავლოთ სიყვარული. ბავშვებს უფრო წრფელი გულით უყვართ. უბრალოდ დიდებს არ ესმით. მოკლედ რომ ვთქვათ ცდილობდნენ ჩემს გადაკეთებას რასაც მეორენაირად აღზრდა ქვია. საბედნიეროდ ძნელად აღსაზრდელის სახელი დავიმკვიდრე სახლშიც და სკოლაშიც. არა იმიტომ რომ უზრდელი ან თავხედი ვიყავი, ან ჩხუბისთავი. აი ძალიან კარგი სიტყვაა "ამჩემფეხება". დიახ, სწორედ ასეთი "ამჩემფეხება" გახლდით. არასოდეს არ ვფიქრობდი რა იყო სწორი, რა არასწორი. გაიარა ასე წლებმა ცელქობაში, ონავრობაში, ბავშვობის დებილური ამბების მოყოლის ხასიათზე მაინც არ ვარ და თანაც ბავშვობა მგონი ყველას ერთნაირი აქვს. ყველა ბავშვი თითქმის ერთნაირად ფიქრობს, თუ არ ფიქრობს ერთნაირად მაინც იქცევა. ყველა ტრაკით სრიალებს თოვლზე, ყველას რჩება სახლში საშინაო დავალება, ყველას მოსწონს რომელიღაც ჩუმი წყნარი გოგო რომელიც წინა მერხზე ზის. არაფერი საინტერესო აქ არ არის. ყველაფერი მერე იწყება, როცა გეუბნებიან რომ "უკვე დიდი ხარ". როდის გადადიხარ ამ ზღვარს ვერ გეტყვით. ალბათ ზაფხულის წვიმას გავს, უეცრად რომ მოიღრუბლება და დასცხებს. ვერც კი შეამჩნევ საიდან მოვა ღრუბელი. ეს უცბათ ხდება. ალბათ სულ ცაში უნდა იყურებოდე რომ დაინახო. მგონი სინოპტიკოსები სულ ცაში იყურებიან მაგრამ ჩვენ ხომ სინოპტიკოსები არ ვართ. იმას ვამბობდი რომ დიდი გავხდი. მერე აღმოჩნდა რომ დიდები ჯარში მიყავთ და მეც წამაბრძანეს. ჯარი არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მეგონა. მეგონა რომ ნამდვილი ვაჟკაცები ისევ ხმლებით იბრძოდნენ. ძალიან მომწონდა როდესაც ფილმებში ვუყურებდი თუ როგორ შეეტაკებოდა ერთმანეთს ორი გმირი და ერთერთი მეორეს აჯობებდა ან ძალით, ან ხერხით, ან გაიძვერობით, ან ხმალი გაუტყდებოდა. მოკლედ მომწონდა ეს შერკინებები და ემოციების გარეშე ვერასოდეს ვერ ვუყურებდი. ჯარში როცა ხარ არ არის ცუდი. არ მესმოდა რატომ ეშინოდათ თანატოლებს ჯარის. უფრო ხშირად ვხედავდი რომ დედა ან მამა აშინებდათ. არ მესმოდა რატომ. ზოგს ისეთი მამა ეუბნებოდა ან დედა არ წახვიდეო რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა სირცხვილია ბავშვს "ცხრა ძმა ხერხეულიძე" რომ არ აქვს წაკითხული და ნასწავლი, ნამდვილად არ იმსახურებს ნიშანსო. მეცინებოდა მაშინ. ამას ძირითადად ხუთოსანა ბიჭების დედები ამბობდნენ დანარჩენ უბრალო მოკვდავებზეც რომლებთან მეგობრობასაც უშლიდნენ შვილებს. ალბათ ოროსნობა გადამდები იყო. მე ვერ გეტყვით ვინ გადმომდო მაგრამ არც მე ვბრწყინავდი ჩემი ბეჯითობით. ჯარში ყველაზე კარგი ღამეა. სწორედ ღამით დავიწყე წერა. პირველად იმედგაცრუებაზე დავწერე. იქ ვერავის ვეტყოდი ჩემს სულელურ ფანტაზიებზე და ამიტომაც ვწერდი და ვწერდი. ალბათ ღამე ნამდვილი ჯარისკაცისთვის არის. ღამით თავისუფალი ხარ, გინდა წერე, გინდა პორნო ჟურნალი გადაფურცლე, რაც გინდა ის აკეთე მოკლედ, შენი თავის ბატონ პატრონი შენ ხარ. სამწუხაროდ არ მქონდა ჟურნალები, არც არაფერი აღვიძებდა ჩემს ფანტაზიებს. ირგვლივ მარტო აყროლებული ნასკის სუნი იდგა, გამაბრუებელი. ყოველთვის ეზარებოდათ სამრეცხაოში ჩატანა. ზოგს ლეიბის ქვეშ ეწყო, ზოგს ბალიშის ქვეშ. გეგონება ახალი წელი იდგა და თოვლის პაპას სწორედ რომელიღაც აქოთებულ ნასკში უნდა ჩაედო საჩუქრად საპონი ან რაიმე ისეთი რაც იმ ადამიანებს სჭირდებოდათ. ვიწექი და ვფიქრობდი, ვითომ მჭედელი ვიყავი. დიახ სწორედ ისეთი მჭედელი, უზარმაზარ ჩაქუჩს რომ იქნევდა, გაოფლილ ტანზე მურები რომ ესვა და ყველაზე დიდ საიდუმლოს ფლობდა იმ რახარუხით გამოტვინებული თავით. მე ვფიქრობ რომ ძველ დროში ყველაზე ჭკვიანები მჭედლები იყვნენ. აბა ვინ მოიგონა რკინა, მკერავი ვერ მოიფიქრებდა. მჭედლების დამსახურებაა ბევრი რამ. მეტალურგები ქვიათ დღეს. მეტალურგი კი მოგეხსენებათ მეცნიერია. ისინიც მეცნიერები იყვნენ. ხო და წარმოვიდგინე ძველი დროის მეცნიერად თავი. ჩემს წარმოდგენებში დიდად არ გავნსხვავდებოდი, ერთადერთი ის იყო რომ დიდი წვერი მქონდა, გაჩეჩილი ჭუჭყიანი თმა, დახეთქილი ტუჩები, დაკოჟრილი ხელები, ჩასისხლიანებული თვალები... ეს მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად კი ისევ ის ვიყავი რაც ახლა ვარ. ერთი გოგო მიყვარდა. მაგრამ ვერ ვბედავდი მასთან მისვლას. ვის რათ უნდა შენი მჭედელი, რომელსაც თავში ჟანგები ჩაქუჩები გრდემლები და ნახშირები უყრია მარტო. წლოვანებითაც პატარა იყო, არ ვიცოდი როგორ მომეხიბლა, ან რა მქონდა მისი სურვილების შესაფერისი, ან რა ვიცოდი მის სურვილებზე? ყოველ დღე ვნახულობდი. წყაროსკენ მიმავალ გზის პირას იყო ჩემი სახელოსნო. არ დამიჯერებთ და იმ ბრახაბრუხში ყოველთვის მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა და ზუსტად იმ დროს გამოვიდოდი მზის გულზე, რომ დამენახა. ძალიან სუსტი აღნაგობის იყო. გეგონებოდა ნიავი მიაფრიალებს აბრეშუმის ნაჭერსო. აბრეშუმივით ბზინავდა მზეზე მისი თეთრი კანი, სწორი თმა...ალბათ ასეა, რომ როდესაც მურებთან და ჭუჭყთან გაქვს მუდმივად შეხება, ასეთი გამორჩეული სილამაზე ასმაგად მოქმედებს შენზე. როდესაც ამას მივხვდი, ბედსაც აღარ ვუჩიოდი. ვფიქრობდი; "რა მოხდა მერე, ყველას ახარებს ეს ადამიანი ალბათ. ალბათ ქმარიც ყავს ან შეყვარებული..." მაგრამ ვიცოდი შურით გასკდებოდა ის ვიღაც კოხტაპრუწა როცა გაიგებდა რომ მე უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მისი არსებობა, ვიდრე მას. პ.ს. დანარჩენი მეზარება. თქვენც მოყევით რამე.
×
×
  • შექმენი...