Search the Community
Showing results for tags 'ვედა'.
-
კოდი: სამი მოდუსი [ტრი გუნა]
-
"ერთიანი ერთადერთი ღმერთი - ჯანარდანა, იღებს ბრაჰმას, ვიშნუს და შივას სახელებს იმისდამიხედვით თუ რას ქმნის, იცავს და ანადგურებს იგი... ისაა მიზეზი შექმნისა, დაცვისა და განადგურებისა" ვიშნუ-პურანა. "ვედამ არ იცის მისი სიდიადე, ბრაჰმამ არ იცის მისი საიდუმლო, ავატარებმა არ იციან მისი საზღვრები - უფალი მეუფე პარაბრაჰმანი საზღვრების გარეშე" რატკალი-გურუ "სული ადამიანის საფშვინველში არის ადამიანის ჭეშმარიტი მე, რომლითაც იგი ნამდვილად და სამარადისოდ ერთარსია მამისა ანუ ღმერთისა" ჯნანა-იოგა. გვ. 100. ავტორი: სვამი ვივეკანანდა. "ადამიანის ჭეშმარიტი მე არის ღმერთის გამოვლინება და მასში მდგომარეობს თვით არსი ღვთაებისა" რაჯა-იოგა. გვ. 50. ავტორი: სვამი ვივეკანანდა. "ღვთაებრივი არსება, რომელიც ჩვენი უმეცრების გამო ჩვენგან მოცილებული გვგონია, სინამდვილეში სულაც არაა შორს მყოფი ჩვენგან, არამედ იგი არის თვით ჩვენი საკუთარი მე მოქცეული ჩვენი არსების შიგნით" სვამი აბედანანდას წიგნიდან - "როგორ გავხდეთ იოგი, გვ. 28. "უმაღლესი მე ადამიანისა არის სწორედ ის ძალა, რომელმაც შექმნა სამყარო, იგი ნაწილია ლოგოსის ცხოვრებისა და განუყოფელია მისგან" ანა ბეზანტი. "ძალა აზრისა". 1912 წელი. არის შვიდი ენერგია შვიდ ჩაკრაში და შვიდ სამყაროში: დაკინი შაკტი მულადჰარაში, რაკინი შაკტი სვადჰისტჰანაში, ლაკინი შაკტი მანიპურაში, კაკინი შაკტი ანაჰატაში, შაკინი შაკტი ვიშუდჰაში, ჰაკინი შაკტი აჯნაში და მაჰაშაკტი საჰასრარა ჩაკრაში. დაკინი შაკტი ესაა სექსუალური ვნების ენერგია, რომლის მაჰაშაკტიდ გარდასახვით ხდება ადამიანის გარდასახვა ბრაჰმანად და დევას სტატუსის მიღწევა. გარდასახვა არ ხდება სურვილის და სექსის სრული უარყოფით, არამედ მისი მიღებით და ტრანსფორმაციით. სწორედ ესაა ტანტრა-დჰარმა ანუ მეხუთე ვედა - პანჩამავედა. "ქალის სასქესო ორგანო ესაა - ლოტოსის ყვავილი, ნეტარების ოკეანე, ესაა გამჭვირვალე ადგილი, საიდანაც შეიძლება ამოვიდეს გასხივოსნებული აზროვნება. როცა ლოტოსის ყვავილი უერთდება მამაკაცურ სასქესო ორგანოს - სკიპტრას, კვერთხს, მათი კავშირისგან იბადება ელექსირი, რომელიც მირონის და მუსკუსის თხილის ნარევს ჰგავს. მათი შეწყვილება შობს ცოდნას, რომელიც ხსნის ყველა საგნის ბუნებას". ("კალაჩაკრა-ტანტრა") "სექსი ცოდვაა მხოლოდ ბრიყვებისთვის; ხოლო ბრძენები მას მიჰყავს განთავისუფლებისკენ, მუქტისკენ" ("კაულავალი-ნირნაია-ტანტრა")
-
კოდი: ვედური ციტატები
-
პერიოდულად ასურები (დემონები) მოდიან დედამიწაზე (დჰარმა-კშეტრაზე), რათა გაანადგურონ ან დაამახინჯონ ვედები. ასე რომ იცოდეთ, ის ადამიანები, რომლებიც გინდ რუსეთში და გინდ საქართველოში ან სადმე სხვაგან, სპეკულირებენ ვედებზე და მანიპულირებენ ვედური ტერმინებით და ლეგენდებით, არიან შარლატანები და ასურები (დემონები). დანავებმა და დაიტიებმა შესანიშნავად იციან თუ როგორ დათესონ პანიკა, დეზინფორმაცია და დააბნიონ ხალხი ცრუ სასწაულებით. დანავებს აქვთ სხვადასხვა ფოკუსების ჩატარების უნარი, მაგრამ მათი გამოცნობა მარტივად შეიძლება, თუ ისინი ამახინჯებენ ან აკნინებენ ვედებს და არ ჰყავთ ავტორიტეტული გურუ, ასევე არ არიან კონკრეტულ სამპრადაიში ე.ი. არ არიან კონკრეტული რელიგიურ-მისტიკური ტრადიციული სკოლის ადეპტები, იცოდეთ, რომ ესენი არიან - ა ს უ რ ე ბ ი (დემონები). არიან დანავები და დაიტიები რომლებიც ამახინჯებენ ვედებს და სხვადასხვა ვედური სკოლების მოძღვრებებს და პრაქტიკებს. ილუზიონისტი დანავები ატყუებენ მილიონებს. ვედურ რელიგიაში მრავალი სკოლაა. ვედურ ტრადიციებში არსებობენ გასხივოსნებული მაჰა-სიდჰებიც, მაგრამ ისინი არ ჩანან, სამაგიეროდ კარგად ჩანან შარლატანები, რომლებიც ამახინჯებენ ვედურ ცოდნას და სხვადასხვა პრაქტიკებს. საბედნიეროდ არსებობენ ნორმალური გურუებიც, რომლებიც ქადაგებენ ნამდვილ ვედებს, მაგრამ მაჰა-სიდჰები საჯაროდ არ ავლენენ საკუთარ თავს და ეს გასაგებიცაა, რადგანაც ასურების მთავრობა ასეთებს მყისვე გიჟებად შერაცხავს და საგიჟეთში გამოკეტავს. ეს იმიტომ, რომ დგას კალი-იუგა და იოგა და ტანტრა შეშლილობად არის გამოცხადებული ასურების მიერ. ის გურუები კი, რომლებიც საჯაროდ ქადაგებენ, ცდილობენ დამალონ სულიერი ნათელი და ნამეტანი არ გადავიდნენ ზეცნობიერში, რადგანაც იციან, რომ ხალხს ე.ი. მასებს არ სიამოვნებთ განათებულ სიდჰებთან ურთიერთობა და ვერ უგებენ მათ, მთავრობა ხომ მით უმეტეს. ბრბო ჩლუნგია. ომ შანტი ომ ტარე ტუტტარე ტურე სვაჰა
-
კოდი: კალი-იუგა